ომი არ დასრულდება, სანამ მთელი ტერიტორია, მათ შორის ყირიმი არ გათავისუფლდება – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ ომი არ დასრულდება, სანამ მთელი ტერიტორია, მათ შორის ყირიმი არ გათავისუფლდება.

,,როდესაც უკრაინა ყირიმის სამხედრო გათავისუფლებას დაიწყებს, ამას ყველა დაინახავს და გაიგებს. ეს არის პირველი ოპერაცია, რომელიც საჯარო გახდა. მანამდე, ჩვენი შეიარაღებული ძალები, ჩვენი უსაფრთხოების ძალები, სხვა ოპერაციებში იყვნენ ჩართული. ყველა ოპერაციის შესახებ ჩვენს საზოგადოებას ვერ მივაწვდით ინფორმაციას. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ოპერაციები არ დასრულდება მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის მთელი ტერიტორია, მათ შორის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა ტერორისტებისგან არ გათავისუფლდება. ეს იქნება უფრო ძლიერი ოპერაცია, ვიდრე ამჟამად ხდებ,”- განაცხადა დანილოვმა.

მსგავსი თემები