ზღვაში ორი მოზარდი დაიხრჩო – ტრაგედია ფოთში

ფოთში, შავ ზღვაში ორი მოზარდი დაიხრჩო. ბავშვები დღის მეორე ნახევარში საბანაოდ გავიდნენ და მას შემდეგ გაუჩინარდნენ. სხვა დეტალები ამ დროისათვის ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, 14 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა უკვე იპოვეს. პარალელურად, მიმდინარეობს მეორე მოზარდის სამძებრო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

მეტი...

შვეიცარიაში, სიგარეტის ქურდობისთვის სამი ქართველი დააკავეს

შვეიცარიის ქალაქ ბადენში სამი ქართველი დააკავეს, რომელიც „სპარის“ სუპერმარკეტში სიგარეტებს იპარავდნენ. პოლიციამ „სპარის“ მოლარემ მიმართა, რომლის ინფორმაციით, ერთმა ქართველმა მისი ყურადღება გადაიტანა, ხოლო ორმა ამ დროს რამდენიმე ბლოკი სიგარეტი მოიპარა. პოლიციამ თავდაპირველად 26 წლის ქართველი დააკავა, რომელიც მაღაზიის მახლობლად იმყოფებოდა. დანაშაულის ორი თანამონაწილე (26 და 31 წლის) პოლიციამ დაახლოებით ერთ საათში დააკავა.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

აჭარაში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, ავარია კურორტ ბეშუმში მოხდა. 30 წლამდე კაცი, კვადროციკლით, სიმაღლიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

მეტი...

,,უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა, მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს ევროპასა და მსოფლიოს” – ზელენსკი

აგვისტოს ომის 15 წლისთავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება და მტკიცე მხარდაჭერას გამოთქვამს ქართველი ხალხისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ,,საქართველოში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 15 წლისთავზე გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას ქართველ ხალხისა და ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს ევროპასა და მსოფლიოს”,, – წერს ზელენსკი.

მეტი...

,,ქართველები იყვნენ პირველები და მათ გაუძლეს და შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა” – დავით არახამია

უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმაურება. მისი თქმით, ამის აღიარებისთვის ცივილიზებულ სამყაროს რუსეთის 2022 წლის ფართომასშტაბიანი დაპყრობითი ომი დასჭირდა. ,,დღეს რუსეთის საქართველოზე თავდასხმიდან 15 წელი შესრულდა. დიახ, დღეს უკვე ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის ამ ომში და ქართველი ერი გმირულად იცავდა თავს ბოროტების იმპერიისგან! დიახ, დღეს ეს ყველამ იცის, მაგრამ ამის აღიარებისთვის ცივილიზებულ სამყაროს რუსეთის 2022 წლის ფართომასშტაბიანი დაპყრობითი ომი დასჭირდა, რაც ძალიან სამწუხაროა. ქართველები იყვნენ პირველი მსხვერპლი, ხოლო მაშინდელი ლიდერი სააკაშვილი პირველი პოლიტიკოსი, ვინც ამის შესახებ აფრთხილებდა ყველას…

მეტი...

18 დაღუპული, 14 იდენტიფიცირებული და 16 დაკარგული

18 დაღუპული, 14 იდენტიფიცირებული, 16 დაკარგული. ტრაგედიის ეპიცენტრიდან მონაცემები მეორე დღეა არ შეცვლილა. სამუშაო არეალი გაფართოვდა, თუმცა, მოქალაქეების კვალს მაინც ვერ აგნებენ. სტიქიის ზონაში დღეს კიდევ ერთი მსხვერპლი იყო. გულის შეტევით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გარდაიცვალა, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა.  

მეტი...

შოვში სამძებრო სამუშაოები ახალ ლოკაციაზე დაიწყო

შოვში სამძებრო სამუშაოები ახალ ლოკაციაზე დაიწყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, სტიქიამდე არსებული მონაცემები აძლევს საფუძველს, რომ იქ საძიებო კუთხით გარკვეული შედეგები შეიძლება იყოს. ,,საძიებო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დღეს დაახლოებით 2 საათის წინ ახალ ლოკაციაზე დაიწყო საძიებო სამუშაოები, აღმოვაჩინეთ მანქანის ფრაგმენტები. შესწავლილია ეს კონკრეტული პერიმეტრი და სტიქიამდე არსებული მონაცემები გვაძლევს საფუძველს, რომ იქ საძიებო კუთხით გარკვეული შედეგები შეიძლება იყოს. 8 ლოკაციაზე ვმუშაობდით დღის განმავლობაში. ორივე მიმართულებით ფაქტობრივად გზა დასრულებულია. ე.წ. მჟავე წყლებთან ხიდის რეაბილიტაცია დაწყებულია და ვიმედოვნებთ, რომ ხვალ უკვე დასრულდება. ფაქტობრივად, იქ მდინარე უკვე მოქცეულია…

მეტი...

რა ვითარებაა სტიქიის ზონაში – გზების დეპარტამენტის განახლებული ინფორმაცია

სტიქიის ზონაში არსებული ვითარებისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის, სულ ადგილზეა მობილიზებული 100-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, აქედან 86 ერთეული მძიმე ტექნიკა ჩართულია საძიებო სამუშაოებში 8 პრიორიტეტულ მდებარეობაზე. მძიმე ტექნიკა გადანაწილებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად განსაზღვრულ, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სამუშაოებს აწარმოებენ ამავე სამსახურის წარმომადგენლების უშუალო მითითებებითა და ზედამხედველობით. მძიმე ტექნიკა გუშინ და დღეს მუშაობს, როგორც შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარის კალაპოტში, ფონის გაგანიერების და გაწმენდის მიზნით. გუშინ მოხდა გზის გაყვანა მჟავე წყლების მიმართულებით, ასევე გადაილახა მდინარის ფონი, გადავიდა მძიმე…

მეტი...

,,რუსეთი განაგრძობს ათასობით უდანაშაულო ქართველის დევნას” – სენატორი რიში

აგვისტოს ომის 15 წლისთავს ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში ეხმაურება და “ტვიტერზე” წერს, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის და დაუბრუნოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიები. “15 წლის წინ რუსეთი უკანონოდ შეიჭრა, მოახდინა ოკუპაცია და დაარღვია ადამიანის უფლებები საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთი განაგრძობს დეზინფორმაციის გავრცელებას და ათასობით უდანაშაულო ქართველის დევნას, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის და დაუბრუნოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიები”, – წერს ჯიმ რიში .

მეტი...

,,მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას” – გერმანიის საელჩო

2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავს გერმანიის საელჩო ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. “გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება რუსეთის ფედერაციისა და სხვა სახელმწიფოების მიერ მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები”, – ნათქვამია განცხადებაში. საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კი Twitter-ზე წერს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ცალმხრივი აღიარება მიუღებელია. “რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე: ვიხსენებთ დაღუპულებს. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ…

მეტი...

,,ძალიან მძიმე ტრაგედია დაგვატყდა თავს, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ავიცილებდით თავიდან”- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შოვში განვითარებული სტიქიის წარმოქმნის პირველად შეფასებაზე კომენტარი გააკეთა. პირველადი შეფასება, სხვადასხვა ინფორმაციის მოძიების, ანალიზის და ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადდა. „დღეს გლოვის დღეა საქართველოში. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს და მთელ ქვეყანას. ძალიან მძიმე ტრაგედია დაგვატყდა თავს, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ავიცილებდით თავიდან. გუშინ გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას მივაწოდეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასება. მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ 24 საათიანი მუშაობისთვის, რომელიც გაწიეს და საკმაოდ მოკლე დროში შეძლეს პირველადი…

მეტი...

,,უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს“- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო. მისი თქმით, ”თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს“. „ახლა მოვდივარ სვეტიცხოვლიდან, სადაც პანაშვიდი გადაიხადეს რაჭაში გარდაცვლილი ადამიანებისთვის. რომლებიც ჯერ შეიძლება, კიდევ ცოცხლები არიან და შეიძლება, დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, მათთვის ილოცეს. ამავდროულად, ილოცეს 2008 წლის ომში საქართველოსთვის დაღუპულთათვის. ამ ორ ტრაგედიაში, რომელიც ორივე აგვისტოში მოხდა, შეიძლება, ბოლომდე თანხვედრა არ არის. ჩვენ გვებრძვის მტერი, ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც…

მეტი...

,,რაჭაში ახლახანს მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის”- ილია მეორე

რაჭაში ახლახანს მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის; მთელი საქართველო, და ჩვენც, ფრიად ვწუხვართ და გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში. „შოვის ტრაგედიამ ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენა, რომ არავინ იცის, წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ვის როდის დაუდგება; ამიტომაც ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ამისთვის; ჩვენი მზადყოფნა კი, ჩვენი მტკიცე რწმენა, ურთიერთსიყვარული და ჩვენს კეთილ საქმეთა სიმრავლეა. ქრისტიანისთვის გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და ამიტომაც ჩვენი მწუხარება სასოწარმკვეთი არ უნდა იყოს. აღდგომილმა მაცხოვარმა განაქარვა სიკვდილი და მარადიული სიცოცხლის ზეიმს დაუდო სათავე. ესაა ჩვენი…

მეტი...

ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე – ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ,,დღეს 15 წელი შესრულდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომიდან. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს. ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა და გრძელდება ადამიანის…

მეტი...

,,აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“- ბლინკენი

დღეს 15 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მოახდინა მისი მიწის 20%-ის ოკუპაცია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, „დღეს 15 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მოახდინა მისი მიწის 20%-ის ოკუპაცია. რუსეთი კვლავ უარს აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის ვალდებულებების შესრულებაზე. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – წერს ბლინკენი.  

მეტი...

,,სტიქიის ეპიცენტრში მოყვა…მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა ოჯახს!”- ოჯახი გენადი სულთანიშვილს ეძებს

სოციალურ ქსელ ფეისბუქში, ჯგუფ ”რაჭაში”, მოქალაქე წერს, რომ მისი სიმამრი სტიქიის ეპიცენტრში მოყვა ე.წ კოტეჯების ადგილას. მისივე თქმით, გენადი(გენო) სულთანიშვილი  ცოცხლად პოვნის შანსი ოჯახს ამოეწურა. „ესაა ჩემი სიმამრი გენადი(გენო) სულთანიშვილი .სოფ.გლოლის მკვიდრი. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა ე.წ კოტეჯების ადგილას. ამ ადამიანზე არავინ არაფერს არ წერთ! მით უმეტეს ყველა რაჭველმა ფოლკლორის მოყვარულმა იცის ეს პიროვნება,მაგრამ არავის კრინტი არ დაგიძრავთ! არის ანსამბლ “ბუბას” წევრი.  უმაგრესი ადამიანი! ნუთუ მხოლოდ ოჯახის წევრებს გვაკლია მისი ღიმილი და კაცობა-ადამიანობა? აქამდე არ ვწერდი იმედი მქონდა ვინმე კულტურის წარმომადგენელს ან უბრალოდ ვინმე რაჭველს გაახსენდებოდა გენო ბაბუა! ეხლაც იმიტომ…

მეტი...

,,და ამერიკაში ჩაირიცხა, ძმა საფრანგეთში და მშობლებმა სიურპრიზი მოუწყვეს, შოვში გაუშვეს”- რას წერს მოქალაქე

რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებას 18 ადამიანი ემსხვერპლა გარდაცვლილებს შორის არიან და-ძმა, გიორგი და სოფო ყარალაშვილები. სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში,  მოქალაქე წერს: ,,და ამერიკაში ჩაირიცხა, ძმა საფრანგეთში და მშობლებმა სიურპრიზი მოუწყვეს და შოვში გაუშვეს დასასვენებლად… ღმერთო, წარმომიდგენია ახლა მათ გულებში რა ხდება…”,- წერს მაია შარაშიძე. ცნობისთვის, ამ  დროისთვის სტიქიის ზონაში  16 ადამიანი იძებნება, ხოლო აღმოჩენილი 18 ცხედრიდან ოთხის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება.  

მეტი...

,,სამწუხაროდ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, შეიძლება, ჩვენ უსუსური ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურებების წინაშე”- დავითაშვილი

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მის მიერ 2018 წელს გაკეთებული განცხადება,  რომ შეიქმნებოდა ადრეული გაფრთხილების სისტემა, სპეკულირების საგანი გახდა. „ვსაუბრობდით, რომ ქვეყანაში შეიქმნებოდა ადრეული გაფრთხილების სისტემა და გვექნებოდა ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების უკეთესი მონიტორინგი და რა თქმა უნდა, ესეც გახდა სპეკულირების საგანი. აქაც გადაწყვიტეს, რომ ალბათ პოლიტიკური ქულები დაეწერათ ან თემის სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მოეხდინათ, რაც სამწუხაროა. ეს ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაციის შეუსაბამოა. როგორც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, თავს მოვალედ ვთვლი, საზოგადოებას უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდო, რა სამუშაოები ჩატარდა სახელმწიფოს მხრიდან 2018 წლის შემდეგ გარემოს დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და გაძლიერების კუთხით…

მეტი...

,,იძებნება 16 ადამიანი, აღმოჩენილი 18 ცხედრიდან ოთხის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება”- მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში  16 ადამიანი იძებნება. მისივე თქმით, აღმოჩენილი 18 ცხედრიდან ოთხის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება. „დაკარგული ადამიანების აღმოჩენის შესახებ ახალი ინფორმაცია არ არის. იძებნება 16 ადამიანი, ხოლო აღმოჩენილი 18 ცხედრიდან ოთხის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება, დანარჩენი იდენტიფიცირებული არიან. ზოგიერთი მათგანი უკვე გადასვენებულია. დღეს გლოვის დღეა და კიდევ ერთხელ ძალიან გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თითოეულ ოჯახს. წარმოუდგენელი ამბავია, ტრაგედიაა, როცა დაკარგულია ოჯახის რამდენიმე წევრი და მათ ეძებენ. აქ როცა ამბებს ისმენ, თავიანთი ოჯახების ამბებს გიყვებიან, არ შეიძლება, ეს მარტივად გადმოსცე. თითოეულ ოჯახს და მთელ საქართველოს…

მეტი...

,,თავიდან აცილება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა”- ოთარ შამუგია შოვზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, პირველადი დასკვნის თანახმად, მოვლენები იმდენად მყისიერი და კომპლექსური იყო, რომ მისი თავიდან აცილება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა. მისი თქმით, ინფორმაციას, რომ მდინარე ჭანჭახი სტიქიამდე ორი დღით ადრე დაგუბდა, არასწორია. ,,მინდა საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი დეტალები მივაწოდო, რაც წინასწარი შეფასებით დადგინდა. სტიქია იმით დაიწყო, რომ კლდეზვავური მასა ჩამოიშალა. ის შემდგომში შეეჯახა მყინვარს, გარკვეული ნაწილი ჩამოინგრა, რასაც მოჰყვა მეწყრული პროცესები და ყველაფერი გადაიზარდა ღვარცოფში. სპეციალისტების დასკვნით, ეს ყოველივე სტიქიის 8-10 წუთის განმავლობაში განვითარდა. საუბარი იმაზე, რომ მდინარის ორდღიანი დაგუბება იყო, ეს…

მეტი...

,,მინდა, მკაფიოდ და ხაზგასმით განვაცხადო, რომ ქვეყანას რესურსების პრობლემა დღეს არ გააჩნია”- ლევან დავითაშვილი

იცით, რომ შოვში ყველა სახელმწიფო უწყებაა ჩართული, მინდა, მკაფიოდ და ხაზგასმით განვაცხადო, რომ ქვეყანას რესურსების პრობლემა დღეს არ გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხანდახან ადამიანები, სისტემები, სახელმწიფო ინსტიტუტები თუ მთლიანად ქვეყნები უძლური არიან სტიქიური უბედურებების პრევენციის და აღკვეთის დროს. „იცით, რომ ყველა სახელმწიფო უწყება არის ჩართული, მთლიანად მობილიზებულია ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ამ კუთხით, მინდა, მკაფიოდ და ხაზგასმით განვაცხადო, რომ ქვეყანას რესურსების პრობლემა დღეს არ გააჩნია, მაგრამ სტიქიასთან დაკავშირებით, ასევე ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ,…

მეტი...

მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, რაც ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობია – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. მათივე ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს. „ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია – 37, 39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 39, 41◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალოდნელია დღის მაქსიმალური ტემპერატურა 33, 38◦C, მაღალ მთაში 28, 33◦C-მდე მოიმატებს. მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,სიტყვები უძლურია იმ ტკივილთან, რაც თავს დაატყდა ჩვენს სკოლას”-სკოლა, სადაც ლუკა სწავლობდა

შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ლუკა დუდაშვილის გარდაცვალების გამო 161-ე საჯარო სკოლა განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პატარა ლუკა 161-ე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე იყო. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვის ტრაგედიის გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებლებს და სრულიად საქართველოს. სტიქიამ იმსხვერპლა ჩვენი მეორე კლასელი მოსწავლე ლუკა დუდაშვილი… ვუსამძიმრებთ პატარა ლუკას დამრიგებელს და კლასელებს. სიტყვები უძლურია იმ ტკივილთან, რაც თავს დაატყდა ჩვენს სკოლას ამ ხანმოკლე პერიოდში. განსაკუთრებით მძიმე ზაფხულია ჩვენთვის“,- ნათქვამია განცხადებაში. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.  

მეტი...

,,ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი”- ლევან ხაბეიშვილი 

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი  გუშინ, გლოვის პარალელურად პარტიის წევრების ქეიფს ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთ პირობებში, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ქეიფი. მისივე  თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დასვას შეკითხვა, სტიქიის პირობებში სად იყო პრემიერ მინისტრი, შს მინისტრი და ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც ევალებოდა  მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ,,მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია – ასეთ პირობებში, ასეთი გლოვის დღეებში, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს ეს, რაიმე სახის ქეიფი, კიდევ ვამბობ, ეს არის უმძიმესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ადამიანისთვის, როგორც ორი შვილის მამას უმძიმესი საყურებელია ამდენი ოჯახის გამწარება, ამდენი ადამიანის გამწარება, ამდენი საყვარელი…

მეტი...

,,რას გადავარჩინეთ საქართველო 2008-ში?!”- სააკაშვილი აგვისტოს ომზე

მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს ეხმაურება. მისი თქმით, მაშინ გამოჩენილი სიმტკიცით დაიცვეს საქართველოს სუვერენიტეტი, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივ აღდგენამდე. ,,რას გადავარჩინეთ საქართველო 2008-ში?! როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბერნარ კუშნერი თბილისში ჩამოვიდა. ჩვენ შევათანხმეთ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც სარკოზიმ მოსკოვში წაიღო. იქ ნახა პუტინი და მედვედევი შემდეგ ჩამოიტანა უკან შეთანხმება, რომელსაც 1 პუნქტი დაუმატეს კერძოდ, “სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი მომავალში , საერთაშორისო მოლაპარაკების შედეგად უნდა განისაზღვროს”.  ეს პრაქტიკულად ნიშნავდა, რომ ჩვენ საკუთარი ხელმოწერით უარი უნდა გვეთქვა საქართველოს ტერიტორიებზე…

მეტი...

„მთავრობა პირველივე წუთებიდან ჩართული იყო”- ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება, საშინელი ტრაგედიაა, რომელიც დატრიალდა შოვში, მთელი საქართველო შეძრა, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენი სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი გარდაცვლილთა ოჯახებს. „მთავრობა პირველივე წუთებიდან ჩართული იყო. ჩვენი გმირი მაშველები, 400-მდე მაშველი იყო ჩართული სამუშაოებში. ჩვენი 210 თანამოქალაქე უვნებლად იქნა გამოყვანილი სტიქიის ზონიდან. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცები ჩაერთნენ სამუშაოებში, ეხმარებოდნენ ჩვენს საამაყო, გმირ მაშველებს. ჩვენი მხრიდან მობილიზება იყო სრული. ადგილზე იყვნენ ექიმები. ადგილზე არის მობილიზებული ასზე მეტი სპეციალური…

მეტი...

,,საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა”- ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი გარდაიცვალა

ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციელი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო. პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს…

მეტი...

,,ისეთი მაგარი მაშველი უნდა ვიყო”-სტიქიას გადარჩენილი პატარა

სოციალურ ქსელში სტიქიას გადარჩენილი ბავშვის ვიდეო ვრცელდება. მცირეწლოვანი ბიჭი ვიდეოში ამბობ, რომ ”მაგარი მაშველი უნდა იყოს”. ,,მე იცით, როგორი მაშველი უნდა ვიყო? იქიდან გამოვჩნდები. ისეთი მაგარი მაშველი უნდა ვიყო, რომ იქიდან გამოვჩნდე,”- ამბობს ბიჭი. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

მეტი...

,,გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს ნატო-სგან”- ხავიერ კოლომინა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმად დამწუხრებული ვარ შოვში ტრაგიკული მეწყერის გამო. გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს ნატო-სგან. ფიქრებით მსხვერპლთან და მათ ახლობლებთან ვართ“, – წერს ხავიერ კოლომინა.

მეტი...

,,თავისუფლება და დემოკრატია, რაც პუტინს ყველაზე მეტად სძულს,  მის ყველა მეზობელ ქვეყანაში”- კრამონი

,,თავისუფლება და დემოკრატია, რაც პუტინს ყველაზე მეტად სძულს,  მის ყველა მეზობელ ქვეყანაში,”- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს. ,,ამ დღეს, 7 აგვისტოს – მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ სხვა ომები, რომლებიც რუსეთმა დაიწყო. ერთი მათგანი იყო  საქართველოში ზუსტად 15 წლის წინ. ვიბრძოლოთ სუვერენიტეტისთვის. თავისუფლება და დემოკრატია, რაც პუტინს ყველაზე მეტად სძულს,  მის ყველა მეზობელ ქვეყანაში!”,- წერს კრამონი.

მეტი...

„ჩემს გამარჯვებას რაჭაში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულებს ვუძღვნი”- ლაშა ბექაური

ძიუდოისტი ლაშა ბექაური გამარჯვება  რაჭაში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულებს უძღვნის. ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოქროს მედლის მოპოვების შემდგომ განაცხადა. „ჩემს გამარჯვებას რაჭაში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულებს ვუძღვნი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვახერხე და მათი სულები გავახარე“, – განაცხადა ბექაურმა.  

მეტი...

დღეს ახალი ლოკაციის, ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიის წმენდა დაიწყება – ონის მერი

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, რომ შოვში, სტიქიის ზონაში, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, 7 პრიორიტეტულ ლოკაციაზე მიმდინარეობს. მისი თქმით, დღეს ერთ-ერთი ახალი ლოკაციის, ე.წ. მჟავე წყლების წმენდა დაიწყება. ,,სამუშაოები მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. 7 პრიორიტეტულ ლოკაციაზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მუშაობს 80-ზე მეტი მძიმე ტექნიკა. ერთ-ერთი ახალი ლოკაციის წმენდა დაიწყება დღეს, ე.წ. მჟავე წყლების. გუშინ ბოლომდე იქნა გზა გაყვანილი და ახლა მიმდინარეობს მდინარის გადაგდების სამუშაოები ესე ვთქვათ, კალაპოტს ვუცვლით ხელოვნურად, რომ მოხდეს იქ დამუშავება ლოკაციის და ამოწმენდა,” – აცხადებს ხიდეშელი.

მეტი...

,,ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი”- კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთის მიერ სისასტიკე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა გრძელდება. „15 წლის წინ, ამ დღეს, რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია. სისასტიკე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა გრძელდება. ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა კაია კალასმა.

მეტი...

,,მხარს ვუჭერთ მამაც ქართველ ხალხს, რომელმაც აირჩია ევროკავშირისა და ნატო-სკენ გზა“- შარლ მიშელი

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტს მიმართ ურყევი რჩება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს მამაც ქართველ ხალხს. „საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტს მიმართ ურყევი რჩება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მამაც ქართველ ხალხს, რომელმაც აირჩია ევროკავშირისა და ნატო-სკენ გზა“, – წერს შარლ მიშელი.

მეტი...

ილია მეორის კურთხევით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის საქართველოს ყველა ეკლესიაში დღეს პანაშვიდს გადაიხდიან

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის საქართველოს ყველა ეკლესიაში დღეს პანაშვიდს გადაიხდიან. „რაჭაში, შოვში, მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა სულის საოხად, დღეს, 7 აგვისტოს, გლოვის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში გადახდილ იქნება პანაშვიდი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მეტი...

,,ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერში 3 აგვისტოს დაღუპულებს“- ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შოვში 3 აგვისტოს, შოვში  მომხდარ სტიქიას ეხმაურება და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. „ევროკავშირის წარმომადგენლობა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერში 3 აგვისტოს დაღუპულებს“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე გამოქვეყნებყლ ინფორმაციაში.  

მეტი...