„რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ეს ომი ხვალ უკრაინიდან თავისი ძალების გაყვანით“ – ჯო ბაიდენი

პრეზიდენტმა ბაიდენმა ვილნიუსის სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის საკითზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთს ამ ომის დასრულება ხვალვე შეუძლია. „ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შესუსტდება. ჩვენ დავდგებით თავისუფლებისთვის დღეს, ხვალ და რამდენიც საჭირო იქნება. ყველას გვინდა, რომ ეს ომი სამართლიანი პირობებით დასრულდეს.  ერთ ქვეყანას არ შეიძლება, მიეცეს უფლება, ძალით წაართვას მეზობელს ტერიტორია. რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ეს ომი ხვალ უკრაინიდან თავისი ძალების გაყვანით, რომელმაც დაანგრია მისი საერთაშორისო საზღვრები. სამწუხაროდ, რუსეთი ჯერჯერობით არ ავლენს ინტერესს დიპლომატიური შედეგების მიმართ. პუტინს ჯერ კიდევ არასწორად სჯერა, რომ მას შეუძლია უკრაინის გადალახვა. მას არ შეუძლია დაიჯეროს,…

მეტი...

„დარწმუნებული ვარ, რომ მოღალატეობრივი პოზიცია არც ბაიდენისგან და არც შოლცისგან არ იქნება“ – პრეზიდენტი ზელენსკი

ვილნიუსის სამიტის შემაჯამებენ პრესკონფერენციაზე სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, ერთი სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში გაცვლიან. მან უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გაჭიანურებასაც და განგებ თავის არიდებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მოღალატეობრივი პოზიცია არ იქნება. „დარწმუნებული ვარ, მოღალატეობრივი პოზიცია არც ბაიდენისგან და არც შოლცისგან იქნება. ამასთან ერთად უნდა ვთქვა, რომ არასდროს არ გავცვლით არანაირ სტატუსს ჩვენს ნებისმიერ ტერიტორიაზე. თუნდა ეს ერთი სოფელი იყოს, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს. არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს და არასდროს გავცვლით გაყინულ კონფლიქტში. ეს არასდროს არ იქნება. ჩემი პოზიცია მკაფიოდ იციან…

მეტი...

„ევროპა არის საქართველოსთვის ის ადგილი, სადაც უნდა იყოს“ – ევროპარლამენტარი  

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია. მისივე შეფასებით, ევროპარლამენტარები საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრები არიან და საქართველოს ადგილიც აქ არის. ევროპარლამენტარმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში გადამწყვეტი იქნება ქართველი ხალხის ნება. „ჩვენ ვართ მეგობრები, ჩვენ ვართ საქართველოს და ქართველების მეგობრები. ვფიქრობთ, რომ ევროპა არის საქართველოსთვის ის ადგილი, სადაც უნდა იყოს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხალხის ნება გადამწყვეტი იქნება ამ საკითხის გადაწყვეტაში“,- განაცხადა ფოტიგამ პრესკონფერენციაზე, რომელიც რამდენიმე ევროპარლამენტართან და ნიკა გვარამიასთან ერთად ევროპარლამენტში გაიმართა.

მეტი...

„საქართველოში ღრმა პოლარიზაციაა“ – ევროპარლამენტარი

რამდენიმე ევროპარლაენტმა პატიმრობიდან გათავისუფლებულ ნიკა გვარამიასთან ერთად, ევროპარლამენტში პრესკონფერენცია გამართა. როგორც ერთ ერთმა ევროპარლამენტარმა – მირიამ ლექსმანმა აღნიშნა, საქართველოში ღრმა პოლარიზაცია შეინიშნება. „ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს დავეხმაროთ გახდეს ევროკავშირის წევრი და გახდეს ევროპული ქვეყნების ოჯახის სრულყოფილი წევრი. მეორე მხრივ, საქართველოში ძალიან ღრმა პოლარიზაციაა.  საქართველოში ვითარება უნდა შეიცვალოს. ჟურნალისტებს თავს ესხმიან ფიზიკურად და ვიცით, რომ მთავრობა ქვეყნის პოლარიზაციას ახდენს, ეს ყველაფერი ჯანსაღი არ არის. არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, რომ ქვეყანამ თავისი ვალდებულებები შეასრულოს, რადგან საქართველოს ხალხი თავის მომავალს ევროკავშირს უკავშირებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“ –  განაცხადა…

მეტი...

