ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს – არის მსხვერპლი

ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. ქალაქზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ასევე, დაზიანდა ორი მაღალსართულიანი შენობა. ამის შესახებ ინფორმაციას, საოლქო საბჭოს მდივნი ანატოლი კურტევი ავრცელებს. პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. “ქალაქი ზაპოროჟიე ყოველდღიურად იბომბება ოკუპანტების მიერ. რუსული რაკეტა სამოქალაქო შენობას მოხვდა და ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ცნობილია ერთი გარდაცვლილის შესახებ. სამძიმარს ვუცხადებ. არიან დაჭრილებიც”, – წერს ზელენსკი.

მეტი...

ჩეხი ოჯახი, რომელიც სტიქიის პირველ დღეს გადარჩა

„ჩეხი ოჯახი, რომელიც სტიქიის პირველ დღეს გადარჩა და ონის მაშველებმა გამოიყვანეს. მზარეული Michal Bartak-ის ინიციატივა იყო რამით დახმარებოდა რაჭველებს და ყოველ დღე ოპერატორებისთვის, მაშველებისთვის, მოხალისეებისთვის, სასწრაფოს პერსონალისთვის, პოლიცილებისთვის დღეში ორჯერ, ჯამში 400 კაცზე აკეთებს საჭმელს, სუპებს, გულიაჟებს და ა.შ“, – წერს ფეისბუქჯგუფის „რაჭას“ წევრი Sal Lien.

მეტი...

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე 10 ათას სამხედრო მოსამსახურეს განათავსებს

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე 10 ათას სამხედრო მოსამსახურეს განათავსებს. აქედან 4 ათასი სამხედრო მესაზღვრეებს აღმოუჩენს მხარდაჭერას, 6 ათასი კი – რეზერვში დარჩება. ,,ჩვენ ჯარს მივუახლოებთ ბელორუსის საზღვარს, რათა აგრესორი შეშინდეს და ვერ გაბედოს ჩვენზე თავდასხმა”, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე ვითარება მას შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა, რაც რუსეთში მომხდარი ამბოხების შემდეგ, ვაგნერის მებრძოლები ბელარუსში გადავიდნენ.

მეტი...

შოვში, მდინარე რიონში სამძებრო-სამაშველო ნავი გამოჩნდა

დღეს მდინარე რიონში სამძებრო-სამაშველო ნავი გამოჩნდა. დაკარგულებს ეძებენ ყველგან, თუმცა ორი დღის განმავლობაში ცნობები სტიქიის ზონიდან არ შეცვლილა. შოვში, ღვარცოფით დაფარულ ტერიტორიაზე ნაპოვნია მანქანები და სხვადასხვა ნივთები. ოფიციალური ინფორმაციით ეძებენ 12 მოქალაქეს. მათ შორის არიან ბავშვებიც. მაშველები ახლა 10 ლოკაციაზე არიან გადანაწილებულები. მათთან ერთად დაკარგულებს ეძებენ მოხალისეებიც, რომლებიც შოვში ტრაგედიიდან პირველივე საათებში გამოჩნდნენ.

მეტი...

ვითარება სტიქიის ზონაში – განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისათვის არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “მძიმე ტექნიკის ოპერატორები, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მეთვალყურეობით. დღეს მოეწყო დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის იმ ზონასთან, სადაც დარჩენილი იყო დამსვენებელთა კერძო ავტომანქანები. მფლობელებს უკვე დაუბრუნდა 10 ავტომანქანა და ეს პროცესი ხვალაც გაგრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,ვერასოდეს ვნახავთ პუტინსა და ზელენსკის ერთ მაგიდასთან” – კულება

,,პრეზიდენტი ზელენსკი პუტინთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან არასოდეს დაჯდება და რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მის მიერ მიტაცებული ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ”. ამის შესახებ უკრაინის საგარეო მინისტრმა განაცხადა. “პუტინი არ არის პარტნიორი. მან ჩაიდინა ძალიან ბევრი, სერიოზული დანაშაული. არსებობს სხვა დიპლომატიური გზები, მაგრამ ჩვენთვის ნათელია, რომ ჩვენ ვერასოდეს ვნახავთ პუტინს და ზელენსკის ერთ მაგიდასთან”, – განაცხადა კულებამ იტალიურ მედია Corriere della Sera-სთან ინტერვიუში. ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მუჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება სურს.

