ნორვეგიაში, სამუშაოდ წასული ქართველები თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდნენ

ნორვეგიაში, სამუშაოდ წასული ქართველები თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ასეთი რამდენიმე ათეული ადამიანია. 2007 წელს თაღლითობისთვის გასამართლებულმა, წლების შემდეგ გასამდიდრებლად ისევ თაღლითური სქემა შექმნა. პირი, რომელიც ხალხს დასაქმებას ჰპირდებოდა ეცნობოდა, როგორც თამარ სალუქვაძე-ინგოროყვა, სინამდვილეში მაია სალუქვაძეა. სიმართლე, მას შემდეგ გაირკვა, რაც სამუშაოდ წასული ადამიანები მიხვდნენ, რომ მოატყუეს და დამსაქმებელზე დაიწყეს ინფორმაციის მოძიება. ირკვევა, რომ მაია სალუქვაძეს 2007 წელს თაღლითობის მუხლით პატიმრობა მიუსაჯეს. მას უპატრონო ბავშვთა სახლისთვის შეგროვებული შემოწირულობის გაფლანგვა დაუდასტურდა და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დაზარალებულები ყვებიან, რომ ნორვეგიაში დასაქმებისთვის ქართველები პოლონეთში არამარტო საქართველოდან, არამედ გერმანიიდანაც ჩავიდნენ. მათ დატოვეს სამსახურები და შედარებით…

მეტი...

,,ქედს ვიხდი მათ წინაშე, ვინც საკუთარ ქვეყანას და ქალაქს ცხოვრება მიუძღვნა” – კალაძე

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „რაც დრო გადის, მით უფრო ძვირფასი ხდება დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ და საყვარელ ქალაქს, საქართველოს გულსა და სულს, ჩვენს დედაქალაქს, თბილისს ეძღვნება. ,,თბილისობა” ის ტრადიციაა, რომელსაც ერთნაირი სითბოთი და სიხარულით აღნიშნავს დიდიც და პატარაც, ამ დღეს ელოდება ქალაქის მკვიდრიც და სტუმარიც, ქართველიც და უცხოელიც, ყველას თავისი წილი თბილისი აქვს გულში და საქართველოს დედაქალაქიც ყველას გვეძვირფასება. ჩვენს ქალაქს, ერთი შეხედვით, ამოუცნობი მიზიდულობის ძალა აქვს. დამეთანხმებით, რომ ეს ჭაღარა, უძველესი თბილისი…

მეტი...

ბულგარეთი უკრაინული მზესუმზირას იმპორტს დეკემბრამდე აკრძალავს

ბულგარეთი უკრაინული მზესუმზირას იმპორტს დეკემბრამდე აკრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. არსებული ინფორმაციით, მთავრობასა და ფერმერთა საინიციატივო კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც უკრაინიდან მზესუმზირის იმპორტის აკრძალვას ნოემბრის ბოლომდე ითვალისწინებს. ამის შემდეგ ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირისა და რაფსის თესლისთვის უნდა ამოქმედდეს ლიცენზირების რეჟიმი, რომელიც უკრაინამ შესთავაზა ევროკომისიასა და მეზობელ ქვეყნებს შიდა ბაზრების დასაცავად.

მეტი...

აშშ მოუწოდებს სერბეთს, კოსოვოსთან საზღვრიდან თავისი ჯარები გაიყვანოს

აშშ მოუწოდებს სერბეთს, კოსოვოსთან საზღვრიდან თავისი ჯარები გაიყვანოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, გასულ კვირას კოსოვოს ჩრდილოეთში მომხდარი შეტაკებების შემდეგ სერბეთმა საზღვარზე თანამდროვე ტანკები და არტილერია განათავსა. გასულ კვირას მომხდარ ინციდენტს, რომელიც კოსოვოში ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ესკალაციად იქცა, კოსოვოელი პოლიციელი და სამი შეიარაღებული სერბი ემსხვერპლა. „ვაკვირდებით მსხვილ სერბულ სამხედრო კონტინგენტს კოსოვოს საზღვრის გასწვრივ. ის მოიცავს არტილერიას, ტანკებს, მოტოქვეით ქვედანაყოფებს. მოვუწოდებთ სერბეთს, გაიყვანოს ეს ძალების საზღვრიდან“, – განაცხადა კირბიმ.

