გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა წალენჯიხაში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა

გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა სამეგრელოში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა, შემთხვევა წალენჯიხის სოფელ ლიაში გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა ნიღბიანმა  მძევლად აიყვანა სადგურის თანამშრომელი და მისგან ნავაჭრ თანხას ითხოვდა. მას შემდეგ, რაც  თანხა ვერ მიიღო,  ნიღაბი მოიხსნა ტანსაცმელი გამოიცვალა და სამუშაო ადგილს დაუბრუნდა. ყაჩაღობაში ბრალდებული დაკავებულია და მას  სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედება ბრალი.

მეტი...

მდინარე იორში მოზარდი დაიხრჩო

მდინარე იორში არასრულწლოვანი დაიხრჩო. შემთხვევა სოფელ ხაშმის ტერიტორიაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში ჩავარდა. ის წყლიდან თვითმხილველებმა ამოიყვანეს და პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამაშველო სამსახურს არასრულწლოვანი უკვე დაღუპული დახვდა.

მეტი...

სამტრდიაში სამი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

პირველი ავარიის შედეგად, რომელიც სოფელ საჯავახოს ტერიტორიაზე მოხდა, ექვსი ადამიანი დაშავდა. მეორე ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ოფეთში დაფიქსირდა, სადაც ორმა მგზავრმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. მესამე მოპედის მძღოლი გახლდათ, რომელსაც შედარებით მსუბუქი ტრამვა დაუფიქსირდა. სამედიცინო ბრიგადებმა დაშავებულები ,,ჯეო ჰოსპიტალის” სამტრედიის სამედიცინო ცენტრში სხვადასხვა დროს შეიყვანეს, სადაც მათ პირველადი დახმარებები გაეწიათ, ჩაუტარდათ გამოკვლევები. რამდენიმე მათგანი მკურნალობას იქვე გადის, ხოლო მძიმე ფორმის დაზიანების მქონე პაციენტები კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მეტი...

,,შეერთებული შტატები სამძიმარს უცხადებს საქართველოს” – ბლინკენი

შოვის ტრაგედიას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეხმაურება და საქართველოს სამძიმარს უცხადებს. “შეერთებული შტატები სამძიმარს გამოთქვამს საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულთა გამო. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით და ვაფასებთ მაშველების წარმოუდგენელ თავდადებას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ სიცოცხლის გადასარჩენად და დაშავებულების დახმარებაზე”, – წერს ბლინკენი.

მეტი...

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

8 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება. ამის შესახებ გზების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. ,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ  მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2023 წლის 8 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი რეჟიმით: ყოველი კვირის ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია; შაბათს, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან, 20:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია; კვირას, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 20:00…

მეტი...

მეწყრულ ზონაში დაკარგულად გამოცხადებული ერთი პირი პოლიციამ თბილისში იპოვა

მეწყრულ ზონაში დაკარგულად გამოცხადებული ერთი პირი პოლიციამ თბილისში იპოვა. ინფორმაცია ამის შესახებ, ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა მიაწოდა. ,,ნეგატივის შემდეგ, ერთი ძალიან იმედისმომცემი ინფორმაცია შემიძლია გითხრათ. ცხელ ხაზზსა და 112-ში იყო დაფიქსირებული იყო დაკარგულთა სიაში მყოფი ზურაბ ბიბილეიშვილი. ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ეს პირი ჯანმრთელია, ცოცხალია და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება. იყო ადამიანი დაკარგულების სიაში და დღეს შეგვიძლია ამოვრიცხოთ სიიდან”, – განაცხადა მღებრიშვილი.

მეტი...

