რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ “მარცვლეულის შეთანხმებას” ამზადებენ

რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ “მარცვლეულის შეთანხმებას” ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს. შეთანხმებაში თურქეთი ორგანიზატორის როლში გამოვა, ხოლო კატარი – სპონსორის. ახალი პროექტის ფარგლებში “რუსული მარცვლეულის” მიწოდება ღარიბ ქვეყნებში იგეგმება, მეტწილად აფრიკაში. ამავდროულად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი რუსეთს სთხოვს, რომ მარცვლეულის წინა შეთანხმებაც აღადგინოს, რათა მარცვლეული უკრაინიდანაც გადიოდეს. ანკარა, ასევე, გაეროს ეგიდის ქვეშ მოქმედების წინადადებით გამოდის. მედიის ინფორმაციით, ახალი შეთანხმება უკვე ამ შაბათ-კვირას ბუდაპეშტში შეიძლება გაფორმდეს. უნგრეთში ასევე, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩავა.

მეტი...

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 27 პირიდან 25 უკვე იდენტიფიცირებულია

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 27 პირიდან 25 უკვე იდენტიფიცირებულია. მაშველები, ჯარი და პოლიცია ერთობლივი ძალებით და მძიმე ტექნიკით, უკვე მე-17 დღეა სტიქიის ეპიცენტრში მუშაობენ. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც უკვე გადამოწმებულ ტერიტორიაზე, ასევე მდინარეების კალაპოტებში, ეპიცენტრიდან დაახლოებით 60 კილომეტრზე. არსებობს ვარაუდი, რომ დაკარგულებს შესაძლოა შლამში ან მდინარეების კალაპოტებში მიაკვლიონ.

მეტი...

ჩერნიგოვზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა

ჩერნიგოვზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი. ქალაქში 19-დან 21 აგვისტომდე გლოვა გამოცხადდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, თავდასხმის დროს ძირითადად დაშავდნენ ის ადამიანები, რომლებიც მანქანებში იყვნენ, გზაზე ან ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ. “ყველა, ვინც დრამატულ თეატრში იყო, დროულად ჩავიდა თავშესაფარში. საჰაერო თავდასხმის გამოცხადების შემდეგ, ეროვნული პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ ყველა თავშესაფარში შეეყვანათ”, – თქვა მან. დრამატული თეატრის უკან არის დიდი პარკი, სადაც დედები და მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ.

მეტი...

რობოტი ადამიანები – ,,მედიაცენტრი მთავარი” პეკინიდან

პეკინში მსოფლიო რობოტების 2023 წლის კონფერენცია-გამოფენა იმართება, სადაც წარმოდგენილია ყველა სახის რობოტი, რაც კი მსოფლიოში არსებობს. ,,მედიაცენტი მთავარი” პეკინიდან ვიდეოკადრებს თემატურად წარმოგიდგენთ. ამჯერად კი ეს არის საოფისე რობოტები, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება.

მეტი...

ნანა ჯანაშიას მეხი დაეცა და გარდაიცვალა

51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია. ოჯახის ახლობელი მედიას ეუბნება, რომ ჯანაშია მეხის ჩამოვარდნის გამო დაიღუპა. ის ოჯახთან ერთად დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში ისვენებდა. “ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდა. 17 აგვისტოს საღამოს ის მეხის ჩამოვარდნის გამო ადგილზე გარდაიცვალა, როცა მისი ქმარ-შვილისგან მოშორებით, სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. ჩვენ დავკარგეთ დედა, ცოლი და ქალი, რომელიც უკეთეს მსოფლიოზე ოცნებობდა”, – ეუბნება “რადიო თავისუფლებას” ოჯახის ახლობელი. ცნობისთვის, ნანა ჯანაშიამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 1998 წელს დააფუძნა.

მეტი...

დღეში საშუალოდ ვლინდება COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა – ცერცვაძე

ბოლო ერთი თვის მანძილზე მსოფლიოში აღინიშნება COVID-ის ახალი შემთხვევების და COVID-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ზაფხულის პერიოდში მოსახლეობის მობილობის ზრდასთან. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება: ,,კერძოდ, ბოლო 1 კვირის მანძილზე დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით COVID-ზე ტესტირებული ყველა პაციენტისგან (დაახლოებით 4 000 ტესტი დღეში) დადებითი შედეგი უფიქსირდება გამოკვლეულთა 7-8%-ს. შესაბამისად, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. თუმცა, სიკვდილობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე (ერთეული შემთხვევები თვეში) და ისიც…

მეტი...

