საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ აფრთხილებს: ,,საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ: Aspropyrgo Elefsina Plaka #Dikella #Makris & #New_Chile Βοιωτία / Viotia Κύθνος / Kithnos Ίασμος / Iasmos საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000. აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი – 112, საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166″, –…

მეტი...

ავარია ადიგენში – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა

ადიგენში, ფარეხის გზაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. შემთხვევის შედეგად შუახნის კაცი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ახალუბანში მცხოვრები 2 მწყემსი უკანონოდ გაიტაცეს

სულ ცოტა ხნის წინ, შიდა ქართლში, რუსმა ოკუპანტებმა ახალუბნის ორი მცხოვრები, თამაზ ფსიტიძე და შალვა პეტრიაშვილი გაიტაცეს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მწყემსები, ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს, რაც არ არის პირველი შემთხვევა.

მეტი...

საბერძნეთში, ტყის ხანძრების ზონაში, 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს

საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც რამდენიმე დღეა ათობით ლოკაციაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან, 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დაღუპულები მიგრანტები არიან. მათი ცხედრები სოფელ ავანტასის სამხრეთით იპოვეს. აღნიშნული რეგიონი თურქეთიდან საბერძნეთისკენ მიმავალ მიგრანტებისთვის პოპულარული მარშუტია. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ისევ ტყის ხანძრებს ებრძვიან. რამდენიმე სოფლიდან ხალხის ევაკუაციაც კი განხორციელდა. ამ დროისთვის ცეცხლი ქალაქ ალექსანდროპოლისს უახლოვდება. ამ საშიშროების გამო ქალაქის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია მოხდა და ისინი ბორნით ახლომდებარე პორტში გადაიყვანეს.

მეტი...

იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა

80 წლის ასაკში, იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ, ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ის მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში, ,,ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ” გარდაიცვალა.

მეტი...

ბათუმში 2 პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მესამეს კი მანქანა დააჯახეს

ბათუმში, ასათიანის ჩიხში ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ერთს კი ავტომანქანით დაეჯახნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა ,,ბათუმელები” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ასათიანის ჩიხში მდებარე ავტოსახელოსნოსთან მსუბუქი ავტომანქანით მივიდა, მანქანით ერთ ხელოსანს დაეჯახა, ხოლო ორი ხელოსანი დაჭრა. დაჭრილები მამა და შვილი არიან. თვითმხილველის თქმით, კაცმა, რომელიც ავტოსახელოსნოში მივიდა, რამდენჯერმე გაისროლა და მალევე ავტომანქანით მიიმალა.

მეტი...

პაკისტანში, 274 მეტრის სიმაღლეზე საბაგირო გაჩერდა

პაკისტანში 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერებულ საბაგიროში ჩარჩენილი ორი ბავშვი ვერტმფრენმა გამოიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვებს კაბინაში რამდენიმე საათი მოუწიათ ყოფნა. ამჟამად მათი მდგომაროება სტაბილურია. საბაგიროს კაბინაში კიდევ ხუთი მოსწავლე და ერთი მასწავლებელია დარჩენილი, სამაშველო ოპერაცია სამხედრო ვერტმფრენების ჩართულობით ხდება, თუმცა პროცესს ძლიერი ქარი აფერხებს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები!” – თეა გოდოლაძე

,,ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიაზე და სხვა საფრთხეებზე. ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები!”. ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ”საზოგადოებისა და ჟურნალისტების საყურადღებოდ, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამართლებრივ ასპექტებზე მიმართეთ ჩემს ადვოკატებს – ლიკა ბითაძესა და ორგანიზაცია “საფარის” იურისტს, ნინო ანდრიაშვილს. ეს საკითხი ეხება ჩემს პირად ცხოვრებას და ძალიან მძიმეა ჩემთვის. 2022 წლის 7 აპრილს, ღამით, ადგილი ჰქონდა ყოფილი პარტნიორისაგან, ჩემზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც 2022 წლის აპრილის თვიდან გავდიოდი მკურნალობას. ამ ეტაპზე…

მეტი...

კუს ტბის საბაგირო გზა 23 აგვისტოს 13:00 საათზე გაიხსნება

თბილისის მერიის ინფორმაციით, კუს ტბის საბაგირო გზა 23 აგვისტოს 10:00 საათის ნაცვლად, მგზავრებისთვის 13:00 საათიდან გაიხსნება. საბაგირო გზას გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდება.  

მეტი...

სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29-ე გარდაცვლილი ბავშვია

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველების მიერ ნაპოვნი ცხედარი ბავშვს ეკუთვნის. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

მეტი...

