გადამწვარი სოფელი ძამას ხეობაში – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ძამას ხეობაში მცხოვრებლები დახმარებას უკვე ერთი წელია უშედეგოდ ითხოვენ. ელბაქიაანთკარში 7 საცხოვრებელი სახლი მიწასთანაა გასწორებული, ხალხი კი გახიზნულია. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულებმა დახმარების თხოვნით ქარელის მერიას მიმართეს და სპეციალური განცხადებაც შეიტანეს. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მხოლოდ მინიმალური კომპენსაცით დაეხმარა.

მეტი...

,,ბათუმი ღირსებას რუბლებზე არ ყიდის” – მიხეილ სააკაშვილი

,,მე ვამაყობ ჩემი ბათუმელებით. ბათუმი ღირსებას რუბლებზე არ ყიდის”. ასე ეხმაურება საკრუიზო ლაინერის „ასტორია გრანდეს“ შესვლასთან დაკავშირებით ბათუმში ჩატარებულ საპროტესტო აქციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. „რუსი ბოგანოები საქართველოს ვერ დაეპატრონებიან, თუნდაც იქამდე, სანამ მე, ცალკე აღებულ ქართველს, პირში სული მიდგას. ახლა შეტევის დროა! მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვები გვყავს!“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,ქვეყნის „მთავარი პროვოკაცია და ქაჯობა“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და რუსული რეჟიმია“ – ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის „მთავარი პროვოკაცია და ქაჯობა“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „რუსული რეჟიმია“. ამით ხაბეიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა, რომელმაც თქვა, რომ „რუსეთიდან ჩამოსულს ჟურნალისტი ოკუპაციაზე რომ ეკითხება, უკვე პროვოკაციაა“. ხაბეიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე „რუსულ ინსტრუქციებს“ ასრულებს. „თუ რამე არის პროვოკაცია და თუ რამე არის ქაჯობა, თუ ვინმეა ქაჯი და პროვოკატორი, არის „კაკებეშნიკის“ ოჯახში გამოწრთობილი ირაკლი კობახიძე, რომელიც კარგად ასრულებს რუსულ ინსტრუქციებს. ცხადია, მისთვის პროვოკაციული შეკითხვაა. „არის თუ არა აფხაზეთი საქართველო“ – ეს…

მეტი...

ხაბეიშვილი პირობას იძლევა, რომ სააკაშვილი სოხუმში უდიდეს აეროპორტს ააშენებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საქართველოს მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ სოხუმში უდიდესი აეროპორტი აშენდება და მისი შემოქმედი იქნება პატიტობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი. „იმისთვის, რომ საქართველო ერთიანი, ძლიერი, ევროპული იყოს, რუსეთის გუბერნია რომ არ გავხდეთ, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. დღეს კანცელარიასთან არის მთავარი გზავნილი რუსული ხელისუფლების მიმართ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს სრულიად ცივილიზებული სამყარო. მსოფლიოში არ მოიძებნება პოლიტიკური ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც პოლიტიკურად არ მიიჩნევს პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეს. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, დაწყებული ლაზიკის მშენებლობიდან, რომელიც უპირობოდ უნდა შევუსრულოთ ჩვენს ხალხს, რადგან იქ საუბარია 30 მილიარდი ლარის ინვესტიციაზე…

მეტი...

,,რუსული გემის შემოსვლა, ისევე როგორც ფრენები, არ იყო ტურიზმი, ეს იყო პოლიტიკური აქტი” – ნინო ლომჯარია

“რუსული გემის შემოსვლა, ისევე როგორც ფრენები, არ იყო ტურიზმი, ეს იყო პოლიტიკური აქტი”. ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ,,ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ მისი სახეებით და პროპაგანდით ამ სიტუაციას ისე წარმოაჩენს, ვითომ მათ არ ესმით, რომ ეს არ არის პროტესტი ცალკეულ ტურისტებზე ან ცალკეულ რეისებზე. სინამდვილეში, ეს არის საზოგადოების პროტესტი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ და ეს პროტესტი პერიოდულად იფეთქებს ხოლმე, როცა ადგილი აქვს მცდელობას, საზოგადოებას თავს მოახვიონ ისეთი საკითხები, რაც ეწინააღმდეგება ღირებულებებს, ღირსებას, ტკივილს აყენებს და აცოცხლებს იმ ჭრილობებს, რაც საზოგადოებამ მიიღო რუსეთთან კონფლიქტის დროს. რა თქმა უნდა,…

მეტი...

