რა რეჟიმი მოქმედებს შიომღვიმეში

გეოლოგიურმა სამსახურმა სამუშაოები დაასრულა. შესაბამისად, ველოდებით მათ დასკვნას და ვიმოქმედებთ შემდგომ. ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კვლავ ძალაშია შეზღუდვა შიომღვიმის ტერიტორიაზე მომლოცველთა და ტურისტთა შესვლაზე. „გეოლოგიურმა სამსახურმა სამუშაოები დაასრულა. შესაბამისად, ველოდებით მათ დასკვნას და ვიმოქმედებთ შემდგომ. წინამძღვართან კოორდინირებული მუშაობით გავატარეთ შესაბამისი სამუშაოები. შეიზღუდა მომლოცველთა და ტურისტთა შემოსვლა. გეოლოგებმა იმუშავეს და რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედებთ, შეზღუდვა იქნება, აკრძალვა, თუ რა რეაგირება იყოს შემდგომ“, – განაცხადა გოჩა ქავთარაძემ.

მეტი...

გარემოს ეროვნული სააგენტო შიომღვიმის მონასტერთან მთის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ მთის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველადი შეფასებით, შიო მღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერ ჩამოშლას. ჩამოშლილი მასა განიტვირთა მიმდებარედ არსებულ ხევში. ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. უმოკლეს პერიოდში, აღნიშნულ ლოკაციაზე განხორციელდება დამატებითი გეოლოგიური კვლევები“, – აცხადებენ სააგენტოში.

მეტი...

შოვის სტიქიის დროს დაკარგულ პატარა გიორგის ამ დრომდე ეძებენ – მამა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

შოვის სტიქიის დროს დაკარგულ პატარა გიორგის ამ დრომდე ეძებენ. გიორგის დედა, მანანა ჯაჭვაძე და ბებია, მარინე ხორბალაძე მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. 24 აგვისტოს გიორგი ხორბალაძეს ხუთი წელი შეუსრულდა. მამა, გივი ბერიანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „მალე მოვალ შენთან… ნეტა რას მიპასუხებ, რომ შეგეკითხები, ჩვენს გიოს რატომ გაუშვი ხელი…“, – წერს მამა სოციალურ ქსელში.

მეტი...

რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. „რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპა 35 წლის ქალი, კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – წერს რეგიონის სამხედრო მეთაური ალექსანდრ პროკუდინი.

მეტი...

თალიბანმა ქალებს ავღანეთის ნაციონალური პარკის მონახულება აუკრძალა

თალიბანმა ქალებს ავღანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაციონალური პარკის მონახულება აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ქალები, როცაქ ბანდ-ე-ამირში მიდიოდნენ, ჰიჯაბის ან ისლამური თავსაბურავის ტარების წესს არ ითვალისწინებდნენ.  

მეტი...

,,ეს ჭარბი ნალექიანობის შედეგად შლაა” – თეა გოდოლაძე შიომღვიმეზე

,,ეს ჭარბი ნალექიანობის შედეგად შლაა. ნალექი ამძიმებს ქანს და მიდრეკილს ხდის მეწყრული პროცესებისკენ”. ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გეოლოგმა თეა გოდოლაძემ განაცხადა. ,,ეს არის ჭარბი ნალექიანობის შედეგად კონგლომერატის შლა. ვაფრთხილებდით და ვიცოდით, ისეთი გაზაფხული, ზამთარი იყო და ისეთი ზაფხულია, რომ ნალექი ამძიმებს ქანს და მიდრეკილს ხდის მეწყრული პროცესებისკენ. ერთი შეხედვით, ეს არის, რასაც ვუყურებ. მე დასკვნას ვერ გამოვიტან ნამდვილად, სანამ იქ არ მივალ და თვითონ არ ვნახავ, რა ხდება. გეომეტრიულად უცნაურად მეჩვენება და ამიტომ საინტერესოა, სანახავია”, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.

მეტი...

კლდის ჩამოშლის შემდეგ, შიომღვიმეში გეოლოგები მუშაობენ

შიომღვიმეში, სადაც ცოტა ხნის წინ, მონასტრის მიმდებარედ კლდე ჩამოიშალა, გეოლოგები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან სასულიერო პირები და მოქალაქეებიც, რომლების ევაკუაციაც შემთხვევის შემდეგ განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შიომღვიმის მონსატერთან მთა ჩამოიშალა. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები სოცაილურ ქსელში გავრცელდა. წინასწარი ინფრომაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც მონასტრის შენობა-ნაგებობა დაზიანებულა.

მეტი...

გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. კანონმდებლობა, რომელიც მთავრობამ 23 აგვისტოს წარადგინა, დასაშვებს გახდის ორმაგ მოქალაქეობას. გარდა ამისა, იგი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გერმანიის მოქალაქეობის მოპოვების პროცედურებსაც გაამარტივებს. კერძოდ, ახალი კანონმდებლობა შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: გერმანიაში ლეგალურად მცხოვრებ ემიგრანტებს გერმანიის მოქალაქეობის მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთება 5 წლის შემდეგ შეეძლებათ. ამ ეტაპზე აღნიშნული პერიოდი 8 წლითაა განსაზღვრული. ამასთან, თუკი პიროვნებას „განსაკუთრებული მიღწევა“ ექნება, მას მოქალაქეობის მიღებისთვის განაცხადის შეტანა 3 წელიწადში შეეძლება. გერმანიაში დაბადებული ბავშვები, რომელთა ერთი მშობელი მაინც მინიმუმ 5 წლით ლეგალურად ცხოვრობდა გერმანიაში, ავტომატურად მიიღებენ გერმანიის მოქალაქეობას. 67 წელს გადაცილებული მიგრანტები გერმანული ენის გამოცდის…

მეტი...

თამარ გაბუნიამ, კოპენჰაგენში, ჯანმოს საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, თამარ გაბუნია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა. მხარეებმა, საქართველოში, ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი, ქვეყანაში, ონკოლოგიის მართვის კუთხით არსებული სიახლეები, ასევე, პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მიმდინარე სხვა პროგრამები განიხილეს. ევროპის რეგიონული წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული 2-დღიანი შეხვედრების მიზანი, წევრი ქვეყნებისთვის, მაღალი ხარისხის გაიდლაინების მიღებასა და ადაპტაციაში ხელშეწყობა იყო. მონაწილეებმა, განიხილეს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, გაიდლაინების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება და საერთაშორისო პრაქტიკა. ღონისძიებას, ასევე,…

მეტი...

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი ჯიმი შალამბერიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა. „პანაშვიდი დღეს 1-5 საათამდე, 323 avenue U, Brooklyn NY“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ცოლის ცემის ბრალდებით 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს

,,ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალსა და კაცს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 30 წლამდე მამაკაცმა 35 წლამდე ცოლი სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. არსებული ინფორმაციით, კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

მეტი...

ანდრია ჯაღმაიძემ შიომღვიმის მონასტერთან მთის ჩამოშლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

,,ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”. ამის შესახებ ინფორმაციას, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს. „ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა. მონასტრის წინამძღოლმა როგორც მითხრა, ყოველ წელს ხდება მცირე ზომის ჩამოშლა, კლდე არის გამოფიტული, წელს იყო ცოტა დიდი ზომის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

მეტი...

,,ლიბერთი ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში ავტომობილი შევარდა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ,,ლიბერთი ბანკის” ფილიალში ავტომობილი შევარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

მეტი...

2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან ბუნებრივი აირის საფასური მცირდება

2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან ბუნებრივი აირის საფასური მცირდება. თბილისში, კომერციული მომხმარებლისთვის გაზის ღირებულება 11 თეთრით, რეგიონებში კი 13 თეთრით დაკორექტირდება. შესაბამისი ცვლილება რეგიონების შემთხვევაში „სოკარ ჯორჯია გაზის“, დედაქალაქში კი “თბილისი ენერჯის” მომხმარებელს შეეხება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა გაავრცელეს. “თბილისი ენერჯის” მომხმარებლებისთვის კომერციული ტარიფი 1,35 თეთრის ნაცვლად, 1,24 თეთრით განისაზღვრება, “სოკარ ჯორჯია გაზის” შემთხვევაში კი ახალი ტარიფი სექტემბრიდან 1,38 თეთრის ნაცვლად 1,25 თეთრი იქნება. “მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შემცირდება 2023 წლის 1 სექტემბრიდან შპს „სოკარ ჯორჯია…

მეტი...