სტრასბურგში რუსეთის საელჩოსთან ქართველების და უკრაინელების აქცია გაიმართა

აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, რუსეთის საელჩოსთან ქართველებმა და უკრაინელებმა აქცია გამართეს. საქართველოსა და უკრაინის დროშებით, მათ პატივი მიაგეს 2008 წელს დაღუპული გმირების ხსოვნას და კიდევ ერთხელ შეახსენეს რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რომ ისინი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები არიან. აქციის მონაწილეების თქმით, აგრესორი რუსეთი მთელ ცივილიზებულ სამყაროს ებრძვის.

მეტი...

სტიქიის ზონაში თავდაცვის ძალები ხუთ ლოკაციაზე მუშაობენ – გამოიყენეს მეტალო-დეტექტორებიც

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეები ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ მუშაობას. მათ მეწყრული მასის ზედაპირზე რამდენჯერმე ააწყვეს ქვეითი ხიდები, საჭირო გახდა ხიდების სხვადასხვა ლოკაციებზე გადატანაც. ,,სამძებრო პროცესში სამხედროებმა მეტალო-დეტექტორებიც გამოიყენეს, რაც აიოლებს მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ლოკაციების დადგენას. ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი. სამხედრო მოსამსახურეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის…

მეტი...

ჭიათურის სოფლიდან კადრები ვრცელდება, სადაც მიწაა ჩამოწოლილი – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ჭიათურის სოფლიდან კადრები ვრცელდება, სადაც მიწაა ჩამოწოლილი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, მეწყრული პროცესები უკვე დაწყებულია და ისინი ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.  ზოდელების თქმით, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” მდინარის ფერდობს საძირკველს უთხრის, ნაშენი მასალა მდინარეში ხვდება, რამაც შესაძლოა ხეობის გადაკეტვა გამოიწვიოს. სოფლის მოსახლეობა წელიწადზე მეტია, ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ  “ჯორჯიან მანგანეზს” მსგავსი სამუშაოების უფლება არ მისცეს. მათივე თქმით, კომუნიკაცია აქვთ კომპანიის წარმომადგენლებთანაც, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. ზოდელები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციებს აანონსებენ და ამბობენ, რომ კომპანიას ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ მისცემენ.  

მეტი...

ბრიტანეთმა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

დიდმა ბრიტანეთმა გააფართოვა სანქციების სია და რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას 19 ახალი პირი და ორგანიზაცია დაამატა. სანქციების შეეხო ბელარუსის ორშას თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა და ბორისოვის ელექტრონული იარაღის სარემონტო ქარხანა. სანქციების რეჟიმის ფარგლებში სანქციები დაეკისრა რამდენიმე ირანელ ფიზიკურ პირს და სუბიექტს – ესენი არიან დრონების მწარმოებელი კომპანია Paravar Pars Company და თავად კომპანიის ხელმძღვანელები. სიას ასევე დაემატა რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ფირმა და კერძო პირი თურქეთში, დუბაიში, სლოვაკეთსა და შვეიცარიაში, რომლებსაც ბრიტანეთის ხელისუფლება სანქციების გვერდის ავლის სქემების მონაწილეებად მიიჩნევს. ,,დღევანდელი სანქციები მნიშვნელოვანი ეტაპია და კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის არსენალს და…

მეტი...

ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიშის შედგენა დაიწყო – რიკარდ იოზვიაკი

ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიშის შედგენა დაიწყო, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს, – ამის შესახებ „რადო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს. მისივე თქმით, ანგარიშში რეკომენდაცია იქნება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ,,მდგომარეობა არის ის, რომ იქნება რეკომენდაციები უკრაინასა და მოლდოვას მიმართ, დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მაგრამ დეკემბერში ევროკავშირის 27 წევრის კონსენსუსი ჯერ კიდევ საჭიროა,”- წერს იოზვიაკი.  

მეტი...

