„პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, პირადად არ ვიღებ არაფერს, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ”- კელი დეგნანი

„პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, პირადად არ ვიღებ არაფერს, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ, მიმაჩნია, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს,“ – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან მის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

,,არ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინც კომენტარს აკეთებენ ჩემზე, ისინი არ შემხვედრიან, ამას პირადულად ვერ მივიღებ. თუმცა, მივიჩნევ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ისინი, რომ დააბნიონ ქართველები, გაყონ ან შეინარჩუნონ ეს დაყოფა და პოლარიზაცია, მტკიცედ, ეს ადამიანები გვერდით უნდა გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლის. მედია იმედი მაქვს, გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციისა და ანგარიშის მიწოდებას, ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის,“ – აცხადებს კელი დეგნანი.

მსგავსი თემები