„პრიგოჟინს არასდროს უთხოვია უსაფრთხოების გარანტიები“- ლუკაშენკო

„პრიგოჟინს არასდროს უთხოვია უსაფრთხოების გარანტიები“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. ლუკაშენკომ პრიგოჟინთან საუბრები და მასთან შეხვედრა გაიხსენა.

,,თუ კითხვას პირდაპირ ვუპასუხებ: მე არ უნდა უზრუნველვყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში. მეორე – ამაზე საუბარი არასდროს ყოფილა. მესამე, დაიმახსოვრეთ: უსაფრთხოების თვალსაზრისით, აქამდე ორჯერ მივედით. პირველად, როცა დავურეკე და მოლაპარაკებები მიდიოდა, მაშინ, როცა მოსკოვში მიდიოდნენ. მე ვუთხარი: “ჟენია, ხვდები, რომ ხალხს მოკლავ და თავადაც მოკვდები?”. მან თქვა: “კარგი, მოვკვდები”. მე ვუთხარი: “ჟენია, გამოგიგზავნი თოკს და საპონს”. მან მიპასუხა: “არა, არა, არა. არ მინდა, ასე მოვკვდე. გმირულად მოვკვდები”. ეს იყო პირველი საუბარი, მეორედ კი ჩემთან დიმა უტკინთან ერთად მოვიდა”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მსგავსი თემები