შიომღვიმის მონასტერთან მთა ჩამოიშალა

შიომღვიმის მონასტერთან მთა ჩამოიშალა. ინფორმაციას ამის შესახებ, მოქალაქე ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ,,შიომღვიმის მონასტერთან ჩამოიშალა მთა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ყოველშემთხვევაში, ამ წუთისთვის ასეთი ინფორმაციაა და იმედია, არც არაფერი შეიცვლება” , – წერს ნიკა ჩერქეზიშვილი.

მეტი...

შიომღვიმეში მეწყერი ჩამოწვა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო და ფოტომასალა, რომ შიმომღვიმეში მეწყერი ჩამოწვა. ეს მოხდა სამონასტრო კომპლექსამდე. ადგილზე იმყოფება 112ის ეკიპაჟი. მომლოცველები ადგილიდან გარბიან.

მეტი...

ლისის ტბის გარშემო მარათონი – ,,მე პატივს ვცემ ჯარისკაცებს, მივრბივარ უკრაინის გმირებისთვის” გაიმართა

თბილისში, ლისის ტბის გარშემო, უკრაინის საელჩოს ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად მარათონი – ,,მე პატივს ვცემ ჯარისკაცებს, მივრბივარ უკრაინის გმირებისთვის” გაიმართა. მარათონში 50 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე, ომისა და თავდაცვის ვეტერანებმა, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა. გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები, თასები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ მეორე საპრიზო ადგილი, 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელმა, ჯიმი ინატაშვილმა დაიკავა. მარათონი საფუძველს უყრის დაღუპული ჯარისკაცების ყოველწლიური ხსენების…

მეტი...

გენეტიკური ტესტით პრიგოჟინის სიკვდილი დადასტურდა

ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი გენეტიკური ტესტით დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC რუსეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ პრიგოჟინი 23 აგვისტოს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მისი პირადი თვითმფრინავი ტვერის ოლქში ჩამოვარდა. მასთან ერთად დაიღუპა ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი. Associated press-ის ინფორმაციით, აშშ-ს დაზვერვამ პირველადი გამოძიებით დაადგინა, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდება განზრახ აფეთქებამ გამოიწვია. ანალიტიკოსები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება რუსეთს უკავშირდება და ვაგნერის დამფუძნებლის მკვლელობა პუტინის შურისძიება იყო ივნისში მომხდარი სამხედრო არეულობის გამო. თავად რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და მას ,,აბსოლუტურ სიცრუეს” უწოდებს.

მეტი...

,,რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს” – ბორელი

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ,,უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 რაუნდი დაამტკიცა. ზოგი ირწმუნება, რომ სანქციები არ მუშაობს, ეს უბრალოდ სიმართლე არ არის. ერთ წელიწადში სანქციებმა მნიშვნელოვნად შეძლეს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვა, საკვანძო ბაზრებიდან ქვეყნის გამოდევნა და რუსეთის ინდუსტრიული თუ ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დეგრადაცია. ომის შესაჩერებლად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კურსი. ჩვენი შემზღუდავი ნორმები, ტექნიკურად სწორი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით – ფოკუსირებულია საკვანძო სექტორებზე რუსეთის ეკონომიკაში, რომელიც მნიშვნელოვანია მოსკოვის ომისთვის. ამას გარდა, ევროკავშირმა ასევე დააწესა შეზღუდვები მოგზაურობაზე და…

მეტი...

ჟიტომირის ოლქში ორი უკრაინული თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი

უკრაინაში, ჟიტომირის რეგიონის თავზე, წვრთნის დროს, ერთმანეთს უკრაინის ორი საბრძოლო თვითმფრინავი შეეჯახა. ინფორმაციას გამოძიების სახელმწიფო ბიურო ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის შედეგად 3 პილოტი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, L-39-ის ტიპის ორი საჰაერო ხომალდი ერთმანეთს 25 აგვისტოს შეეჯახა. თვითმფრინავების ნამსხვრევები კერძო სახლების ეზოებში, ერთმანეთისგან 300-მდე მეტრის მოშორებით ჩამოვარდა. გამოძიების სახელმწიფო ბიურომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, რომლითაც უნდა დადგინდეს რა მდგომარეობაში იყო თვითმფრინავები და იყო თუ არა დაცული ყველა წესი ფრენის შესრულებამდე. აღნიშნულ ფაქტს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა. “გუშინ ჟიტომირის რეგიონის ცაზე კატასტროფა მოხდა, სამი პილოტი დაიღუპა, მათ შორის იყო ანდრეი პილჩშიკოვი. ის…

მეტი...