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს  ბუნებაში გასვლისას გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება. ,,საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მომატება ბუნებაში, განსაკუთრებით, ტყეებში, ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. გახსოვდეთ, კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ბუნებრივი კატასტროფების რისკი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ ფონზე, ადამიანების დაუდევრობა კიდევ უფრო სავალალო შედეგების მომტანი ხდება. დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ !!! ბუნებაში გასვლისას გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება:  არ დაანთოთ კოცონი სპეციალურად გამოყოფილი ადგილების (საცეცხლურები) გარდა ტერიტორიის დატოვებამდე დარწმუნდით, რომ ცეცხლი ჩამქვრალია არ გადააგდოთ სიგარეტის ნამწვი არ დააბინძუროთ ბუნება, განსაკუთრებით, თუნუქისა და მინის ქილებით. გაუფრთხილდით გარემოს!,”- ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...

,,2008 წლის ზაფხულში პუტინს ომი ისევე სურდა, როგორც 2022 წლის თებერვალში”- ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2008 წლის ზაფხულში პუტინს ომი ისევე სურდა, როგორც 2022 წლის თებერვალში. მისი თქმით, დღეს ყველამ იცის, რომ რუსეთი მზადაა თქვას ნებისმიერი ტყუილი, როგორც საბაბი თავისი იმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად. ,,2008 წლის ზაფხულში პუტინს ომი ისევე სურდა, როგორც 2022 წლის თებერვალში. დღეს ყველამ იცის, რომ რუსეთი მზადაა თქვას ნებისმიერი ტყუილი, როგორც საბაბი თავისი იმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად. ჩვენ მოვისმინეთ ყველაზე აბსურდული სიტყვები, რომლებიც ათეთრებენ სტალინურ დანაშაულებს და ამართლებენ კიდეც რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის. 2022, 2014 და 2008 წლებში, ისევე როგორც 1939 და 1940 წლებში,…

მეტი...

,,დაახლოებით, 5 ნაბიჯში მთლიანი მთა მოგვდევდა, როგორ ავდექი, არ მახსოვს”- სტიქიას გადარჩენილი

შოვში მომხდარ სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე ტრაგედიის დღეს იხსენებს. მისი თქმით,  ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ოჯახთან ერთად ტყეში იმყოფებოდა. ,,ვერტმფრენი რომ თავზე გეცემა, დაახლოებით, ასეთი ხმა იყო და მახსოვს, ეს გავიფიქრე კიდეც, რომ აქ ვერტმფრენს რა უნდა? და ვიფიქრეთ, ვერტმფრენი ხომ არ ვარდება? უცებ დავინახეთ, რომ 10 ხე მოწყდა და მოდის ჩვენკენ, იმ ხის ძირში ვიყავით, ფაქტობრივად, რომელიც მოწყდა. ჩემმა მეუღლემ ჩემი შვილი აიტაცა ხელში და დავიწყეთ ქვემოთ გაქცევა, გავრბოდით ქვემოთ, მამისონის კოტეჯების მიმართულებით დავეშვით, დაახლოებით. ჩვენი სახლი უნდა გაგვევლო ყველა ვარიანტში და სანამ ამ სახლს ჩავუვლიდით, გზაში დავეცი, ორმოში,…

მეტი...

,,რუსეთი იძულებული გახდა, გაეტარებინა აგრესორის მშვიდობის იძულების ოპერაცია”- ზახაროვა აგვისტოს ომზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავდასხმა განახორციელა რუსი სამშვიდობოების განლაგების ადგილებზე. ზახაროვას მტკიცებით, ”რუსეთი იძულებული გახდა, გაეტარებინა აგრესორის მშვიდობის იძულების ოპერაცია”. ,,დღეს ჩვენ ვიხსენებთ 15 წლის წინ სამხრეთ კავკასიაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს სააკაშვილის რეჟიმმა ცინიკურად დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, მოახდინა მოღალატური თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე. პარალელურად განხორციელდა თავდასხმა რუსი სამშვიდობოების განლაგების ადგილებზე. ქართული აგრესიის არაპროვოცირებული ხასიათი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, კერძოდ, ევროკავშირის ეგიდით შექმნილი კავკასიის კონფლიქტის მიზეზების გამომძიებელი საერთაშორისო…

მეტი...

