,,ვეძებთ ორი ადამიანის ცხედარს” – ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ კიდევ ორი ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ,,ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით აღებული გვაქვს საორიენტაციოდ 8 ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი. ამ დროისთვის კიდევ დარჩენილია ორი ადამიანი, ვის ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ, გადასვენება როგორც წესი, მოხდება ქუთაისის სამხარაულის პროზექტურაში. ამ…

მეტი...

პუტინის პირველი განცხადება პრიგოჟინზე

ვლადიმერ პუტინი ევგენი პრიგოჟინის დაღუპვას ეხმაურება და ამბობს, რომ ის “მძიმე ბედის კაცი იყო და ცხოვრებაში სერიოზული შეცდომები დაუშვა”. მის განცხადებას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს და წერს, რომ პუტინმა ტვერის რეგიონში დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა. მისივე თქმით, “ვაგნერმა” მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინაში ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ”. შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. “როსავიაციამ” დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, 9 ადამიანთან ერთად თავად პრიგოჟინიც იმყოფებოდა.

მეტი...

თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ამასთან, დამოუკიდებლობის დღე უკრაინელ ხალხს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიულოცა და ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, კეთილდღეობა უსურვა. „ვულოცავ ჩვენს მეგობარს, უკრაინას და გმირ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. დაე, თქვენი ბრძოლა იყოს გამარჯვების, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის მომტანი!!! უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას!“, – აღნიშნა კახა კალაძემ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უკრაინაში 1991 წლის 24 აგვისტოს გამოცხადდა.

მეტი...

როგორი ჯანდაცვა გვაქვს საქართველოში?! – თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ექსპერტს ჯანდაცვის საკითხებში, ვატო სურგულაძეს მიმართავს. ,,ბატონი ვატო სურგულაძე, რომელიც ერთ დროს კომპეტენტურობით და ინტელექტით გამოირჩეოდა და პატივისცემითაც სარგებლობდა, ბოლო დროს სამწუხაროდ შეპყრობილია სურვილით, რომ მოსახლეობა დაარწმუნოს, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ძალიან ცუდადაა და მხოლოდ საშინელებები ხდება. განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებს ქვეყნის ჯანდაცვას. თუ მას დავუჯერებთ, ჩვენს ქვეყანას ჯანდაცვა საერთოდ არ აქვს?! ბატონო ვატო, იქნებ დამისახელოთ საქართველოს თანაზომადი შესაძლებლობების და რესურსების მქონე რომელიმე ქვეყანა, რომელსაც საქართველოზე უკეთესი ჯანდაცვა აქვს. ნუთუ მართლა ვერ ხედავთ, რომ მარტო C ჰეპატიტის…

მეტი...

პენიტენციურ დაწესებულებაში დღეიდან ამანათებს გერმანული ნაგაზი „პრადა“ შეამოწმებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამსახურში კინოლოგიური ქვედანაყოფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეიდან ამანათებს გერმანული ნაგაზი „პრადა“ შეამოწმებს. ,,დღეს უკვე გერმანული ნაგაზი სახელად ,,პრადა” ასრულებს მოვალეობას ამანათების შემოწმებასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში სამსახური მოამზადებს შესაბამისი ჯიშის ძაღლების დამატებით რაოდენობას, რის შემდეგაც ოთხფეხა მეგობრები ჩაერთვებიან პენიტენციური სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში. სამსახური, თავის მხრივ, პასუხისმგებლობას იღებს ძაღლების მოვლა-პატრონობასა და გაწვრთნაზე, მათ ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებაზე”, – აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საგანგებო განცხადება

ორი დღის განმავლობაში, დაგეგმილი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. ამის შესახებ განცხადებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. „მგზავრთა საყურადღებოდ! სექტემბრის დასაწყისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორი დღის განმავლობაში, დაგეგმილი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. რეაბილიტაციის პერიოდი 3 სექტემბრის დილის 07:00 საათიდან, 5 სექტემბრის ღამის 01:00 საათამდე პერიოდში იგეგმება. მგზავრებს ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ამ პერიოდში დაგეგმილი გაფრენა/მოფრენის დროები უცვლელია, იცვლება მხოლოდ აეროპორტები! ავიაკომპანიებმა აეროპორტების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მგზავრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უკვე აცნობეს. მგზავრების…

მეტი...

