თბილისის მერიის განცხადება ამირეჯიბის გზატკეცილთან დაკავშირებით

თბილისის მერია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ,,გაცნობებთ, რომ დღეს საღამოს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ცინცაძის ქუჩისკენ გამავალი გვირაბის მიმდებარე ფერდიდან მოხდა ქვათაცვენა. კონკრეტულ მონაკვეთზე  მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამირეჯიბის გზატკეცილზე  არსებობს პრობლემური მონაკვეთი, სადაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ქვათაცვენა. ვინაიდან ფერდზე წლების წინ მოწყობილი ბადე ვეღარ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება  ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობის თაობაზე. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე  უკვე დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები. დილის 05:00 საათიდან 07:00 საათამდე ხდება ფერდის ჩამოწმენდა და ნაშალი მასის გატანა. ჩამოწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება შესაბამისი…

მეტი...

დრამების წარმოდგენა პეკინში (ვიდეო)

სამრეკლო და დრამის კოშკი პეკინში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას მდებარეობს. მას პეკინის ცენტრალურ ღერძს უწოდებენ, რომელიც იუანის დინასტიის დროს აშენდა. სამრეკლო და დოლის კოშკი საზოგადოებისთვის 1980-იან წლებში გაიხსნა და ახლა პოპულარული ტურისტული ადგილებია დედაქალაქში. დრამის კოშკის სიმაღლე დაახლოებით 47 მეტრია. სამრეკლო კიდევ უფრო მაღალი. კოშკის ბოლო სართულზე უზარმაზარი სივრცეა, სადაც უზარმაზარი დრამებია გამოფენილი. „დრამების წარმოდგენა“ კი დღეში რამდენჯერმე იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. დრამზე დამკვრელები გამოდიან და წარმოდგენას მართავენ. ამ სანახაობის ფასი 20 იუანია, რაც დაახლოებით 8.00 ლარია.

მეტი...

81 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა

ქართველი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსთაველის ეროვნული თეატრი ავრცელებს. ,,რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!”, – წერს თეატრი სოციალურ ქსელში. გოგი ხარაბაძე დაიბადა 1942 წლის 12 ივლისს, თბილისში. 1963 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი. 1963–1993 წლებში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. მისი თეატრალური დებიუტი ახალგაზრდულ ექსპერიმეტულ სპექტაკლში შედგა. რობერტ სტურუას აქტუალურ, მწვავე სპექტაკლში „ბრალდება“ ახალგაზრდა მსახიობმა ბრალმდებელის როლი ითამაშა. მისი გმირი, ოთარი გამოირჩეოდა მამხილებელი პათოსით, უხეში პირდაპირობით. ამის შემდეგ, მსახიობს ძირითადად უარყოფითი ხასიათების…

მეტი...

რა გადაწყვიტა ქართველმა დედამ, რომელმაც ახალშობილი შვილი იტალიაში, ნაგვის ურნის გვერდით დატოვა

23 წლის ქართველმა ქალმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იტალიაში ბავშვი გააჩინა და შემდეგ ქალაქ ტარანტოს ცენტრში, ნაგვის ურნის გვერდით დატოვა, გადაწყვიტა პატარა ლორენცო დაიტოვოს. არსებული ინფორმაციით, ქალმა, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, ბავშვის დატოვების შესახებ ადვოკატის მეშვეობით განაცხადა. დღეს დილით უკვე მზად იყო ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებისთვის, მაგრამ ბიუროკრატიულმა პრობლემამ ხელი შეუშალა. ახალშობილის დედას გამოძიება არასრულწლოვნის მიტოვებას ედავება და მკვლელობის მცდელობის ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში დაკავების საფრთხე ემუქრება. საბოლოო გადაწყვეტილება ტარანტოს არასრულწლოვანთა სასამართლოს პროკურატურას ეკუთვნის. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ხათუნა შარაძე აქვეყნებს.

მეტი...

,,სავარაუდოდ ზრდასრული მამაკაცია” – შოვში მაშველებმა 27-ე ცხედარი ამოასვენეს

შოვში მაშველებმა 27-ე ცხედარი სტიქიური უბედურების ეპიცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით ნახეს. ცხედარი ცოტა ხნის წინ მაშველებმა ამოასვენეს და მას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, ცხედარი, სავარაუდოდ, ზრდასრულ კაცს ეკუთვნის.  

მეტი...

ძლიერი წვიმის შედეგად, გერმანიაში აეროპორტი დაიტბორა

გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს აეროპორტში, რომელიც ქალაქ მაინის ფრანკფურტში მდებარეობს, ძლიერი წვიმის გამო ათობით ფრენა გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით წყალი დაგროვდა, რაც მგზავრებს დაშვების შემდეგ თვითმფრინავებიდან ჩამოსვლაში ხელს უშლიდა. უამინდობის შედეგად 70 რეისი გაუქმდა და 23 რეისი კი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.

