თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე გარკვეული დროით მოძრაობა შეიზღუდება

კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოების პერიოდში, 1-ელ, 2 და 3 სექტემბერს, 06:00-დან 12:00 საათამდე თამარაშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ქუჩის კვეთიდან წერეთლის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა შეიზღუდება. ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩის გამოყენებით, ვერეს ხეობის მიმართულებით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის გავლით. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, N531 მიკროავტობუსი და ავტობუსები: N301, N311, N334, N358, N383, N387, N388, N397 უნივერსიტეტის ქუჩიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შემდეგ კი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისკენ…

მეტი...

,,ბელავია” ოფიციალურად დასანქცირებულია

ბელარუსული სახელმწიფო ავიაკოპანია ოფიციალურად დასანქცირდა. დასავლეთის გადაწყვეტილებით, ,,ბელავია” საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას გამოეთიშა და ამიერიდან ის მხოლოდ რუსული ჯავშნების სისტემაზე იქნება დამოკიდებული. ეს ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა მედიამ გაავრცელა, რის შემდეგაც ოფიციალური განცხადება ,,ბელავიის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ავიაკომპანია ინფორმაციას ადასტურებს და მოქალაქეებს მგზავრობის შესახებ ახალ წესებს სთავაზობს. ბელავიის ქართული წარმომადგნელობა კი დირექტივებს მინსკიდან და თბილისიდან ელოდება.

მეტი...

უკრაინა ანექსირებულ ყირიმში ,,ცხელ სეზონს” აანონსებს

უკრაინა ყირიმში ,,ცხელ სეზონს” აანონსებს. კიევში აღარ მალავენ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში მთავარი სამიზნე ოკუპირებული ნახევარკუნძული, თავდასხმის მთავარი იარაღი კი დრონები იქნება. ამ საფრენი აპარატების წარმოებაც და ეფექტურობაც უკრაინელებმა გლობალურ მასშტაბამდე გაზარდეს. გუშინ, 700 კილომეტრის დაშორებით უკრაინულმა დრონებმა გაანადგურეს რუსეთის სადესანტო ძალების კუთვნილი რამდენიმე თვითმფრინავი. რაც იმას ნიშნავს, რომ ომი სულ უფრო მეტად გავრცელდება რუსეთის ტერიტორიაზე.

მეტი...

ჯუმბერ სილაგავას მკვლელობა დნეპრში

უკრაინაში, ქალაქ დნეპრში პოლიციელთან შელაპარაკების დროს, პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ჯუმბერ სილაგავა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გასულ ღამეს, იმ დროს მოხდა, როცა დნეპრში საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომელმა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც 38 წლის ჯუმბერ სილაგავა, მისი ყოფილი მეუღლე და მათი ორი შვილი იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებსა და მამაკაცს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციელმა იარაღი გამოიყენა. სილაგავა მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიების სახელმწიფო ბიუროში აცხადებენ, რომ ავტომობილის მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, იქცეოდა აგრესიულად და სავარაუდოდ იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. ეროვნულმა პოლიციამ შიდა გამოძიება დაიწყო და პატრულის ორივე თანამშრომელი…

მეტი...

,,ალბათ, პარტიიდან წასვლების კვირეული იქნება” – ბოტკოველი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი იმედა კევლიშვილის ენმ-ს დატოვების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ,,ჩვენ ხომ ვნახეთ იანვრის თვეში განცხადებები, ამ ადამიანებმა ზოგმა ფრაქცია დატოვა, ზოგმა განცხადებები გააკეთა და ალბათ, ახლა იმ სიტყვას – ფრაქციას, შეცვლიან პარტიით, მიზანიც სწორედ ეს იყო ამ ადამიანებისთვის“, – განაცხადა ბოტკოველმა. შეგახსენებთ, რომ თელავში ნაციონალური მოძრაობის წევრმა იმედა კევლიშვილმა პარტია დატოვა. მიზეზად არაფორმალური მმართველობა და ახალი მენეჯმენტის მხრიდან, განსხვავებული აზრის დევნა დაასახელა.

მეტი...