წალენჯიხაში მოპედის მძღოლი მანქანას შეეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მოპედის მძღოლი საკუთარი სავალი გზიდან საპირისპირო მხარეს გადავიდა, რა დროსაც მსუბუქ მანქანას შეეჯახა. 55 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება დადასტურდა

“ზაზა მესხის ერთ-ერთი შვილის დაღუპვა დადასტურდა”. ინფორმაციას ამის შესახებ მესხის ყოფილი ცოლი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ცხედარი დნმ-ის ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს. “დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის შვილის ცხედარი. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ეს უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭებისგან უფროსი. მშვიდობით განისვენოს. და მინდა გავიმეორო ჩემთვის მნიშვნელოვანი თხოვნა: გთხოვთ, არ გააზიაროთ ბავშვების სახელები სოციალურ ქსელებში”, – წერს დედა შეგახსენებთ, რომ ზაზა მესხი შოვში ოჯახთან ერთად ისვენებდა. მისი მეუღლის,  ალინა პოლიკოვსკას ცხედარი მაშველებმა 5 აგვისტოს იპოვეს. ამ დრომდე ეძებენ ზაზა მესხს, მის არასრულწლოვან შვილსა და…

მეტი...

თბილისში, კუკიის სასაფლაოს მიმდებარედ ხანძარია

თბილისში კუკიის სასაფლაოს მიმდებარედ ხანძარია. ცეცხლი სასაფლაოს მიმდებარედ ფერდზე გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი ჯერ ტყის საფარზე არ გავრცელებულა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,რუსეთი არის ბენზინგასამართი სადგური ატომური ბომბით” – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში წარმატებას ვერ მიაღწევს და რომ მას მსოფლიოში ისეთივე წონა არ აქვს, როგორც ჩინეთს. დიპლომატმა ესპანურ გაზეთთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა გადაწყვიტა, “თითქმის ყველაფერში შეცდა.” “პუტინი აპირებს მსხვერპლად გაიღოს თავისი ხალხი და არმია. პირადი და პოლიტიკური გადარჩენისთვის და ამიტომაა ასე რთული სამშვიდობო მოლაპარაკება”, – განაცხადა მან გამოცემა El Pais-თან. ჩინეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასა და მის გამოწვევებზე საუბრისას კი მან განაცხადა, რომ პეკინისა და მოსკოვის შედარება შეუძლებელია. “უპირველეს ყოვლისა,…

მეტი...

კოვიდის ახალი შტამის, EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საქართველოში, კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული მათ მიერ. “ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი აწარმოებს. ასევე, მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და კერძო ლაბორატორიების მხრიდან, ახალი შტამის დადასტურების შესახებ, ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა. ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში კოვიდ-19-ის მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების გავრცელებაზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის EG.5 შტამი არ იწვევს “ომიკრონის” ამჟამად გავრცელებული შტამისგან განსხვავებული სიმპტომების,…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვს შეუტიეს – არიან დაღუპულები და დაშავებულები

დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვს, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს. დაიღუპა 5 და დაშავდა 37 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მუშაობენ მაშველები, პოლიციელები და მედიკოსები. “მტერმა ესროლა ჩერნიგოვის ცენტრს. სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა. დარჩით თავშესაფრებში. დეტალები მოგვიანებით”, – განაცხადა ქალაქის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა.

მეტი...

რუსეთის სასამართლომ სახაროვის ცენტრი ლიკვიდირებულად გამოაცხადა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის ადმინისტრაციული სარჩელი სახაროვის ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. არსებული ინფორმაციით, ცენტრის შემოწმებისას, სავარაუდოდ, გამოვლინდა “კანონმდებლობის სისტემატური უხეში და გამოუსწორებელი დარღვევები”. ​როგორც რუსული “ინტერფაქსი” იუწყება, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამოირიცხება. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია 1996 წელს დაფუძნდა. მისი მიზანი საბჭოთა ტოტალიტარიზმის შესახებ ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბება და თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია იყო.

მეტი...

პუტინი დონის როსტოვს ეწვია და სამხედრო შტაბში თათბირი გამართა

18 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში მდებარე სამხედრო შტაბში თათბირი გამართა. კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვისა და სხვა მაღალი რანგის ოფიცრების ანგარიშები მოისმინა. თუმცა, დონის როსტოვში პუტინის ვიზიტის სხვა დეტალებს, ფოტოებსა და ვიდეომასალას კრემლი არ ავრცელებს. ცნობისთვის, პუტინმა ბოლოს ასეთი შეხვედრა დონის როსტოვში მარტში გამართა. 23–24 ივნისს კი, დონის როსტოვში მდებარე სამხედრო ობიექტები, მათ შორის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბი, “ვაგნერის” დაჯგუფებამ დაიკავა. მას შემდეგ, რაც მისმა ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა სამხედრო ამბოხი წამოიწყო. თუმცა, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ, დაჯგუფების მეთაურმა განაცხადა,…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ოლენა ზელენსკასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა. ვიზიტის დროს ის შვედეთის პრემიერმინისტრ ულფ კრისტერსონს, მეფე კარლ XVI, დედოფალ სილვიას, პარლამენტის სპიკერ ანდრეას ნორლენსა და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდება. “ფართო შეხვედრები გველის. მე პირადად მადლობას ვუხდი შვედეთს, რომ მხარს უჭერს ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის”, – ამბობს ზელენსკი. ზელენსკის ცნობით, ვიზიტის დროს უკრაინის სამხედრო დახმარების, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების, უკრაინის ევროპული ინტეგრაციისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს.

მეტი...