მეტი...

ატლანტის ოკეანეში მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა

ატლანტის ოკეანეში, კაბო ვერდეს სანაპიროებთან ახლოს, მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა მხოლოდ 38 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მიგრანტების უმეტესი ნაწილი სენეგალიდან იყო და ზღვაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ. სენეგალის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრანტებით სავსე ნავმმა ქვეყნის ნაპირები 10 ივლისს დატოვა და მის ბორტზე 101 ადამიანი იმყოფებოდა. ცნობისთვის, კაბო-ვერდეს კუნძულები აფრიკის დასავლეთ სანაპიროფან 600 კმ-ში მდებარეობს. ევროპაში მოსახვედრად ამ მარშუტს მიგრანტები ხშირად იყენებენ.

მეტი...

,,ეს ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ახალ იმპულსს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში” – ილია დარჩიაშვილი

,,უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ისრაელის სახელმწიფოში. ჩვენ ორ ქვეყანას შორის, ორ ხალხს შორის გვაქვს განსაკუთრებულად გამორჩეული ურთიერთობები”. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ეს ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ახალ იმპულსს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. „შეხვედრის დროს განხილული იყო ძალიან ფართო სპექტრი თანამშრომლობის, ის მიმართულებები, რომლებიც კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულად იქნა ხაზგასმული ჩვენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების და გაღრმავების აუცილებლობა. ასევე…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე III-ს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილმა და თეოფილე III-მ საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. თეოფილე III-მ პრემიერ-მინისტრს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია II-სთან გულთბილი მოკითხვა დააბარა. იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს მთავრობის მეთაური და დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა. ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავი და გოლგოთა მოილოცა.

მეტი...

,,აქ ვართ, საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და არსად წასვლას ვაპირებთ”- კელი დეგნანი

,,ვართ საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და წასვლას არსად ვაპირებთ,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის  კელი დეგნანმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსული და პრორუსული დეზინფორმაციით ცდილობენ ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობას ძირი გამოუთხარონ. ,,ისინი [ხალხი] მიეჩვივნენ ამ სახის რუსულ და პრორუსულ დეზინფორმაციას და ვფიქრობ, შეუძლიათ დაინახონ, როდის ცდილობენ ადამიანები დააზიანონ საქართველოს პარტნიორობა თავის უახლოეს მეგობრებთან, ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან… აქ ვართ, საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და არსად წასვლას ვაპირებთ. ვიდგებით საქართველოს გვერდით მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის”, –  აცხადებს კელი დეგნანი.

მეტი...

უკრაინა 100%-ით არ შეასრულებს ევროკავშირის 7 მოთხოვნას, მაგრამ წევრობის მოლაპარაკებები დაიწყება – სტეფანიშინა

უკრაინის  ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა არცადებს, რომ უკრაინა ოქტომბრისთვის 100%-ით არ შეასრულებს ევროკომისიის შვიდივე კრიტერიუმს, მაგრამ გაწევრიანების მოლაპარაკებები მაინც დაიწყება. „ოქტომბერში ჩვენ ვერ მოვისმენთ, რომ 7-ივე რეკომენდაცია 100 პროცენტით შესრულდა, რადგანაც ეს მასშტაბური სამუშაოა, რომელსაც წლები დასჭირდება“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა. თუმცა, ოლგა სტეფანიშინა ირწმუნება, რომ უკრაინა ოქტომბრამდე მიიღებს „ყველა შეთანხმებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებას“. მისივე თქმით, ზოგიერთი რეფორმის, კერძოდ, ანტიკორუფციული რეფორმის შესრულების პროცესში უკრაინას ახალი ამოცანები უჩნდება. „ჩვენი ამოცანაა, ეს ახალი ამოცანები არ გადაიქცეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების წინაპირობებად“, – განაცხადა სტეფანიშინამ.

მეტი...

შოვში, დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონაში ექვს ადამიანს ეძებენ. ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, 27 დაღუპულიდან 23 იდენტიფიცირებულია.

მეტი...

,,სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქვათაცვენა გამოწვეულია მიმდინარე მშენებლობებით”- თბილისის მერია

ქსნის ქუჩის მიმდებარედ, სარკინიგზო გზის მონაკვეთზე კლდის ფრაგმენტის ჩამოშლასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქვათაცვენა გამოწვეულია მიმდინარე მშენებლობებით. ,,ქსნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარკინიგზო გზის მონაკვეთზე დღეს ჩამოიშალა კლდის ფრაგმენტი, რაც აღნიშნულ მონაკვეთზე პირველი შემთხვევაა. აქამდე ქვათაცვენა ამ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან განცხადება ქვათაცვენის პრობლემის შესახებ აქამდე არც თბილისის მერიაში და არც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში არ შემოსულა. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ტყუილია რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მოსახლეობის არაერთგზის მიმართვას მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი…

მეტი...

„საკმარისი იყო ერთხელ გენახა და გული არ გაეთბო თავისი ღიმილით…რაჭაზე და სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული”- სალომე ხეთაგურს ემშვიდობებიან

შოვში, სტიქიის ზონაში, 15 აგვისტოს ნაპოვნი ცხედარი სალომე ხეთაგურს ეკუთვნის.   სალომე ხეთაგური სტიქიის ზონაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთს, გვანცა ბუბაშვილს ამ დრომდე ეძებენ. გოგონას ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან. „საკმარისი იყო ერთხელ გენახა და გული არ გაეთბო თავისი ღიმილით… არიან ადამიანები, პეპლებივით რომ შემოფარფატდებიან ცხოვრებაში და ანგელოზებად გადაინაცვლებენ მარადისობაში… ასეთი იყო სალომე… ხეთაგური სალომე. ჩემი საოცრად თბილი მეგობრის, საოცრად აღზრდილი და რუდუნებით გაზრდილი შვილი… რაჭაზე და სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული, თვალებცქრიალა სალო. ხმაურით წავიდა, მთელი საქართველოს უსაზღვრო სევდა, ნაცნობ- უცნობის დაუშრობელი ცრემლი და გულის კუნჭულში დარჩენილი იმედების ნაპერწკლებიც თან გაიყოლა… მეორე…

მეტი...

,,მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან  შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრისას ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განიხილეს. „მიხარია  პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა ისრაელში ჩემი  ვიზიტის ფარგლებში. ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ შეხვედრისას. მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად და ამ პერიოდში კვლავ ძლიერდება ჩვენი ეკონომიკური, თავდაცვითი და უსაფრთხოების კავშირები. მადლობელი ვარ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ისრაელის მხარდაჭერისთვის“, –  აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.  

მეტი...

,,დაახლოებით ორი-სამი კვირის ვადაში გვექნება საბოლოო დასკვნა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი”- ვასილ გედევანიშვილი

დაახლოებით ორი-სამი კვირის ვადაში გვექნება საბოლოო დასკვნა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვასილ გედევანიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მყისიერი საფრთხე და მასშტაბური ღვარცოფის განმეორების რისკები პრაქტიკულად არ არსებობს. „ხეობაში გაგრძელდება მონიტორინგი, გაგრძელდება დაკვირვება ჩვენი სპეციალისტების მიერ, რათა ამ საკმაოდ მასშტაბური ღვარცოფის შემდეგ გამოირიცხოს რამე დამატებითი საფრთხეები, რომლებიც, როგორც წესი, თანმდევი პროცესია ხოლმე მსგავსი მასშტაბური ღვარცოფის შემდეგ. აქვე, მინდა, ვთქვა, რომ რამე მყისიერი საფრთხე და რამე ისეთი მასშტაბური ღვარცოფის განმეორების რისკები პრაქტიკულად არ არსებობს“, – აღნიშნა ვასილ გედევანიშვილმა.

მეტი...

,,ქვეყანა, სადაც არც იპარავენ და არც თაღლითობენ”- ”მედიაცენტრი მთავარი” პეკინიდან

                             

მეტი...

ირაკლი კობახიძე არის გულწრფელი ადამიანი, შესაბამისად მის ამ სინანულში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს – ოდიშარია

,,ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი როგორც ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ისე ძალიან გულწრფელი ადამიანი, შესაბამისად მის ამ სინანულში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. ბექა ოდიშარია დავით ჯელაძესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებას გამოეხმაურა. ,,ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი როგორც ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ისე ძალიან გულწრფელი ადამიანი, შესაბამისად მის ამ სინანულში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს და მითუმეტეს მე არ მეპარება, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს. მაშინ როდესაც მტრულად არის განწყობილი ოპოზიცია, მტრულად არიან განწყობილი ოპოზიციური მედიასაშუალებები, მოდიან სტიქიის ადგილზე და გეუბნებიან: ხელისუფლებამ…

მეტი...