ოკუპირებულ გალში დაკარგული ნათია ბახტაძე გარდაცვლილი იპოვეს

ოკუპირებულ გალში დაკარგული 28 წლის გოგო  გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი მოკლულია. ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ნათია ბახტაძეს ოჯახის წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მეტი...

ივანიშვილის ბაობაბები კენიიდან საქართველოსკენ დაიძრა

ოლიგარქის ექვსი ასწოლოვანი ბაობაბი კენიიდან საქართველოსკენ დაიძრა. აფრიკის უღარიბესი ქვეყნიდან ბიძინა ივანიშვილმა გიგანტური ხეების ტრანსპორტირება დაიწყო  და რამდენიმე კვირაში ოლიგარქის პირად პარკში, შეკვეთილში აღმოჩნდება. ოთხთვიანი სასამართლო დავისა და პირადად კენიის პრეზიდენტის მიერ აკრძალული ექსპორტის მიუხედავად, ივანიშვილის კუთვნილმა კომპანიამ, როგორც ჩანს, გარიგება მაინც შეძლო და ასწლოვანი ბაობაბები დღეს კილიფის რეგიონიდან მოსახლეობისა და გარემოს დამცველების საპროტესტო აქციის ფონზე გამოჰქონდათ. კენიელებისთვის უჩვეულო სანახავი აღმოჩნდა ის, რასაც ქართველები რამდენიმე წლის განმავლობაში უყურებდნენ. ხეები ახლა გემზეა. გზად პორტამდე კი დაზიანებულია კერძო სახლები და ქალაქის ინფრაქსტრუქტურა. დაგლეჯილია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც კილიფის მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე…

მეტი...

,,აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს” – მეთიუ მილერი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას ეხმაურება და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. “აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად”, – განაცხადა მილერმა. დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელების შესახებ რუსულ-აფხაზური “შეთანხმების რატიფიცირება” 26 ივლისს მოახდინა. ახლა ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელობა მოსკოვიდან ინვესტორს ელოდება. მიუხედავად…

მეტი...

,,ჩვენ არავის ბოსტანში არ ვძვრებით, მაგრამ ჩვენთანაც ნუ მოძვრებით” – ლუკაშენკო

“ბელარუსები იარაღს არ აჟღარუნებენ, თუმცა, ემზადებიან, ნებისმიერ დროს დაიცვან ქვეყანა”. ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. მისი თქმით, ბელარუსში უკვე შეტანილია და განთავსებულია ბირთვული იარაღის ნახევარზე მეტი. “ღმერთმა არ ქნას, საჭირო გახდეს ამ იარაღის გამოყენება. ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ არავის ბოსტანში არ ვძვრებით, მაგრამ ჩვენთანაც ნუ მოძვრებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ საკუთარ თავსა და საკუთარ უსაფრთხოებას ჩვენი მეგობრების დახმარებით“, – ამბობს ბელარუსის ლიდერი.

მეტი...

ქუთაისში, შენობიდან ჩამოვარდნილი ლოდები მოზარდს დაეცა

ქუთაისში, თეთრის ხიდის მიმდებარედ არსებულ ისტორიული შენობებიდან ქვები ცვივა. თვითმხილველების ინფორმაციით, შენობიდან ჩამოვარდნილი ლოდები მოზარდს დაეცა და დაშავდა. მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საშიში შენობების აღნუსხვა მოხდეს და მსგავსი შემთხვებების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. “საბედნიეროდ ეს მოზარდი გადარჩა, მაგრამ არ ვიცით ხვალ რომ ისევ გადმოვარდესა და ვინმეს დაეცეს, გადარჩება თუ არა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მეტი...