ქუთაისში ერთ-ერთი მაღაზიის საწყობში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ ,,ჯიბეს” საწყობში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე იყო აფეთქების ხმაც. არსებული ინფორმაციით, პერიმეტრზე ამ დროისთვის ძლიერი დაკვამლიანებაა, ადგილზე კი სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ,,აფეთქების ხმა მოგვესმა, არ ვიცი რამდენად უკავშირდება ხანძარს. გარეთ, რომ გავიხედეთ, ძლიერი კვამლი იყო, როგორც ვხედავ ცეცხლი ,,ჯიბეს” საწყობშია”, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

შოვში, მეწყერში მოყოლილ 2 ადამიანის პოვნა ვერ ხერხდება

რაჭის ტრაგედიის ადგილას ორ ადამიანს ისევ ეძებენ. როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი ამბობს, მათი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მთლიანობაში, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 31 ცხედარი, ყველა მათგანი ამოცნობილია, გარდა ორისა. „მდგომარეობა უცვლელია. ნაპოვნია 31 გარდაცვლილის ცხედარი, ორ გარდაცვლილზე მიმდინარეობს დნმ-ის კვლევა. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ადამიანების ძებნა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე იარსებებს სულ მცირე მოსაზრება იმისა, რომ შესაძლებელია ისინი ინახოს“, – აღნიშნა შერაზადიშვილმა მედიასთან.  

მეტი...

ქართული ღვინო ჩინეთის რუსულ მაღაზიაში იყიდება, როგორია ფასი – „მედიაცენტრი მთავარი“ პეკინიდან (ვიდეო)

პეკინის ცენტრში, დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით ორი რუსული მაღაზია „იურა“ მდებარეობს, სადაც ქართული ღვინო იყიდება. აქ წავაწყდი სხვადასხვა დასახელების ღვინოს, რომლის ფასი, ერთი ბოთლი, 20-დან 60-დოლარამდე ღირს. დანარჩენი კი ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

რუმინეთში ბენზინგასამართ სადგურზე 2 ძლიერი აფეთქება მოხდა

რუმინეთში თხევადი გაზის სადგურზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 46 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 26 მეხანძრეა. ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულებიდან რვას მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული, მათი გადაყვანა საზღვარგარეთ საავადმყოფოში იგეგმება. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიიდან 700 მეტრის რადიუსში ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. რუმინეთის სასწრაფო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, არსებობს სხვა ტანკერების აფეთქების რისკიც. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

რუსეთის ქალაქ კემეროვოში ფეიერვერკების საწყობი დაიწვა

რუსეთის ქალაქ კემეროვოში ფეიერვერკების საწყობი დაიწვა. დღის განმავლობაში, ხანძრის ადგილას ფეიერვერკები ფეთქდებოდა, რისი ხმაც მთელ ქალაქში ისმოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად შენობა ჩამოინგრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საწყობის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ავზებიც ინახებოდა. „ხანძარს მეორე ხარისხის სირთულე მიენიჭა. დაზარებულებზე ინფორმაცია არ არის“, – ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ზალუჟნიმ NATO-ს მეთაურებთან საიდუმლო თათბირი გამართა

NATO-ს მეთაურობამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისთან საიდუმლო თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, შეხვედრა პოლონეთის საზღვარზე შედგა. ზალუჟნის გარდა შეხვედრაში მონაწილეობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთლიანი სამეთაურო შტაბი, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი კრისტოფერ კავოლი და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელი ტონი რადაკინი. შეხვედრა 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა და როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, მისი მიზანი იყო უკრაინის სამხედრო სტრატეგიის გადახედვა. გამოცემა წერს, რომ შეხვედრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა უკრაინელი სამხედროები ძალისხმევის კონცენტრირებას ზაპოროჟიეს მიმართულებასა და აზოვის ზღვისკენ გასასვლელზე აკეთებენ.

მეტი...

ჩაოიანგის ურბანული დაგეგმარების მუზეუმი – “მედიაცენტრი მთავარი” ჩინეთიდან

ჩაოიანგის ოლქი პეკინის ყველაზე დასახლებული ნაწილია და თავად ქალაქის ცენტრალური ნაწილის დაახლოებით 50%-ს შეადგენს. ეს არის ჩინეთის დედაქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი უბანი, სადაც მდებარეობს ყველა უცხოური საელჩო გარდა ერთისა – რუსეთი.  

მეტი...