რუსთავში, ჰაერის დაბინძურების გამო, მოქალაქეებმა გარემოს დაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივლეს

რუსთავში, ჰაერის დაბინძურების გამო, მოქალაქეებმა გარემოს დაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივლეს. რუსთავის მცხოვრებლები უწყების არაეფექტური მუშაობის შედეგად ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის კომპენსაციას ითხოვენ. საქმის წარმოება უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული. ადგილობრივების ინფორმაციით, საკანონმდებლო მოთხოვნის მიუხედავად, საწარმოები ფილტრებს არ აყენებენ, ხოლო სამინისტროს მონიტორინგი მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა. დაბინძურებული ჰაერი ზიანს მოქალაქეების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აყენებს. “სარჩელი ძირითადად წაყვანილია მენტალური ჯანმრთელობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მცხოვრები ადამიანები მუდმივად ვნერვიულობთ, რომ ჩვენს ძვირფას ადამიანებს, ჩვენს ჯანმრთელობას ადგება ზიანი. მათ შორის, სიმსივნეების კუთხით, შეიძლება იყოს ალერგიები და სხვადასხვა დაავადება, რომელსაც იწვევს ჰაერის დაბინძურება”, – აცხადებს…

მეტი...

სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისში აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული მწვანე ზოლის განადგურებას აპროტესტებენ

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული მწვანე სექტორის განადგურებას აპროტესტებენ. არსებული ინფორმაციით, ბალახვანში, 100-საფეხურიან კიბესთან მდებარე ფერდზე, სადაც კედრის ჯიშის ხეები იყო გაშენებული, გაჩეხილია. არასამთავრობა ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენლები მწვანე სექტორის განადგურებას ვანდალიზმად მიიჩნევენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ. ასევე, ამბობენ, რომ გაჩეხის შემდეგ ეროზიის რისკების გათვალისწინებით, ფერდის მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მეტი...

გორში გურამიშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეებს ვაჭრობა აუკრძალეს

გორში გურამიშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეებს ვაჭრობა აუკრძალეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მათ დახლების გაშლის უფლებას მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები არ აძლევდნენ. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანს სასწრაფო დახმარება დასჭირდა. თვითდასაქმებულების პროტესტის გამო, ადგილზე პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო. “რომ მოვედი არ გამაშლევინეს ტავარი, აიკრძალა სულ ყველაფერი, დღეიდან ვერ ივაჭრებთო. მუნიციპალიტეტის თანამშრომლები იდგნენ. ერთი 50 კაცი დამხვდა, არ გამომატანინეს. ჩემმა მოვაჭრეებმა გამოიტანეს კიდე სეტკები და არ დანებდნენ. მოიყვანეს მანქანა და მთელი სეტკები და მაგიდები შეაყარეს. თუ გაშლით, ტავარსაც წაგართმევთო”, – აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

მეტი...

ელენე ნავერიანის ფილმი ,,შაშვი, შაშვი, მაყვალი” სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია

ელენე ნავერიანის ფილმმა “შაშვი, შაშვი, მაყვალი”, სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა. ფილმი თამთა მელაშვილის რომანის მიხედვით არის გადაღებული. ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა ეკა ჩავლეიშვილმა კი ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო ჯილდო. ფესტივალს ფილმის გადამღები ჯგუფის ოთხი წევრი ელენე ნავერიანი, ეკა ჩავლეიშვილი, ქეთი დანელია და შვეიცარიელი პროდიუსერი ესწრებოდა. ცნობისთვის, სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი 1995 წელს დაფუძნდა და სამხრეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფესტივალია.

მეტი...

,,რუსეთმა ომი უკვე წააგო”- ბაიდენი

,,რუსეთმა ომი უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია”. ამის შესახებ ​აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, “რუსეთმა ომი უკვე წააგო. მან ვერ მიაღწია თავის პირვანდელ მიზანს. ეს შეუძლებელია,” – თქვა ბაიდენმა იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან სამმხრივი სამიტის შემდეგ. ბაიდენმა ისაუბრა იმაზეც, რომ რუსეთის აგრესიაზე შესაბამისი რეაქციის არქონა, შესაძლოა, ჩინეთისთვის ტაივანთან დაკავშირებით გარკვეული გზავნილის მატარებელი იყოს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ არის მხოლოდ “ევროპული პრობლემა”. “წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ არაფერი გაგვეკეთებინა. რომ გავჩერდეთ, რა გზავნილს გაუგზავნის ეს ჩინეთს ტაივანთან დაკავშირებით? რა სიგნალს გაუგზავნის ეს მთელ მსოფლიოს?”, – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულები არიან ,უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული ა.მ., 1985 წელს დაბადებული ს.ტ. და 1987 წელს დაბადებული, მ.ლ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამართალდამცველებმა ა.მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, 125 შეკვრად დაფასოებული – 1 კილო და 352 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“-ს შემცველი ნივთიერება ნივთმტკიცებადაა ამოღებული. ს.ტ.-სგან კი 50 გრამამდე ოდენობის ნარკოტიკული…

მეტი...