საფრანგეთი ნიგერიდან მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

საფრანგეთი ნიგერიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის ემზადება. მიზეზი დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში გასული კვირის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ანტიფრანგული განწყობების გაძლიერებაა. საფრანგეთი ევაკუაციაში ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც დაეხმარება. სამხედრო გადატრიალების შემდეგ დემონსტრანტების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ საფრანგეთის საელჩო იქცა. აქციის მონაწილეები საფრანგეთის საელჩოსთან სკანდირებდნენ “გაუმარჯოს რუსეთს”, “გაუმარჯოს პუტინს” და “ძირს საფრანგეთი”. მათ საელჩოს შენობის კედლებს ცეცხლი წაუკიდეს. ნიგერი, რომელიც მდიდარია ურანით, დასავლეთის მთავარი მოკავშირე იყო საჰელში ჯიჰადისტური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და საფრანგეთსაც და აშშ-საც იქ სამხედრო ბაზები აქვთ განთავსებული. მას შემდეგ, რაც მალის სამხედრო ლიდერებმა 2021 წელს რუსი ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლებთან პარტნიორობა არჩიეს, საფრანგეთმა თავისი…

მეტი...

თურქეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, კანდირ-სელუკლუს პროვინციაში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 18:06 საათზე დაფიქსირდა, მისი სიღრმე კი 5.0 კმ. იყო. არსებული ინფორმაციით, ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 38 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 38 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ცნობილია, რომ 38 წლის ქალს ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავდა.

მეტი...

დანილოვის თქმით, რუსეთში, შესაძლოა, კიდევ ერთი აჯანყება მოხდეს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციაში შესაძლოა მორიგი აჯანყება მოხდეს. „კრემლში სიტუაცია ისე ვითარდება, რომ კიევის წინააღმდეგ მეორე შეტევის განუხორციელებელ სურვილს, მოსკოვზე მეორე აჯანყების შესახვედრად მომზადების გადაუდებელი აუცილებლობა დაჩრდილავს და ამ მოვლენამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი“, – აღნიშნა დანილოვმა. აჯანყების მცდელობა რუსეთის ფედერაციაში 2023 წლის 23-24 ივნისს ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის მიერ განხორციელდა.

მეტი...

,,რუსი ბოგანოები საქართველოს ვერ დაეპატრონებიან”- მიხეილ სააკაშვილი

მე ვამაყობ ჩემი ბათუმელებით. ბათუმი ღირსებას რუბლებზე არ ყიდის! –  ამის შესახებ  ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ,,რუსი ბოგანოები საქართველოს ვერ დაეპატრონებიან, თუნდაც იქამდე, სანამ მე, ცალკე აღებულ ქართველს, პირში სული მიდგას. ახლა შეტევის დროა! მთავარი რუსული გემი ჯერ კიდევ გასაშვები გვყავს!, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

,,თმა შეიჭერი ირაკლი და შენს სულში ჩაიხედე”- კინზინგერი კობახიძეს

ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი კელი დეგნანთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. ,,რუსეთმა მოკლა შენი მოქალაქეები და ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის 20%. რამდენს გიხდიან ისინი, რომ მათ დასაცავად სული გაყიდო? თმა შეიჭერი ირაკლი და შენს სულში ჩაიხედე. დახმარება გჭირდება,”- წერს კინზინგერი. ,,ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე”- ირაკლი კობახიძე

მეტი...