მეტი...

,,ცდილობენ შიში დაამკვიდრონ, რომ თითქოს რიკოთზე რაიმე ხდება” – გიორგი წერეთელი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელმა რიკოთის საავტომობილო მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ ვრცელდება “ნეგატიური ინფორმაციები”, რაც დისკრედიტაცია და საზოგადოებაში “შიშის დამკვიდრების” მცდელობაა. ”ბოლო დღეებია გააქტიურდა რიკოთის უღელტეხილზე ძალიან ნეგატიური განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების და ადამიანების მიერ. აღნიშნული განცხადებები არის იმის მანიშნებელი, რომ გარკვეულწილად ცდილობენ დისკრედიტაცია და შიში დაუმკვიდრონ საზოგადოებას იმისა, რომ თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაიმე ხდება. მინდა მოგახსენოთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე ჩვეულებრივად სამშენებლო სამუშაოები მიდის. გარკვეული მონაკვეთები დაწინაურებულია და წლის ბოლომდე იქნება გახსნილი, შესული ექსპლუატაციაში. ყველა ფერდი, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე იყო, პროექტის შესაბამისად დამუშავდება…

მეტი...

,,მოსკოვი საერთაშორისო საზოგადოების თვალში არასანდო ეკონომიკური პარტნიორის იმიჯს ამყარებს”- პიტერ სტანო

ევროკავშირში აცხადებენ, რომ რუსეთში უცხოურ ბიზნესს არაფერი ესაქმება -ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერი, პიტერ სტანო აცხადებს. სტანო ედხმიანება რუსეთის გადაწყვეტილებას,  ორმაგი დაბეგვრის აცილების შესახებ შეთანხმების გაუქმებას, იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც მოსკოვი „არამეგობრულ ქვეყნებად“ მიიჩნევს. მისი თქმით, ეს აჩვენებს, რამდენად არასანდო, არაპროგნოზირებადი და გაუმჭვირვალეა დღეს რუსეთი. „ეს აჩვენებს, რამდენად არასანდო, არაპროგნოზირებადი და გაუმჭვირვალეა დღეს რუსეთი, როგორც პოტენციური ეკონომიკური პარტნიორი. რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რაც თავში მოუვა, რათა მიაღწიოს მიმდინარე პოლიტიკურ ამოცანებს, რაც არ უნდა იყოს ეს ამოცანები. ამგვარად, მოსკოვი საერთაშორისო საზოგადოების თვალში არასანდო ეკონომიკური და საქმიანი პარტნიორის იმიჯს ამყარებს. ეს არის…

მეტი...

პოლიციის მაიორი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, სამხედრო პატივით დაკრძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, პოლიციის მაიორი – 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძე, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, სამხედრო პატივით დაიკრძალა. მირიან ჭელიძე სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. ,,სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი უკანასკნელ გზაზე გააცილეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა – შალვა ბედოიძემ, მინისტრის მოადგილეებმა – გიორგი ბუთხუზმა, იოსებ ჭელიძემ , ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა, პარლამენტის…

მეტი...

