,,ვმუშაობთ იმაზე, რომ მშვიდობის გლობალური სამიტი შემოდგომაზე ჩატარდეს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან თათბირის დროს განაცხადა, რომ უკრაინას მშვიდობის გლობალური სამიტის ჩატარება შემოდგომაზე სურს. მისი თქმით, ქვეყანას ახლა ხუთი ორიენტირი გააჩნია, რომელთაგან მთავარი – მშვიდობის ფორმულის რეალიზებაა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სახელმწიფოებისა და ერების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობისკენ, საერთაშორისო სიმშვიდისა და რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეების არარსებობისკენ მიისწრაფვის და მშვიდობის ფორმულის 10 პუნქტი სწორედ ამ მნიშვნელოვან ამოცანას ასახავს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ კვირის განმავლობაში სახელმწიფოების ლიდერების მრჩევლებისა და საგარეო უწყებების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თითქმის 40 ქვეყანა. პირველი შეხვედრა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩატარდა. “ხოლო მესამე ნაბიჯი…

მეტი...

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს სასაზღვრო ზონაში სამეურნეო საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცათ

2 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „მოქალაქეებს“ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვარზე გარკვეული სახის სამეურნეო საქმიანობის განხორციელების უფლება მიენიჭებათ. კერძოდ, საუბარია, სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა-გადაზიდვაზე ცხინვალის, ზნაურისა და ახალგორის რეგიონების სასაზღვრო ზონაში „შესაბამისი ნებართვის გაცემის გარეშე“. „სამხრეთ ოსეთის“ КГБ-ს ინფორმაციით, „აღნიშნული მიზნებისთვის სასაზღვრო ზონაში შესასვლელად აუცილებელია რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო დირექტორატის უახლოეს სამმართველოში მისვლა პასპორტით – პირის იდენტიფიცირება, დაზუსტება. სამეურნეო სამუშაოების ადგილი, სახეობა და დრო“. „ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ხელსაყრელი პირობების შექმნას აქტიური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდში“ , – აღნიშნეს დე ფაქტო უწყებაში.

მეტი...

12 წლის ანას დედა, შვილის მკვლელის კვალზე გასასვლელად ინფორმაციისთვის 5 000 დოლარს იხდის

დიდ დიღომში მოკლული 12 წლის ანას დედა, შვილის მკვლელის კვალზე გასასვლელად ინფორმაციისთვის 5 000 დოლარს იხდის. “გთხოვთ გააზიაროთ!!! გადავიხდი 5000 დოლარს ვინც რეალურ ინფორმაციას მომაწოდებს ჩემი 12 წლის შვილის მკვლელის კვალზე გასასვლელად. ანონიმურობა დაცული იქნება სრულად”, – წერს ის ფეისბუქზე. შეგახსენებთ, რომ 12 წლის მოზარდის ცხედარი 17 მარტის ღამეს, დიდ დიღომში, მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან იპოვეს. ტერიტორია, სადაც ბავშვი ნახეს, მისი სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს. ექსპერტიზის დასკვნით, გოგონას სხეულზე 40-მდე დაზიანება მიაყენეს, თუმცა საქმისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაზიანებული და გამოუსადეგარია. ირკვევა რომ ნიმუშები…

მეტი...

,,საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს” – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ პროტესტს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს “რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს”, რომლებსაც “რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს”. “ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია. ჩვენ ვიღებთ უამრავ მომართვას საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ეს უაზრო პროვოკაცია, რომ მათ, როგორც ქვეყანას, არანაირი კავშირი ამ ადამიანებთან არ აქვთ და ემიჯნებიან”, – განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ასეთ ქმედებებს სჩადიან, არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ დამკვეთებს წარმოადგენენ.

მეტი...