„გულითადად ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს!” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური მეგობარ უკრაინელ ხალხს ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს. „გულითადად ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას!“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მეტი...

,,ორმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა ჩემი დაჯილდოება” – ნიკა გვარამია

“ორმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა ჩემი დაჯილდოება. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს იქნება საქართველოს გამარჯვებაც”. ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. ,,იშვიათად ვყოფილვარ ცხოვრებაში ასეთი აღელვებული, ბედნიერი. ჩემთვის, ჯილდო, რომელიც მომენიჭა, ეს არის რადას ერთადერთი მედალი, რომელსაც რადას თავმჯდომარე გადასცემს და მას ჰქვია “დამსახურებისთვის უკრაინელი ხალხის წინაშე”. მე პირველი ქართველი ვარ, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ეს ჯილდო გადაეცა და ძალიან ამაყი ვარ. თუმცა, მგონია, რომ ეს ჯილდო მარტო მე არ მეკუთვნის, ეკუთვნის ჩემს არხს და ეკუთვნის ქართულ კრიტიკულ მედიას, რომელიც ნამდვილად ბევრს აკეთებს უკრაინელი ხალხისთვის და…

მეტი...

კალაპოტებში პირადი, საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა არის ნანახი – თემურ მღებრიშვილი

კალაპოტებში ძალიან ბევრი პირადი, საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა არის ნანახი – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთ მონაკვეთში მდინარის კალაპოტი შეცვლილია. „სამძებრო სამუშაოები გუმათჰესის ტერიტორიამდე გავაფართოვეთ. გუმათჰესის დაგუბებაში ნავით ვაკეთებთ შემოვლებს. ამ პერიმეტრის მანძილზე მიმდინარეობს ფეხით, ნავებითა და ასევე კინოლოგების დახმარებით ძებნა-შველის ღონისძიება. ზოგიერთ მონაკვეთში მდინარის კალაპოტი შეცვლილია. მინდა გითხრათ, რომ კალაპოტებში ძალიან ბევრი პირადი, საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა არის ნანახი. ამიტომ, არის ალბათობა, რომ მდინარის კალაპოტებში კიდევ ვნახოთ დაკარგულები“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.  

მეტი...

„უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელსაც მევენახეები და მეღვინეები სახელმწიფოს მხრიდან იღებენ“- ოთარ შამუგია

„ყველა წინაპირობა შექმნილია, რომ რთველი ჩატარდეს წარმატებულად. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც, ბოლო წლების განმავლობაში, მევენახეებსა და მეღვინეებს აქვთ სახელმწიფოს მხრიდან”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. ,,25 ათასამდე მევენახე ფერმერს და 500-მდე ღვინის მწარმოებელს სახელმწიფო საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ ვეხმარებით მათ როგორც სუბსიდირების, ისე დაზღვევის თანადაფინანსების კუთხით, რომელიც მიმდინარე წელს 50%-დან 70%-მდე გაიზარდა. დარგისადმი მხარდაჭერა ასევე გამოხატულია აგროკრედიტის და მარკეტინგული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამებით,”- განაცხადა შამუგიამ. როგორც მინისტრმა რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, სახელმწიფო, მიმდინარე წელს,…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ საკირეთთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.  

მეტი...

სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის,  თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მისივე თქმით, ამ დრომდე მაშველებმა, საერთო ჯამში, 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს. „მოგეხსენებათ, ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს, სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია სავარაუდოდ მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით საორიენტაციოდ აღებული გვაქვს რვა ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სამძიებო სამუშაოები. დარჩენილია ორი ადამიანი, ვისი ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ“,…

მეტი...

