ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-თბილისის გზატკეცილზე – მძიმედ დაშავდა 3 პირი

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-თბილისის გზატკეცილზე – BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელიც წინა მანქანის გასწრებას ცდილობდა, შემხვედრ სატვირთოს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა BMW-ის მძღოლი და  მანქანაში მყოფი კიდევ ორი პირი. ერთ-ერთმა კიდური დაკარგა.

შემთხვევის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

წყარო: მთავარი არხი

მსგავსი თემები