რა ვითარებაა N5 ქალთა ციხეში

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი პენიტენციური სამსახურის N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების მონიტორინგის სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც რთულ საყოფაცხოვრებო პირობებზე მიუთითებს. მონიტორინგის ჯგუფმა რამდენიმე შემთხვევაში მიიღო ინფორმაცია პატიმრების მიმართ უხეში მიმართვების შესახებ. “პერიოდულად ადგილი აქვს პატიმართა შორის კონფლიქტის შემთხვევებს. პატიმართა უმრავლესობა დაწესებულებიდან საჩივრის გაგზავნისგან თავს იკავებს და ცდილობს საკითხის მოსაგვარებლად თანამშრომლებთან დაამყაროს კარგი ურთიერთობები ან დასახმარებლად ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პატიმრებს მიმართოს”, – ნათქვამია ანგარიშში. ომბუდსმენის თანახმად, პრობლემად რჩება ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა. “იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტი ერთ თვეზე მეტი ელოდა სპეციალისტის კონსულტაციას. ფსიქიატრიული დახმარება არ ატარებს ბიო-ფსიქო-სოციალურ ხასიათს. დაწესებულებაში არ ხდება ხანდაზმული პირების სტატისტიკის…

მეტი...

იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან განაახლებს მუშაობას

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან განაახლებს მუშაობას. მათი ცნობით, მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით შეუფერხებლად მიმდინარეობს მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან. “მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით შეუფერხებლად მიმდინარეობს მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან. მობილური იუსტიციის სახლები მომხმარებლებს, ამ რეჟიმში, 21:00 საათამდე მოემსახურება. მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ზომა იქნა მიღებული, გატარდა შესაბამისი ღონისიძიებები. იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათი. თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00…

მეტი...

,,ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ექვსი თვეა” – ზელენსკი

,,ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ექვსი თვეა. პარტნიორ ქვეყნებში ერთ თვეში ახალი პოლიტიკური სეზონი იწყება”. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინელ დიპლომატებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ექვსი თვეა. პარტნიორ ქვეყნებში ერთ თვეში ახალი პოლიტიკური სეზონი იწყება. ის ისეთივე პროუკრაინული უნდა იყოს, როგორც წინა პოლიტიკური სეზონები. არის დრო მოსამზადებლად. ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები უკრაინისთვის. ჩვენ გვჭირდება უკრაინის გამარჯვებები ბრძოლის ველზე და საერთაშორისო ურთიერთობებში, ჩვენს დიპლომატიაში. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ დღეს უკრაინის ელჩებთან შეხვედრაზე. უკრაინული დიპლომატიის ყოველმა ნაბიჯმა, ყოველმა დღემ უნდა გააძლიეროს ჩვენი სახელმწიფო და უკრაინას გამარჯვებები აჩუქოს. გამარჯვებები, რომლებისგანაც შედგება ჩვენი დიდ უკრაინული…

მეტი...

ფუტსალის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე ელეონორა მალცევა უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა

ფუტსალის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე 34 წლის ელეონორა მალცევა უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა. ის უკრაინას რუსული აგრესიისგან 2014 წლიდან, 9 წლის განმავლობაში იცავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ფუტსალის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 10-გზის ჩემპიონ სპორტულ კლუბ “ბილიჩანკაში” თამაშობდა და ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრი იყო.

მეტი...

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტი გამოავლინა და ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი სხვადასხვა უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა და ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ,,საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ, ჯამში 581 237 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთებს, რაც ფიქტიურად დაარეგისტრირა სხვადასხვა მოქალაქის სახელზე. უკანონო გზით მოპოვებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, მან  აღნიშნული მიწის ნაკვეთები  ოჯახის წევრის სახელზე გადააფორმა, რის შემდეგაც ნაწილი მათგანი გაასხვისა. სამართალდამცავებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე…

მეტი...

