,,დღეს თოჯინიანი კაცის ცოლ-შვილის პანაშვიდია, ხვალ დასაფლავება,  მინდა, მივიდე და ხელი მოვუჭირო ხელზე”- მოქალაქის მიმართვა

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ 31 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 პირს.

გარდაცვლილებს შორის არიან  ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი – ლუკა, ანდრია და ანასტასია. გარდაცვლილებს შაბათს დაკრძალავენ.

„ადრე ვიცნობდი ერთ ადამიანს, რომელსაც სამი შვილი მოუკვდა. როცა მესამე შვილის პანაშვიდზე მივდიოდი, ფეხები უკან მრჩებოდა. ამხელა ტანჯვის ყურება როგორ უნდა შევძლო-მეთქი. არ მახსოვს, ამ ადამიანმა მე მითხრა თუ ჩემს ქმარს: „როცა ამდენი ადამიანი მოდიოდა და ხელს მართმევდა, თითქოს ჩემი ტკივილის ნაწილი თან მიჰქონდათო“

დღეს თოჯინიანი კაცის ცოლ-შვილის პანაშვიდია, ხვალ დასაფლავება. არც ვიცნობ და არც არაფერი, მაგრამ მინდა, მივიდე და ხელი მოვუჭირო ხელზე. ამხელა დარდთან მისი მარტო დატოვება არ შეიძლება.

პანაშვიდი ჟ. შარტავას N45, გამოსვენება ხვალ ქაშვეთის ტაძრიდან.

იქნებ პაწაწინა შვება მაინც იგრძნოს, თუ ბევრნი მივალთ. ნუ მივატოვებთ“, – წერს რუსუდან კობახიძე სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები