„ახალი იარაღის მიწოდება მხოლოდ სიტუაციას გაამწვავებს” – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „როსია 24“-ის ეთერში განაცხადა, რომ კიევისთვის ახალი იარაღის მიწოდება უკრაინაში მხოლოდ სიტუაციას გააუარესებს. „ახალი იარაღის მიწოდება არაფერს მოგვცემს, ეს მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს. უფრო მეტიც, ეს დაამძიმებს უკრაინულ მხარეს და კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს. თუ ვინმეს ეს აინტერესებს და, როგორც ჩანს, არიან ასეთი დაინტერესებული მხარეები, მაშინ ეს არის საუკეთესო გზა ამ ამოცანის განსახორციელებლად. კონფლიქტის შემდგომი გაღვივება – ახალი იარაღის მიწოდება“, – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

„ბრძოლის დროს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი იქნებოდა“ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მრიგ განცხადებას აკეთებს და აბობს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს ეს შეუძლებელია.     „არავის შეუძლია NATO-ში გაწევრიანება საბრძოლო მოქმედებების დროს. ვინაიდან, ამ შემთხვევაში, ჩვენ ომში ჩათრეულები აღმოვჩნდებოდით და ეს იქნება  მესამე მსოფლიო ომში”, – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები სომხეთში წასვლას ID ბარათებითაც შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები სომხეთში წასვლას ID ბარათებითაც შეძლებენ. შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის ურთიერთ მიმოსვლის კიდევ უფრო გამარტივებას. ”შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით ბიომეტრიული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოვლისთვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით”, – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შეგახსენებთ, რომ აქამდე ბიომეტრიული პირადობით საზღვრის კვეთის შესაძლებლობა მხოლოდ თურქეთსა და საქართველოს შორის იყო შესაძლებელი.

მეტი...

“შესასრულებელი რჩება ცხრა რეკომენდაცია” – კელი დეგნანი

,,ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს უნდა აღმოაჩნდეთ გამბედაობა და ძალა, გადადონ განსხვავებები და დაპირისპირება გვერდით და კონცენტრირდნენ იმ საკითხზე, რაც არის აუცილებელი სტატუსის მისაღებად”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფეისბუქ-ლაივში განაცხადა, სადაც ის მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობდა.  ,,ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ 12 რეკომენდაციიდან სამი სრულად შეასრულა და ეს ძალიან კარგია, თუმცა შესასრულებელი რჩება 9 რეკომენდაცია. ამისათვის პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი. გამოავლინონ გამბედაობა და გადალახონ ის განსხვავებული მოსაზრებები იმისათვის, რომ ეს საქმე განხორციელდეს და ისინი გაერთიანდნენ საქართველოს ევროპული მომავლის ირგვლივ”, – განაცხადა დიპლომატმა.

მეტი...

„სტრასბურგში გვარამიას მასპინძლები არ არიან საქართველოს მეგობრები, მათი მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კონკრეტული ევროპარლამენტარების მიზანი, რომლებსაც ნიკა გვარამია სტრასბურგში ხვდება, საქართველოს ხელისუფლების ცვლილებაა. მისი თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალება პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯია. „როდესაც პრეზიდენტმა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ ვთქვი, რომ ეს პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. სადაც ბატონი გვარამია მიიწვიეს, იმ ვიზიტის მასპინძლები რა განცხადებებს აკეთებდნენ საქართველოზე კარგად გვახსოვს, ასევე, სტატუსის მიღებაზე. ისინი სტატუსის საპირწონედ სააკაშვილის გათავისუფლებას აყენებდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ კონკრეტული ევროპარლამენტარების რადიკალური ქმედებები მარცხისთვის იქნება განწირული. „ყველაფერი ნათელია. ამ ადამიანებს სხვა მიზანი აქვთ. ისინი არ არიან საქართველოს მეგობრები. მათი…

მეტი...

„ჭამაზე უარის თქმის გამო, ადამიანები ციხიდან ვერ გათავისუფლდებიან“ – კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები და საკვების მიღებაზე უარის თქმის გამო შესაბამისი სასჯელისგან მას არავინ გაათავისუფლებს. „მიხეილ სააკაშვილმა უნდა ჭამოს და ყველაფერი იქნება რიგზე. მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს და იმავეს გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის „შემოტანა“ საქართველოში, როგორც განუბაჟებელი ტვირთის, თავიდან ბოლომდე იყო დადგმული. ეს შემდეგ გაგრძელდა იმ პიარკამპანიით, რასაც ვხედავდით ამ თვეების განმავლობაში. მიშა დღეში ათჯერ კვდებოდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო – ეს ყველაფერი მიმართული იყო ერთი რამისკენ, რომ როგორმე მომხდარიყო მისი დახსნა და გათავისუფლება სასჯელიდან. ადამიანს აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი, რაზეც…

მეტი...

„ამ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ ახალგაზრდებს, ჩვენ როგორმე ჩვენსას მივხედავთ“ – კახა კალაძე

„ამ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ ახალგაზრდებს, ჩვენ როგორმე ჩვენსას მივხედავთ“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მიერ სტრასბურგში, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს. „ამ ადამიანების მთავარი მიზანი და ამოცანაა, საქართველოში როგორმე შეცვალონ ხელისუფლება, ეს იქნება ძალადობრივი გზით, რევოლუციით, გადატრიალებით, დაპირისპირებით. მინდა, დავამშვიდო ისინი და მივმართო, რომ ქართველ ახალგაზრდებს ნამდვილად არ სჭირდება მათი ზრუნვა. საქართველოს ჰყავს ღირსეული, ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ატარებს ამ ქვეყნისა და მასში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს. ყველაფერი, რაც კეთდება, კეთდება ჩვენი შვილებისთვის და საქართველოს მომავლისთვის. შესაბამისად, ამ ადამიანებმა…

მეტი...

„თუ რაიმე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ, ეს უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო მზად არის განაგრძოს რეფორმების განხორციელება ევროსტრუქტურებში გაწევრიანების მიზნით. მისი თქმით, ეს ხანგრძლივი პროცესია და ხელისუფლება თანმიმდევრულად მოქმედებს. „რა თქმა უნდა, საქართველო მზად არის, რომ რეფორმები განახორციელოს. რეფორმების განხორციელება არ ნიშნავს იმას, რომ დღეს რაღაც შესრულდა და ამით დასრულებულია ყველაფერი. ეს არის გრძელვადიანი, ხანგრძლივი პროცესი, რასაც ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ინტეგრირება და გაწევრიანება მოხდეს იმ ოჯახში, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმატებას ევროინტეგრაციის პროცესში. „თუ რაიმე წარმატებას…

მეტი...

„ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია“ – ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარზე

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია. მისი შეფასებით, ის რადიკალური ოპოზიციის სატელიტია. „ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია. მგონი, საერთოდ არ ღირს ამ ადამიანის კომენტარებზე კომენტარების გაკეთება. მას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგს მიჰყვება. ჩვენ ვიცით, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი, თუ რა დავარქვა ამას არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, დამატებითი კომენტარის გაკეთება საჭირო არ არის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, 2024 წლის არჩევნებზე მოსალოდნელია ზეწოლა და დაშინების მცდელობა, რომ ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ მოირგოს არჩევნების…

მეტი...

„მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა აჩვენონ, რომ მათ აქვთ გამბედაობა“ – კელი დეგნანი

„რაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა აჩვენონ, რომ მათ აქვთ გამბედაობა, აქვთ ძალა, რომ გვერდზე გადადონ უთანხმოება“ – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გააკეთა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის მკაფიო არჩევანია. „ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი, ჩვენ ვართ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერები, რადგან ვიცით, რომ ეს არის უმრავლესობის, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი. სწორედ ამიტომ ვეხმარებით საქართველოს რამდენადაც შეგვიძლია“ – აღნიშნა ელჩმა. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების გამბედაობა. „რაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა აჩვენონ, რომ მათ აქვთ გამბედაობა, აქვთ ძალა, რომ…

მეტი...

„ეს არის რეფორმები, რომელიც, საქართველოს მთავრობამ იცის, რომ უნდა შესრულდეს“ – კელი დეგნანი

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, სასამართლო რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს. როგორც ელჩი აღნიშნავს, გასაკეთებელი ამ მხრივ საკმაოდ ბევრია. „სასამართლო სისტემის რეფორმირება არ არის მხოლოდ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, ის ასევე არის ასოცირების შეთანხმების ნაწილი, რომელიც შეთანხმებულია ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის. ის არის ნატო-ს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ნაწილი, რომელიც შეთანხმებულია და რომელიც მუშავდება საქართველოს მთავრობასა და ნატო-ს მიერ ყოველწლიურად. ეს არის რეფორმები, რომელიც, საქართველოს მთავრობამ იცის, რომ უნდა შესრულდეს. ბევრ მათგანზე შთამბეჭდავი პროგრესი მიღწეულია, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ მეტია და ეს არ არის კრიტიკა, ეს მხოლოდ…

მეტი...