,,ევროკავშირის ანგარიში სინამდვილეში ძალიან კრიტიკული და მძიმეა”- თინა ბოკუჩავა

ევროკავშირის ანგარიში სინამდვილეში ძალიან კრიტიკული და მძიმეა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ”რუსული ოცნება” ყველაფერს უკუღმა კითხულობს და ევროკავშირის ანგარიშიც ამ თვალსაზრისით, არ წარმოადგენს გამონაკლისს”. „სინამდვილეში, ანგარიში ძალიან კრიტიკული და მძიმეა, სადაც აღნიშნულია, რომ სერიოზული პრობლემებია მართლმსაჯულების სისტემაში, კორუფციის მიმართულებით და ინსტიტუციების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ეს ის მოთხოვნები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს უყენებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ევროინტეგრაციის გზაზე სვლა წარმატებით გავაგრძელოთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.           ,,საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, თუმცა, მათი აღსრულება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს”-…

მეტი...

,,მივიდა ვაშაძე და ჩაგრავს ხაბეს – მიხვედი პარტიაში, ხომ? კეთილი ინებე და გაითვალისწინე – ჯერ ხაბე, მერე  – ვაშაძე”- ირაკლი ზარქუა

,,მივიდა ვაშაძე და ჩაგრავს ხაბეს, ამის გამო „ცხელ შემოდგომას“ მოვუწყობ აქ, პარლამენტში, რადგან ეს არასწორია. ხაბეზე მაღალი და პოპულისტი რომ ხარ, ამიტომ გინდა, დაჩაგრო?! მიხვედი პარტიაში, ხომ? კეთილი ინებე და გაითვალისწინე – ჯერ ხაბე, მერე  – ვაშაძე,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, გიორგი ვაშაძე პოპულისტი და საკუთარ თავზე შეყვარებულია. „იმ პლატფორმას, რაც ამ ხელმოცარულებს აქვთ, მე დავარქმევდი პოპულიზმის და ხელმოცარულების პლატფორმას. დადიან და ატყუებენ საზოგადოებას. ნათლად გამოჩნდა, ანაკლიაში რომ ჩაატარეს შეხვედრები, მთელი სამეგრელოს რეგიონიდან ჰყავდათ მობილიზებული ხალხი. როგორც გაირკვა, ზოგი შეცდომით ჰყავდათ მიყვანილი. ასე უნდათ,…

მეტი...

იუსტიციის სახლში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდა

თბილისის იუსტიციის სახლში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზეც ევაკუაცია გამოცხადდა, – ამის შესახებ იუსტიციის სახლის განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან განცალკევებულ უსაფრთხო ადგილას. „გაცნობებთ, რომ თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია 17:00 საათიდან თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდან. მომსახურების მიღება, ასევე შესაძლებელია თბილისის ვარკეთილისა და გლდანის იუსტიციის სახლებიდან. თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვლებლივ გადაეცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ს. პროტოკოლის…

მეტი...

ფოთში კაცი ზღვაში დაიხრჩო

​ფოთში 76 წლის კაცი ზღვაში დაიხრჩო.  შემთხვევა კუნძულის უბნის პლაჟზე მოხდა. ​თვითმხილველების თქმით, კაცი ზღვაში შევიდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. მაშველებმა კაცი ზღვიდან მალევე ამოიყვანეს, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

მეტი...

ძლიერი ხანძარი მოსკოვის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში

რუსეთში მოსკოვის რეგიონში ლიუბერცის ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,ამერიკა დაცემაში მყოფი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ მას კვლავ დიდებულს გავხდით”- ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უპრეცედენტოს უწოდებს. ტრამპის თქმით, მის წინააღმდეგ წაყენებულმა ბრალდებებმა გააღვიძა მსოფლიო კორუფციით, სკანდალით და წარუმატებლობით, რომელსაც შეერთებულ შტატებში ბოლო სამი განმავლობაში აქვს ადგილი. ,,მადლობა ყველას!!! აქამდე არასდროს მქონია ამდენი მხარდაჭერა არაფერზე… ამერიკა დაცემაში მყოფი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ მას კვლავ დიდებულს გავხდით, უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე. ყველანი მიყვარხართ”,- აცხადებს ტრამპი. დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს

მეტი...

იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა

იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, უწყებაში ბომბის არსებობის შესახებ შევიდა ანონიმური ზარი. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, თუმცა, მათი აღსრულება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს”- ევროკავშირის ანგარიში

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა მათი აღსრულება უნდა გაძლიერდეს. ,,ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. თუმცა, მათი აღსრულება / განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს. 2022 წელს არის წინსვლა საარჩევნო სისტემის, საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით. შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების…

მეტი...

ბებიას ერთი წლის შვილიშვილი მანქანაში დარჩა – გოგონა გარდაიცვალა

აშშ-ში გაირდაცვალა ერთი წლის ბავში, რომელიც ბებიამ მანქანაში 8 საათის განმავლობაში მარტო დატოვა. CNN-ის ინფორმაციით, 54 წლის ბებიას ბავშვის საბავშო ბაღში მიყვანა დაავიწყდა, მანქანის უკანა სავარძელზე დატოვა, თავად კი სამსახურში წავიდა. ერთი წლის გოგონა საავამდყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საქმეს პოლიცია იძიებს.

მეტი...

რუსეთი ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნებს მართავს – რუსული მედია

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთი ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნებს მართავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებაში, სახელწოდებით „ოკეანის ფარი 2023“ მონაწილეობს რუსეთის საზღვაო ძალების 30-ზე მეტი სამხედრო ხომალდი და კატარღა, 30 საზღვაო ავიაციის თვითმფრინავი და დაახლოებით 6000 სამხედრო მოსამსახურე, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ. „2 აგვისტოდან ბალტიის ზღვის წყლებში, საზღვაო ძალების მთავარსარდლის, ადმირალ ნიკოლაი ევმენოვის ხელმძღვანელობით, საზღვაო სწავლება „ოკეანის ფარი – 2023“ იმართება“, – აცხადებენ სამინისტროში. როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ღონისძიებები მიზნად ისახავს “საზღვაო ძალების მზადყოფნის შესამოწმებლად ეროვნული ინტერესების დაცვას ოპერატიულად მნიშვნელოვან ზონაში”.

მეტი...

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების  ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოს და უცხო ქვეყნის 22 მოქალაქეს, ქ.თბილისში, იერუსალიმის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართები მოტყუებით შეაძენინეს. კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაზარალებულები დაარწმუნეს, თითქოსდა მათ მიერ გადახდილი თანხა შენობის რეაბილიტაციას და საცხოვრებელი ბინების რემონტს მოხმარდებოდა და საცხოვრებელ ფართს სრულად კეთილმოწყობილ მდგომარეობაში მიიღებდნენ. დაზარალებულები ნასყიდობის შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხებს პერიოდულად იხდიდნენ, თუმცა ბრალდებულები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს არ ახორციელებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები  წლების განმავლობაში ატყუებდნენ მათ, რომ გამართულ საცხოვრებელ ბინებს ჩააბარებდნენ, რის შედეგადაც, მოქალაქეთა მიერ გადახდილ თანხას  თაღლითურად ისაკუთრებდნენ. აღნიშნულის შედეგად, ბრალდებულები დაზარალებულების კუთვნილ, ჯამში…

მეტი...

,,შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია”- NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, სასამართლოს დროებითი განჩინება ერთ-ერთი აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით, ცენტრში გამოცდებისა და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ იქნა წარმოდგენილი. მათივე განცხადებით,  აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია შეუძლებელია. ,,2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შევიდა ცვლილება – ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტებს მიეცათ დამატებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ მათ საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზების გამო: ა) ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად გამოცდის დღეს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის გამო არანაკლებ 24 საათის განმავლობაში; ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა,…

მეტი...