მეტი...

გორში, საქართველოს სახალხო არტისტის, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

გორში, საქართველოს სახალხო არტისტის, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მუსიკოსთა არაერთი თაობის აღმზრდელის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია თეატრის წინ გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ვარსკვლავის გახსნას წინ უძღვოდა მაესტროს შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ შალვა მოსიძის მოსწავლეები. თეატრის ფოიეში გამოფენილი იყო შალვა მოსიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტომასალაც. შალვა მოსიძის ვარსკვლავი გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დახმარებით გაიხსნა. შალვა მოსიძე 1967 წლიდან გორის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა. მან 1970 წელს გორის ქალთა გუნდი დააარსა. ის…

მეტი...

სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ბრძოლა ძირითადად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიკოს პარტიასა და პროდასავლურ ლიბერალურ პარტიას, „პროგრესულ სლოვაკეთს“ შორის მიმდინარეობს. ხმის მიცემა რამდენიმე საათში შეწყდება. ეგზიტპოლის შედეგების შემდეგ კი საბოლოო მონაცემები გასაჯაროვდება. მედიის ცნობით, რობერტ ფიკოს სურს, უნგრეთის მსგავსად, მეზობელ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტოს, რაც შესაძლოა, მისი გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდეს. „პროგრესული სლოვაკეთის“ გამარჯვების შემთხვევაში კი მთავრობა შეინარჩუნებს ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინასადმი.

მეტი...

დროებით ოკუპირებულ ტოკმაკთან, რუსებმა თავისივე გამანადგურებელი Su-35 ჩამოაგდეს

ზაპოროჟიეს რაიონში ოკუპანტებმა საკუთარი გამანადგურებელი სუ-35 ჩამოაგდეს. ტელეგრამ არხ ,,მონიტორის” მონაცემებით, რუსებმა თავისივე თვითმფრინავი ოკუპირებული ტოკმაკის ცაზე გაანადგურეს. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.

მეტი...

ჯოზეფ ბორელმა ოდესაში რუსების მიერ დაბომბილი ფერისცვალების ტაძარი მოინახულა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი დაუგეგმავი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა. მან უკრაინის ისტორიულ და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქალაქს მუდმივი რუსული თავდასხმების გამო სოლიდარობა გამოუცხადა. ,,ოდესა მშვენიერი ისტორიული ქალაქია. ის უნდა იყოს ახალ ამბებში მისი ცოცხალი კულტურის და სულისკვეთების, მრავალეთნიკური საზოგადოების, მისი სილამაზისა და ისტორიის გამო, მაგრამ ის პუტინის ომის ხშირი სამიზნეა, რომელიც ანადგურებს პორტის ინფრასტრუქტურას და უძველეს ეკლესიებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი უკრაინის განადგურებას“, – განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, ტაძარი 23 ივლისის რუსული დაბომბვების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.

მეტი...

თურქული კომპანია დრონების წარმოებისთვის, უკრაინაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

თურქული კომპანია Baykar, რომელიც Bayraktar TB-2 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, უკრაინაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის ხელმძღვანელი ჰალუკ ბაირაქტარი ავრცელებს. ბიზნესმენის თქმით, თურქული დრონების წარმოების ქარხანა კიევში წელიწადნახევარში აშენდება და იქ 300 ადამიანი დასაქმდება. ცნობისთვის, უკრაინაში ბაირაქტარების წარმოების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე გაფორმდა. 2022 წლის თებერვლის დასაწყისში მას ხელი მოაწერეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. თურქეთის ხელისუფლებამ კი Baykar-ს უკრაინაში დრონების წარმოების ლიცენზია 2023 წლის ივნისში მისცა.

მეტი...

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „პორშეს“ მარკის ავტომობილი საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადავიდა და ბოძს შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში ორი პირი იჯდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მეტი...