,,ომი სულ მალე გადაინაცვლებს ავტორთა ტერიტორიაზე”- პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ომი სულ მალე გადაინაცვლებს ავტორთა ტერიტორიაზე. ,,მოსკოვი სწრაფად ეჩვევა სრულმასშტაბიან ომს და ეს ომი სულ მალე გადაინაცვლებს ავტორთა ტერიტორიაზე. ყველაფერი, რაც მოხდება რუსეთში, არის ობიექტური ისტორიული პროცესი. მეტი ამოუცნობი დრონი, მეტი კოლაფსი, მეტი სამოქალაქო კონფლიქტი, მეტი ომი,”- წერს პოდოლიაკი.  

მეტი...

ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ჩინეთის ზოოპარკში დათვის ფორმაში გადაცმული ადამიანები არიან ხანგჭოუში უარყოფენ

ჩინეთში, ხანგჭოუს ზოოპარკი ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათ ზოოპარკში დათვის ფორმაში გადაცმული ადამიანები არიან, უარყოფს. ჰანჯოუს ზოოპარკი გამოეხმაურა ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს როგორ დგას დათვი უკანა ფეხებზე. სოციალური მედიის მომხმარებლები ვარაუდობდნენ, რომ დათვი შეიძლება იყოს კოსტუმში ჩაცმული ადამიანი. ზოგი ადამიანი მიიჩნევს, რომ ცხოველს ნაჭრის მსგავსი ბეწვის ნაკეცები აქვს ზურგზე რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ის ადამიანია, დათვის ფორმაში გადაცმული. ”ბიბისის” ცნობით, ექიმი ეშლი მარშალი, ექსპერტი ჩესტერის ზოოპარკიდან, ამბობს, რომ ვიდეოში ნაჩვენები ცხოველი “ნამდვილად ნამდვილი დათვია” – თუმცა ის აღიარებს, რომ მზის დათვები ხშირად “ძალიან ჰგვანან ადამიანებს კოსტიუმებში”. კითხვაზე დათვის კანის …

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოებრივ ადგილებში საცურაო კოსტიუმებით სიარული აიკრძალა

ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი აგვისტოდან საზოგადოებრივ ადგილებში საცურაო კოსტიუმებით სიარული აიკრძალა. ე.წ. კანონის დამრღვევებს ჯარიმის, ექვსი ათასი რუბლის (დაახლოებით 65 დოლარი) გადახმა მოუწევთ. „ჩვენ მიზნად არ გვაქვს დაჯარიმება, უბრალოდ საჭიროა, რომ ადამიანებმა სათანადოდ ჩაცმულებმა იარონ. ვიმედოვნებ, რომ ინფორმირების გზით, ეს საკანონმდებლო ნორმა აისახება ჩვენს მოქალაქეებსა და სტუმრებზე და ისინი დაიცავენ ელემენტარულ წესებს“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა, დაუტ ხუტაბამ.

მეტი...

ინდოეთში წყვილმა რვა თვის შვილი iphone-ის შესაძენად გაყიდა

ინდოეთში წყვილმა რვა თვის ბიჭი iphone-ის შესაძენად გაყიდა, რათა ოციალურ ქსელში თავიანთო მოგზაურობის ფოტოებისა და ვიდეობის განეთავსებინათ. ამის შესახებ ინფორმაციას the indian express-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლიციამ ცოლ-ქმარი უკვე დააკავა.  

მეტი...

ტერორისტების გასანადგურებლად საჭიროა, შორს მოქმედი იარაღი გვქონდეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიური ვიდეომიმართვისას, რუსეთის მიერ, უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე თავდასხმას გამოეხმაურა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს დააშანტაჟოს მთელი მსოფლიო, ყველა ადამიანის კოლექტიური სიძლიერე საკმარისია ბოროტების დასაძლევად. ,,ეს იყო ისკანდერის ორი რაკეტა, ბალისტიკური რაკეტები საცხოვრებელი კორპუსების წინააღმდეგ. სამხედრო ცნობით, ისინი კრივი რიჰის მიმართულებით, დროებით ოკუპირებული ყირიმიდან, ჯანკოეს რაიონიდან გაუშვეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებისთვის, უკრაინელებისთვის, ჩვენი ბავშვების ნორმალური ცხოვრების დაცვისთვის საჭიროა, ჩვენს სამხედროებს შორს მოქმედი იარაღი და საკმარისი საშუალებები ჰქონდეთ ტერორისტების გასანადგურებლად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს დააშანტაჟოს მთელი მსოფლიო, ყველა ადამიანის კოლექტიური…

მეტი...