,,ვაშაძეს პრემიერ-მინისტრობა უნდა, რომ იძინებს, იღვიძებს, ფიქრობს, ჩრდილოვანი კაბინეტი მაინც შექმნას”- გია ვოლსკი

100 %-იანი სიზუსტით შემიძლია, ვთქვა, რომ ვაშაძის ხელისუფლების ზეობის პერიოდში, საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის ინტერესები ყოფილიყო გატარებული რეგიონშიც და საქართველოს ტერიტორიაზეც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, გიორგი ვაშაძეს პრემიერ-მინისტრობა უნდა. ,,ნული იყო სოციალურ პაკეტზე, უსაფრთხოებაზე მსჯელობა. რუსეთთან მიმართებაში გამყიდველი პოზიცია ჩამოაყალიბეს და შედეგები სახეზე გვაქვს. რა საქმეზე უნდა ელაპარაკო აღმაშენებელს რომ დაარქმევ პარტიას და ფრაქციას, ეს იმას არ ნიშნავს რომ რამეს ააშენებ. ვაშაძეს პრემიერ-მინისტრობა უნდა, რომ იძინებს, იღვიძებს, ფიქრობს, ჩრდილოვანი კაბინეტი მაინც შექმნას, რეალობაში კაბინეტს ვერასდროს რომ ვერ შექმნის, იცის, და…

მეტი...

აბიტურიენტის დედამ შიმშილობა დაიწყო

აბიტურიენტის დედამ, რომელსაც NAEC-მა დამატებით გამოცდა არ დაუნიშა, შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ თავად აბიტურიენტის დეადა  სოციალურ ქსელში წერს. ,,გთხოვთ გაავრცელოთ! მე ინგა ბაშიროვი ამ წუთს გადავწყვიტე გამოვიყენო ჩემი ბოლო უფლება. სიცოცხლის უფლება. მე ვიშიმშიკებ მამამ სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრის რობოტი დირექტორი არ დატოვებს თანამდეობას. ამასთან დაკავშირებით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. ასევე ვთხოვ ყველა ქვეყნის საელჩოს მისცენ ჩემს შვილს საშუალება იცხოვროს ისეთ ქვეყანაში სადაც მისი მკურნალობის და გაბათლების მიღების უფლება არ დაირღვევა”, – წერს ინგა ბაშაროვი. ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის” წარმომადგენელის ანა არგანაშვილის განცხადებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC)…

მეტი...

,,ნათია ცოცხალია და ვინც ის გაიტაცა, ციხეშია” – გაუჩინარებული ქალის დედა

ოკუ­პი­რე­ბულ გალ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, ნა­თია ბახ­ტა­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე­ზე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი დაკავებულია. ამის შე­სა­ხებ ინფორმაციას გა­მო­ცე­მა “ეხო-კავ­კა­ზა” სა­კუ­თარ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავრცელებს. მათივე ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობს. როგორც ირკვევა ნათია ბახტაძე ცოცხალია. შეგახსენებეთ, რომ მა­ნამ­დე მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ახალგაზრდა ქალი ტყე­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ,,ნა­თია ცო­ცხა­ლია და ის ბიჭი, ვინც ის გა­ი­ტა­ცა, ცი­ხე­შია“, – წერს ნათია ბახტაძის დედა  სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მეტი...

თურქმენული ავიაკომპანია მოსკოვში ფრენებს უსაფრთხოების მიზნით აჩერებს

რუსეთის დედაქალაქზე  დრონებით თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოების გამო თურქმენეთის ავიახაზები მოსკოვში ფრენებს წყვეტს. „მოსკოვის საჰაერო ზონაში შექმნილი ვითარების გამო და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რისკების შეფასების საფუძველზე, თურქმენეთის ავიახაზების ყველა ფრენა აშხაბად-მოსკოვი-აშხაბატი შეჩერდება“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში. მათი თქმით, ავიაკომპანია ფრენებს მოსკოვის ნაცვლად ქალაქ ყაზანში შეასრულებს.

მეტი...