„თბილისობას“ ვულოცავ ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის ვაჟთან და მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად „თბილისობის” ღონისძიებებს ორბელიანის  მოედანზე დაესწრო. კახა კალაძემ წარმოდგენილი ინსტალაციები დაათვალიერა, თეატრალიზებულ პერფორმანსსა და გასტრონომიულ კუთხეს გაეცნო. დედაქალაქის მერმა ადგილობრივ მცხოვრებლებსა და თბილისის სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა. „მინდა ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, ადგილობრივ მცხოვრებლებს და თბილისის სტუმრებს მივულოცო დღევანდელი დღე. ხედავთ, როგორი სასიამოვნო გარემოა, უამრავი ადამიანია გამოსული. დღეს და ხვალ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში. ამინდი და განწყობა შესანიშნავია, მობრძანდით, ყველას გელოდებით. რა შეიძლება გისურვოთ დღევანდელ მოცემულობაში? – პირველ რიგში მშვიდობა,…

მეტი...

ხვალ საქართველოში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება

ხვალ, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ცესკოს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის ცნობით, მოქალაქეები ხვალ საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ. საარჩევნო უბნები დილის 6:45 საათზე გაიხსნება, კენჭისყრის პროცესი კი 8 საათზე დაიწყება. არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი იხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით, კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ამომრჩეველთა რაოდენობის 85.3% მიიღებს. ,,საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალპროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 1-ლი ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც არჩევნების მოდერნიზების პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა…მოვუწოდებთ გორის, კასპის და გურჯაანის ამომრჩევლებს,…

მეტი...

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ბორანს ცეცხლი გაუჩნდა

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ბორანს ცეცხლი გაუჩნდა. იტალიის სანაპირო დაცვამ 177 მიგრანტი გადაარჩინა, მათ შორის, ეკიპაჟის 27 წევრი. უცხოური მედიის ცნობით, ისინი იტალიის კუნძულ ლამპედუზადან სიცილიაზე გადასვლას ცდილობდნენ. მაშველებმა მგზავრები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

მეტი...

,,უკრაინაში რუსული დაბომბვის შედეგად 37 თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო დაზარალდა” – შმიგალი

უკრაინაში რუსული დაბომბვის შედეგად 37 თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო დაზარალდა.​ ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს. ,,უცხოელ მწარმოებლებთან თანამშრომლობის გაძლიერება და უცხოური კომპანიების მოზიდვა უკრაინაში იარაღის წარმოებისთვის ქვეყნის მოკლევადიანი და სტრატეგიული მიზანია. რუსეთის რეჟიმი უკრაინის დემილიტარიზაციაზე ოცნებობდა, თუმცა უკრაინა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოებას ყოველთვიურად ზრდის,” – განაცხადა შმიგალმა. უკრაინის პრემიერმა კიევში მიმდინარე თავდაცვის მრეწველობის ფორუმზე ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპაში სამხედრო პროდუქციის წარმოებისთვის ახალი ცენტრი გახდება.

მეტი...

იმერეთის სკოლაში, სადაც მოსწავლეზე მუქარა განხორციელდა, სწავლა შეჩერებულია

იმერეთის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეზე მუქარისა და შანტაჟის ფაქტი დაფიქსირდა, სასწავლო პროცესი შეჩერებულია. დირექტორი და მასწავლებლები საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარებას ელოდებიან. ,,დაწყებულია გამოძიება, როგორც ვიცით, დაადგენს ყველაფერს გამოძიება. ამ ეტაპზე ჩვენ ვერაფერს ვერ გეტყვით… ვასწავლიდი და ვიცნობდი. ხალისიანი, კარგი ბავშვია და გამიკვირდა, ნამდვილად, რომ ვნახე”, – ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი. შეგახსენებთ, რომ იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე გოგონა თანაკლასელის მხრიდან ბულინგისა და შანტაჟის მსხვერპლი გახდა. მას მუქარის შემცველი წერილი და ბასრი საგანი რამდენიმე დღის წინ ჩანთაში ჩაუდეს, რითაც აიძულებდნენ, რომ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეს. საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან. აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს. როგორც მოგეხსენებათ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოძიება დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია…

მეტი...