,,ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე და, მით უმეტეს, უცხოური მეურვეობა”- შალვა პაპუაშვილი

ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე და, მით უმეტეს, უცხოური მეურვეობა, ელჩები თუ ვინმეს წარმოადგენენ, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ხალხს და იცავენ მხოლოდ მათსავე ინტერესს, – ასე ეხმაურება  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კელი დეგნანის განცხადებას. მისი თქმით, ქართველი ხალხი საკუთარ წარმომადგენლებს დემოკრატიული არჩევნებით ირჩევს. „მათ შორის, აანონსებდნენ, რომ იქნებოდნენ სტუდენტები, თუმცა პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელები იყვნენ. იმ აქციაზე 100-200 ადამიანი იყო, რაც საზოგადოებაში არსებულ განწყობას არ განასახიერებს. მანიპულაციაა, როცა საუბარია, თითქოს ეს არის ხალხის ნება. ამერიკის ელჩმა თქვა, რომ ხალხის ნებაა, რუსი ტურისტი არ შემოვიდეს არც ზღვით და არც ხმელეთით. ამის…

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის ნავსადგურთან გამართული საპროტესტო აქციის დროს, შსს-ის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. ,,სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 31 ივლისს, ქ. ბათუმში,  ნავსადგურთან გამართული საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახალხო დამცველის აპარატიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შემოსული შეტყობინებები დაედო.…

მეტი...

მოსკოვზე დრონებით თავდასხმის საფრთხე აშკარაა, მიიღება ზომები – პესკოვი

მოსკოვზე დრონებით თავდასხმის საფრთხე აშკარაა, მიიღება ზომები, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვი მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული ბოლო იერიშს გამოეხმაურა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რა დასკვნებს აკეთებს კრემლი დრონების თავდასხმებისგან დედაქალაქის უსაფრთხოებაზე და რა შემთხვევაში იქნება საჭირო უსაფრთხოების ზომების გაძლიერება. „გუშინ ვთქვი, რომ, ექსპერტული თვალსაზრისით, ამაზე კომენტარის გაკეთება შეუძლიათ და უნდა გააკეთონ მხოლოდ სამხედროებმა. საფრთხე ნამდვილად არსებობს, ის აშკარაა, ზომები მიიღება“, – განაცხადა პესკოვმა. დრონებით თავდასხმა მოსკოვზე – დრონი ერთ-ერთ ცათამბრჯენს დაეჯახა

მეტი...

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ვეტერანებისთვის უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს დედოფლისწყაროში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს ჩაატარებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ოპტიკური საშუალებები ( სათვალე); ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან; მისამართი: დედოფლისწყარო, ახალი საავადმყოფოს შენობა; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს,ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ,…

მეტი...

,,რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილი, რომელიც სააკაშვილმა შემოიტანა, ცოცხალია”- კარასინი

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გრიგორი კარასინი ბათუმში გამართულ აქციას ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შემოიტანა, ცოცხალია. „სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან. რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილი, რომელიც მან შემოიტანა, ცოცხალია. შემდეგ ის იშლება. საინტერესოა, რას მიაღწიეს „მყვირალა სააკაშვილებმა“ ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩამოსული ტურისტების წინააღმდეგ აქციით? ვინ უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობების დამყარებას? პასუხი ზოგადად ნათელია. მაგრამ მაინც”, – დაწერა კარასინმა ტელეგრამის არხზე. ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ბათუმის ნავსადგურში გუშინ, დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო…

მეტი...