თუ ვინმეს ჰგონია, როცა კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ საქართველოში ევროები გადმოცვივდება, ეს ასე არ არის – მაჭარაშვილი

თუ ვინმეს ჰგონია, როცა კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ საქართველოში ევროები გადმოცვივდება, ეს ასე არ არის – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  კანდიდატის სტატუსი ორმა ქვეყანამ მიიღო, მაგრამ იქ ევროები არ ცვივა. „იმედი გვაქვს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ – წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება და დავრწმუნდებით იმაში, რომ რუსეთის პროპაგანდას უწყობენ ხელს. სწორედ რუსეთის პროპაგანდაა: აი, ნახეთ, როგორ გჩაგრავს თქვენ დასავლეთი და არასამართლიანად გექცევათ. თუკი სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით ისევე არასამართლიანად მიგვექცევიან როგორ არასამართლიანადაც შარშან მოგვექცნენ, საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ რუსული პროპაგანდისკენ არის საქმე, ვიდრე მის საწინააღმდეგოდ”, –…

მეტი...

,,შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს”- პრეზიდენტის ადმინისტრაცია

შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა და არ ნაწილდება არც მის მრჩეველზე და არც პრეზიდენტის  ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელზე. ,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება შეწყალებასთან, პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ და ვადასტურებთ, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს პირადად, საქმის განხილვის საფუძველზე. როგორც არაერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნეთ, შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს. ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა…

მეტი...

,,აღარც კი მეტევა ამდენი ტრაგედია ჩემს დაფლეთილ და დაგლეჯილ გულში”- რამაზ დავლაძე შოვის ტრაგედიაზე

რამაზ დავლაძე, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს, ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა, შოვის ტრაგედიას ეხმიანება. ,,არც კი ვიცი, საიდან დავიწყო და სად გავჩერდე! აღარც კი მეტევა ამდენი ტრაგედია ჩემს დაფლეთილ და დაგლეჯილ გულში! ჯერ იყო სახლში მყოფი ჩემი ლამაზი ოჯახის ტრაგედია, ჩემი მეზობლები. შემდეგ ჩვენი გმირი მაშველები, შემდეგი კი ულამაზესი და მშვენიერი შადრევანთან მოთამაშე მარიტა!.. ახლა კი დასასვენებლად მყოფი ჩვენი ძმები, დები და შვილები! ნუთუ ამ ყველაფერს დასასრული არ უნდა ჰქონდეს! ღმერთმა მოგვცეს გამძლეობა! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს! მაშველებო, თქვენ ხართ გმირები, გვეამაყებით მთელ საქართველოს!,”- წერს რამაზ დავლაძე.  

მეტი...

თაფლის სახლი ჩინეთში, სადაც ბუნებრივ პროდუქციას აწარმოებენ

მინიის მხარე პეკინის ერთ-ერთი მთიანი ზონაა, სადაც უზარმაზარი თაფლის სახლია გაშენებული და ბუნებრივ პროდუქციას აწარმოებენ. პეკინში ვიზიტის ფარგლებში, ერთ-ერთი საწარმო, რომელშიც “მედიაცენტრი მთავარი” იმყოფებოდა, სწორედ ფუტკრის სახლი იყო. როგორც ადგილზე დასაქმებულები გვიყვებიან, ეს საწარმო მათთვის საარსებო და დოვლათის წყაროა. ტურისტებსაც ხშირად მასპინძლობენ და მინიის მხარეც საკმაოდ დატვრთულია. ეს არის სიმწვანეში ჩაფლული გარემო, სადაც მხოლოდ ფუტკრების ბზუილი ისმის და მთელ პერიმეტრზე, მძის ძირში განთავსებულია ათასობით სკა. სწორედ ამ ზონაში ამრავლებენ ფუტკარს და აქვე შეიქმნა 26 კოოპერატივი. კოოპერატივში 800 ოჯახია გაერთიანებული და უძღვებიან როგორც თაფლის, ასევე სხვა იმ პროდუქციის წარმოებას რასაც ფუტკარი იძლევა –…

მეტი...