რუსეთის დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებები ამჯერადაც დატოვა

რუსეთის დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებები ამჯერადაც დატოვა. დღევანდელ მოლაპარაკებაზე დევნილთა დაბრუნების საკითხი განიხილებოდა.  როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია განმარტავს, რუსეთი ყოველთვის ასე იქცევა, როცა საკითხი დევნილთა დაბრუნებას ეხება. „დევნილთა დაბრუნების თემა არის ცენტრალური საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებზე. სამწუხაროდ, რუსეთის დელეგაციის მხრიდან გრძელდება პრაქტიკა, როგორც კი ეს საკითხი დგება დღის წესრიგში, ისინი ტოვებენ მოლაპარაკებათა მაგიდას.  რუსეთის ფედერაცია არ ავლენს არანაირ ნიშანს, რომ დაიწყოს ამ საკითხის განხილვა, ეს კი, ექვსპუნქტიანი შეთანხმების ცენტრალური თემაა უსაფრთხოების საკითხებთან ერთად. ჟენევის პროცესში ნებისმიერი პროგრესი განიხილება მხოლოდ ამ საკითხებზე წინსვლით. შესაბამისად, ადრე თუ გვიან, ეს საკითხები…

მეტი...

თავდაცვის კოდექსი მეორე მოსმენით მიღებულია

საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე კვირიანი და ხმაურიანი  განხილვის შემდეგ, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პროექტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6 კი წინააღმდეგი წავიდა. „თავდაცვის კოდექსი“ რამდენიმე წელია, მუშავდება. კოდექსი ჩვენი უწყებისთვის შვილივით გახდა. მის შემუშავებაში უდიდესი შრომაა ჩადებული. ვინც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გაძლიერებას გულშემატკივრობს, მაქსიმალურად იყო ჩართული“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ. პროექტს მესამე მოსმენით პარლამენტი სექტემბერში განიხილავს.

მეტი...

„ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირობას იძლევა რომ უკრაინა ამერიკის დახმარებაზ ყველა მიმართულებით მიიღებს.  „ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე“ – ეს განცხადება ჯო ბაიდენმა  „დიდი შვიდიანის“  დეკლარაციის წარდგენისას გააკეთა. „საკმაოდ ცოტა ადამიანია ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, ვინც იტყოდა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი უკრაინას მხარს დაუჭერდა. სახეზეა, რომ იაპონიამ გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი, ის მიხვდა, რომ როდესაც მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში 180 ათასი ჯარისკაცი კვეთს საზღვარს, პარავს სუვერენიტეტს სხვა ქვეყანას, მაშინ ეს აისახება მთელ მსოფლიოზე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა. პრეზიდენტმა იმ გარანტიებზეც ისაუბრა, რასაც უკრაინა ამერიკისგან მიიღებს. „მე და ბატონმა…

მეტი...

ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას შორის ძალიან ინტენსიური საუბრების შემდეგ მოხდა გადაწყვეტილების მიღება – ჩალაძე სააკაშვილთან ექიმების შეშვებაზე

კლინიკა ”ვივამედში”, მიხეილ სააკაშვილთან პოლონეტი ექიმები იმყოფებიან. გიორგი ჩალაჩის განცხადებით, პოლონელი ექიმების შეშვება თბილისსა და ბრიუსელს შორის, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდა. ,,დღეს ადრეული დილიდან მოყოლებული, ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას შორის ძალიან ინტენსიური საუბრების და დისკუსიების შემდეგ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ ექიმები პრეზიდენტ სააკაშვილთან შევლენ. ეს საუბარი არ იყო მარტივი, ეს საუბარი არ იყო დაბალ დონეზე, ეს საუბარი იყო უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ბრიუსელსა და თბილისს შორის, ამაში ჩართული იყო საქართველოდან ძალიან აქტიურად და პირადად ევროკავშირის წარმომადგენლობა და პოლონეთის საელჩო”,- განაცხადა ჩალაძემ.  

მეტი...

