26 წლის კაცმა მეგობარი ქალი დააბა, მისი გაგუდვა სცადა, შემდეგ კი თანხა გასტაცა

სოციალურ ქსელში დაწყებული ურთიერთობა ახალგაზრდა ქალის წამებითა და მისი დაყაჩაღებით დასრულდა. 26 წლის მამაკაცი მსხვერპლთან ნდობაში შევიდა, მასთან ნაქირავებ ბინაში რამდენიმე შეხვედრა მოაწყო, ბოლო ვიზიტისას კი მეგობარი ქალი წებოვანი ლენტით დააბა და სიკვდილით ემუქრებოდა. არსებული ინფორმაციით, წამება დიღმის რაიონში მდებარე ბინაში რამდენიმე საათი გრძელდებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა ქალის სახლიდან ფული წაიღო, ბრალდებულმა თანხა დაზარალებულის ბარათებიდანაც მოხსნა და საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა. მიუხედავად მტკიცებულებებისა, მოსამართლემ მამაკაცი სხდომათა დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გირაოს ქვეშ მყოფი ბრალდებულის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს დაზარალებული, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მამაკაცმა შესაძლოა ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

მეტი...

,,გარდაცვლილების სტატისტიკა შეიცვალა, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში” – მღებრიშვილი

,,ამბროლაურის ტერიტორიამდე მდინარეზე ინტენსიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები. ხვალისთვის ვგეგმავთ გარკვეულ გადაჯგუფებას”, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეის მონაცემებით 25 ადამიანია გარდაცვლილი, 8 ადამიანზე კი მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. „დღეს გარდაცვლილების სტატისტიკა შეიცვალა, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში. გარდა ამისა, ნანახია ადამიანის ფრაგმენტი, კერძოდ, ქვედა კიდურზეა საუბარი. ასევე, სტიქიის ეპიცენტრში ნანახია „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი. ვვარაუდობდით, რომ შეიძლება ავტომანქანაში ყოფილიყვნენ დაკარგულები, თუმცა სამწუხაროდ, დაკარგულების ავტომობილში პოვნა ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, ამბროლაურის ტერიტორიამდე მდინარეზე ინტენსიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები. ხვალისთვის ვგეგმავთ გარკვეულ გადაჯგუფებას სტრატეგიის შეცვლას.…

მეტი...

,,5 ცხედრის დნმ-ის პასუხს ველოდებით” – მღებრიშვილი

,,5 ცხედრის დნმ-ის პასუხს ველოდებით”. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა რაჭაში ჟურნალისტებს განუცხადა. „დილით მიწის მასის 25-26% იყო დარჩენილი გადასამოწმებელი, დღის განმავლობაში ეს ციფრი შეიცვალა და ხვალ დილით ზუსტი ციფრი გვეცოდინება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მეტი...

,,გადადგეს გომელაური” – კანცელარიასთან დღეს, საღამოს 21 საათზე აქცია დაანონსდა

დღეს, საღამოს 21 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია დაანონსდა. აქციაზე მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა იქნება, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო. ასევე, აქციის მონაწილეები ირაკლი კობახიძის დღევანდელ გამოსვლასაც გააპროტესტებენ და მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, სტიქიის მე-11 დღეს, შს მინისტრი შოვში პირველად ჩავიდა და აღიარა, რომ ღამის ფრენის საშუალებები აქვთ, თუმცა “თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, არ არის დაშვებული”. დღეს კი ირაკლი კობახიძემ სტიქიას საკუთარი ძალებით გადარჩენილი ადამიანები ტყუილში დაადანაშაულა და თქვა, რომ “სპეკულაციაა”, თითქოს, “ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი…

მეტი...