დააკავეს კაცი, რომელმაც გოგო მოკლე შორტის გამო სცემა

რუსეთის დედაქალაში დააკავეს კაცი, რომელმაც გოგო მოკლე შორტის გამო სცემა. მედიის ინფორმაციით დაკავებული მიგრანტია. მამაკაცი ქალს თავს ვარჯიშის დროს დაესხა. ახალგაზრდა ქალმა მამაკაცის ტელეფონის გადაღება შეძლო.

მეტი...

ტექნოლოგიური საოცრება – 2023 წლის ვიდეო და ყველანაირი ტელე ტექნიკის გამოფენა პეკინში (ვიდეო)

პეკინში 2023 წლის ფოტო-ვიდეო აპარატურის, ხმის ჩამწერი თუ ტელე სტუდიების გამოფენა იმართება, სადაც „მედიაცენტრი მთავარიც“ იმყოფებოდა. რაც ვნახეთ, ეს არის ტექნოლოგიური საოცრება.  

მეტი...

,,საერთო არაფერი გვაქვს” – ზელენსკი პრიგოჟინის სიკვდილზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკრაინას ამასთან კავშირი არ აქვს. ,,როდესაც უკრაინამ მიმართა მსოფლიოს ქვეყნებს თვითმფრინავებთან დაკავშირებით, ჩვენ ამას არ ვგულისხმობდით. ჩვენ ამასთან არაფერი გვაქვს საერთო. ყველას ესმის, ვინ არის ჩართული”, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა.

მეტი...

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი – ამინდის პროგნოზი

24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ხოლო 25-დან 26 აგვისტოს დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

მეტი...

ვიბრძვით მტერთან და ვიცით, რომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ კიდეც – ზელენსკი

ჩვენ ვიბრძვით მტერთან და ვიცით, რომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ კიდეც – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას ოცდათორმეტწლიანი უწყვეტი დამოუკიდებლობა აქვს, რომელიც გაგრძელდება და არ დაირღვევა და რომელსაც უკრაინელები ხელიდან არ გაუშვებენ. ,,ჩვენ გვაქვს ოცდათორმეტწლიანი უწყვეტი დამოუკიდებლობა, რომელიც გაგრძელდება და არ დაირღვევა და რომელსაც უკრაინელები ხელიდან არ გაუშვებენ. ჩვენ გვახსოვს რა გაიარეს უკრაინელებმა. ჩვენ ვხედავთ, რა ემუქრება მათ. ჩვენ ვიბრძვით მტერთან და ვიცით, რომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ კიდეც. უკრაინელი ბავშვები უკრაინის მოედნებზე და ქუჩებში ისევე აღნიშნავენ დამოუკიდებლობას, ჩვენი შვილიშვილები აღნიშნავენ, მათი შვილიშვილები ასევე აღნიშნავენ…

მეტი...

„მოისვენა თოჯინიანმა კაცმა ! ნაწილ-ნაწილ აგროვებდა 21 დღე ცოლს და შვილებს და შეაგროვა!”- მოქალაქის ემოციური პოსტი

3 აგვისტოს, შოვში მომხდარმა სტიქიას ბოლო მონაცემებით,  29 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის არიან  ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი – ლუკა, ანდრია და ანასტასია. გარდაცვლილებს შაბათს დაკრძალავენ. „მოისვენა თოჯინიანმა კაცმა ! ნაწილ-ნაწილ აგროვებდა 21 დღე ცოლს და შვილებს და შეაგროვა! დედას ჩააბარა სამივე! ახლა უკვე იცის, ტკივილისგან კანის აგლეჯვა რომ მოუნდება, სად მივიდეს! მისი გაღვიძების წარმოდგენა მზარავს, ღვარცოფივით რომ დაატყდება თავს რეალობა! შაბათს დაკრძალავს და დარჩება მარტო, თავის ფიქრებთან, მოგონებებთან და ენით აღუწერელ ტკივილთან ! ჩემი ტკივილია ეს ადამიანი,“ – წერს მოქალაქე ჯგუფ ”რაჭაში”.

მეტი...

თელავში რთველი 2023-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

„დღეს გაიხსნა რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ორგანიზებას გაუწევს რთველის პროცესს; ყველა წინაპირობა შექმნილია, რომ რთველი ჩატარდეს წარმატებულად,”- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა. ,,ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც მევენახეებსა და მეღვინეებს აქვთ სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში; ჩვენ ვეხმარებით მათ როგორც სუბსიდირების, ისე დაზღვევის თანადაფინანსების კუთხით, რომელიც მიმდინარე წელს 50%-დან 70%-მდე გაიზარდა. მოვუწოდებ მევენახეებს უფრო მეტი აქტიურობისკენ ამ მიმართულებით. დარგისადმი მხარდაჭერა ასევე გამოხატულია აგროკრედიტის და მარკეტინგული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამებით. სახელმწიფო, დაახლოებით, 15 მლნ ლარს ხარჯავს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო პრიორიტეტულ ბაზრებზე; ვეხმარებით…

მეტი...

,,მეგობარ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიულ მთლიანობას“- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ირაკლი კობახიძე.

მეტი...

ნიკა გვარამია უკრაინამ დააჯილდოვა

ნიკა გვარამიას უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებებისთვის რადას მედალი გადასცეს. გვარამიას ჯილდო უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა გადასცა.

მეტი...

სარფის საბაჟოზე თურქეთის მოქალაქის სხეულზე მოწყობილ სამალავში ნარკოტიკი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის“ ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ჰ.გ.ჯ.-ს, როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ერთ შეფუთვად დაფასოებული 45,31 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“   აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ სამართალდამრღვევ მოქალაქეს,  საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალება სხეულზე მოწყობილ სამალავში ჰქონდათ განთავსებული,”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

მეტი...

,,საქართველო თქვენ გვერდით დგას”- სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველო დღეს უკრაინის გვერდით დგას. „ძვირფასო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო თქვენ გვერდით დგას დღეს, ამ დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც ასე მამაცურად იბრძვით ერთნახევარი წლის განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

ოთარ შამუგია მევენახე ფერმერებს და ღვინის მწარმოებლებს შეხვდა

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მევენახე ფერმერებთან შეხვედრაზე, რთველთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. შეხვედრას კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატები ირაკლი ქადაგიშვილი და გელა სამხარაული ესწრებოდნენ. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, სახელმწიფო აგრძელებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერას როგორც რთველის სუბსიდირების, ასევე მარკეტინგის, პოპულარიზაციის და ლოგისტიკის მიმართულებებით. „სამწუხაროდ სეტყვამ საგრძნობლად დააზიანა ყურძენი. მადლობლები ვართ სახელმწიფოსი, რომ სუბსიდირებას ახორციელებს და ამ დასეტყვილ ყურძენზეც გვაძლევს შესაბამის თანხას, რითაც გავისტუმრებთ დანახარჯს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ დაზღვევა ყოველ წელს აუცილებელია”, – აღნიშნა მევენახე ფერმერმა რევაზ მეგრელიშვილმა. „წინა წლებთან შედარებით, კლიმატური…

მეტი...

,,20 დღე ეძება და მიუყვანეს გმირმა ბიჭებმა”- 2 წლის ანასტასია დუდაშვილის გარდაცვალება დადასტურდა

3 აგვისტოს, შოვში მომხდარმა სტიქიას ბოლო მონაცემებით,  29 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის არიან  ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი – ლუკა, ანდრია და ანასტასია. 6 აგვისტოს 7 წლის ლუკას გარდაცვალება დადასტურდა,  მოგვიანებით კი მაშველებმა ნატო ჭელიძის და  ანდრიას ცხედარიც იპოვეს. ასევე დადასტურდა 2 წლის ანასტასია დუდაშვილის გარდაცვალებაც. „როგორ საშინლად ჟღერს „იდენტიფიცირებულია“, მაგრამ, ამავდროულად, ერთადერთი სანუგეშო სიტყვაა ანასტასიას თოჯინით ხელში მოსიარულე, ლანდად ქცეული მამისთვის… 20 დღე ეძება და მიუყვანეს გმირმა ბიჭებმა… თითქოს, მთელი ტრაგედია ერთ ადამიანში გაერთიანდა… შეუერთდა ანგელოზთა ლაშქარს, პატარა ანასტასია… ვუსამძიმრებ მთელ ერს… დარწმუნებული ვარ, ყველა ელოდა პატარა ანგელოზის…

მეტი...

,,აფხაზეთი მხარს უჭერს რუსეთთან მოკავშირე ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, მაგრამ არ განიხილავს  შეერთების ვარიანტს”- სერგეი შამბა

აფხაზეთი მხარს უჭერს რუსეთთან მოკავშირე ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, მაგრამ არ განიხილავს რუსეთის ფედერაციაში შეერთების ვარიანტს – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ დმიტრი მედვედევის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. შამბამ აღნიშნა, რომ „რესპუბლიკის ყველა პოლიტიკური ძალა რუსეთთან მჭიდრო და მოკავშირეობის მომხრეა“. „ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხმა და ხელმძღვანელობამ არაერთხელ გამოთქვა მოსაზრება რუსეთთან შეერთების სასარგებლოდ. ეს არის სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების ლოგიკური სურვილი და ვიმედოვნებთ, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება. რაც შეეხება აფხაზეთს. ჩვენ არ გვყავს ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც გვთავაზობენ რუსეთში შესვლას“, – განაცხადა…

მეტი...

2008 წელი იყო რეპეტიცია, მაშინ მე ვოლოდიმირ ზელენსკის მდგომარეობაში ვიყავი – მიხეილ სააკაშვილი

2008 წელი იყო რეპეტიცია, მაშინ მე ვოლოდიმირ ზელენსკის მდგომარეობაში ვიყავი, – ამის შესახებ  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ წერილში წერს. მისი თქმით, ხუთდღიანი ომის დროს აშშ-ს რომ არ ეჩვენებინა ძალის გამოყენების მზადყოფნა, პუტინი საქართველოს დაპყრობის საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. „რა დასკვნები შეიძლება, გაკეთდეს 2008 წლის მოვლენებიდან? ბუქარესტის შეხვედრას წევრობის სამოქმედო გეგმა რომ მოეცა, არ იქნებოდა შემდგომი კრიზისები. ხუთდღიანი ომის დროს აშშ-ს რომ არ ეჩვენებინა ძალის გამოყენების მზადყოფნა, პუტინი საქართველოს დაპყრობის საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. ანუ მოახდენდა მთელი ქვეყნის ოკუპაციას და ფიზიკურად გამანადგურებდა მე და ჩემი მთავრობის წევრთა უმრავლესობას.…

მეტი...

პრიგოჟინის ლიკვიდაციას ბრძანება “დიდი ალბათობით” პუტინმა გასცა – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით,  კერძო კომპანია ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციას ბრძანება “დიდი ალბათობით” რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა. მათივე ცნობით, პუტინმა პრიგოჟინს 2 თვის წინ მომხდარი აჯანყების გამო სამაგიერო გადაუხადა. ,,როსავიაციამ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, მათ შორის ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა. გარდა ამისა, რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ მეორე თვითმფრინავი Embraer, რომელიც ვაგნერს ეკუთვნის, მოსკოვიდან გაფრინდა, თუმცა მალევე ოსტაფიევოს აეროპორტში დაეშვა – ზუსტად იმ დროს, როცა პრიგოჟინის თვითმფრინავი აფეთქდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და კრემლი აჯანყების წუთიდან ანადგურებდნენ ვაგნერს და პრიგოჟინის ძალაუფლებას ასუსტებდნენ,…

მეტი...

ვიდრე მცირედი შანსი იქნება, საძიებო სამუშაოები გაგრძელდება – ონის მერი

ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. მისი თქმით, 29 მოქალაქის ცხედრიდან, იდენტიფიცირებულია 28. „ამ დროისთვის არსებული ონფორმაციით, 29 მოქალაქე არის ნაპოვნი, აქედან 28 იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს ოთხი ადამიანის საძიებო სამუშაოები. აქტიურ რეჟიმში გრძელდება საძიებო სამუშაოები როგორც სტიქიის ლოკაციაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ისე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე. ვიდრე მცირედი შანსი იქნება, საძიებო სამაოები გაგრძელდება. სამუშაოების შეწყვეტასა და გაფართოებაზე შესაბამისი სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სერგო ხიდეშელმა.