Tesla-მ სრულად თვითმართვადი ავტომობილების წარმოება შესაძლოა, წელს დაიწყოს

მილიარდერი ილონ მასკის განცხადებით, კომპანია Tesla-მ შესაძლოა 2023 წელს დაიწყოს ელექტრო მანქანების წარმოება, რომლებიც თითქმის მთლიანად მძღოლის ჩარევის გარეშე იმოძრავებენ. ამის შესახებ Tesla-ს ხელმძღვანელმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. ,,ვფიქრობ, ეს შეიძლება მოხდეს წელს. მე უკვე მოვახერხე ბოსტონის გარშემო მოგზაურობა ტესლას მანქანით რამდენიმე დღის განმავლობაში, მხოლოდ მარშრუტის დასახვა, მართვაში მინიმალური ჩარევით”, – აღნიშNა მასკმა. როგორც Reuters-მა გაარკვია, Tesla-ს მიერ შემუშავებული ავტოპილოტი ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ახალ მანქანებზე, არამედ ის შეიძლება დაინსტალირდეს ძველ მოდელებზეც.

მეტი...

,,ფერი აღარ ჰქონდა, ხელი დავადე არის კიდევ ცოცხალი თუ არა”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, კლინიკა „ვივა მედში“ პოლონელი ექიმები  შევიდნენ. აღნიშნულს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმესი აქტიურად იყო ჩართული ბრიუსელი. ,,კიდევ კარგი, რომ ჩამოვიდნენ, კიდევ კარგი, რომ შევიდნენ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან გართულდა მათთვის ნებართვების მიცემა. ბრიუსელი იყო ჩართული ამ საქმეში ძალიან აქტიურად რამდენადაც ვიცი, მაგრამ დეტალები რაც ვიცი ლაპარაკიდან კერძო საუბრები იყო ხოლმე, იმისი თქმის უფლებაც არ მაქვს ჯერ-ჯერობით. ვნახოთ როგორ დამთავრდება. ადამიანი არის ცუდად, გუშინ მაგალითად ცუდად იყო და  წუთში რა მოხდება არ ვიცი იმიტომ, რომ ყოველ წუთს შეიძლება, გუშინ ვუყურებდი და ვფიქრობდი ღმერთო…

მეტი...

იაპონია უკრაინას დრონების ამომცნობ სისტემებს გადასცემს

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კაშიდას განცხადებით, უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების ამომცნობ სისტემებს გადასცემენ. მისი თქმით, იაპონია უკრაინისთვის არალეტალური აღჭურვილობის მიწოდებისთვის იმ $30 მილიონ დოლარს გამოიყენებს. ,,პარტნიორებმა, რომლებიც იზიარებენ ფუნდამენტურ ღირებულებებს და სტრატეგიულ ინტერესებს, მომავალშიც უნდა გაამყარონ საკუთარი კავშირები”, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

დარწმუნებული ვარ, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება ნატო-ში – ზელენსკი

მჯერა, ჩვენ ნატო-ს ვჭირდებით, ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ნატო. დარწმუნებული ვარ, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება ნატო-ში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს. „მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის, რომლებიც ნამდვილად ლიდერები არიან უკრაინის დახმარებაში. არ ვაპირებ, მოვძებნო არგუმენტები, რათა დავადასტურო, რომ ბაიდენს სურს უკრაინის ხილვა ნატო-ში. ეს არგუმენტები უნდა იყოს ორმხრივი. ეს ეხება ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთის უსაფრთხოებას და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას. მჯერა, ჩვენ ნატო-ს ვჭირდებით, ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ნატო. დარწმუნებული ვარ, ეს სამართლიანია და ომის დასრულების…

მეტი...

პოლონეთის აეროპორტში, მკვლელობის ბრალდებით ქართველი დააკავეს

შაბათს, 8 ივლისს, კატოვიცე-პირზოვიცის სასაზღვრო დაცვის განყოფილების თანამშრომლებმა  საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 38 წლის ქართველი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა განზრახ მკვლელობისთვის. ის საქართველოდან ჩასვლის შემდეგ აეროპორტში დააკავეს. ქართველს ყაზახეთის მოქალაქის მკვლელობა ედება ბრალად

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, „ვივა მედში“ პოლონელი ექიმები შევიდნენ

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, კლინიკა „ვივა მედში“ პოლონელი ექიმები  შევიდნენ. ,,დღეს ვიზიტი აქვთ ჩვენთან ჩვენს პოლონელ კოლეგებს. ჩვენ ნებართვა ყოველთვის გვქონდა გაცემული და ჩვენ პირიქით მივესალმებით… როგორც წარმომედგინა, შემადგენლობა არის მედიკოსებით დაკომპლექტებული. პაციენტიც საქმის კურსშია,” – განუცხადა “ვივა-მედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძე “ტვ პირველს”. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ, ექსპრეზიდენტის მონახულების მიზნით, საქართველოში პოლონელი ექიმების შემოშვევას.