ოკუპირებულ ყირიმში აფეთქება მოხდა – მედია

​დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სოფელ გვარდიისკესთან, სადაც საჰაერო ავიაბაზაა განთავსებული, აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, იქ მდებარეობს გვარდიისკის ავიაბაზა. აეროდრომი ექვემდებარება რუსეთის ფედერაციის საჰაერო და კოსმოსურ ძალებს. იქ რუსეთის საჰაერო ძალების 37-ე შერეული საავიაციო პოლკია განთავსებული. საოკუპაციო ე.წ. ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მეტი...

,,სიხარული შედეგია სიყვარულისა, გიყვარდეთ ერთმანეთი”- ილია მეორე

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია  წმინდა ილია თეზბიტელის და წმინდა ილია მართლის ხსენებას აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საღ­მრთო ლი­ტურ­გია შეს­რულ­და. წირ­ვა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, ილია მე­ო­რემ მღვდელმთავ­რებ­თან და ტაძ­რის მღვდელმსა­ხუ­რებ­თან ერ­თად აღავ­ლი­ნა. „იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. სიხარული შედეგია სიყვარულისა, გიყვარდეთ ერთმანეთი. ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა სიონის ტაძარში.

მეტი...

იზმირში, ქართველ ემიგრანტს ტრაილერი დაეჯა და ადგილზე დაიღუპა

იზმირში, ქართველ ემიგრანტს ტრაილერი დაეჯა. შეჯახების შედეგად ქალი ადგილე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შოთო სიხარულიძე  სოციალურ ქსელში ავრცელებს. „იზმირში ტრაგედია დატრიალდა. ემიგრანტს ტრაილერი შეეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა თურქეთში.  37 წლის სოფო ცომაიას გლოვობს აბაშა. მოიხსენიეთ ახლადშესვენებული სოფო. კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე… თითოეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია….ნათელი დაუმკვიდროს უფალმა… საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა… 14 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩასულიყავი მშობლიურ აბაშაში?“,- წერს შოთო სიხარულიძე.

მეტი...

,,გპირდებით თბილ მიღებას”- ასლან ბჟანია რუს ტურისტებს თბილ დახვედრას ჰპირდება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუს ტურისტებს თბილ დახვედრას ჰპირდება. ბჟანია ბათუმის ნავსადგურში გამართულ საპროტესტო აქცია გამოეხმაურა. ,,რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება. სოხუმის საზღვაო პორტი ტექნიკურად მზად არის მიიღოს Astoria Grande ტიპის გემები. მოხარული ვართ მოგიწვიოთ ჩვენთან აფხაზეთში და გპირდებით თბილ მიღებას რუს ტურისტებს აფხაზური სტუმართმოყვარეობის სულისკვეთებით,”- განაცხადა ბჟანიამ. ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმში ორშაბათს გამთენიისას შემოვიდა.  მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ. აქცია 30 ივლისს ღამით დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

მეტი...

,,არ დაგითმობთ ამ ქვეყანას”- გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“

მინდა, „ქართულ ოცნებას“ და ამ რუსულ რეჟიმს ვუთხრა, არ დაგითმობთ ამ ქვეყანას, საქართველო ეკუთვნის ქართველებს და ქართველთა არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების არჩევანია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით,  საქართველო იქნება ძლიერი და  ერთიანი. ,,მე მთავარი, მინდა, „ქართულ ოცნებას“ და ამ რუსულ რეჟიმს ვუთხრა, არ დაგითმობთ ამ ქვეყანას, საქართველო ეკუთვნის ქართველებს და ქართველთა არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების არჩევანია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად. 11 წელი არაფერი გაგიკეთებიათ, გარდა ამ ქვეყნის გაუბედურებისა, და ამის მაჩვენებელი არის ის კატასტროფული დემოგრაფიული მაჩვენებელი, რაც დღეს არის…

მეტი...

რუსეთმა სურსათის იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს – ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთმა სურსათის იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს. მისი თქმით, უკრაინა მსოფლიოში სურსათის უმნიშვნელოვანესი მიმწოდებელია და სანამ რუსეთი მის წინააღმდეგ აგრესიულ ომს დაიწყებდა, მსოფლიოში ქერის მეხუთედი, ასევე სიმინდის მეექვსედი და ხორბლის მერვე ნაწილი უკრაინიდან მოდიოდა. „მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მარცვლეულის მინდვრებს და ელევატორებს თავს დაესხა და უკრაინის პორტები გადაკეტა, მსოფლიოში სურსათის ფასები რეკორდულ დონემდე აიწია და ბევრი იმპორტიორი ქვეყნისთვის საჭირო სურსათის მიწოდებას საფრთხე შეექმნა. „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა“ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარშრუტის აღდგენას და სურსათზე გლობალური…

მეტი...

,,ხელისუფლება რუსული სახელმძღვანელოს მეთოდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს”- გიორგი გახარია

კოსოვოსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტოროებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება რუსეთის ნარატივს იმეორებს, – ამის შესახებ პარტის “საქართველოსთვის” ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ხელისუფლება რუსული სახელმძღვანელოს მეთოდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ,,კოსოვოსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტოროებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ნარატივს, რითაც კრემლმა 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის ოკუპაცია „დაასაბუთა“. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება რუსული სახელმძღვანელოს მეთოდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს,”- წერს გახარია.  

მეტი...

,,ღირსეულად მივიღეთ  “კნიაზ ვლადიმირი”, Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება ადგილი”- ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აცხადებს, რომ აფხაზეთი საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს მისაღებად მზადაა. მისი თქმით, ღირსეულად მიიღეს ლაინერი “კნიაზ ვლადიმირი” და Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება ადგილი. ,,რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება. თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი “კნიაზ ვლადიმირი”, Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება ადგილი”,- განაცხადა ბჟანიამ.

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობა“ უზარმაზარ ფულს იხდის იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ლობირებს და უზარმაზარ ფულს იხდის იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები. „ნაცმოძრაობის“ მმართველობა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმი, რისი დასტურიცაა შავაძის, გირგვლიანის, მელაშვილის საქმე. რა თქმა უნდა, როცა მათი მძიმე წარსული თავს შეგვახსენებს, ეს შეფასებებიც შესაბამისად კეთდება. როცა ხელისუფლებაში აღარ არიან, ბევრი მავნებლური აქტივობით არიან დაკავებული. რა დავარქვათ იმას, როცა აღმოჩნდება, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ ლობირებს და უზარმაზარ ფულს იხდის იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები. ეს იმ ფონზე, როცა ვითომ გულშემატკივრობენ საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის მავნებლური…

მეტი...

ვინც თავს აყენებს კონსტიტუციაზე მაღლა, არასდროს უნდა იყოს აშშ-ის პრეზიდენტი – მაიკ პენსი

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებას აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეხმაურება. მისი თქმით, ვინც კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს თავს, არასდროს უნდა იყოს აშშ-ის პრეზიდენტი. „დღევანდელი ბრალდება ემსახურება მნიშვნელოვან შეხსენებას: ვინც თავს აყენებს კონსტიტუციაზე მაღლა, არასდროს უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, – განაცხადა მაიკ პენსმა.   წაყენებული ბრალდებების მიუხედავად, დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა  

მეტი...

რუსმა ტურისტებმა ანტალიაში 35 კილოგრამი საჭმელი მოიპარეს

თურქეთში, ანტალიაში რუსმა ტურისტებმა შვედური მაგიდიდან 35 კილოგრამი საჭმელი მოიპარეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც დიდი ოდენობით მოპარული საკვებია ნაჩვენები. რუსმა ტურისტებმა თავი იმით იმართლეს, რომ საკვები ხანგრძლივი მგზავრობისთვის სჭირდებოდათ. მოპარული პროდუქტი ტურისტებს ჩამოართვეს.

მეტი...