,,ნინო გაგვიფრინდა… მაგრამ შენდა და სალომეს გელოდებით…გთხოვ დავასრულოთ ცრემლებში დამხვრჩვალი დღეები”- გვანცა ბუბაშვილის მამიდა

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მერვე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის მაშველების მიერ ნაპოვნია 21 ცხედარი – საძიებო სამუშაოები 12 პირთან დაკავშირებით გრძელდება. დაღუპულთა შორისაა ნინო კენჭაძე, მასთან ერთად მყოფ გვანცა ბუბაშვილსა და სალომე ხეთაგურს ამ დრომდე ეძებენ. გვანცა ბუბაშვილის მამიდა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ეს ჩემი გვანცას მანქანაა… მისი მეგობრებით… ხო მამიდა აუცილებლად შევხვდებით…. ნინო გაგვიფრინდა მამიდა… მაგრამ შენდა და სალომეს გელოდებით… შენ ხარ დღეს ჩემი გულის ცემა მამიდა და გთხოვ არ შეჩერდე… რაჭაში შეხვედრამდე მამიდა… გთხოვ დავასრულოთ ცრემლებში დამხვრჩვალი დღეები… ამდენი ტკივილი დანარჩენმა დაკარგულებმა თქვენი სიცოცხლის სიხარულით…

მეტი...

აკრძალული ქალაქი და იმპერატორის სასახლე

„მედიაცენტრი მთავარი“ აგრძელებს პეკინში მოგზაურობას. ამჯერად გიზიარებთ ამბებს აკრძალული ქალაქიდან. „აკრძალული ქალაქი“ – დღეს კი უკვე ამ ადგილზე ქალაქ მუზეუმი ქვია. ეს არის პეკინი, სადაც მთლიანობაში 799 სასახლეა განთავსებული და 700 000 კილომეტრს მოიცავს. სასახლეებს დღეში 40 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს. სასახლეში შესასვლელად საკმადო დიდხანს მოგიწევთ რიგში დგომა. ბილეთის ფასი დაახლოებით 10 დოლარია. კონტროლი კი მკაცრი, ე.წ. პასპორტ კონტროლი. მარტივად რომ აგიხსნათ, სასახლეები განთავსებულია ერთმანეთის მიყოლებით და დაახლოებით, ყველა ერთმალეთის იდენტურია, თუმცა, არც ასეა. ერთი სასახლიდან გადიხართ მეორეში, შემდეგ მესამეში, შემდეგ მეოთხეში და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ბოლოს კი არის იპერატორის ცოლების…

მეტი...

,,ცხადია, რომ პუტინსა და ზელენსკის ერთ მაგიდასთან არასდროს ვიხილავთ“- კულება

„ჩვენთვის ცხადია, რომ პუტინსა და ზელენსკის ერთ მაგიდასთან არასდროს ვიხილავთ“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისი თქმით, კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალები გავლენ უკრაინიდან. „ჩვენ შეგვიძლია, გავმართოთ მოლაპარაკებები რუსეთთან მას შემდეგ, რაც ჯარი გავა ჩვენი მიწიდან, მაგრამ არა პუტინთან. ეს მიზანი შეიძლება, იყოს მიღწეული ომისა და დიპლომატიის ნაზავით. ჩვენი გენერლები ახლა პირველი საკითხით არიან დაკავებულები, მათი ამოცანაა უბიძგონ რუსეთს უკან დახევისკენ და დაარწმუნონ, რომ ომს საუბარი ჯობია“,- აცხადებს კულება.

მეტი...

პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს

პოლონეთი  დამატებით 10 000-მდე ჯარისკაცის გადაყვანას გეგმავს ბელარუსის საზღვარზე.  ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა. „დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი იქნება საზღვარზე: 4 000 უშუალოდ სასაზღვრო სამსახურს დაუჭერს მხარს, 6 000 კი რეზერვში იქნება. პოლონური სივრცის დარღვევა ბელორუსული ვერტმფრენებით მორიგი პროვოკაცია იყო. ყველაფერი, რაც ბელორუსში ხდება, კოორდინირებულია რუსეთის ქმედებებთან“, – განაცხადა მარიუშ ბლაშაკმა.  

მეტი...

სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და მისი ეტაპობრივი მოწოდება ხდება – შალვა პაპუაშვილი

სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და მისი ეტაპობრივი მოწოდება ხდება. თუ არ ვცდები, ხელშეკრულება შარშან დაიდო და ველოდებით ვერტმფრენების მოწოდებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა ვერტმფრენების შეძენა 2015 წლიდან დღემდე, პაპუაშვილი პასუხობს: „თქვენი ინტერესი ვერტმფრენები თუ არის, დამატებითი ვერტმფრენები შეძენილია. წესით, ეს უნდა გაკმაყოფილებდეთ. მგონი, საკითხის არსს ვერ წვდებით. საკითხი იმიტომ გაინტერესებთ, რომ ცდილობთ, მანიპულაციურად დაუკავშიროთ სტიქიას. თუ გაინტერესებთ, არის თუ არა ქვეყანაში ვერტმფრენები, საკუთარი თვალითაც იხილეთ ვერტმფრენები, რომლებიც სტიქიის ზონაში მუშაობდნენ. საკითხის სტიქიასთან დაკავშირება აბსოლუტური მანიპულაციაა“, – განაცხადა  პაპუაშვილმა.

მეტი...

ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძარს სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა

ჰავაის კუნძულ მაუიზე, ქალაქ ლაჰაინაში ტყის ხანძარს სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა.  ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ქალაქის რამდენიმე კვარტალი. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა. ზოგიერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. მაუიზე ევაკუაციისთვის 5 თავშესაფარი მოაწყვეს.  ამასთან, სამშაბათს ხანძრის დაწყების შემდეგ ათასობით ადამიანი დაშავდა.  

მეტი...

,,ეგზოტიკური სამზარეული” – რა პროდუქტებს შეხვდებით ჩინურ რესტორანში?

”მედიაცენტრი მთავარი” აგრძელებს ჩინეთიდან თემატური ვიდეობის გაზიარებას. ამჯერად,  პეკინის მაღალმთიან ზონიდან, ჩინეთის კედლის ინსტორიული ნაწილიდან, სადაც ტურისტებისთვის ეროვნული რესტორანი მდებარებს, ადგილობრივი “ეგზოტიკური” კერძები დავაგემოვნეთ. გიზიარებთ ვიდეოს, სადაც შეგიძლიათ, ჩინური სამზარეულოსთვის დამახასიათებელ კერძებსა და პროდუქტებს გაეცნოთ.        

მეტი...

მამის ემოციური ფოტო სტიქიის ზონიდან

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მერვე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის მაშველების მიერ ნაპოვნია 21 ცხედარი – საძიებო სამუშაოები 12 პირთან დაკავშირებით გრძელდება. სოციალურ ქსელში, სტიქიის ზონიდან ვრცელდება მამის კადრები,  რომლის შვილები და მეუღლე სტიქიას ემსხვერპლნენ. ,,მეუღლე და ბავშვები არიან იქ. 2 წლის, სამის და შვიდის შვილები. ვერ ვუკავშირდები, მგონი მეწყერში მოყვნენ. მივმართავ ყველას, პილოტებს, მაგათ უფროსებს, ღამე ვერტმფრენი გამოყავით, რომ სამძებრო სამუშაოები დაიწყონ, გთხოვთ, ვერ გადაიტანენ ღამეს, ბავშვები არიან – 2 წლის, სამის და შვიდის, ნუთუ არ გეცოდებათ, მთელი ოჯახი მანდ არის, არ ვიცი, როგორ არიან. თუ სადმე ტყეს…

მეტი...

,,ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი დროა, რომ ადამიანმა თავისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მცირე, მოიკითხოს”- მღებრიშვილი

ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი დროა, რომ ადამიანმა თავისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მცირე, მოიკითხოს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. კითხვაზე – ”მხოლოდ 12 ადამიანს განიხილავთ, თუ ხომ არ შეიძლება ყოფილიყვნენ ისეთი ტურისტებიც, რომელთა შესახებაც არ გაქვთ ინფორმაცია“. თემურ მღებრიშვილმა უპასუხა: „თეორიის დონეზე, რა თქმა უნდა, ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც გადაჭრით ვიტყვი, თუმცაღა ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ გონივრული ვადა, ერთი კვირა საკმარისი დროა იმისთვის, რომ ადამიანმა თავისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მცირე, მოიკითხოს, ლოგიკურად. ამ დროისთვის, დღეის მონაცემებით, არ გაზრდილა…

მეტი...