მეტი...

,,ვინმე მეხინკლე მაინც გაგვეშვა, რომ იქ კარგი ხინკალი მოეხვია”- ელისაშვილი ნატო-ს სამიტზე

ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ღრმად არის დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუშვა ნატო-ს სამიტზე დასასწრებად, ხოლო ღარიბაშვილი არ მიიწვიეს. მისივე თქმით, ”ქართულლი ოცნების პოლიტიკაა, რასაც ახლა ვიღებთ. „მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუშვა, სამიტზე დასასწრებად ხოლო ღარიბაშვილი არ მიიწვიეს. ვინმე მეხინკლე მაინც გაგვეშვა, რომ იქ კარგი ხინკალი მოეხვია და ამით მაინც წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყანა. კმაყოფილების და მადლიერების განცდა მაინც ჰქონოდათ ჩვენდამი. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რასაც ახლა ვიღებთ. იმდენს ითრევენ ფეხს, რომ ნატო-ს ლიდერებმა ღია სიგნალი მიიღეს, რომ ამ ქვეყანას არ უნდა და ძალით ხომ არ დაგვიწყებენ ხვეწნას.…

მეტი...

,,ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავ”- მეუფე იაკობი მეუფე შიოზე

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი  პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით,   ვერცერთ ვერსიას ვერ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ მეუფე შიოს საპატრიარქოში მტერი არ ჰყოლია. „მეუფე შიო წესიერი კაცია. გინახავთ, რომ ჩემსავით გამოვიდეს? რაფინირებულად საუბრობს. საუბრობთ, შორენა თეთრუაშვილიო – შორენას თავისი ადგილი აქვს, მეუფე შიოს თავისი ავტორიტეტი. ერთმანეთის საქმეებში ვერ იკვეთებიან. ვერ გეტყვით (ვისი ინტერესია). როდესაც გავიგე, რომ შრომისუნარიანია, ცუდზე არ ვფიქრობ. ვნახოთ, მიზეზი. დღეს შეიძლება ბევრი ჩინური პროდუქცია იყოს, ხომ იცით, რაც ხდებოდა სათამაშოებზე. არ ვიცი, რომელი მეტალი იყო მის სისხლში. მე ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავ.…

მეტი...

13 წლის მოზარდმა მომხდარის შესახებ მეგობარს უამბო – შემზარავი დანაშაული ახალი დეტალები

შემზარავი დანაშაული ბათუმში. გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის მოზარდმა მამის მხრიდან  განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ მეგობარს უამბო, მეგობარმა კი პოლიციას მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი წარსულში ნასამართლევია და  საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა.

მეტი...

,,ვერასდროს დავუშვებთ, მოსკოვის გადასაწყვეტი იყოს, ვინ შეიძლება იყოს ნატო-ს წევრი და ვინ – არა”- სტოლტენბერგი

,,ჩვენ ვერასდროს დავუშვებთ, მოსკოვის გადასაწყვეტი იყოს, ვინ შეიძლება იყოს ნატო-ს წევრი და ვინ – არა,” ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებისა და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი. ,,ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს და სრულიად უსაფრთხო ვარიანტი უკრაინისთვის და არც მოკავშირეებისთვის არ არსებობს, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე იმაშია, პუტინი თუ გაიმარჯვებს. მაშინ მიიღებს შემდეგ გზავნილს – როდესაც ის იყენებს სამხედრო ძალას, არღვევს საერთაშორისო კანონს, იჭრება მეზობელ ქვეყანაში, მაშინ ის სასურველს იღებს. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნატო-ს…

მეტი...

,,გვესმის, რომ ვიღაცას ეშინია, ისაუბროს ჩვენს წევრობაზე, რადგან არავის სურს მსოფლიო ომი”- ზელენსკი