კულებამ მათ, ვინც უკრაინის კონტრშეტევის ტემპს აკრიტიკებს, მოუწოდა, თავად ჩაერთონ საბრძოლო მოქმედებებში

„ჩვენი მიზანია გამარჯვება, გამარჯვება 1991 წლის (უკრაინის) საზღვრებში ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლების სახით,”- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. კულებამ მათ, ვინც უკრაინის კონტრშეტევის ტემპს აკრიტიკებს, მოუწოდა, თავად ჩაერთონ საბრძოლო მოქმედებებში. ,,იოლია იმის თქმა, რომ გინდა, რომ ყველაფერი უფრო სწრაფად იყოს, როცა იქ არ ხარ,”- განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, უკრაინას კვლავ დასჭირდება დასავლური იარაღისა და საბრძოლო მასალის მუდმივი მიწოდება მანამ, სანამ სამხედროები უკრაინის ტერიტორიას რუსი სამხედროებისგან სრულად გაათავისუფლებენ. „სიმართლე ისაა, რომ ვიდრე გავიმარჯვებთ, ჩვენ გვჭირდება მეტი, ჩვენ გვჭრდება წინსვლა, რადგან ომი რეალობაა, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გზა არ…

მეტი...

ქალი, რომელიც დონალდ ტრამპის საქმის მოსამართლეს მოკვლით დაემუქრა დააპატიმრეს

ტეხასში დააპატიმრეს ქალი, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მოსამართლეს მოკვლით დაემუქრა. გამოძიების თანახმად, 43 წლის აბიგეილ შრაი ტელეფონით დაუკავშირდა ვაშინგტონის ოლქის მოსამართლეს, ტანია ჩუტკანს და მოკვლით დაემუქრა, თუ 2024 წელს ტრამპს პრეზიდენტად არ აირჩევენ. ამასთან, ქალი მოკვლით დაემუქრა კონგრესის დემოკრატ წევრს, შეულა ჯექსონ ლის და ვაშინგტონში მცხოვრებ ლგბტქ თემის წარმომადგენლებს.    

მეტი...

,,საქართველოში ეს ვარიანტი ზაფხულიდან არის და ყველა კოვიდ ინფიცირებულის 50%-ს შეადგენს”- გიორგი ფხაკაძე

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5  შემთხვევები მკვეთრად იმატებს. ვირუსის ახალი ვარიანტი EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ ქვევარიანტია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ახალი ვარიანტი, საქართველოში უკვე ზაფხულიდან არის და კოვიდ ინფიცირებულების 50%-ს შეადგენს. ,,კორონავირუსის ახალ შტამი, EG.5 – სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს და გამოიყენეთ პირბადე. ეს ვარიანტი უფრო მეტად გადამდები არის (სხვა შტამებთან შედარებით) და უკვე 50 მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. საქართველოში ეს ვარიანტი ზაფხულიდან არის და უკვე ყველა კოვიდ ინფიცირებულის 50%-ს შეადგენს. ძირითადი სიმპტომები: ხველა, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე ახასიათებს. კლინიკური მახასიათებლები „ომიკრონის“ სხვა შტამების…

მეტი...

ავარიის შედეგად მშობლები და 4 წლის ბავშვი დაიღუპნენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარი ავარიის შედეგად დედა, მამა და 4 წლის ბავშვი დაიღუპნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მცირე ტიპის ტრაქტორს შეეჯახა, რის შემდეგაც მოცურდა და ამობრუნდა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.   წყარო: ”მთავარი არხი”

მეტი...

რუსეთში მშენებარე ყინულის არენა იწვის

რუსეთში, ეკატერინბურგში, მშენებარე ყინულის არენა იწვის.  საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. უწყების ცნობით, მაშველების მოსვლამდე ობიექტის ტერიტორიიდან 200 ადამიანი იქნა ევაკუირებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. „მეხანძრეები აფეთქების ძიების მიზნით ახორციელებენ შენობის დათვალიერებას“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

მეტი...

ასლან ბჟანიას მოსკოვში ოპერაცია ჩაუტარდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ,,პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება“, – ციტირებს “აფსნიპრესი” ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებას. ცნობისთვის, რუსეთში სამუშაო ვიზიტის დროს ბჟანია შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. მას უროლიტიზის გამწვავება აღენიშნებოდა.  

მეტი...