აშშ-მა უკრაინისთვის $200 მილიონის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მოგვიანებით, პენტაგონმა დააკონკრეტა, რომ დახმარების ახალ პაკეტში შედის: დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები, ასევე 120 მმ სატანკო საბრძოლო მასალა; TOW რაკეტები, Javelin ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და სხვა; 37 ტაქტიკური მანქანა ტექნიკის გადასატანად, 58 მისაბმელი წყლის ტექნიკისთვის; 12 მილიონზე მეტი ვაზნა მცირე ზომის იარაღისთვის; დანაღმვის მოწყობილობები და სისტემები, ჭურვები დაბრკოლებების გასაწმენდად და სათადარიგო ნაწილები აღჭურვილობის შესაკეთებლად. ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება…

მეტი...

გასეირნება პეკინის ქუჩებში და ტრანსპორტი (ვიდეო)

ჩინეთში ყველა სახის ტრანსპორტი საკმაოდ კომფორტულია. ყველგან უმაღლესი დონის სისუფთავეა და რაც მთავარია, კონდენცირება. ერთ-ერთი სახალხო ტრანსპორტი კი ელექტრო სკუტერი და ველოსიპედია. დასრიალებენ უხმოდ. ქუჩაში არც გამონაბოლქვი გაწუხებს და არც ტრანსპორტის ხმა.

მეტი...

თბილისში დაკარგული 11 წლის გოგო იპოვეს

თბილისში 11 წლის გოგო, რომელიც დღეს თბილისში დაიკარგა იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას  ოჯახის წევრები ავრცელებენ. მათივე ცნობით, ბავშვის სახლიდან გაიპარა. ,,საელჩოს კამერამ დააფიქსირა რომ გაგარინისკენ მირბის”- თბილისში 11 წლის ბავშვს ეძებენ

მეტი...

PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების პროექტის ფარგლებში მედიკამენტების მოძიება-შემოტანას

კომპანია PSP კვლავ აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის 81000 კოლოფი 52 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატი ერიუსი, რომელიც სხავდასხვა მიზეზების გამო საქართველოს ბაზარზე ბოლო პერიოდში დეფიციტში იყო. მეორე წელია, ყოველდღიურად PSP -ს სააფთიაქო ქსელი მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი დასახელების თურქულ იაფ მედიკამენტს სთავაზობს. „2022 წლის თებერვალში თურქეთიდან მედიკამენტების პროაქტიულად და გამარტივებული „აღიარებითი“ რეჟიმით შემოტანის დაშვებამ, შესაძლებლობა მოგვცა იაფი თურქული მედიკამენტები ჩვენი ქევყნის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა. თურქ მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან აქტიური თანამშრომლობას ყოველდღიურ რეჟიმში ვახდენთ ყველა მოთხოვნადი მედიკამენტის…

მეტი...

,,იპოვეს გვანცას მანქანა, გოგოები შიგნით არ არიან საბედნიეროდ თუ საუბედუროდ უკვე აღარ ვიცით”- გოგონებს ისევ ეძებენ

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთორმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ცოტახნის წინ მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შესაბამისად, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ გვანცა ბუბაშვილს და სალომე ხეთაგურს. „ძალიან ბევრი მწერთ პირადში ყველას ვერ გიპასუხებთ და აქ დავწერ, იპოვეს გვანცას მანქანა, გოგოები შიგნით არ არიან საბედნიეროდ თუ საუბედუროდ უკვე აღარ ვიცით, პატარა იმედი ისევ გაგვიჩნდა რომ სადღაც იმალებიან და ცოცხლები არიან. ისევ ვეძებთ სალომე ხეთაგურს და გვანცა ბუბაშვილს“, – წერს ოჯახის ახლობელი დეა ძამანაშვილი.

მეტი...

სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში ცოტა ხნის წინ,  კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შესაბამისად, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ამასთან, ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტი. ცნობისთვის, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთორმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.  ამ დრომდე, დაკარგულად ითვლება 8 პირი.

მეტი...

თბილისში მანქანა დაიწვა – არის მსხვერპლი

თბილისში, ჰუალინგთან მანქანა დაიწვა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაილერს, შემდეგ კი ბოძს შეეჯახა.   წყარო: მთავარი არხი  

მეტი...