გვესმის, რომ ვიღაცას ეშინია, ისაუბროს ახლა ნატო-ში ჩვენს წევრობაზე, რადგან არავის სურს მსოფლიო ომი, რაც გასაგებია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა იბრძვის და გასაგებია, რომ ვერ გახდება ნატო-ს წევრი, ვიდრე ომი გრძელდება მათ ტერიტორიაზე. „ყველაზე მნიშვენლოვანია, რომ გვაქვს შედეგები, ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ სპეციფიკური მიმართულებები, რომელიც ნატოსთან გვაახლოებს. რთულია, ზოგიერთი რამ აუხსნა პარტნიორებს, რადგან ჩვენ ვართ ომში, პარტნიორებს ნამდვილად სურთ ჩვენი დახმარება და გვეხმარებიან, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც გადარჩენაა მთავარი საკითხი და პარტნიორებს სურთ, დაგვეხმარონ, რომ ვიცოცხლოთ, მაგრამ მანამდე…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტმა ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, ქართველებმა ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ, იდეოლოგიების მსხვერპლი არ უნდა ვიყოთ. „ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა ქართველებს დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა, უკრაინის დღევანდელ პრეზიდენტზე მაქვს საუბარი, რომელმაც ჩვენი ელჩი ფაქტობრივად დაითხოვა უკრაინიდან, მანამდე აქედანაც გაიწვია ელჩი. იმისგან არ გამიკვირდება, რადგან ის არის უკრაინის პრეზიდენტი და ცდილობს, უკრაინა იყოს უფრო წარმატებული, უფრო ძლიერი, ომში შედარებით ნაკლები ძალა უტევდეს, რომ უფრო მეტის გაკეთების შანსი ჰქონდეს, ვიდრე შეუძლია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან სწორი შეფასება გააკეთეს. მინდა, აღვნიშნო, პოლიტიკოსების ის ნაწილი, რომლებიც დღეს…

მეტი...

,,შესაძლოა, საბოლოოდ დადგინდეს, რომ მეუფე შიოს შემთხვევა არის ყოფითი”- ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. „რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული. შესაძლოა, საბოლოოდ დადგინდეს, რომ არის რაღაც ყოფითი შემთხვევა, თუმცა რაც ხდება და რა თანმიმდევრობითაც ხდება, ყოველ შემთხვევაში, არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც“, – განაცხადა ანდრია ჯაღმიძემ. მისივე თქმით, საპატრიარქოში საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა მალე ჩატარდება. „მუხლებში ვერ ვერკვევი, ნათქვამი იყო, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობით აღიძვრება საქმე და მე ვარ გამოკითხული. ძალიან ზოგადად, რაც მაქვს საჯაროდ ნათქვამი, დაახლოებით იმის ირგვლივ ვისაუბრეთ. გამოძიების ფარგლებში არ ყოფილან საპატრიარქოში. როცა…

მეტი...

,,ნატო-ში მიპატიჟება რომ მიგვეღო, ეს იქნებოდა ოპტიმალური”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სამიტის შედეგები არის პოზიტიური, თუმცა ნატო-ში მიპატიჟება რომ მიგვეღო, ეს იქნებოდა ოპტიმალური,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა არის და ყოველთვის იქნება წვლილის შემტანი საერთო უსაფრთხოებაში. ,,ვაფასებთ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინას ნატო-ში გასაწევრიანებლად არ დასჭირდება ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა. მსურს, ეს სამიტი იყოს წარმატებული ყველასთვის, ჩვენი სამხედროებისთვის, მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის. უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, და საუბარია გარანტიებზე, რომლებიც იმოქმედებს უკრაინის ნატო-ში მიმავალ გზაზე, დღეს დადასტურდება დიდი შვიდეულის წევრების მიერ. ეს იქნება მნიშვნელოვანი და კონკრეტული…

მეტი...

,,წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევა გამოიწვია უკანონოდ დაერთებულმა ქსელმა, დანარჩენს გამოძიება დაადგენს”- ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია და ყველა გარემოებას დაადგენენ სამართალდამცავი ორგანოები. მან მიმართა საზოგადოებას, რომ თავი შეიკავონ ქსელზე უკანონო დაერთებისგან. „პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამ მომხდართან დაკავშირებით. არ მაქვს სურვილი, გავასწრო მოვლენებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალოვანი უწყებები ამ გარემოებებს იკვლევენ. დადგინდება ყველა საჭირო გარემოება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. არ მინდა, ჩემი განცხადებებით ზედმეტი ინფორმაცია გავცე, ან ხელი შევუშალო საგამოძიებო პროცესებს. რაც ნიშანდობლივია – უკანონოდ დაერთებულმა ქსელმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მინდა, ყველა ადამიანს მივმართო, ვისაც მსგავსი რამ განზრახული აქვს – უკანონოდ შეჭრა ქსელზე, ეს…

მეტი...