დაჭრილია სიძე – სისხლიანი დაპირისპირება ომალოში

თუშეთის სოფელში  ომალოში სამი კაცი დაჭრეს. სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. ერთ-ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, თბილისში გადაიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში ქორწილისა და ნათლობის სუფრები იყო გაშლილი. რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს  შორის სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაჭ­რი­ლებს შო­რის არის სიძე და მეჯ­ვა­რე, ასე­ვე პა­ტარ­ძლის ნა­თე­სა­ვე­ბიც. “ჩვენ რო­გორც ვი­ცით, სხვა­დას­ხვა სუფ­რი­დან ქორ­წილ­ში მი­ვიდ­ნენ ახალ­გაზ­რდე­ბი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რა­საც მოჰ­ყვა მხა­რე­ებს შო­რის ჯერ სი­ტყვი­ე­რი შემ­დეგ კი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. ამ შეხ­ლა-შე­მოხ­ლის დროს და­იჭ­რა სამი ადა­მი­ა­ნი მათ შო­რის სი­ძეც, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ასე­ვე არი­ან ნა­ცე­მე­ბი. ეს მოხ­და ად­გილ­ზე და­წყე­ბუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბით”- აცხა­დე­ბენ…

მეტი...

საქართველოს 81 წლის მოქალაქე, რომელიც ქურდობაშია ბრალდებული იტალიიდან გააძევეს

ქურდობაში ბრალდებული საქართველოს 81 წლის მოქალაქე იტალიიდან გააძევეს. საქართველოს მოქალაქე იტალიაში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. 81 წლის პირი უკანასკნელი 1 წელი ქურდობის ბრალდებით იყო დაკავებული. იტალიური მედიის ინფორმაცით, მას საქართველოს და ისრაელის მოქალაქეობა აქვს ისრაელში დაადეპორტეს.

მეტი...

7 მოქალაქის ძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს – ონის მერი

ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ გლოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ. მისივე თქმით, 7 მოქალაქის ძიება, სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ,,ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 26 მოქალაქე არის გარდაცვლილი, 23 მოქალაქე არის იდენტიფიცირებული ხოლო 7 მოქალაქის ძიება, სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ გლოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გავმართავთ. სააგენტოს წარმომადგენლები ისაუბრებენ იმ გარემოებებზე, რამ გამოიწვია აღნიშნული სტიქია, ასევე იმაზე, თუ რა გააკეთეს, რაზე იმუშავეს, რა ეტაპზე არიან, გასცემენ ყველა კითხვაზე…

მეტი...

,,ნამდვილად არ გვინდოდა ვინმეს ღვაწლის დაკნინება, პატიებას ვითხოვთ”- მიხეილ სარჯველაძე

,,ნამდვილად არ გვინდოდა ვინმეს ღვაწლის დაკნინება, პატიებას ვითხოვთ თუკი ვინმეს ასე გამოვიდა და ობიექტურად ასეთი შთაბეჭდილება ვინმეს გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ,”- ამის შესახებ  ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, არასდროს ჰქონია სურვილი და განზრახვა ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო. ,,მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან ხშირად ხდება, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება ხოლმე გარკვეული ფრაზების გავრცელება შემდგომ და ეს ქმნის გარკვეულ არასრწორ შთაბეჭდილებებს და არასწორ აღქმებს. ის რაც თქვა გუშინ ირაკლიმ აბსოლუტურად სწორი იყო, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად რაც ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და აბსოლუტურად კორექტურილი…

მეტი...

გორში სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა

გორის ცენტრში ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა. დაშავებულს  პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს. 37 მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.  

მეტი...

ქსნის ქუჩის მიმდებარედ, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ლიანდაგზე ქვის მასა ჩამოიშალა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, რომ  ქსნის ქუჩის მიმდებარედ, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. მომხდარის გამო დროებით შეფერხდა ბათუმი- თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა. ,,საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

სოფელ ომალოში 3 კაცი დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება თუშეთის სოფელში – ომალოში სამი კაცი დაჭრეს. სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ერთ-ერთი დაჭრილი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, თბილისში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობას გულისხმობს.

მეტი...

აპრილ-ივნისში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 4 918 036-ჯერ გადაიკვეთა- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 4 918 036-ჯერ გადაიკვეთა. უწყების ცნობით, საზღვრის კვეთის  70% კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის, ხოლო 30% საქართველოს მოქალაქეებზე. საზღვრის კვეთა ყველაზე ხშირად სარფის სასაზღვრო პუნქტზე დაფიქსირდა, საიდანაც ქვეყანაში 811 031 პირი შემოვიდა, 795 656 კი გავიდა, მომდევნო ადგილებზე არიან თბილისის აეროპორტი და სასაზღვრო პუნქტი ყაზბეგი. ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ გადმოიკვეთა, პირველ ადგილს რუსეთი იკავებს. ქვეყნების პირველი ექვსეული კვეთების რაოდენობის მიხედვით ასე გადანაწილდა: რუსეთი – შემოსვლა 443 624; გასვლა 427 443; თურქეთი – შემოსვლა 413 127; გასვლა 406 268…

მეტი...