,,უკრაინამ იარაღებისა და ჭურვების წარმოება დაიწყო” – ზელენსკი

უკრაინამ იარაღებისა და 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მრეწველობის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა. ,,ჩვენ დაინტერესებული ვართ აღჭურვილობისა და მოწინავე თავდაცვითი სისტემების წარმოების ლოკალიზებით, რომლებიც დღეს ფრონტზე შედეგებს იძლევა”, – თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასევე, აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან იარაღის ერთობლივ წარმოებაზეც.

მეტი...

ხულო-დიდაჭარის გზაზე კლდე ჩამოიშალა

ხულო-დიდაჭარის გზაზე კლდე ჩამოიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, გზის მშენებლობისას კლდეს ძირი გამოუთხარეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ მონაკვეთზე ასფალტი ახალდაგებულია და სამუშაოები დასრულებული. მათი თქმით, მსგავსი პრობლემები სხვა მონაკვეთებზეცაა და საფრთხე ექმნებათ როგორც მგზავრებს, ასევე ადგილობრივებს. ადგილი, სადაც კლდის და მიწის მასა ჩამოიშალა, ახლოსაა ,,შუახევჰესის” გვირაბთან.

მეტი...

გორის სასამართლომ მამის მკვლელობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ, მამის მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის სანდრო ინაური, წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი და მტკიცებულებების ერთობლიობა, რომ მძიმე კატეგორიის დანაშაული ბრალდებულმა ჩაიდინა. რადგან საქმე ეხება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არსებობს ბრალდებულის მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. დაცვის მხარემ სასამართლოს ბრალდებულის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისფულება მოითხოვა, რაზეც მოსამართლისაგან უარი მიიღო. თავად ბრალდებულმა სხდომაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა. წინა სასამართლო სხდომა 20 ნომბერს ჩაინიშნა.

მეტი...

პოლიციამ გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ლ.მ. გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, ნაცნობ გოგონებთან, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი, ასევე, მათ არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მათ მიმართ მუქარასაც ახორციელებდა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ლ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გაუპატიურების,ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მეტი...

სოფელ ქორდში მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიებაზე გორის სასამართლო დღეს იმსჯელებს

სოფელ ქორდში მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიებაზე გორის სასამართლო დღეს იმსჯელებს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე, დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს. ,,საქმეში არის არაერთი მტკიცებულება…დანაშაულის ჩადენის მოტივი, ამ ეტაპზე რაც არის გამოკვეთილი, არის შურისძიება. ბრალდებულსა და მოკლულს შორის წარსულში არსებული კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც გაგრძელდა მათ შორის ბოლო დღემდე”, – ამბობს ადვოკატი, შოთა მანელიძე. შეგახსენებთ, რომ გორის სოფელ ქორდში 28 წლის შვილმა სანადირო თოფით 67 წლის მამა მოკლა, შემდეგ კი, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა და რამდენიმე დღე მალავდა. მკვლელობა სამშაბათს, 26 სექტემბერს, მოხდა. ოჯახის წევრის მიმართ…

მეტი...

დღეს „თბილისობაა” – ქუჩებზე გადაადგილება იზღუდება

დღეს „თბილისობაა”. მერია ცნობით, 3 ოქტომბრის 08:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ მშრალი ხიდიდან გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით, ჭანტურიას ქუჩას დაუკავშირდებიან. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებითაც, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა კი შესაძლებელი იქნება ფირდოუსისა და ისფაჰანლის ქუჩების საშუალებით. ამასთან, 29 სექტემბრის 12:00 საათიდან პირველი ოქტომბრის 00:00 საათამდე, მოძრაობა აიკრძალება ხეთაგუროვის ქუჩაზე, N6-დან N40-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, რის გამოც, ტრანსპორტი გადაადგილდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით. რაც…

მეტი...

ხერსონის ოლქში რუსული დაბომბვის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, დონეცკში – 7

რუსული დაბომბვის შედეგად ხერსონის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, დონეცკის ოლქში კი 7. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა ხერსონის ოლქის 96 შეტევა განახორციელა. გაისროლა 432 ჭურვი ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, ავიაციიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან. მისივე თქმით, ოკუპანტების სამიზნე საცხოვრებელი კვარტლები, ქარხნები და კვების ობიექტები იყო.

