რუსეთი დამატებით 450 000 ადამიანის მობილიზებას გეგმავს – უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი

რუსეთს მობილიზაცია არ შეუწყვეტია და ახლა განიხილავს 450 000 ადამიანის დამატებით მობილიზების  შესაძლებლობას – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

“ახლა განიხილავენ ვარიანტს, საკითხი ჯერ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი, რომ დამატებით 450 000 ადამიანი გაიწვიონ”, – განაცხადა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.

ბუდანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციაში მობილიზაცია არ შეწყვეტილა. გასულ შემოდგომაზე მათ გამოიძახეს დაახლოებით 350 000 რუსი. მაგრამ ფარული მობილიზაცია მუდმივად გრძელდება და ახლა ყოველთვიურად 20 000-დან 22 000-მდე ადამიანს იბარებენ.

,,თავად, ეს იწვევს შემდეგ კითხვას: რატომ არის ასეთი რიცხვი, თუ დანაკარგები, როგორც ამბობენ, მწირია? თქვენ ნახავთ, რომ სიმართლე სადღაც შუაში იქნება”, – განმარტა ბუდანოვმა.

მსგავსი თემები