კაპროვანთან, ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

კაპროვანთან, ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

30 წლამდე მამაკაცი ზღვაში გუშინ გაუჩინარდა. მაშველებმა მისი ცხედარი დღეს იპოვეს.

ამ დროისთვის, სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მსგავსი თემები