რუსებმა ხერსონში საავადმყოფო დაბომბეს – დაიღუპა ექიმი

რუსეთის ძალებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს. იერიშის შედეგად დაზიანდა სამედიცინო დაწესებულება, ასევე დაიღუპა ექიმი, ექთანი კი დაშავდა. „დარტყმა განხორციელდა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაზე, რის შედეგადაც დაიღუპა ახალგაზრდა ექიმი, რომელიც სულ რამდენიმე დღე მუშაობდა თანამდებობაზე, დაშავებულია მედდა, რომლის სიცოცხლისთვისაც ჩვენი მედიკოსები იბრძვიან“, – განაცხადა  სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის უფროსი რომან მროჩკომ.  

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პეკინიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ალმატის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერმუხამბეტ კონუსპაევი, ალმატის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალიშერ აბდიკადიროვი, ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი და ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს შეხვდება. ყაზახეთის რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

მეტი...

პროტესტის შემდეგ მეგი გოგიტიძეს ვლადიკავკაზში კონცერტი გაუუქმეს

ოკუპირებულ ცხინვალში პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების პროტესტის შემდეგ, ვლადიკავკაზში მეგი გოგიტიძესა და დავით კენჭიაშვილს კონცერტები გაუუქმეს. .ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრმა სოსლან დიდაროვმა განაცხადა. კონცერტები ვლადიკავკაზში, რესტორან თორნეში, 16 და 25 აგვისტოს უნდა გამართულიყო. ქართველი მომღერლების კონცერტების შესახებ სიახლეს აფასებდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები და ”სამხრეთ ოსეთის” ოპოზიციის წევრები. მათი თქმით, აღნიშნული კონცერტები ”განსაკუთრებით მკრეხელურად და დამცინავად გამოიყურება სამხრეთ ოსეთის ტრაგედიის 15 წლისთავთან დაკავშირებით.”

მეტი...

აშშ-მა უნგრეთს უვიზო რეჟიმის წესები გაუმკაცრა

აშშ-მა უნგრეთს უვიზო რეჟიმის წესები გაუმკაცრა.  შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ შეზღუდავს უნგრელებს წვდომას უვიზო რეჟიმის გაუქმების პროგრამაზე, იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გამოიყენეს თაღლითურად მოპოვებული პასპორტები ქვეყანაში შესასვლელად. უნგრეთში აშშ-ის საელჩოს ცნობით, უნგრელები შეძლებენ ქვეყანაში შესვლას მხოლოდ ერთხელ, ერთი წლის განმავლობაში ონლაინ სკრინინგის პროცესის შემდეგ, რომელიც უვიზო მიმოსვლის საშუალებას იძლევა. ,,ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება უნგრეთის მთავრობის უმოქმედობის საპასუხოდ, რომ უპასუხოს უსაფრთხოების სერიოზულ შეშფოთებას, რომელსაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში და მრავალ ადმინისტრაციაზე ვიყენებდით,” – განაცხადა აშშ-ის ელჩმა უნგრეთში დევიდ პრესმანმა. აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშით, დაახლოებით 700-მა არაუნგრელმა თაღლითური გზით…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში – ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა  სოფელ კოხში დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა. წყარო: ”მთავარი არხი”.

მეტი...

,,ვნახეთ, ბათუმის პორტში ვინ იყო, პროგოჟინის პარტია და მათი უშუალო მხარდამჭერები”- გურამ მაჭარაშვილი

ვნახეთ, ბათუმის პორტში ვინ იყო, პროგოჟინის პარტია და მათი უშუალო მხარდამჭერები, ამ ადამიანებს მეთოდები დაუძველდათ და ეს ყველაფერი მათ ვერ უშველის, პრიგოჟინის პარტიის თავმჯდომარე ბათუმში ჩადის და ქუჩის ბიჭივით პოლიციელებს ლანძღავს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბათუმში მიმდინარე პროცესები იყო პროვოკაცია. „რუსეთის ათეულობით მილიონი მოქალაქე ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ამერიკაში ჩადის და რატომ არ არის იქ პროტესტი? – საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რაც ხელისუფლებას აქვს. წინა ხელისუფლების დროს რუსეთთან რა პროვოკაციებიც იყო, ისიც საკმარისია. ორი-სამი წლის წინ სააკაშვილმა თქვა, რუსეთთან ურთიერთობები უნდა დავალაგოთო. ამაზე რა პასუხი გაქვთ?…

მეტი...