ხანძარი აღმაშენებლის გამზირზე

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ერთ-ერთი სახლის სახურავზე ხანძარი იყო.  ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

მეტი...

სტუდია და საინფორმაციო სააგენტო „მარსზე“ – „მედიაცენტრი მთავარი“ პეკინიდან (ვიდეო)

ჩინეთის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“, რომელსაც საკუთარი სტუდიაც გააჩნია, სადაც სცენარებს, სიუჟეტებს, ვიდეორგოლებს იღებენ. ეს არის მულტიფუნქციური სტუდია, სადაც ეფექტების გამოყენებით, შესაძლებელია, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აღმოჩნდეთ. აქვე საინფორმაციო სააგენტო, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა სააგენტოსთან თანამშრომლობს. 150 000-ზე მეტ ქვეყანას თუ რეგიონს ფარავენ. 191 ინსტრუმენტს იყენებენ იმისთვის, რომ მოხდეს ინფორმაციის რედაქტირება და ინფორმაციის მოპოვება. ეს ინსტრუმენტები ნებისმიერ შეცდომას გამორიცხავენ. აი, მაგალითად, საქართველოდან კონკრეტული ქუჩა და კონკრეტული გვარის ადამიანი რომ ახსენო და გვარი ან ქუჩის დასახელება შეგეშალოს, ამ ინსტრუმენტების გამოყენებით კორექტირება ავტომატურად ხდება. ელემენტარულ შეცდომასაც კი წამებში იპოვის. მთლიანად პეკინის ცენტრალურ ოფისში…

მეტი...

საბერძნეთში 18 დამწვარი ცხედარი იპოვეს

საბერძნეთის რამდენიმე დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვიან. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, 18 დამწვარი ცხედარი იპოვეს.  ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაღუპულები მიგრანტები არიან. ცხედრები სოფელ ავანტასის სამხრეთით იპოვეს. აბერძნეთის ევროსის რეგიონი, სადაც ცხედრებია ნაპოვნი, თურქეთიდან საბერძნეთისკენ მიმავალი მიგრანტებში პოპულარული მარშრუტია.  

მეტი...

შოვში დაღუპულები უკანასკნელ გზაზე გააცილეს

შოვში განვითარებულ ტრაგედიას 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. გარდაცვლილებს შორის არიან  და-ძმა კოტე და მარიამ მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი. დაღუპულები დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. დაკრძალვის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.  

მეტი...

,,ადგილი ჰქონდა ყოფილი პარტნიორისაგან, ჩემზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, ამ ეტაპზე საქმე სასამართლოშია”- თეა გოდოლაძე

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას – ამის შესახებ სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელს ფეისბოქში წერს. თეა გოდოლაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. „საზოგადოებისა და ჟურნალისტების საყურადღებოდ, „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამართლებრივ ასპექტებზე მიმართეთ ჩემს ადვოკატებს – ლიკა ბითაძესა და ორგანიზაცია “საფარის” იურისტს, ნინო ანდრიაშვილს. ეს საკითხი ეხება ჩემ პირად ცხოვრებას და ძალიან მძიმეა ჩემთვის. 2022 წლის 7 აპრილს, ღამით, ადგილი ჰქონდა ყოფილი პარტნიორისაგან, ჩემზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც 2022 წლის აპრილის…

მეტი...

კასპში კაცმა ცოლი მოკლა

სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

უკრაინამ ევროკავშირისგან მორიგი ტრანში 1,5 მილიარდი მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მორიგი ტრანში მიიღო 1,5 მილიარდი ევროს ოდენობით. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ,,ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მის მცდელობებში აღადგინოს, ქვეყანა და უზრუნველყოს სახელმწიფოს ფუნქციონირება. დღეს ჩვენ უკრაინას გამოვუყავით 1,5 მილიარდი ევრო. კიდევ მეტი იქნება, მიმდინარე წელს და მომავალში”, – განაცხადა ფონ დერ ლეიენმა. მისი თქმით, 2022 წლის მაისიდან უკრაინისთვის გამოყოფილმა მაკროფინანსური დახმარების ჯამურმა მოცულობამ 19,2 მილიარდ ევროს მიაღწია.

მეტი...