რიკოთის მონაკვეთზე მეწყერი არ გააქტიურებულა, აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა – ქარსელაძე

რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოწოლილა, არ გააქტიურებულა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი წინმსწრები, გამაფრთხილებელი ღონისძიებები ჩატარდა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რიკოთი უსაფრთხოა. ,,ამჟამად რიკოთზე დაწესებულია სპეციალური რეჟიმი. ამ რეჟიმის დაწესების საფუძველი იყო 149-ე კილომეტრზე არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი პოტენციური მეწყერის კერა. აღნიშნული ვითარების შეფასების საფუძველზე, სპეციალისტების მიერ მიჩნეულ იქნა, როგორც მომეტებული საფრთხე და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დროებით დაგვეკეტა, რათა გაგვეფართოებინა გზა, სამჯერ გაგვეზარდა დამაგროვებელი, შესაბამისი კედელი მოგვეწყო, ანუ ყველა იმ პირობით აღგვეჭურვა, რითაც აღნიშნული მონაკვეთი…

მეტი...

იტალიაში, ქართველმა ქალმა ახალშობილი ნაგავსაყრელზე დატოვა

დედა, რომელმაც იტალიაში ახალშობილი ნაგავსაყრელზე დატოვა, 20 წლის ქართველი გოგო აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ახალშობილი 20 წლის დედამ ტარანტოში მიატოვა. ჩვილი ნაგავსაყრელთან გამვლელმა შეამჩნია.  ადგილზე მისულ სამართალდამცველებს საბანში გახვეული ჩვილი დახვდა, რომელსაც ჭიპლარიც არ ჰქონდა მოჭრილი. პოლიციამ დედა იპოვა და ახალშობილთან ერთად ახლა კლინიკაში იმყოფება.

მეტი...

მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, გასულ კვირასთან შედარებით, 2-3◦C-ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ. ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლებელია, 34◦C, 36◦C-ს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 35◦C, 37◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31◦C, 36◦C იქნება, მაღალ მთაში კი 26◦C, 31◦C-მდე მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს.

მეტი...

,,არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს”- სტიქიას გადარჩენილი

შოვში, სტიქიას გადარჩენილი გიო ადამია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში იდგნენ და ელოდებოდნენ  ვერტმფრენს. ,,ჩემი თვალით ვხედავდი როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა. ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია. დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა. ჩვენს ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 3 საათი. ირაკლი კობახიძე, შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე…

მეტი...

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 30 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა , მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ” მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს და მთლიანად საქართველოს, რამეთუ, ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის, ამ უთანასწორო ბრძოლაში თითოეული დაღუპული, არის უდიდესი ტკივილი მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. დღევანდელ დღეს, ჩემი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული დღეების ათვლა დაიწყო. ბევრი…

მეტი...

ტალახით დაფარული შენობები, გზები და ავტომობილები – სტიქია იტალიაში

იტალიის ქალაქი ბარდონეკია მოულოდნელად ტალახმა დაფარა.  მაღალმთიან რაიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ტალახით დაიფარა შენობები, გზები, ავტომობილები, დაზიანდა ხიდები. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ხუთი დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა მაშველებმა ისინი იპოვეს.  120 ადამიანს ღამის გათენება დროებით თავშესაფრებში მოუწია, რადგან მათ სახლებში ტალახმა შეაღწია. იტალიური მედია მოულოდნელ სტიქიას ”ტალახის ნამდვილ ცუნამად” მოიხსენიებს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში, რომლებიც უკვე ვირუსულად გავრცელდა, ვხედავთ, როგორ გარბიან ადამიანები, ხოლო მათ უკან მოდის ნამსხვრევების ტალღა. “გაიქეცი, წადი”, – ეუბნება ზოგიერთი მოქალაქე მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები და მაშველები. ქალაქში მოქმედებს საგანგებო შტაბი.

მეტი...

