,,ყველა ქვეყანა თავის ფორმებს გამოიმუშავებს, ამიტომ რთული, სახიფათოც არის სხვა ქვეყნის კანონის გადმოკოპირება”- კელი დეგნანი

ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ დემოკრატიაში სხვადასხვა გავლენის მქონე ადამიანები არსებობენ, ეს უფრო ნორმალურია, როდესაც არსებობენ ბიზნესმენები, განსაკუთრებული ინტერესის მქონე ჯგუფები, ვხედავთ ასეთ გავლენას კანონმდებლობაზე, გატარებულ პოლიტიკაზეც. ეს გარდაუვალია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს, ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა და მიიჩევს თუ არა ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურ მმართველად და ოლიგარქად.

„მნიშვნელოვანი კითხვაა და რთული კითხვაც არის. ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ დემოკრატიაში სხვადასხვა გავლენის მქონე ადამიანები არსებობენ. ეს უფრო ნორმალურია, ჩვეულებრივია, როდესაც არსებობენ ბიზნესმენები, განსაკუთრებული ინტერესის მქონე ჯგუფები. ვხედავთ ასეთ გავლენას კანონმდებლობაზე, მიღებულ და გატარებულ პოლიტიკაზეც. ეს გარდაუვალია. ჩვენ ვცდილობთ ვიმუშაოთ საქართველოსთან და იმედი გვაქვს, რომ წარმატებაც გვქონდა. ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც გამორიცხავს გაუმართლებელ გავლენას, ეს გახლავთ ის საკითხი, რომლის წინაშეც მრავალი ქვეყანა დგას. ამერიკაშიც გვქონდა ჩვენ და ჩვენ გავუმკლავდით მას ანტიტრასტული კანონმდებლობის მიღებით. ყველა ქვეყანა თავის ფორმებს გამოიმუშავებს, ამიტომ რთული, სახიფათოც არის სხვა ქვეყნის კანონის გადმოკოპირება და მიღება საკუთარ კანონად. თითოეულ ქვეყანას ძალზედ კონკრეტული სპეციფიკური სიტუაცია აქვს. თუმცა, ფუნდამენტურად გაუმართლებელი გავლენის მოხსნაზეა საუბარი – პოლიტიკაზე, გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება ეკონომიკის სფეროში, რათა იყოს თანაბარი თამაშის ველი, იქნება ეს უცხოელი ინვესტორებისთვის, თუ ქართველი ინვესტორებისთვის, რათა ყველამ იცოდეს, რომ შემოდის გამჭვირვალე, სამართლიან სისტემაში, რომელიც ყველას მიესადაგება თანაბრად“, – განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი თემები