,,პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია დაწესდა” – გიორგი ამილახვარი

პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია დაწესდა, რაც საზოგადოებაში პედაგოგების როლის მნიშვნელობის ხაზგასმასა და მათი შრომის დაფასებას ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მინისტრი ავრცელებს. ,მოგეხსენებათ, ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, ჩვენი შვილების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია ჩვენს დამსახურებულ, ღვაწლმოსილ და გმირ პედაგოგებს აკისრიათ. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და პედაგოგებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შემუშავებაზე ზრუნვა. მასწავლებლები ყოველდღიურ რეჟიმში დიდი შრომის ფასად ზრუნავენ მომავალი თაობების განათლებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27…

მეტი...

,,დაახლოებით 160 F-16 გვჭირდება ცის დასაცავად” – ზელენსკი

,,F-16-ები საჭიროა არა კონტრშეტევისთვის, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობისა და მარცვლეულის დერეფნის დასაცავად”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ზელენსკი F-16-ების გამოჩენას უკრაინის ცაზე, მომავალი წლის დასაწყისში ვარაუდობს. პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ პარტნიორებთან 50-60 ასეთ თვითმფრინავზე აქვთ შეთანხმება, თუმცა მისივე თქმით, უკრაინას 160 ავიაგამანადგურებელი სჭირდება იმისათვის, რომ რუსეთს ცაში დომინირების საშუალება არ მისცეს. ,,საერთო ჯამში, ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 160 თვითმფრინავი, რათა იყოს ძლიერი საჰაერო ფლოტი, რომელიც არ მისცემს რუსეთს ცაზე დომინირების საშუალებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

1-ელ სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდება

1-ელ სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მანამდე კი, დღეს, 31 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა გერმანიაში გაიმართა. ცნობისთვის, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად პრეზიდენტნა უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები დაიწყო. თუმცა, მას საქართველოს მთავრობამ ამის ნებართვა არ მისცა. მთავრობის ინფორმაციით, ზურაბიშვილს წერილობით უარი 10 ქვეყანაში ვიზიტზე ეთქვა. ,,ოცნების” ხელისუფლება ზურაბიშვილს იმპიჩმენტით ემუქრება.

მეტი...

როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა კახეთს, მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში აიღო მიწა, ჩამოჰყავდა დელეგაციები და მთელ მსოფლიოს გააცნო კახეთი – სოფო ჯაფარიძე

ღვინის ემბარგოს დროს, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა კახეთს, მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში აიღო მიწა, სადაც ჩამოჰყავდა მთელი მსოფლიოდან დელეგაციები და მთელ მსოფლიოს გააცნო კახეთი – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. სოფო ჯაფარაძე ამომრჩევლებს კახეთში შეხვდა. „თქვენ იცით, როდესაც არავის სჯეროდა, რომ შეიძლებოდა, ასე განვითარებულიყო კახეთში ტურიზმი, მიხეილ სააკაშვილს სჯეროდა და ყველაფერი გააკეთა, რათა მიგვეღო ის, რაც დღეს ხდება. მსოფლიომ გაიცნო კახეთი და ღვინის ემბარგოს დროს, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა კახეთს, ყვარელში აიღო მიწა, სადაც ჩამოჰყავდა მთელი მსოფლიოდან დელეგაციები და მთელ მსოფლიოს გააცნო კახეთი. აქედან გამომდინარე, თითოეული აქაური მოქალაქის აზრი…

მეტი...

,,ევროკავშირის გაფართოება არა ვადების, არამედ ნების, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დაპირების შესრულების საკითხია”- ვარჰეი

,,ევროკავშირის გაფართოება არა ვადების, არამედ ნების, ასევე ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დაპირების შესრულების საკითხია”, – ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. ოლივერ ვარჰეუს კითხვა დაუსვეს ს, შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. „თუკი ეს არის საბჭოს გზავნილი, რომ საბჭოს სურს, გადადგას საბოლოოდ დიდი ნაბიჯი, რათა მოხდეს გაფართოება, ეს მისასალმებელი ამბავია. რა თქმა უნდა, ევროკომისია ყოველთვის მზადაა, წარადგინოს ინიციატივა, რომელიც ჩვენ იქამდე მიგვიყვანს. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ვადების საკითხი, ვფიქრობ, ეს უფრო ნებისა და რა თქმა უნდა,…

მეტი...