მეტი...

მწერალთა ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, წელს არ იქნება

მწერალთა ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, წელს არ იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ,,პუბლიკა” ავრცელებს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს, 2018 წელს კი საპატიო მასპინძელი ქვეყანა იყო. წელს ფრანკფურტის წიგნი ბაზრობა 18 ოქტომბერს უნდა გაიხსნას. წლევანდელი პროგრამა უკვე შედგენილი იყო და სამ ქართველ მწერალს – თამთა მელაშვილს, ეკა ქევანიშვილსა და აბო იაშაღაშვილს – უნდა მიეღო მონაწილეობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. მათი წიგნები გერმანულ ენაზე ითარგმნა. მწერალთა სახლს, ახალი დირექტორის დანიშვნისა და კულტურის სამინისტროს პოლიტიკის გამო, მწერალთა და გამომცემელთა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. მათ შორის არიან ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის…

მეტი...

,,აშშ და უკრაინა შეიმუშავებენ იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმას” – ერმაკი

,,აშშ და უკრაინა შეიმუშავებენ იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმას”. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს. „არსებობს ძალიან ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებაც ძალიან, ძალიან მალე დაიწყება. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენთან ჩამოვლენ სპეციალისტები, რომლებიც შეიმუშავებენ კონკრეტულ გეგმას საკუთარი იარაღის წარმოებისთვის. უკრაინაში იქნება ამერიკისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა, უკრაინაში იარაღის წარმოების ერთობლივი გეგმების შემუშავების მიზნით”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მეტი...

პაკისტანში აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში რელიგიურ შეკრებაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 52 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 55 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, სამიზნე წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღის აღნიშვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა იყო, რომელიც პროვინციის დედაქალაქ კვეტადან დაახლოებით 60 კილომეტრში იმართებოდა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ხელისუფლებამ საავადმყოფოებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მეტი...

პუტინმა საშემოდგომო გაწვევას ხელი მოაწერა – ჯარში 130 000 მოქალაქეს წაიყვანენ

რუსეთში პირველი ოქტომბრიდან ჯარში საშემოდგომო გაწვევა იწყება, რომელიც დეკემბრამდე გაგრძელდება. სამხედრო სამსახურში 130 000 ადამიანს გაიწვევენ. შესაბამის ბრძანებას ხელი პუტინმა მოაწერა. „2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, განხორციელდეს 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეთა გაწვევა სამხედრო სამსახურში, რომლებიც არ იმყოფებიან რეზერვში და ექვემდებარებიან ფედერალურ კანონს „სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, 130 ათასი ადამიანის ოდენობით“, – ნათქვამია განკარგულებაში. ცნობისთვის, რუსეთში სამხედრო გაწვევა ტრადიციულად წელიწადში ორჯერ – გაზაფხულზე და შემოდგომაზე ხდება.

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 278 130 სამხედრო დაკარგა

​უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 30 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს. უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 470 სამხედრო, 12 ჯავშანტექნიკა და 4 ტანკი. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 278 130; ტანკი – 4 691; ჯავშანტექნიკა – 8 984; საარტილერიო სისტემა – 6 447; სარაკეტო სისტემა – 796; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 537; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 006; საკრუიზო რაკეტები – 1 529;…

მეტი...

საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

30 სექტემბერს, ქსელში გადართვების გამო, საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას ,,თელაასი” ავრცელებს. 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, დავით ბატონიშვილის, სტრაბონის, ლამბერტის, გეხტმანის, მეფე არჩილის, მარკო პოლოს, ვეფხისტყაოსნის, დანიბეგაშვილის, კლაპროთის, ფარნავაზ მეფის, პეტრიწის, ფატმანის, დავარის, ასმათის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მეტი...

როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში

2 ოქტომბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს ავრცელებს. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 30 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 1 ოქტომბერს დღის ბოლოს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ზოგან მოსალოდნელია…

მეტი...