,,იცანით?მაშინ ძალიან ტალახიანი იყო…ტიროდა და იძახდა “ღმერთო, გადამარჩინე არ მინდა სიკვდილი”- დავით ჯელაძე

შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე, სოციალურ ქსელში მისი  დისშვილის, ანასტასიას ფოტოს ავრცელებს, რომელმაც რაჭაში დატრიალებულ სტიქიურ უბედურებას გადაურჩა. ,,იცანით? ალბათ ვერა, მაშინ ძალიან ტალახიანი იყო… ეს ანასტასიაა, ჩემი უშიშარი და მებრძოლი. ტასი 4 საათის განმავლობაში მარტო ებრძოდა ამ საშინელებას ებრძოდა, ებრძოდა და თან ხმამაღლა ტიროდა, ტიროდა და იძახდა “ღმერთო, გადაგარჩინე არ მინდა სიკვდილი.” ეს სიტყვები სულ ყურში ჩამესმის. მიყვარხარ, ჩემო უშიშარო” – წერს დავით ჯელაძე

მეტი...

„ჩვენ ყველანაირად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მევენახეებს არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს“- შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ რთველი 2023-ის საორგანიზაციო საკითხებსა და სუბსიდირებაზე ისაუბრა. „მთავრობამ მიიღო „2023 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულება. ჩვენ ყველა მოსამზადებელი პროცესი გავლილი გვაქვს და თვის ბოლოს, 25 ან 26 აგვისტოს, გაიხსნება შტაბი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. პროცესში ჩართული იქნება მუნიციპალიტეტების ყველა შესაბამისი სამსხურები. ასევე მთავრობის განკარგულებით, განისაზღვრა სუბსიდიის ოდენობა, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე 20 თეთრის ოდენობით. კერძოდ, ყველა ის საწარმო, რომელიც 100 ტონაზე მეტ ყურძენს ჩაიბარებს და გადაამუშავებს, მიიღებს სუბსიდიას 20 თეთრის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ 1…

მეტი...

,,ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა და სითბური დრონების მეშვეობით უფრო მარტივი იყო ვიდრე ვერტმფრენით”- მღებრიშვილი

,,სითბური დრონების საშუალებით მოვახდინეთ იმ ლოკაციების აღმოჩენა, სადაც იყვნენ ადამიანები უსაფრთხო ადგილზე გახიზნულები,”- ამის შესახებ  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. ბრიფინგზე მღებრიშვილმა განმარტა, რატომ არ იყო ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება სტიქიის პირველ ღამეს „ვერტმფრენები, რომლებიც ჩართულები სამაშველო ღონისძიებაში მათი გამოყენება პირველად არ ხდება. ვთანხმდებით, რომ ღამე ვერ დაფრინავენ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, ღამე, მანდ რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენი იყო მაღალი რისკი, ასევე, პირველ რიგში არაფერი აუცილებლობა აღარ იყო მაგის, რომ ყოფილიყო აუცილებლობა, საჭიროების შემთხვევაში ალბათ მაინც გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. ჩვენ ადგილზე გვქონდა შესაბამისი სითბური დრონები მობილიზებული,…

მეტი...