,,საელჩოს კამერამ დააფიქსირა რომ გაგარინისკენ მირბის”- თბილისში 11 წლის ბავშვს ეძებენ

თბილისში 11 წლის ბავშვს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბავშვის ოჯახის წევრი სოციალურ ქსელ ფეისბუქში ავრცელელბს. ,,ს ა ს წ რ ა ფ ო დ. საელჩოს კამერამ დააფიქსირა რომ გაგარინისკენ მირბის. აცვია ლურჯი მაისური და შორტები. საბურთალოზე ლვოვის ქუჩის მიმდებარედ დაიკარგა ლიზა 11 წლის, აქვს აუტიზმი არ ლაპარაკობს თუ ნახავთ დარეკეთ გთხოვთ + 995 551 973 355 +995 591 516 261”,- წერს სოციალურ ქსელში სოფი სამუშია.   ,,სახლიდან გაიპარა”- თბილისში 11 წლის ბავშვს ეძებენ  

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს. მათ შორის, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული   2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და მისი 2023-2024 წელთა სამოქმედო გეგმა. სტრატეგია მოიცავს გრძელვადიან ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს საქართველოს, როგორც რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშესაწყობად. დოკუმენტში  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლოგისტიკური სექტორის გაძლიერებასა და ლოგისტიკური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე – საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტის, სამოქალაქო ავიაციის სფეროების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფას და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობის  ამაღლებას. ამავდროულად, სტრატეგია მიზნად ისახავს შრომის ბაზრის მოთხოვნების, საჭიროებების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში. სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობასთან ერთად პრიორიტეტული საკითხია სამგზავრო გადაყვანების განვითარება. დოკუმენტის განხილვისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესება, სატრანსპორტო მომსახურების და უსაფრთხოების დონის ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანია მობილობის…

მეტი...

,,სახლიდან გაიპარა”- თბილისში 11 წლის ბავშვს ეძებენ

თბილისში 11 წლის ბავშვს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბავშვის ოჯახის წევრი სოციალურ ქსელ ფეისბუქში ავრცელელბს. ,,სასწრაფოდ გთხოვთ, სახლიდან გაიპარა ლიზიკო, გეხვეწებით გააზიარეთ ვეძებთ. 11 წლის არის, აუტისტია. საბურთალო, ლვოვის ქუჩიდან გაიპარა”, – წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

მეტი...

მეწყრული პროცესის გამო, სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეწყვეტილია

გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეწყვეტილია. აღნიშნულის შესახებ განცხადებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეწყვეტილია. სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც გატარდება რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები,”- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,გადარჩენა დაგვამადლეს”- რას წერს სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე

შოვში სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება. ბერიანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ,,გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე”, – წერს მარიამ ბერიანიძემ სოციალურ ქსელში. ,,საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი”- კობახიძე  

მეტი...

ვფიქრობ, შევძლებთ, რომ დავიბრუნოთ ერთმანეთი – კახა კალაძე აფხაზეთზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ემსახურება. ამის შესახებ მან 31 წლის წინ, აფხაზეთის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. „ძალიან მძიმე დღეა საქართველოს ისტორიაში, როდესაც დაიწყო ომი და დავკარგეთ ტერიტორიები; გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი – მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცები; მივიღეთ ლტოლვილად ქცეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ერთი რამ მინდა ვთქვა: ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს აღებული, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიბრუნოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ქვეყნის განვითარებით, გონიერებითა და…

მეტი...

,,ჩვენ ვერ შევ­ცვლით იმას, რაც უკვე მოხ­და…”- ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთორმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპია, საიდანც 20 ადამიანის ცხედარი იდენტიფიცირებულია. სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ, ზაზა მესხს და მის სამ შვილს. მისი მეუღლე უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ალი­ნა პო­ლი­კოვ­სკა მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ,,რთუ­ლი სა­უ­ბა­რი გვქონ­და ნა­თე­სა­ვებ­თან. ჩვენ ყვე­ლა­ნი ემო­ცი­უ­რე­ბი ვართ და ეს არ აად­ვი­ლებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ერ­თად მი­ღე­ბას. ად­რეც აღ­ვნიშ­ნე, რომ ზოგს უნდა მომ­ხდარ­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის პოვ­ნა და მათი დას­ჯა. ჩვენ­თვის ის, რაც მოხ­და, იყო ისე­თი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ხდე­ბა მთებ­ში, სა­დაც დე­და­ბუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს უფრო ძლი­ე­რი, ვიდ­რე ყვე­ლა­ფე­რი, რაც ადა­მი­ანს…

მეტი...