,,მე ჩამოვედი აქ, რომ ყველასთვის დამენახებინა, რომ არ მეშინია”- მიხეილ სააკაშვილი

მინდა ძალიან ხმამაღლა გითხრათ ადამიანებო: მე ჩამოვედი აქ, რომ ყველასთვის დამენახებინა, რომ არ მეშინია და თქვენც გამოხატეთ ხმამაღლა თქვენი ემოცია,- ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს. მისი თქმით, ”ყურში ჩაჩურჩულებული ‘’მიშა ძალიან გვიყვარხარ, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვამბობთ’’-ის გადმოცემა უფრო მტკივნეულია, ვიდრე არაფრის თქმა”. ,,მინდა მოვყვე ისტორია, რომელიც ძალიან ხშირად ხდება და გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ. რამდენიმე დღის წინ, ჩემი ოჯახის წევრს კურორტზე დამსვენებლების ოჯახი შეხვდა: “როგორ ვნერვიულობთ მიშაზე ‘’, ‘’ რა უსამართლობა ხდება მის თავს’’, ‘’ძალიან გვიყვარს, ოღონდ ამას ხმამაღლა ვერ ვამბობთ’’.  ეს ბოლო ფრაზები, რომ ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ…

მეტი...

ქართული რემიქსი ჩინელებთან ერთად – როგორ ერთობიან ბებო-ბაბუები პეკინში?! (ვიდეო)

დილის 7:00 საათზე, სახლთან ახლოს, პეკინის პარკში სავარჯიშოდ გამოვედი. იმდენად საინტერესო სანახაობას გადავეყარე, მშვენივრად  გავერთე ჩინელ ბებო-ბაბუენთან ერთად. ეკა  გულუა პეკინიდან  

მეტი...

უკრაინის თავდაცვის მინისტრს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ალექსეი რეზნიკოვს თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. მედიის ცნობით, პარლამენტმა თავდაცვის დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსის თანამდებობიდან გადაყენება მომავალ კვირას უნდა განიხილოს, ხოლო რეზნიკოვის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე პავლიუკი შეასრულებს. Українська правда-ს მინისტრთა კაბინეტში დაუდასტურეს, რომ შესაძლოა მინისტრის თანამდებობა სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა დაიკავოს.  

მეტი...

„საქართველოში პირველად განხორციელდა თხილის მიმართულებით მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ევროკავშირში მიღებული პრაქტიკის შესაბამისია“- შამუგია

„მეთხილე ფერმერებმა, რომლებმაც მოუარეს თხილს, გამოიყენეს სახელმწიფოს დახმარება და განახორციელეს შესაბამისი წამლობა, აქვთ უკეთესი მოსავალი, ვიდრე მათ, ვინც აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები არ ჩაატარეს, ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს კლიმატურ პირობებსაც,“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გურიაში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ერთ ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით ფინანსური მხარდაჭერა სრულიად საკმარისია რამდენჯერმე წამლობის ჩასატარებლად და ფერმერებმა, რომლებმაც მიზნობრივი პროგრამის მხარდაჭერით ისარგებლეს გასულ წელთან შედარებით, წელს უკეთესი მოსავალი აქვთ. „ჩვენ ხშირად გვესმის, რომ მოვლას მნიშვნელობა არ აქვს, რაც არასწორია, მინდა კიდევ…

მეტი...

პრიგოჟინი ცოცხალია? – ვრცელდება ”ვაგნერის” ლიდერის ვიდეო

აფრიკიდან ვრცელდება ვიდეოს,  რომელშიც ”ვაგნერის” ლიდერი ევგენი პრიგოჟინი  საუბრობს, რომ ვიდეო აგვისტოს შუა პერიოდშია გადაღებული. მისივე თქმით, ცნობები მისი დაღუპვის შესახებ სიცრუეა და ის ამტკიცებს რომ  აფრიკაში იმყოფება და შურისძიებისთვის ემზადება. კადრებზე პრიგოჟინი ატარებს მანქანას და პასუხობს ყველას, ვინც “აინტერესებს ცოცხალია თუ არა”. “მათთვის, ვინც მსჯელობს, ცოცხალი ვარ თუ არა, როგორ ვარ. შაბათ-კვირა, 2023 წლის აგვისტოს მეორე ნახევარია. მე აფრიკაში ვარ. ამიტომ, ჩემი ლიკვიდაციის, ინტიმური ცხოვრების, შემოსავლის და. რაღაც სხვა, ფაქტობრივად, ყველაფერი რიგზეა“, – ამბობს პრიგოჟინი ვიდეოში. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრიგოჟინს ორეული ჰყავს, რომლებსაც იდენტური სახელითა და გვარით და…

მეტი...

კობა კობალაძე თურქეთის საელჩოში თურქეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას დაესწრო

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური მიწვევით, თურქეთის საელჩოში გამართულ თურქეთის გამარჯვების 101-ე წლისთავთან და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო მიღებას დაესწრო. მან, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი კაან ორბაის და სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ბურაკ ალთინერს თურქეთის ეროვნული დღესასწაული მიულოცა და თურქ ხალხს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, წარმატება და წინსვლა უსურვა. ‘’გამოვხატავ ჩემს პატივისცემას თქვენი და თურქი ხალხის მიმართ, გისურვებთ წარმატებას და წინსვლას. გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი საერთო მისწრაფებები კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის მეგობრობას და…

მეტი...

,,მთავრობას არავინ ეკითხება, სად წავა პრეზიდენტი”- რომან გოცირიძე

,,მთავრობას არავინ ეკითხება, სად წავა პრეზიდენტი. რაც მეტ ქვეყანაში ჩავა, მათ შორის არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს კარგი იქნება ქვეყნისთვის,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატამ, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის დაბლოკვა ფაქტობრივად ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ნეგატიურ დამოკიდებულებას. „მაშინ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ პრეზიდენტს ხელისუფლება ანტიუკრაინულ პოზიციებსა და პრორუსულ დამოკიდებულებაში არ ემხილა. ასევე ეშინოდათ იმის, რომ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით რაიმე არ ეთქვა, თუმცა ამ მიმართულებით ის ყოველთვის თავს იკავებდა. მთლიანობაში ცდილობდნენ, რომ ყველანაირად შეეზღუდათ პრეზიდენტი. ახლა კონტექსტი გაცილებით დიდია, პრეზიდენტის დაბლოკვა ფაქტობრივად ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის…

მეტი...

იტალიაში მატარებლის შეჯახების შედეგად რკინიგზის ხუთი თანამშრომელი დაიღუპა

იტალიაში სადგურთან ახლოს დიდი სიჩქარით მიმავალი მატარებელი რკინიგზის მუშებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. მუშები, 22-დან 52 წლამდე ასაკის მუშები, ტურინისა და მილანის ხაზზე ტრასის ნაწილს ცვლიდნენ. იმ დროს როცა დიდი სიჩქარით მოძრავმა მატარებელმა გაიარა, მუშები დაახლოებით 10 მეტრის სიდიდის ლიანდაგს ცვლიდნენ. შემთხვევას ორი მუშა გადაურჩა, რომლებიც დაკვირვების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

ოთარ შამუგია გურიაში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში, ფერმერ ლევან კაპანაძის თხილის პლანტაციაში იმყოფებოდნენ, სადაც თხილის კრეფის პროცესს გაეცნენ და იმ ფერმერებს შეხვდნენ, რომლებმაც აგრობარათებზე დარიცხული ქულები მიზნობრივად გამოიყენეს. ოთარ შამუგიას განცხადებით, თხილის ნაწილში ამოქმედებული პირველი მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა იმ პრაქტიკით მუშაობს, რაც ევროკავშირშია მიღებული. „თითოეულ მცირე ფერმერს მიზნობრივად დავეხმარეთ, თხილის მოვლის კონკრეტული საშუალებებისთვის გავუწიეთ დახმარება. რაც შეეხება სხვა მიმართულებით მხარდაჭერას, სწორედ ჩვენი დაფინანსებით და ჩვენი პროგრამების მეშვეობით ათეულობით ახალი საშრობი, ახალი გადამამუშავებელი საწარმოა შექმნილი. სექტორი, ფაქტია, ვითარდება და ამაში…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება. შტაინამერთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს თავად  სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. ამასთან, პრეზიდენტს სხვა სამუშაო ვიზიტებზეც უარი ეთქვა.  

მეტი...

ჩვენი ეროვნული ამოცანაა, საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც რისკფაქტორი ქართულ პოლიტიკაში – ირაკლი კობახიძე

ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვიტყოდი ეროვნული ამოცანაა, რომ საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც რისკფაქტორი ქართულ პოლიტიკაში  – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძეს კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიას ფრთის წარმომადგენლები პარტიის დატოვებას განაგრძობენ. „ეს არის ბრძოლა „ნაცმოძრაობის“ შიგნით პოზიციებისთვის. ვიცით, რომ არის რამდენიმე დაჯგუფება, გარდა ამისა, მათი ფორმალური დაჯგუფება არის ძალიან სუსტი და შესაბამისად, აქვთ იმედი, რომ რაღაცნაირად მოახერხებენ მისი პოზიციების შერყევას. ბრძოლები მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ შიგნით. ძალიან კარგია, რაც მეტად გაღვივდება ასეთი დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი. ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვიტყოდი ეროვნული…

მეტი...