მეტი...

,,საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს”- საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ტვიტერზე პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. ,,გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი. საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს!”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

მეტი...

კონკურენციის სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, საცალო ვაჭრობის სექტორში კომპანია ICR-თან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „აი სი არ ტრეიდისთან“, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა, საკითხი ეხება – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება მაღაზია „ბატას“ საქმიანობის ფარგლებში – შეცვალოს შიდა პოლიტიკა და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კერძოდ, კომპანიას დაევალა: –         ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად, სრულად მიაწოდოს მომხმარებლებს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია და სავაჭრო ობიექტებში განათავსოს. მათ შორის, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ; –         უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტებში განთავსებულ საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება; –         მკაფიოდ ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი  საგარანტიო პირობები. შეთანხმების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია – 3 თვის ვადაში, სააგენტოს ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს. „აი სი არ ტრეიდი“ საცალო ვაჭრობის სექტორში, 20-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდს აერთიანებს. მათ შორის, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის და კვების ობიექტებს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 317 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 9 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე – 56 შეთანხმება გააფორმა. 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების…

მეტი...

უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა

უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის ქართველ სამხედროს მტრის  მიერ ნასროლი ჭურვი დაეცა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ საღამოს, ბახმუტთან მოხდა. გარდაცვლილი მეომარი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა. ცნობისთვის,  რუსულ აგრესიას უკრაინაში 54 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

მეტი...

,,ეს არის ბრძოლა უკრაინის თავისუფლებისთვის – ყველას შეუძლია საკუთარ თავს ჰკითხოს: “სად ვდგავარ მე უკრაინის დამოუკიდებლობაში?”- ზელენსკი

დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მილოცვას ავრცელებს და უკრაინელ ხალხს მიმართავს. ,,დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს, უკრაინის დამოუკიდებლობას. ეს არის თავისუფალი ხალხის დღესასწაული, ძლიერი ხალხის დღესასწაული, ღირსეული ხალხის დღესასწაული, თანასწორების დღესასწაული, უკრაინელი კაცებისა და ქალების დღესასწაული. ეს თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ფასეულობაა და სწორედ ამისთვის ვიბრძვით და ამ ბრძოლაში ყველა მნიშვნელოვანია. ეს არის ბრძოლა, რომელიც მნიშვნელოვანია ყველასთვის, ეს არის ბრძოლა უკრაინის თავისუფლებისთვის. დიდ ომში პატარა საქმეები არ არსებობს. აქ არ არსებობს უმნიშვნელო და არ არსებობს არასაჭირო რამ და ეს ეხება…

მეტი...

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს, ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა. ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება. რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდება. მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული: https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/mai

მეტი...

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია

2023 წლის 23 აგვისტოს, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, აჯა ლაბიბი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. 2023 წლის 23-24 აგვისტოს, საქართველოს რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ეწვია ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, აჯა ლაბიბი. ვიზიტის ფარგლებში, აჯა ლაბიბიმ შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს  როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

მეტი...

სარაკეტო იერიში დნეპროპეტროვსკის რეგიონზე – დაშავდა სულ მცირე შვიდი ადამიანი

სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა უკრაინის დნეპროპეტროვსკის რეგიონზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად. „დნეპროში შუაღამით ძლიერი აფეთქებები მოხდა. მტერმა ქალაქს რაკეტებით დაარტყა. ერთი მათგანი ჩამოგდებულია“, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა სატრანსპორტო ობიექტი და დაზიანდა ათამდე შენობა, მათ შორის ბანკი, ბენზინგასამართი სადგური, სასტუმრო და სასოფლო-სამეურნეო კომპანია. ასევე დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი და წყლისა და გაზსადენები.  

მეტი...