დიდ დიღომში სამშენებლო ნარჩენისგან 30-მდე ლოკაცია გაიწმინდა

დედაქალაქში დასუფთავების აქციები გრძელდება. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, სამშენებლო/ინერტული ნარჩენი დიდი დიღმის დასახლებაში 30-მდე მისამართიდან გაიტანეს. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსების კუთხით დიდი დიღომი ერთ-ერთი პრობლემური დასახლებაა. მოგეხსენებათ, კონტეინერებში ან მიმდებარედ ინერტული ნარჩენის განთავსება დაუშვებელია. ეს არის სამართალდარღვევა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება“, – აღნიშნა დავით…

მეტი...

,,უკანასკნელ გზაზე აცილებენ შოვში სტიქიის დროს დაღუპულებს”- დღეს ლაგვანთაში სამ ადამიანს დაკრძალავენ

შოვში, სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. გარდაცვლილთა შორის არიან თემო ჩარკვიანი, დიმა ფირცხალავა და ნიკა ჩალაძე, რომლებსაც დღეს დაკრძალავენ. ,,კადრები სოფელ ლაგვანთიდან: ემშვიდობებიან და უკანასკნელ გზაზე აცილებენ შოვში სტიქიის დროს დაღუპულებს. დღეს ლაგვანთაში სამ ადამიანს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ თემო ჩარკვიანს, დიმა ფირცხალავას და ნიკა ჩალაძეს,”- წერს  ლაშა ბერულავა და ადგილიდან კადრებს ავრცელებს.

მეტი...

საბერძნეთში ათობით ტყის ხანძრებს ებრძვიან

საბერძნეთში ათობით ტყის ხანძრებს ებრძვიან. ორშაბათს, ჩრდილოეთ და ცენტრალურ საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი მეხანძრე დაშავდა. საბერძნეთის რამდენიმე სოფლიდან, ასევე  ალექსანდროპოლისთან მდებარე კლინიკიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის ყველაზე ძლიერი კერა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის საპორტო ქალაქ ალექსანდროპოლისშია.

მეტი...

ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში ოქტომბერში ევროკომისიისგან დადებით შეფასებას ელოდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  ათენში ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ზელენსკის განცხადებით, ელოდება უკრაინის პროგრესის დადებით შეფასებას ოქტომბერში გაფართოების პაკეტის ანგარიშში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შემდგომ გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ 2023 წლის ბოლომდე. ,,შევხვდი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და მადლიერება გამოვხატე მისი ძალისხმევისთვის უკრაინის სურსათის ექსპორტისა და ტრანზიტის ნორმალიზებისთვის. მნიშვნელოვანია მათი სრულად აღდგენა 15 სექტემბრიდან.”- აცხადებს ზელენსკი. მისივე  თქმით, მხარეებმა კოორდინაცია გაუწიეს პოზიციებს მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით მშვიდობის გლობალური სამიტისკენ მიმავალ გზაზე.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  სერბ კოლეგას ალექსანდრ ვუჩიჩს ათენში დასავლეთ ბალკანეთის არაფორმალურ სამიტზე შეხვდა. ზელენსკი თქმით, სერბეთის სახელმწიფოს მეთაურთან „ღია, პატიოსანი და ნაყოფიერი“ შეხვედრა გამართა. „გვქონდა კარგი საუბარი გაერო-ს წესდების პატივისცემისა და საზღვრების ხელშეუხებლობის შესახებ, ჩვენი ხალხების საერთო მომავალზე საერთო ევროპულ სახლში. ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში ეს ჩვენი ორმხრივი ინტერესია“,  – განაცხადა ზელენსკიმ. მანამდე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნით ზელენსკის შეხვდება.

მეტი...

სტიქიის ზონაში მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

მეტი...

,,ვიღაცამ ჩამოხსნა ჩემი სარეცხი, 2 შარვალი და ერთი პერანგი”- მოქალაქეს ტანსაცმელი მოჰპარეს

რუსთავის ერთ-ერთ ჯგუფში მოქალაქე წერს, რომ ჯვრისწერისთვის შეძენილი ტანსაცმელი მოჰპარეს. მოქალაქის თქმით, 2 შარვალი და ერთი პერანგი მოჰპარეს. „ხალხო, თქვენც გპარავენ სარეცხს? დღეს, დილას ან ღამე, ვიღაცამ ჩამოხსნა ჩემი სარეცხი, 2 შარვალი და ერთი პერანგი ჯვრისწერისთვის ნაყიდი. არ ვიცი, როგორ დავწყევლო, მაგრამ რა სინდისით ჩაიცვამ და ივლი. ღმერთი მაღლიდან იყურება. თუ ამ პოსტს ნახავ, დააბრუნე და გადაკიდე ფანჯარაზე. თორემ სხვანაირ ზომებს მივიღებ…. ეჭვი მაქვს ვისი ჩადენილიცაა,“ – ნათქვამია პოსტში. წყარო: პრაიმტაიმი.  

მეტი...

პაკისტანში საბაგირო 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა – მიმდინარეობს რვა ადამიანის გადარჩენი ოპერაცია

პაკისტანში საბაგიროს დაზიანების შედეგად, კაბინა 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა. პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ხევში საბაგირო გზაში ჩარჩენილი რვა ადამიანის, მათ შორის ექვსი ბავშვის გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს. საბაგიროს გამოყენებით ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი კაბელი გაწყდა და კაბინა მაღალ სიმაღლეზე გაჩერდა. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ რვა მგზავრი პირველი ვერტმფრენის მოსვლამდე სულ მცირე ოთხი საათით იყო კაბინაში. სამაშველო ოპერაცია სამხედრო ვერტმფრენების ჩართულობით მიმდინარეობს.

მეტი...

,,ლიდერობას მოქალაქეობა არ სჭირდება, ლიდერობა მოქალაქეობაზე ზემოთაა”- პაატა მანჯგალაძე

ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი სპეციფიკურ ვითარებაშია და მას არ აქვს ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამიტომ საჭიროა კონკრეტული ადამიანი, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშავებს – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე მიხეილ სააკაშვილის სახელით სოფო ჯაფარიძის მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყებას. მისივე თქმით, ეს არის ხალხთან უფრო ახლო კომუნიკაციის შესაძლებლობა. „ინტერპრეტაცია რომ არ იყოს, სააკაშვილმა ძალიან გარკვევით ისაუბრა, რა მისია აქვს ჯაფარიძეს. ასევე, გარკვევით თქვა სოფო ჯაფარიძემ. პარტიასთან გამიჯვნა არ ხდება. პირიქით, ეს არის ხალხთან უფრო ახლო კომუნიკაციის შესაძლებლობა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი სპეციფიკურ ვითარებაშია და მას არ აქვს ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა.…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 258 340 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა დაახლოებით 258 340 ჯარისკაცი დაკარგა. უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 258 340; ​ტანკი – 4 362; ჯავშანტექნიკა – 8 476; საარტილერიო სისტემა – 5 295; სარაკეტო სისტემა – 721; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 491; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 312; საკრუიზო რაკეტები – 1 406; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 722; გემი/ნავი/კატარღა – 18;​სპეციალური აღჭურვილობა – 797.

მეტი...

აღარ დარჩა არცერთი კვადრატული მეტრი, რომელიც დამუშავებული არ არის – ონის მერის მოადგილე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა. ,,გვიან ღამით სამი ადამიანი სოფელ ლაგვანთაში გადმოასვენეს. 28 გარდაცვლილიდან, ამჟამად 2-ს დნმ კვლევები უტარდება. აღარ დარჩა არცერთი კვადრატული მეტრი, რომელიც დამუშავებული არ არის. მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ადგილები ხელმეორედ დამუშავდა. გარდა ამისა, სამძებრო სამუშაოები როგორც მდინარე ჭანჭახის, ისე მდინარე რიონის სანაპიროებზე აქტიურად მიმდინარეობს, ეწყობა კუნძულები, ფორმირდება კალაპოტები“, – განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით.

მეტი...

,,იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ”- რატი იონათამიშვილი კელი დეგნანზე

უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩი იმ ელჩებს შორის არ იქნება, ვისთანაც ის მეგობრობას გააგრძელებს. დეპუტატი ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა. ,,ფაქტია, რომ ელექტრონულ არჩევნებს აქვს სანდოობისა და დაცულობის ყველაზე მაღალი გარანტია. ფაქტია, რომ ელექტრონული არჩევნების პროცესი ასრულებს ყოველგვარ მანიპულაციას ცდომილებების, კარუსელების დისბალანსებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ნებისმიერი, ვინც ქართულ საზოგადოებაში ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობს, ვალდებულია ერთი ფაქტი მაინც დადოს, თუნდაც საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, რა მანიპულაციები შექმნა ელექტრონულმა არჩევნებმა და ამ მხრივ სად რა პრობლემები იყო. ვინაიდან ამ მხრივ ეს სისტემა ყველაზე გამართულია. მე ჩვენს ქვეყანაში აშშ-ს არაერთ…

მეტი...

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები, ჩვენ მოვამზადეთ შუალედური ანგარიში 12 დღის განმავლობაში, სრულად არის აღდგენილი 3 აგვისტოს ტრაგედია და ქრონოლოგია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას სჭირდება კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები. „ჩვენი ხალხი იმსახურებს პასუხს ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიაზე. ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, დეტალურად იცოდნენ, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება, ვისი თანამდებობრივი გულგრილობის გამო ვერ მოხერხდა გარკვეული მსხვერპლის თავიდან არიდება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ მოვამზადეთ შუალედური ანგარიში ამ 12 დღის განმავლობაში, სრულად არის აღდგენილი 3 აგვისტოს…

მეტი...

,,მივდივარ ატლანტაში, ჯორჯიაში, რათა რადიკალმა მემარცხენე ოლქის პროკურორმა, ფანი უილისმა დამაკავოს”- ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს ფულტონის ოლქის ციხეში ხუთშაბათს ჩაბარდეს. „ხუთშაბათს მივდივარ ატლანტაში, ჯორჯიაში, რათა რადიკალმა მემარცხენე ოლქის პროკურორმა, ფანი უილისმა დამაკავოს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. აღნიშნული თარიღი ტრამპის ადვოკატების ფულტონის ოლქის პროკურატურაში მისვლის შემდეგ ჩაინიშნა.

მეტი...

ბათუმში 26-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა

ბათუმში, სასტუმრო „ორბი სითის“ შენობის 26-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით, დილის 8 საათზე მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის ადგილას პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან.   წყარო: ”ფორტუნა”

მეტი...

,,ჩემი მთავარი ამოცანაა, ვიყო თქვენი ერთგული მსახური”- მიხეილ სააკაშვილი

,,დღეს მე ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, მაგრამ ჩემი მიზანი უცვლელია. ჩემი მთავარი ამოცანაა, ვიყო თქვენი ერთგული მსახური,”- ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს. მისი თქმით, მზად არის მოისმინოს ქართველი ხალხის პრობლემები, გაიზიააროს მათი იდეები და გეგმები. ,,ჩვენ წინ ძალიან რთული პროცესები გველოდება, ამიტომაც ისე, როგორც არასდროს, ერთად დგომა გვჭირდება. ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ამ ყველაფრის დაძლევა და თანამედროვე საქართველოს აშენება შეუძლებელია თქვენი, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის გარეშე. მე მზად ვარ მოვისმინო თქვენი პრობლემები, გავიზიარო თქვენი იდეები და გეგმები. ერთად, ყველას ჩართულობით უნდა ავაშენოთ წარმატებული საქართველო,…

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სამშენებლო და სწრაფი მოხმარების პროდუქტების ბაზრებზე კომპანიების კონცენტრაციებზე თანხმობები გასცა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ  – დეველოპერულ ბაზარზე, „ანაგი დეველოპმენტ 2“-ის და „თეთრი კვადრატი ისანში“ კონცენტრაციაზე და სწრაფი მოხმარების პროდუქტების (“FMCG”) სექტორში „დიპლომატ ჯორჯიასა“ და  “კანტის“ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ერთ შემთხვევაში საკითხი ეხება – შპს „თეთრი კვადრატი ისანის“ მიერ შპს „ანაგისგან“ შპს „ანაგი დეველოპმენტ 2“-ის 50%-იანი წილის შესყიდვას. კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლის მიზნით, სააგენტომ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზარი შეაფასა. მიღებული და დამუშავებული მასალის მიხედვით, აღნიშნული ბაზრის მოცულობამ, 2022 წელს,   8 084 435 501 ლარი შეადგინა, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) 61.41-ია, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად…

მეტი...

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა 7 თვის ჩვილს გაჩერებული გული აუმუშავეს

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა 7 თვის ჩვილს გაჩერებული გული აუმუშავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი „ყველაფერი მედიცინაზე“ ავრცელებს. „თბილისის მერვე ფილიალის 828 ბრიგადას, გამოძახებისას ბინაზე დახვდათ 7 თვის ჩვილი, გულგაჩერებული, წყლით გაგუდვის ეპიზოდით, ასპირირებული … ადგილზე ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად აღდგა გულის მუშაობა და სასიცოცხლო პარამეტრები დასტაბილურდა, პაციენტი კი გადაყვანილიქნა კლინიკა “თიმში” და დღეს უკვე თავს კარგად გრძნობს … ბრიგადის უფროსი ექიმი: ეკა ბოკუჩავა უმცროსი ექიმი: ანა წივწივაძე მძღოლი: ზვიადი ჯავახიშვილი” – ნათქვამია პოსტში.

მეტი...

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – მონიტორინგის შედეგები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 5 და 9 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. ,,კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, ცხრა სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის სამი წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები. სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის…

მეტი...