,,სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას” – მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას. მისივე თქმით, შეტყობინების შესვლისთანავე, როგორც თბილისიდან ასევე ქუთაისიდან, მობილიზდა ვერტმფრენები, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო. ,,როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან, მობილიზდა ვერტმფრენები. მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო. სამაშველო ღონისძიებაში თბილისიდან გაემგზავრა სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას. სტიქიის ზონაში გაემგზავრა…

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2 ეკონომიკური აგენტი განმეორებით დააჯარიმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი ეკონომიკური აგენტები განმეორებით დააჯარიმა. ეკონომიკური აგენტების მიმართ მოკვლევა, რომელიც ,,დელტა დეველოპმენტ გრუპის’’ საჩივრის საფუძველზე მიმდინარეობდა კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს დაასრულა. მოკვლევის შედეგების მიხედვით,  მხარეებს შორის შეთანხმებული ქმედება დადასტურდა. შესაბამისად, დაეკისრათ ფინანსური სანქცია და კანონდარღვევის  აღმოფხვრა დაევალათ. კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამ დროისათვის მოკვლევის 6 საქმეს სწავლობს, 2023 წელს უწყებამ 2 მოკვლევა დაასრულა და ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა. ამავე პერიოდში 6 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

მეტი...

ასლან ბჟანია რუსეთში კლინიკაში გადაიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთში სამუშაო ვიზიტის დროს ბჟანია შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. მედია ცნობით, ბჟბუას კვლევები უტარდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

,,ამ მასშტაბის სტიქიას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში არავინ ელოდა”- ონის მერი

ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, ასეთი მასშტაბის სტიქია ყველასთვის მოულოდნელი იყო.  ხიდეშელმა გარკვეულ პირებს მოუწოდა, სპეკულირებას თავი დაანებონ. „ამ მასშტაბის სტიქიას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში არავინ ელოდა, ყველასთვის მოულოდნელი იყო. ეს მდინარე შეტანილი არ არის ღვარცოფულ მდინარეთა შორის და, სამწუხაროდ, სტიქიის პირველივე დღიდან გარკვეული პირების მიერ ამ თემებზე სპეკულირება ხდება. მინდა, მათ მოვუწოდო, სპეკულაციებს თავი დაანებონ, მთავარია გვერდით დავუდგეთ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახის წევრებიც დაღუპულები არიან“, – განაცხადა ონის მერმა. ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის შედეგად, 21 მოქალაქე არის გარდაცვლილი. მათგან 19 იდენტიფიცირებულია. 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მეტი...

,,12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს”- ონის მერი

ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მისი თქმით, 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 21 მოქალაქე არის გარდაცვლილი და ნაპოვნი, აქედან 19 იდენტიფიცირებულია. 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართულია ყველა უწყება, სამინისტრო, 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა, სპეცტექნიკა, მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, სამაშველო სამსახური. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“, – განაცხადა სერგო ხიდეშელმა.   

მეტი...

ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს

10 აგვისტოს ღამით, მოსკოვის აეროპორტების, “დომოდედოვოსა” და “ვნუკოვოს” მუშაობა შეჩერებული იყო. ”რია ნოვოსტის” ინფორმაციით, აეროპორტები ამჟამად ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აცხადებდა, რომ ღამით სევასტოპოლის, კალუგის ოლქის მალოიაროსლავსკის ოლქში და მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში, ჩაიშალა კიევის მცდელობები დრონებით ტერორისტული თავდასხმების განხორციელებაზე. მათივე ცნობით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქისკენ მიმავალი ორი დრონი ჩამოაგდეს, ერთი კალუგის რეგიონში, მეორე ცენტრალური რგოლის გზის რაიონში.

მეტი...

ლიკვიდირებულია მამაკაცი, რომელიც ჯო ბაიდენს ”ფეისბუქში” ემუქრებოდა

მამაკაცი, რომელიც სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ჯო ბაიდენს ემუქრებოდა, FBI-ის მიერ ლიკვიდირებულია.  მამაკაცს FBI-ს თანამშრომლებმა იმ დროს ესროლეს, როდესაც დაკავებისას წინააღმდეგობას უწევდა. იუტაში მცხოვრებმა კრეიგ რობერტსონმა, პრეზიდენტის მიმართ მუქარის შემცველი პოსტი, ბაიდენის იუტაში ვიზიტამდე გამოაქვეყდა. გამოძიების ცნობით, ბოლო პერიოდში მამაკაცი იმუქრებოდა სხვა დემოკრატი პოლიტიკოსების და იმ პროკურორების მიმართაც, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.