,,უკრაინა ისე ახლოსაა ნატო-სთან როგორც არასდროს”- იენს სტოლტენბერგი

შევთანხმდით სამნაწილიან დახმარებაზე, რომელიც უკრაინას ნატო-სთან დააახლოებს. უკრაინა ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოთხოვნები გაუქმდება. ,,უკრაინა ისე ახლოსაა ნატო-სთან როგორც არასდროს. მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოთხოვნები გაუქმდება. ეს შეცვლის უკრაინის წევრობის გზას ორნაბიჯიანი პროცესიდან ერთნაბიჯიან პროცესზე. ჩვენ გავაგზავნით მოწვევას უკრაინისთვის, რომ შეუერთდეს ნატო-ს, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან, რომ პირობები დაკმაყოფილებულია. ეს არის მოკავშირეების ძლიერი და…

მეტი...

სექსუალური ძალადობა შვილზე – მოზარდი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია

სექსუალური ძალადობა შვილზე – გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი წარსულში ნასამართლევია და  საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა. ”პრაიმტაიმის” ინფორმაციით, დაზარალებულს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. მათივე ცნობით, მოზარდი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ბათუმში, მამამ 13 წლის გოგო გააუპატიურა  

მეტი...

,,უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი, საქართველო დარჩა “მშრალზე”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეხილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა “მშრალზე” და ძალიან საშიშ ზონაში. სააკაშვილი  ვილნიუსის სამიტზე მიღებულ კომუნიკეს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქვეყნის არსებობა საფრთხეშია. ,,გუშინ ვილნიუსში საქართველო უკრაინას ჩამოაშორეს, არადა საქართველოს შეეძლო მიეღო ის რაც მიიღო უკრაინამ, კერძოდ, ნატო-ში გაწევრიანების გამარტივებული პროცედურა.  საქართველოს უკრაინისგან განსხვავებით ყოველგვარი ომის გარეშე ბევრად შეეძლო უფრო დაცული და შემდგომი რუსული აგრესიისგან დაზღვეული ყოფილიყო. საქართველომ არა მხოლოდ ვერაფერი მიიღო, არამედ გაჩნდა ჩანაწერი, რომ საჭიროა რეფორმებში პროგრესი, რაც დიპლომატიური ენიდან ითარგმნება ისე, რომ სიტუაცია არის მძიმე.  ფაქტია, რომ უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება…

მეტი...

კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია – ნიკა მელია

,,კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, პირადი გამორჩენის მიზნით – არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. მელია ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან განაცხადა, რომ „ნიკა მელია თვეებია, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავს ესხმის. ,,ადამიანს პასუხი რომ გასცე, როგორც მინიმუმ საკუთარ აზრს უნდა გამოხატავდეს და საკუთარი თუნდაც სუსტი არგუმენტები ჰქონდეს;  გუშინ მოვისმინეთ დავით კეზერაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პეტრე ცისკარიშვილის პირით, რომ თურმე მე პარტიას ვლანძღავ. ლანძღვასა და კრიტიკას შორის დიდი სხვაობაა,…

მეტი...

უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, როგორც კი წინაპირობები შესრულდება – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, როგორც კი წინაპირობები შესრულდება. „მესმის უკმაყოფილება და მოუთმენლობა, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რომელშიც უკრაინაა, სრული თანაგრძნობა მაქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გარანტია არსებობს: უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, როგორც კი წინაპირობები შესრულდება. ეს არის შეთანხმება, რომელიც ადრე არ არსებობდა ასეთი სიცხადით“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

მეტი...

მეუფე შიო პირველ კომენტარს აკეთებს

პატრიარქის მოსაყრე, მეუფე შიო მისი მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს. მეუფე შიომ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. ,,გილოცავთ ყველას პეტრე პავლობას, ღმერთის შეწევნით ვარ უფრო კარგად. ალბათ უნდა ჩატარდეს ხელმეორე კვლევები, ექიმები გვირჩევენ. იმედია რომ ყველაფერი გაირკვევა, ეს ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო , ამას ზუსტად ვერ მოგახსენებთ”,- განაცხადა მეუფე შიომ.

მეტი...