,,ხვალ მნიშვნელოვანი სიახლე იქნება უკრაინისთვის” – ზელენსკი

ხვალ მნიშვნელოვანი სიახლე იქნება უკრაინისთვის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ,,ამ კვირამ ძალიან გააძლიერა ჩვენი სახელმწიფო და ხალხი. ხვალაც მნიშვნელოვანი სიახლე იქნება უკრაინისთვის: ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მთელი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ უახლოეს კვირებში უკრაინას შევმატოთ ძალა – შიდა ძალა და საჭირო თანამშრომლობა მსოფლიოსთან. რათა სამყარომ გაიგოს და მხარი დაგვიჭიროს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება! დიდება ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინისა და მისი ხალხისთვის! დიდება უკრაინას!”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

უკრაინის რეგიონებში განგაში გამოცხადდა

რუსი ოკუპანტები უკრაინას სამხრეთით შაჰიდის კამიკაძე დრონებით უტევენ. სამ რეგიონში – მიკოლაივში, ოდესასა და ხერსონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება ჩაუდას სასწავლო პოლიგონის ტერიტორიიდან (ყირიმი) განხორციელდა. უპილოტო საფრენი აპარატების მოძრაობა დაფიქსირდა იზმაილის რაიონის მიმართულებითაც. მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

მეტი...

ბრიტანეთი ყარაბაღის მოსახლეობას და დევნილებს მილიონი ფუნტით დაეხმარება

გაერთიანებული სამეფო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო დაზარალებულთა დასახმარებლად 1 მილიონი ფუნტ (1,22 მილიონი აშშ დოლარს) გამოყოფს. ძირითადად საუბარია ჰუმანიტარული დახმარებაზე, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს და დევნლებს მოხმარდება. თანხები გამოიყოფა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მეშვეობით. როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დევნილი მოსახლეობა საკმაოდ რთულ პირობებში აღმოჩნდა. „აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის შემდეგ, სეპარატისტული რეგიონის მთიანი ყარაბაღის კონტროლის დამყარების მიზნით, სომეხი მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა  თავი მეზობელ სომხეთის რესპუბლიკას შეაფარა, სადაც მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევებს აწყდებიან“ – აღნიშნულია განცხადებაში. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლეო დოჩერტის განცხადებით, დახმარება, პირველ რიგში, გამიზნულია ყველაზე…

მეტი...

5 ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, 1 ბავშვი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება

სომხეთის საავადმყოფოებში მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილი 405 ადამიანი მოხვდა, რომლებიც შესაბამის  სამედიცინო დახმარებას გადიან.  როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა აღნიშნა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა. „337-მა მოქალაქემ დაიანებები ბოლო სამხედრო ოპერაციების და აფეთქების შედეგად მიიღო.  დაზიანებების სიმძიმე განსხვავებულია, 10 ბავშვი ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.  5 ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, 1 ბავშვი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.  

მეტი...

სომხეთი აზერბაიჯანს ამნისტიის შესახებ პირობის შესრულებას სთხოვს

ყარაბაღის საომარი მოქმედებების გამო, სომხეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე პრზიდენტ ალიევს ღია წერილით მიმართავს. არა ბაბლოიანი აზერბაიჯანს პირობას ახსენებს და ამ პირობის შესრულებას ითხოვს. ბაბლოიანი აღნიშნავს მის ქირურგიულ გამოცდილებას და წერს, რომ მან  ათასობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, მათ შორის ასობით აზერბაიჯანელი ბავშვის სიცოცხლე მაშინ, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთი და იგივე ქვეყნის ნაწილი იყო. წერილის ძირითადი ნაწილი კი პრეზიდენტ ალიევისადმი მიმართვს ეხება, სადაც ბაბლოიანი მის დაპირებაზე საუბრობს. საუბარია მთიანი ყარაბაღის სომხების ამნისტიის შესახებ. „პრეზიდენტმა ალიევმა პირობა დადო, რომ მთიან ყარაბაღში სომხებს ამნისტიის სანაცვლოდ იარაღი დაეყარათ.  ამ დაპირებას…

მეტი...

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედია მოქალაქეებს სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებს. არსებული ინფორმაციით, უკრაინის მიმართულებით MiG-31K გამანადგურებელი აფრინდა.

მეტი...