საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს

საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს. სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასის განცხადებით, ათენიდან ჩრდილო-დასავლეთით, პარნიტას მთაზე ხანძრის ახალი კერების გაჩენის რამდენიმე მცდელობა იყო.

ცეცხლის გაჩენის შემთხვევებს საბერძნეთის პოლიცია და სადაზვერვო სამსახური იძიებს.

„თქვენ ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადიხართ. ცეცხლის წამკიდებელი არამზადები აჩენენ ცეცხლს, რომელიც ემუქრება ტყეებს, საკუთრებას და რაც მთავარია, ადამიანების სიცოცხლეს. თქვენ ეს არ შეგრჩებათ. ჩვენ გიპოვით და პასუხს გაგებინებთ“, – განაცხადა კიკილიასმა.

 

მსგავსი თემები