,,გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა”- კობახიძე სერგეენკოზე

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დავით სერგეენკო სადეპუტატო მანდატს ტოვეს, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმიანება. მისი თქმით, პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გაცდენების ნახევარზე მეტი დაუგროვდა. ,,როგორც ვიცი, გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა და ამის გამო განიხილება საპროცედურო კომიტეტზე ეს საკითხი. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. კონსულტაციების გვექნება დავით სერგეენკოსთან, ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. დავით სერგეენკო ჩვენი მეგობარია, მეგობრული კონსულტაციები გვექნება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენად სურს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება. ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ სექტემბერში, შევთანხმდებით დავით სერგეენკოსთან და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს საკითხი სექტემბერში გამოვა კენჭისყრაზე”,- განაცხადა კობახიძემ.…

მეტი...

,,გოგა რაზმაძის განცხადება არის სრული ტყუილი, აბსურდი”- ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე  ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის, გოგა რაზმაძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, გოგა რაზმაძის გაცხადება სრული ტყუილი და აბსურდია. ,,გოგა რაზმაძის განცხადება არის სრული ტყუილი, აბსურდი და არანაირ მტკიცებულებას და სამართლებრივ საფუძველს არ ეფუძნება. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი 5 წელია რაც შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და ჩვენ მივიღეთ არაერთი რეკომენდაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორცაა გაერო, ევროკავშირი და ასე შემდეგ, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ დეპარტამენტის გაძლიერების მიმართულებით. იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეფასებინა არსებული მდგომარეობა, რა მდგომარეობაა დეპარტამენტში, სად არის ძლიერი და სუსტი მხარეები,…

მეტი...

,,ალკოჰოლური სასმელი დალიეს, რა დროსაც იჩხუბეს, კონფლიქტი ბრალდებულის სახლთან გაგრძელდა”- შურისძიებით ჩადენილი მკვლელობა

ნაფიცმა მსჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ,,სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშაობდნენ.  2022 წლის 30 ოქტომბერს მათ სხვა მუშებთან ერთად ალკოჰოლური სასმელი დალიეს, რა დროსაც იჩხუბეს. კონფლიქტი ბრალდებულის სახლთან გაგრძელთა, სადაც მან  დაზარალებულს დანით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდების მხარემ, სასამართლო პროცესზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას მოწმობდა. ნაფიცი…

მეტი...

„ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა, მთელი გულით ვუსამძიმრებ მოზარდის ოჯახს”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წყნეთში, ტრაგიკულად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და მთავრობის წევრებთან ერთად, გარდაცვლილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დასასვენებელ პავილიონში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ელექტროხაზი თვითნებურად იყო დაერთებული, რომელზეც მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა. „ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ მოზარდის ოჯახს, რომელიც ორი დღის წინ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ძალიან რთულია ამ ყველაფერზე საუბარი და სიტყვების მოძებნაც კი. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს და ყველა კითხვას…

მეტი...

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სირიელი არასრულწლოვნები გადაჰყავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტომობილში, რომელსაც ქართველი მართავდა,  პოლონეთში არალეგალურად შემოსული სირიის ხუთი არასრულწლოვანი მოქალაქე იმყოფებოდა. ავტომობილი უცხოელებთან ერთად გააჩერეს A4 მაგისტრალზე ტარნოვის (მალოპოლსკის სავოევოდო) მახლობლად. ქართველი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და სასაზღვრო პოლიციის მანქანას დაეჯახა. ქართველი დააკავეს და სირიელებმა პოლონეთი დატოვეს.

მეტი...

ბათუმში, მამამ 13 წლის გოგო გააუპატიურა

ბათუმში, მამამ 13 წლის გოგო გააუპატიურა. ამის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად TV25-მა გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი პოლიციამ უკვე დააკავა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,ვიბრძოლებ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

 უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს ევროპელ ლიდერებთან ისაუბრებს და იბრძოლებს უსაფრთხოების გარანტიებისთვის უკრაინისთვის ნატო-სკენ მიმავალ გზაზე. „დღეს ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს სამი პრიორიტეტული შეკითხვა. პირველი არის შეიარაღების ახალი პაკეტები ჩვენი არმიის მხარდასაჭერად ბრძოლის ველზე. მეორე საკითხი არის ჩემი აზრით, უკრაინის ნატო-ში მიწვევა და რაც დღეს გვესმის არის, რომ ჩვენ ეს მიწვევა გვექნება, როდესაც უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას მოგვცემს. მინდა ამ საკითხების პარტნიორებთან განხილვა. მე ვისაუბრებ და ვიბრძოლებ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისთვის, ნატო-სკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...