,,ბელარუსში „ვაგნერის“ მებრძოლების ყოფნა ქმნის უსაფრთხოების რისკებს”- გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ბელარუსში „ვაგნერის“ მებრძოლების ყოფნა ქმნის უსაფრთხოების რისკებს, რისთვისაც ლიეტუვა მზად უნდა იყოს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. მისი  თქმით, „ვაგნერის“ გადაადგილება აჩვენებს, რომ მოვლენები მოულოდნელად იცვლება. ,,ეს ორი არასტაბილური სახელმწიფოა და ძნელი სათქმელია, რამდენად აკონტროლებენ ამ კერძო ჯარებს და რისი გაკეთება შეუძლიათ მათ. პირველი გზავნილი ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ: ეს არის დაუცველობის ფაქტორი და მეორე – ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ბელარუსში „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცების განლაგების გამო შიში კი არ არის საჭირო, არამედ შესაძლო საფრთხეებისთვის მომზადება და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

მეტი...

,,რძალს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა”- ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 11 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით რძალს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109 -ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად…

მეტი...

წაყენებული ბრალდებების მიუხედავად, დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა

”ბიბისის” ინფორმაციით, წაყენებული ბრალდებების მიუხედავად, დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა. მათივე ცნობით, 31 ივლისის სოციოლოგიური კვლევის საშუალო შედეგები აჩვენებს, რომ ტრამპი 37% -ით უსწრებს თავის მთავარ მეტოქეს რესპუბლიკური პარტიიდან, რონ დესანტისს.  ყოფილ პრეზიდენტს მხარს გამოკითხულთა 54% უჭერს, მის მთავარ მოწინააღმდეგეს, რონ დესანტისს კი – 17%. რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებიდან, არც ერთს აქვს 6%-ზე მაღალი მხარდაჭერა. „ბიბისის” განმარტებით, თებერვლის შუა რიცხვებში დონალდ ტრამპის რონ დესანტისს 2%-ით უსწრებდა (41% და 39%). რესპუბლიკელთა შიდაპარტიული არჩევნები 2024 წლის იანვარშია დაგეგმილი.

მეტი...

გიორგი ვაშაძე თვისებებით ჰგავს სააკაშვილს, ოღონდ მისი ერთგვარი მინი ვერსიაა – ირაკლი კობახიძე

გიორგი ვაშაძე ერთგვარი მინი სააკაშვილია, თვისებებით ჰგავს სააკაშვილს, ოღონდ სააკაშვილის ერთგვარი მინი ვერსიაა, – ასე  პასუხობს  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ზაზა შათირიშვილის სტატუსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. „ამერიკულ ჩართულობაზე ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება დანარჩენს, დანარჩენი ძალიან ლოგიკურად ჟღერს. მათ შორის ისიც, რომ ვაშაძე ერთგვარი მინი სააკაშვილია. ამ თვისებებით ჰგავს სააკაშვილს, ოღონდ არის ერთგვარი მისი მინი ვერსია. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“ თუ ერთიანი სიით გავა არჩევნებზე, ეს უკეთესი იქნება, რადგან საზოგადოებას კიდევ უფრო გაუადვილდება არჩევანის გაკეთება და გადამწყვეტი განაჩენის გამოტანა კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“. დღეს ისინი ცდილობენ, რაღაცნაირად დაირქვან სხვადასხვა პარტია. გაერთიანდა ორი…

მეტი...