,,სამწუხაროა, რომ ტრაგედიის დროს, გაერთიანების ნაცვლად, სპეკულაციებს და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას ვხედავთ”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ტრაგედიის პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოყენება, სამწუხარო და არასწორია. „მინდა კიდევ ერთხელ ყველას მივუსამძიმრო – გარდაცვლილების ოჯახებსა და ნათესავებს. ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს ქვეყანას. ამ ტრაგედიის, სტიქიის გამოყენება პოლიტიკურად და სპეკულაციურად კი, ძალიან ცუდი და დამაზიანებელია. პირადად მე და ჩემი ოჯახი აღმოვჩნდით ამ სპეკულაციების დარტყმის ქვეშ. გახსოვთ, როგორი კამპანია ჰქონდათ დაწყებული. თითქოს, ვერტმფრენები, რომელიც სამაშველო ოპერაციას ახორციელებდნენ, შოვში ჩამოვიდნენ და ჩემი ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს, ხალხი კი მიატოვეს. ბოლო დღეების…

მეტი...

,,საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი”- კობახიძე

 ,,სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, ცარიელი ტყუილია. ,,არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი,”- განაცხადა კობახიძემ.  …

მეტი...

,,ვეძებ და ლამის ხელით ამოვთხარო ყველაფერი, ისე მინდა რომ ვიპოვო”- მარიტა გუტაშვილი

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთორმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მარიტა გუტაშვილი, რომელმაც შოვში მომხდარი სტიქიის დროს ოჯახის 9 წევრი დაკარგა, ორ ნათესავს ამ დრომდე ეძებს. „ჩემი და – მეგი გუტაშვილი, გიგი გუტაშვილი, მარიამ მაისურაძე – ნახეთ რა ლამაზები არიან, მარიამს ვეუბნებოდი, ჩემი მოდელი ხარ-მეთქი, მე ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია, სულ ფოტოებს ვუღებდი და იმდენი მაქვს, მიხარია. ჩემი ფოტოაპარტიც ახლა იქ გდია. კოტე მაისურაძე, რომელიც დღემდე ვერ უპოვიათ და ვეძებ, და ლამის ხელით ამოვთხარო ყველაფერი, ისე მინდა რომ ვიპოვო. დეიდა, რომელიც დედა იყო, დედისგან ვერ ვარჩევდი – შორენა ბიჭაშვილი. მახსოვს,…

მეტი...

„დღეს ნანახია „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც, ჩვენი ინფორმაციით იმყოფებოდა სამი ადამიანი”- მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში ”ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი იქნა ნანახი, რომელშინ მათი ინფორმაციით, სამი ადამიანი იმყოფებოდა. მისივე თქმით, ამ დროისთვის, კონკრეტულ ლოკაციებზე  სამუშაოები მიმდინარეობს. „დღეს ნანახია „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც, ჩვენი ინფორმაციით იმყოფებოდა სამი ადამიანი. ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიდის სამუშაოები. ასევე, მინდა, დავამატო, რომ სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია, შემოწმებულია, დარჩენილია დაახლოებით 25%-26%, რომელსაც ვფიქრობთ, რომ ორი დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ. ამის შემდეგ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები ანალიზის საფუძველზე და მოგვიანებით მოგახსენებთ. არავითარ შემთხვევაში მუშაობა არ წყდება, იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს, თუნდაც მცირე თეორიული შანსი. აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს,…

მეტი...