,,მიმიფურთხებია ასეთი პირველი პირისთვის”- ლევან ხაბეიშვილი

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით,  საქართველო არის უახლოეს ისტორიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც პუტინს და მის არმიას წინააღმდეგობა გაუწია, შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა ,,მიმიფურთხებია ასეთი პირველი პირისთვის, თუნდაც სათამაშოსთვის. ღარიბაშვილზე ამბობენ, რომ ბერას ქოლგის დამჭერი იყო და ვფიქრობ, მისი უთავმოყვარეო და ანტისახელმწიფოებრივი  განცხადებებიდან გამომდინარე, მისთვის ზედგამოჭრილი თანამდებობაა პუტინის კარის ოლიგარქის ოჯახში, ნომერ პირველი ლაქიის ფუნქცია. მარგარიტა სიმონიანი, სალავიოვი, ლავროვი და პუტინიც კი რომ ვერ ამოუშვებს საყლაპავი მილიდან, ისეთ სიბინძურეებს საუბრობს ანტონ-ტრი-ტრი ღარიბაშვილი. მას და მის რუსულ ხელისუფლებას ვურჩევ, პირში დეზინფექცია ჩაიტარონ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს ახსენებენ და…

მეტი...

აგვისტოს ომში დაღუპული გმირები რუსთავში გაიხსენეს

დღეს, 8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან გოგოლაურმა, სამმართველოს თანამშრომლებმა, ადგილობრივმა ვეტერანებმა, რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებმა და აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა თანამებრძოლებმა, ქ.რუსთავში, 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი_ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747…

მეტი...

ნიკოლაევის ოლქში ვიზიტისას ზელენსკის მკვლელობა იგეგმებოდა

ნიკოლაევის ოლქში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა იგეგმებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრხოების სამსახური ავრცელებს.  დაკავებულია რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმატორი ქალი, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაკავებულია ზელენსკის ვიზიტამდე სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა, მათ შორის გადაადგილების სავარაუდო მარშრუტზე. ,,დაკავებული ოჩაკოვის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემებისა და საბრძოლო მასალის მდებარეობის იდენტიფიცირებას, „რუსი კურატორების“ დავალებით ცდილობდა. ის რეგიონის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო მაღაზიაში ყოფილი გამყიდველი იყო. სადაზვერვო ინფორმაციას კი რეგიონის მთელ ტერიტორიაზე აგროვებდა და იღებდა უკრაინული ობიექტების მდებარეობას. დაკავებულს ბრალი წაყენებული აქვს  უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულების, იარაღის და…

მეტი...

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

დღეს, 8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ მეომართა ხსოვნას პატივი მიაგო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი_ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები, იძულებით, თითქმის, 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.  

მეტი...

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ვანგ იიმ აღნიშნა, რომ ამ წლის მარტში პრეზიდენტის სი ძინპინის რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთქმედების და პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში ახალი პროგრესი იქნა მიღწეული. ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ მიაღწია ახალ რეკორდულ მაჩვენებელს, ენერგეტიკის თანამშრომლობა სტაბილურად ვითარდება. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ფაქტები ადასტურებს, რომ ჩინეთი და რუსეთი კარგი მეგობრები და სანდო პარტნიორები არიან.  ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი მაღალ დონეზე განვითარება ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ახალ ეპოქაში შედის. ვანგ იიმ აღნიშნა, რომ საერთაშორისო…

მეტი...

