,,ადამიანმა, რომელიც არ არის ,,ჰამასის” მებრძოლი, თამის დას დაურეკა…” – ქართველ-ებრაელ გოგოს, თამარ გოლდენბერგს კვლავ ეძებენ

ისრაელში, ქართველ-ებრაელ გოგოს, თამარ გოლდენბერგს ეძებენ. დაკარგული გოგოს ახლობელი სოციალურ ქსელში  წერს, რომ გოგონას ოჯახმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

,,მეხუთე დღეა თამი დაკარგულია და ისევ არაფერი ვიცით. მოქალაქეები ღაზადან და ირანიდან, მოქალაქეები და არა ,,ჰამასის” მებრძოლები, რეკავენ თამის ოჯახთან და აშინებენ და ემუქრებიან მათ.

ამ ადამიანმა, რომელიც არ არის ,,ჰამასის” მებრძოლი, დარეკა თამის დასთან და უთხრა, რომ ცხოვრობს პალესტინაში და ყველას დახოცავს და რომ პალესტინა იქნება სრულად მათი.

მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს იღებენ უამრავს, მრავალნაირი ფორმით: მესიჯები, ზარები, ვიდეო ქოლები…
პოლიცია ჩააყენეს საქმის კურსში, მაგრამ ამის ატანა მაშინ, როცა ოჯახის წევრი მეხუთე დღეა დაკარგულია და კვალიც კი არ ჩანს, წარმოუდგენელია!!!”, – წერს მარიამ კორტავა სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები