„ქვეყანაც დასაცავია, ოჯახიც და ღირსებაც“ – გიორგი ელოშვილი   

„სატახტო ქალაქიდან განსაკუთრებით მძიმედ ჩანს ლგბტ ჯგუფების ლიდერობა თბილისის ქუჩებში და წაქეზებული ახალგაზრდების გარედან დაკვეთილი, წაუკითხავი პროტესტი“ – აცხადებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი.

მისი თქმით,  ქვეყანაც დასაცავია, ოჯახიც და ღირსებაც.

„ნუთუ ასე დამოკიდებული გავხდით იმის მოლოდინში, რომ ჭეშმარიტ დასავლურ ღირებულებებზე აღიზრდებოდა თაობა. გავექეცით საბჭოთა დამოკიდებულებას და შევეჯახეთ იმ ფორმის პარტნიორობას, როცა აქამდე მოტანილი სუვერენიტეტიც საფრთხის ქვეშ დადგა. ქვეყანაც დასაცავია,ოჯახიც და ღირსებაც.

საკუთარის ლანძღვა ტრენდად იქცა და სხვისი – უკითხავად უნდა მოვიწონოთ. თუ საჭიროა ცალ ფეხზეც უნდა დავდგეთ და თუ ვინმე ჩათვლის ომიც უსიტყვოდ უნდა დავიწყოთ. იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ ამერიკული კანონი დასავლეთში დასავლურია და საქართველოში – რუსული“ – აცხადებს ელოშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარე ყველას „საქართველოსთან ურთიერთობისკენ“ მოუწოდებს.

„მე ვარ ქართველი და ჩემი უპირველესი საზრუნავია ჩემი სამშობლო და მისი რეალური დამოუკიდებლობა. არ შეიძლება, რომ საზოგადოებისთვის რაიმე იყოს დასამალი, მით უმეტეს ის, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. ასე, რომ კეთილი ინებეთ და გამჭვირვალედ შეეცადეთ ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, საქართველოსთან ურთიერთობას.

საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ – აცხადებს ელოშვილი.

 

მსგავსი თემები