,,იმედს ვიტოვებთ, რომ მათი თავგანწირვა არ იქნება უშედეგო, ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი!’’- კობა კობალაძე

დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალი გვირგვინით და დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. კობა კობალაძემ, ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათ მიმართ თანაგრძნობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა. მან, საქართველოსთვის თავდადებული მეომრების ოჯახებს მადლობა გადაუხადა სამშობლოს ერთგული, ღირსეული შვილების აღზრდისთვის. ” ცრემლი და ტკივილი არ გვაკლდება, მაგრამ, ამავე დროს, არ გვაკლდება ჟინი ცხოვრების, ბრძოლის და გამარჯვების. დღეს, კიდევ ერთხელ,…

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გომბორის უღელტეხილზე, შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო ტყის განაპირა ზოლში გამაფრთხილებელი ნიშნები განათავსეს

ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. აგვისტოს თვე, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას – დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები! სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა. ,,ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ანთავსებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გომბორის უღელტეხილზე, შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, სახელმწიფო ტყის განაპირა ზოლში გამაფრთხილებელი ნიშნები განათავსეს და დასუფთავების აქციაც მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს მოსახლეობას, დაემორჩილონ იმ აკრძალვებს,რომლებიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და…

მეტი...

,,ირაკლი, თუ არ გესმის სახელმწიფოებრიობა, თუ არ გესმის რა არის ღირსება გაჩუმდი”- ვაშაძე ღარიბაშვილს

”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება. ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, თუ არ ესმის სახელმწიფოებრიობა, გაჩუმდეს. ,,მინდა გამოვეხმაურო ირაკლი ღარიბაშვილის ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რომელიც მან დღეს გააკეთა. ირაკლი, თუ არ გესმის სახელმწიფოებრიობა, თუ არ გესმის რა არის ღირსება გაჩუმდი მაინც და ამ სისულელის ლაპარაკს შეეშვი. პირველი, შენი დღევანდელი განცხადება არის პირდაპირი შეურაცხყოფა იმ გმირების, რომლებმაც სიცოცხლე დადეს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის და იმ სამხედროებისთვის, რომლებიც იბრძოდნენ და დღესაც მზად არიან დაიცვან ჩვენი ეროვნული ინტერესები. მეორე, შენი ნარატივი ერთი-ერთში არის სწორედ ის, რასაც ამტკიცებს რუსეთი, რაშიც ცამდე გამართლდა საქართველო მთელ…

მეტი...

,,15 წლის წინ მსოფლიოს უფრო მტკიცედ და მკაცრად რომ ემოქმედა, რუსეთი რთულად თუ გაბედავდა დამოუკიდებელი ტერიტორიების ხელყოფას”- სტეფანჩუკი

15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, 15 წლის წინ, რუსეთის ფედერაციამ აჩვენა თავისი აგრესიული იმპერიალისტური ამბიციები, – ამის შესახებ უკრაინის რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, 15 წლის წინ მსოფლიოს უფრო მტკიცედ და მკაცრად რომ ემოქმედა, რუსეთი რთულად თუ გაბედავდა დამოუკიდებელი ტერიტორიების ხელყოფას. „15 წლის წინ მსოფლიოს უფრო მტკიცედ და მკაცრად რომ ემოქმედა, რუსეთი რთულად თუ გაბედავდა დამოუკიდებელი ტერიტორიების ხელყოფას, რომლებიც მას არ ეკუთვნის. დღეს უკრაინა თავისი მომავლისთვის იბრძვის იმის წინააღმდეგ, ვინც ყოველთვის ცდილობდა მის განადგურებას. მხოლოდ ერთობლივი, მტკიცე და კოორდინირებული…

მეტი...

ბორჯომში, მტკვარში 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში მტკვარში  60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ტელეკომპანის ბორჯომის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. მათივე ცნობით, კაცის ცხედარი წყლიდან ამოყვანილი და ამოცნობილია. 60 წლამდე კაცი ადგილობრივია. ცხედარი თვითმხილველებმა მტკვრის პირას არსებული საჯომარდო ბანაკიდან შენიშნეს და 112-ს შეატყობინეს.

მეტი...