,,არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ”- გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მისი გუშინდელი განცხადება განმარტა, რომელიც ვერტმფრენებთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით,  სტიქიის ზონაში ვერმტფრენი დღე ჩაფრინდა. ,,რაც შეეხება გუშინდელ ჩემ განცხადებას, აჟიოტაჟი ატყდა ამ ვერტმფრენებზე, მე მგონი გასაგებად ავხსენი გუშინ, ვერტმფრენები, რაც ჩვენ გვყავს, მას აქვს ღამის ხედვის საშუალებები, შეუძლია აფრინდეს ვთქვათ, აეროპორტიდან თბილისის, ჩაფრინდეს ქუთაისში, სადაც სიგნალი მისდის ვერტმფრენს, მაღალ სიმაღლეზე რა თქმა უნდა, შეუძლია, ასევე ღამის ხედვის საშუალებით იფრინოს ვაკე ადგილზე, სადაც არის მთები, მაგალითად, რაც მოხდა აქ, ვერტმფრენი ჩამოვიდა დაახლოებით 6 საათისთვის, 5 წუთზე ახლა არ გამომეკიდოს არავინ, თქვენ არ გეუბნებით, ვინც ისმენს, …

მეტი...

,,ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, შიგნით არავინ არ იყო”- ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში  დაახლოებით 26% დარჩა შესამოწმებელი. მისი თქმით, სტიქიის ზონაში ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი. „თათბირი ჩატარდა, კიდევ ახალი მიმართულებები დაიგეგმა. ეპიცენტრში დარჩა დაახლოებით 26%, რაც შესამოწმებელია. რაც არის სიხლე, ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, შიგნით არავინ არ იყო. როგორც ვიცით, პატრონები დაკარგულები არიან და ვეძებთ ამ ადამიანებს. დაიგეგმა ასევე, ეს რომ დამთავრდება, შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, სამუშაოები მდინარის პირას და მდინარის კალაპოტის შეცვლა და გადამოწმება. ამაზე მერე დეტალურად გაკეთდება განცხადება“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით, 11:05 წუთზე დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა და ეპიცენტრი დუშეთის მუნიციპალიტეტ, სოფელ ჭალისოფელში იყო.

მეტი...

პოლონეთში ევროკავშირის საიმიგრაციო გეგმასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადებით,  ევროკავშირის საიმიგრაციო გეგმასთან დაკავშირებით ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება. კვირას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში მორავიეცკიმ გამოთქვა იდეა კენჭისყრის ჩატარების შესახებ, რომელიც ჩატარდება 15 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. რეფერენდუმზე მოქალაქეებს ჰკითხავენ, უჭერენ თუ არა მხარს  „ათასობით არალეგალი მიგრანტის ჩამოსვლას ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან“ ევროკავშირის გადანაწილების პროგრამის ფარგლებში. „ჩვენთვის რიგითი პოლონელების ხმა ყოველთვის გადამწყვეტია“, – ნათქვამია პოლონეთის პრემიერის ვიდეოში.

მეტი...

ქართული რესტორანი პეკინში და ჩინელების მომზადებული ხაჭაპური, ხინკალი და გებჟალია (ვიდეო) – რეპორტაჟი პეკინიდან

ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, პეკინში ქართულ რესტორანსაც მივადექი. მისი მფლობელი ჩინელია, მენეჯერი თურქმენისტანიდან, მზარეულები და შეფები კი ჩინელები არიან. რატომ გადაწყვიტა ჩინელმა ბიზნესმენმა ქართული რესტორნის გახსნა ვერ გავარკვიე, რადგან ადგილზე არ იყოფებოდა. აქ ყველაფერს ამზადებენ – საცივი, გებჟალია, ხარჩო, კუბდარი. როგორია ჩინელების მომზადებული ეს ყველაფერი და რა ამბები დავატრიალე პეკინის ქართულ რესტორანში, ეს ყველაფერი ვიდეოში. ეკა გულუა პეკინიდან

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, „VESTEL“-თან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, მოვაჭრე „VESTEL“-თან პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა. სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, VESTEL-ს დაევალა: შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს; მომხმარებლებს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელიც უნდა განათავსოს როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდზეwww.vestel.ge; ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები; აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც სავარაუდოდ, კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად უფლებები დაერღვათ. შეთანხმების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია 3 (სამი) თვის ვადაში სააგენტოს ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022…

მეტი...