მეტი...

ეკვადორის საპრეზიდენტო კანდიდატი მოკლეს

მედიის ინფორმაციით, ეკვადორის საპრეზიდენტო კანდიდატი, ფერნანდო ვილავისენსიო მოკლეს. მედიის ცნობით, ვილავისენსიო საარჩევნო კამპანიას კორუფციისა და დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ ატარებდა. ფერნანდო ვილავიჩენსიო, ქვეყნის ეროვნული ასამბლეის წევრს, თავს დაესხნენ ოთხშაბათს, როდესაც ის ტოვებდა ღონისძიებას დედაქალაქ კიტოში. ”ბიბისი” წერს, რომ ის არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კანდიდატთაგანი, ვინც ამტკიცებს კავშირს ორგანიზებულ დანაშაულსა და ეკვადორის მთავრობის წარმომადგენლებს შორის. მკვლელობის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მედია წერს, რომ ეკვადორი ისტორიულად შედარებით უსაფრთხო, სტაბილური ქვეყანა იყო ლათინურ ამერიკაში, მაგრამ ნარკოკარტელებით გამოწვეული ძალადობრივი დანაშაულის ბოლოდროინდელი ზრდა ცენტრალური საკითხი იყო წლევანდელ საპრეზიდენტო კამპანიაში. ეკვადორის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელი ორმხრივი…

მეტი...

მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაზიანების საქმეზე, 12 წლის ანის დედა დაზარალებულად ცნეს

„უფლებები საქართველოს“ ადვოკატების განცხადების საფუძველზე, თბილისის პროკურატურამ, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გოგოს დედა დაზარალებულად ცნო. ორგანიზაციის ცნობით, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების მიმართის საფუძველზე, დღეს, პროკურატურა დაზარალებულს გადასცემს მტკიცებულებების დაზიანების საქმეში არსებულ მასალებს. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, „უფლებები საქართველო“ შემდგომი დეტალების გასაჯაროებისას იხელმძღვანელებს არასრულწლოვანისა და მისი ოჯახის საუკეთესო ინტერესებით. „უფლებები საქართველომ“ ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყება 2023 წლის 5 ივლისს მოითხოვა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს, თუ რა გარემოებებში მოხდა საკვანძო მტკიცებულებების შემცველი დალუქული პაკეტის მთლიანობის დარღვევა, რამაც გარდაცვლილის სხეულიდან…

მეტი...

საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციიშ, საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. უწყების ცნობით, სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა. ,,2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, შეუწყდება საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნას და უსურვებს წარმატებებს. შეგახსენებთ: ქეთევან დუმბაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია. 1978-1983 წლებში ქეთევან დუმბაძე სწავლობდა…

მეტი...

,,დღეს ულამაზეს კენჭაძე ნინიკოს გავაცილებთ, ბევრი ელოდა სალომეს, მაგრამ სალომე ხეთაგური არ ჩანს”- მაიკო ჩაგელიშვილი

რაჭაში მომხდარ სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე მიმდინარეობს 10-ზე მეტი ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები. დაღუპულთა შორისაა ნინო კენჭაძე, მასთან ერთად მყოფ გვანცა ბუბაშვილსა და სალომე ხეთაგურს ამ დრომდე ეძებენ. ,,დღეს ვარკეთილის დასახლებიდან ულამაზეს კენჭაძე ნინიკოს გავაცილებთ… ბევრი ელოდა სალომეს, მაგრამ სალომე ხეთაგური არ ჩანს… მენანებით, სიტყვები ვერ ამბობს ამ დარდს და მწუხარებას,“ – წერს მაიკო (მთვარისა) ჩაგელიშვილი, სალომე ხეთაგურის ბებიის და.  

მეტი...