,,საერთაშორისო დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და კვლავ გავიმეორებ, რომ ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც ჩვენი ძირძველი მიწა და განუყოფელი ნაწილია”- ილია მეორე

,,საერთაშორისო დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და კვლავ გავიმეორებ, რომ ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც ჩვენი ძირძველი მიწა და განუყოფელი ნაწილია,”- ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაშია ნათქვამი. „15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რის შემდეგაც, აფხაზეთთან ერთად, უკვე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი იქნა ოკუპირებული რუსეთის მიერ. საერთაშორისო დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და კვლავ გავიმეორებ, რომ ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც ჩვენი ძირძველი მიწა და განუყოფელი ნაწილია! ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მთავარია, სათნო ვეყოთ შემოქმედს, რომ ღირსნი გავხდეთ მისი წყალობისა. შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით… ამას ვერ…

მეტი...

დამატებით 100 ვერტმფრენი რომ ყოფილიყო, დამატებით ვერაფერი გაკეთდებოდა – მდინარაძე შოვზე

,,იქ რომ ყოფილიყო დამატებით 100 ვერტმფრენი, იგივე უნდა გაკეთებულიყო, რაც გაკეთდა, დამატებით ვერაფერი გაკეთდებოდა,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი, რაც უნდა მომხდარიყო, რომ უნდა ემუშავა სითბურ დრონს, სიცოცხლის რაიმე ნიშანწყალი დაეფიქსირებინა, დაკვირვება მომხდარიყო სითბური დრონით, რაც მოხდა ღამის განმავლობაში. ,,იქ რომ ყოფილიყო დამატებით 100 ვერტმფრენი, იგივე უნდა გაკეთებულიყო, რაც გაკეთდა, დამატებით ვერაფერი გაკეთდებოდა. ერთადერთი, რაც უნდა მომხდარიყო, თეორიული რისკების გამოსარიცხად, ეს იყო ის, რომ უნდა ემუშავა სითბურ დრონს, სიცოცხლის რაიმე ნიშანწყალი დაეფიქსირებინა, დაკვირვება მომხდარიყო სითბური დრონით, რაც მოხდა ღამის განმავლობაში. მერე შეიძლება ამ…

მეტი...

,,განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი”- ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებას  მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება. ,,რა დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი. ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში. აღნიშნული ინფორმაციის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ მოქალაქეებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „აიტექნიკთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „აიტექნიკთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიას დაევალა: შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს; მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია, მათ შორის ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ; აღნიშნული ინფორმაცია განათავსოს კომპანიის სავაჭრო ობიექტში. ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები. აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად უფლებები დაერღვათ. გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია განხორციელებული ქმედებების შესახებ, 1 (ერთი) თვის ვადაში, სააგენტოს…

მეტი...

,,ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სწრაფად და მკაცრად დასაჯეს ნაციონალისტები ხუთ დღეში”- მედვედევი

2008 წელს შეერთებულ შტატებსა და მის ვასალებს აშკარად აკლდათ გამოცდილება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა ცხინვალზე თავდასხმას სწრაფად და გადაჭრით უპასუხა. ,,ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სწრაფად და მკაცრად დასაჯეს ნაციონალისტები ხუთ დღეში. ჩვენ მტრისგან დავიცავით ჩვენი ხალხი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა. მათ ახალ სახელმწიფოებს რუსეთის მხარდაჭერით გავითარების შესაძლებლობა მისცეს, – განაცხადა მედვედევმა.

მეტი...

,,გადამწვარი სახლები და დაბომბილი ქალაქები, აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში”- სააკაშვილი

,,ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას! როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო,”- ასე ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომს. მისი თქმით, აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. ,,გადამწვარი სახლები და დაბომბილი ქალაქები, გაუბედურებული ოჯახები და ობლად დარჩენილი ბავშვები – აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას! როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო, მაგრამ…

მეტი...