,,იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი”- კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირების ერთი თეორიული მექანიზმი იმპიჩმენტია. მისი თქმით, ”იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი”. „რაც შეეხება რეაგირებას, რეაგირების ერთი თეორიული მექანიზმი არის იმპიჩმენტი. ჩვენ რომ წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენს, რომ აქ პირდაპირ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ტექსტობრივი ინტერპრეტაციის საფუძველზე ძალიან მარტივად დადგინდება ეს, თუმცა იცით, რომ იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი. ამ გარანტიის გარეშე ის, რა თქმა უნდა, კინსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა, მას აქვს გარანტიები მათი…

მეტი...

„ფერმერებმა, რომლებმაც მიზნობრივი პროგრამის მხარდაჭერით ისარგებლეს გასულ წელთან შედარებით, წელს უკეთესი მოსავალი აქვთ“- შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გურიის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო აკეთში თხილის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო და მეთხილე ფერმერებს შეხვდა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ფერმერებმა, რომლებმაც მიზნობრივი პროგრამის მხარდაჭერით ისარგებლეს გასულ წელთან შედარებით, წელს უკეთესი მოსავალი აქვთ. „ჩვენ მოვისმინეთ ფერმერებისგან, რომ ვინც ისარგებლა მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამით, აქვთ კარგი, ხარისხიანი მოსავალი, უფრო უკეთესი ვიდრე იყო ეს გასულ წელს. მთლიანობაში ველოდებით, რომ წლევანდელ წელს მოსავალი იქნება მნიშვნელოვნად უფრო მეტი. ფაქტობრივად, ერთ ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით ფინანსური მხარდაჭერა სრულიად საკმარისია 4-5-ჯერ წამლობის ჩასატარებლად. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა…

მეტი...

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ოჯახის წევრებმა “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, რომ დაკარგული 32 წლის ტარიელ შონიაა. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს უკვე ერთი თვეა ვერ უკავშირდებიან და არც მისი ადგილსამყოფელი იციან. ტარიელ შონია პოლონეთში 1 წელია სამუშაოდ იმყოფება. დის ინფორმაციით, ტარიელ შონია საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, ოჯახმა ბილეთისთვის ფულიც გაუგზავნა, თუმცა ამ დღის შემდეგ ვერ პოულობენ.

მეტი...

რუსეთში, ალა პუგაჩოვას გაზის დავალიანების გამო, სასამართლოში უჩივიან

რუსეთში, მომღერალ ალა პუგაჩოვას გაზის დავალიანების გამო, სასამართლოში უჩივიან. რუსული მედიის ინფორმაციით, ცნობილი მომღერლის დავალიანება 15 000 რუბლია (დაახლოებით $150). კომპანია “გაზპრომ მეჟრეგიონგაზი” პუგაჩოვას მოსკოვის გარეუბანში მდებარე აგარაკზე არსებული დავალიანების გამო უჩივის.  

მეტი...

,,ისედაც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს”- კობახიძე

ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა ძალიან არღვევს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამაზე საჭიროა რეაგირება. „გარდა ამისა, უფრო კონკრეტულად საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობით არის მხოლოდ პრეზიდენტი უფლებამოსილი, განახორციელოს წარმომადგენლობითი ურთიერთობები საგარეო პოლიტიკაში და ასევე ჩაერთოს საერთაშორისო მოლაპარაკებებში. აქედან გამომდინარე, ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მას აქვს ფიცი დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა ძალიან უხეშად არღვევს მას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ…

მეტი...

ახმეტაში კორპუსის აივანი ჩამოინგრა და 50 წლამდე კაცი გადმოვარდა

ახმეტაში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა და 50 წლამდე კაცი გადმოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ფორმულა” ავრცელებს. მათივე ცნობით, მამაკაცი  თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს  და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კორპუსი ავარიულია.

მეტი...

3 წლის ბავშვი ყურძნის მარცვლებით დაიხრჩო

ტრაგედია დატრიალდა გუშინ ტინოსში, საბერძნეთში –  3 წლის ბავშვი ყურძნის მარცვლებით დაიხრჩო. ბერძნული მედიის ინფორმაციით, სამი წლის ბიჭს ყურძნის მარცვალმა სავარაუდოდ, სასუნთქი გზები გადაუკეტა. შეშინებულმა მამამ ბავშვი ჯერ სახლის გვერდით პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა. მიუხედავად პოლიციის მცდელობისა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეტი...

კახეთში ოჯახს ბანკიდან სესხად აღებული 50 000 დოლარი წაართვეს – ნაცემია მამა-შვილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ოჯახს ფული წაართვეს და სასტიკად გაუსწორდნენ. ოჯახიდან წაღებულია ბანკიდან სესხად აღებული 50 000 დოლარის ოდენობის თანხა წაიღეს, გატაცებულია ოქროს ნივთებიც. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  უსუფაშვილების ოჯახს 5 შეიარაღებული პირი შეუვარდა, ნაცემია ზაურ და დავით უსუფაშვილები. მამას სახესა და სხეულის სხვადასხვა არეში სილურჯეები აღენიშნება. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ავტომატითა და ხანჯლით შეიარაღებული პირები, ნიღბებით იყვნენ და მათი ვინაობა მისთვის უცნობია. „ხუთნი იყვნენ, ერთი აივნის ქვეშ დადიოდა. ორი ჩემს შვილთან იყო, ორი ჩემთან შემოვიდა, ავტომატი ჰქონდათ და ხანჯლისმაგვარი რაღაც. ეგრევე ბალიშს ეცნენ, იარაღი თუ გაქვთო. ფულს ითხოვდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა…

მეტი...

აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო ხიდის მოწყობა გრძელდება. აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 1-ელ, 3, 4 და 21 სექტემბერს, 05:00-დან 08:00 საათამდე, „თბილისი მოლიდან“ თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ,,შეზღუდვის პერიოდში, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, გმირ ქართველ არტილერისტთა სახელობის ხიდის (ე.წ. ზაჰესის), ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”,- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

აჭარის რეგიონში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ადგილობრივი ბიზნეს სექტორის და მოქალაქეებისთვის შეხვედრები გაიმართა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელმა აჭარაში, ტარიელ გიორგაძემ და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორმა, ედნარ ბოლქვაძემ ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის და  ადგილობრივი ბიზნესის  წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და  მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები. ღონისძიებები დიალოგის, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელიც აჭარის მთავრობისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ჩართულობით, მხარდაჭერით გაიმართა. აჭარის რეგიონში გამართული ღონისძიებების მიზანი იყო მოქალაქეების და ადგილობრივი ბიზნეს სექტორის მაქსიმალური ინფორმირება, დიალოგის ფორმატში არსებული გამოწვევების და შესაძლებლობების განხილვა, კონკურენციის კანონმდებლობის და მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში სააგენტოსთან მიმართვის მექანიზმების გაცნობა.…

მეტი...

მოსკოვის მერის თქმით, ქალაქზე დრონით თავდასხმა მოიგერიეს

მოსკოვის მერის განცხადებით, რუსეთი თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულა. ბრიანსკის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის განცხადებით კი, გასულ ღამეს ოლქში 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მეტი...

მედვედევმა გამოააშკარავა, სალომე ზურაბიშვილს რატომ არ უშვებენ ევროპაში – პაატა მანჯგალაძე

„მედვედევმა გამოააშკარავა, სალომე ზურაბიშვილს რატომ არ უშვებენ ევროპაში“ – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. პაატა მანჯგალაძემ უპასუხა კითხვას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტებზე მთავრობის მხრიდან უარის თქმას უკავშირდებოდა. „ყველაფერს ფარდა ახადა მედვედევის განცხადებამ, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ სალომე ზურავიშვილი ქართულად ვერ საუბრობს და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოდის. თურმე მედვედევი საქართველოზე წუხს. ეს მედვედევს რომ არ ეთქვა, გამოვიდოდა, ვითომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა სალომე ზურაბიშვილის არგაშვება. რუსეთი ასეთია, თან გითანხმდება და თან პირობებს გიყენებს, ლოთმა მედვედევმა გამოააშკარავა, სალომე ზურაბიშვილს რატომ არ უშვებენ ევროპაში. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტ მდინარაძეს ჰკითხეთ, რატომ…

მეტი...

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა. მათივე ცნობით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგებში.

მეტი...

ხანძარი იოჰანესბურგში – საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა

იოჰანესბურგში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა.  იოჰანესბურგის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. საძიებო სამუშაოები გრძელდება.

მეტი...