,,ევროპული პარლამენტი განაგრძობს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას” – მეცოლა 

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას ეხმიანება. მისი თქმით,  ევროპარლამენტი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას. ,,15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა – აგრესიისა და ოკუპაციის მანკიერი ტაქტიკა. კრემლს არ სურდა, ქართველებს გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი. ევროპული პარლამენტი განაგრძობს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას,” – წერს მეცოლა.  

მეტი...

,,სუფთა რაჭველია ეს ბიჭი – კოტე მაისურაძე! არ ვიცი, სად წავიდა ეს ხალხი, ასე, თვალის ერთ დახამხამებაში”- შოვში ახარგაზრდას ეძებენ

მწერალი ნიკა ჩერქეზიშვილი შოვში დაკარგული ახალგაზრდის, კოტე მაისურაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს. „ვინც რაჭველებს ცნობს იერზე, სუფთა რაჭველია ეს ბიჭი – კოტე მაისურაძე! არ ვიცი, სად წავიდა ეს ხალხი, ასე, თვალის ერთ დახამხამებაში… დედა და დაც იქ ჰყავდა, როგორც ვრცელდება ინფორმაცია,“ – წერს ნიკა  ჩერქეზიშვილი. ცნობისთვის, ონის მუნიციპალიტეტში მეექვსე დღეა ძებნა-შველის ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად აღმოჩენილია 19 ცხედარი. სტიქიას დედა-შვილი ემსხვერპლა

მეტი...

„მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი”- თემურ მღებრიშვილი

სტიქიის ზონაში, მეხანძრე-მაშველების მიერ მიწის მასის დამუშავების დროს კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი, ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა. „მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ფრაგმენტიც. აღნიშნულ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზაცია მიმდინარეობს, რომ ძებნა-შველის არეალი უფრო მეტად გავშალოთ და გავაფართოვოთ. დღეს უკვე 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, თავდაცვის სამინისტროს მიერ მივიღეთ სპეციალური აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ხდება ტერიტორიების დათვალიერება მეტალის აღმოჩენის მიზნით, მანქანის ფრაგმენტების და თვითონ მანქანის საძიებო მიმართულებით. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილი. ონის მუნიციპალიტეტში მეექვსე დღეა ძებნა-შველის ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში…

მეტი...

,,წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის”- ღარიბაშვილი

ეს ტრაგედია, ეს უბედურება, ეს ომი მოხდა წინა ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, შედეგად რა მივიღეთ?! 20% არის დღეს ოკუპირებული, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა. მისი თქმით, გმირმა ოფიცრებმა იბრძოლეს თავდადებით, აჩვენეს გმირობის მაგალითი და  პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ჩაიდინა ომის დაწყების მომენტიდან, პირველივე წუთიდან, საშინელი ღალატი. „ის, რომ პასუხისმგებლობა იყო და არის ხელისუფლების, ნებისმიერი ხელისუფლების, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი რაც შეიძლება ქვეყანას მოევლინოს, ეს არის ომი. ომის პარტიამ და მოღალატეთა პარტიამ, მე არ მოვერიდები ამის…

მეტი...

,,3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, სამ საათში მივიდა ვერტმფრენი”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რომ შოვის სტიქიის შემდეგ ადგილზე ვერტმფრენი 3 საათში მივიდა. ,,არანაირი დაგვიანებით, 3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, სამ საათში მივიდა ვერტმფრენი, სულ რაღაც სამ საათში. ერთი საათი უნდა ფრენას, შეტყობინების შემდეგ სჭირდება, რა თქმა უნდა, გადამოწმება, რა ტექნიკა არის საჭირო და ამის შემდეგ, არის მოსამზადებელი პერიოდი თავად ტექნიკისთვის. ეს მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე, მას სჭირდება მომზადების პერიოდი და ზუსტად ამ პერიოდში, სულ რაღაც 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ. ეს ერთი, და ყველა ამოცანა, რომელიც დასახული იყო შესრულდა. 6 საათზე ღამე არ…

მეტი...