„როდესაც არსებობს საკმარისი და სანდო ინფორმაცია, ჩვენ ვმოქმედებთ“ – კელი დეგნანი სანქციებზე

საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და როდესაც საკმარის და სანდო ინფორმაციას მიიღებენ კორუფციის ან სხვა უკანონო საქმიანობის შესახებ, შესაბამისად მოქმედებენ. ელჩმა მედიასთან დასანქცირებული მოსამართლეების საქმეც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ისინი ხელს უშლიდნენ ქვეყნის განვითარებას. „თქვენ ნახეთ სავიზო სანქციები 4 კორუმპირებული მოსამართლის წინააღმდეგ, ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოში ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის გარეშე, ვერასდროს გექნებათ ძლიერი, ჯანსაღი დემოკრატია, უმნიშვნელოვანესია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, ბიზნეს დავების მოსაგვარებლად და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დასაცავად. ასე რომ, როდესაც…

მეტი...

გიორგი ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს რაგბის ნაკრების საგულშემატკივრო ვიდეორგოლის გადაღებასთან დაკავშირებით, 14 ივლისს, 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, გიორგი ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა შეზღუდული იქნება გიორგი ათონელის ქუჩისა და იტალიის ქუჩის კვეთიდან, გიორგი ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩების კვეთამდე. სოლიკო ვირსალაძისა და გია ჭანტურიას ქუჩებიდან გიორგი ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ათონელის ქუჩიდან იტალიის ქუჩის გავლით, მშრალი ხიდის მიმართულებით. ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ სოლიკო ვირსალაძისა და გია ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით. ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან) ამომსვლელი…

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

ეკონიმიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ხორბლის იმპორტის საკითხს. აღინიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის შედეგადაც ფერმერებს უწევთ ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაღერღილი ხორბლის იმპორტის 2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე შეზღუდვასთან დაკავშირებით. სხდომაზე ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. აღინიშნა, რომ მთავრობამ ეფექტური ნაბიჯები გადადგა მიმდინარე წლის დასაწყისში და შედეგად ქვეყანას აქვს 0,6% ინფლაცია და არის მოლოდინი, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები…

მეტი...

„მოძალადეები აცხადებდნენ, რომ ისინი ღმერთის სახელით მოქმედებდნენ“ – ამერიკის ელჩი

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ნახვა, რომლებიც ძალადობას იყენებდნენ მშვიდობიანი კონცერტის აღსაკვეთად. საუბარის „პრაიდის ფესტივალზე“. როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს ადამიანები აცხადებდნენ, რომ ისინი ღმერთის სახელით მოქმედებდნენ. „ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ნახვა, რომლებიც ძალადობას იყენებდნენ მშვიდობიანი კონცერტის აღსაკვეთად, განსაკუთრებით, როდესაც ისინი აცხადებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ. ადამიანები, შესაძლოა, ბევრ რამეს არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ქრისტიანული ღირებულებები, უპირველეს ყოვლისა თანაგრძნობას, სიყვარულს, ტოლერანტობასა და პატივისცემას ეხება. იმას, რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი“, – აღნიშნა ელჩმა მედიასთან. მისივე შფასებით, „რადიკალები“, რომლებიც…

მეტი...

„თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი, ვერ მოუწამლავს“ – მეუფე ნიკოლოზი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მეუფე შიო მოწამლული არ არის. როგორც მან მედიას განუცხადა, ტყვიის შემცველობა შესაძლოა მასაც ჰქონდეს მომატებული, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის მოწამლულია.    „მე რომ ჩავაბარო სისხლი, არ არის გამორიცხული, მეც ასე მქონდეს. ეს მცენარეებიც რომ გასინჯოთ, განსაკუთრებით გზებზე, მათაც ექნებათ მომატებული ტყვიის შემცველობა. ხე ნაყოფით იცნობება“. მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს. თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი, ვერ მოუწამლავს.  ესე იგი, არ არის ის მოწამლული“ – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.   

მეტი...

მეუფე ნიკოლოზის განცხდებით, „ციანიდის საქმეც“ და მეუფე შიოს მოწამვლაც ტყუილია

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ტყულია.    „მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო? – ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი. „ციანიდის საქმეც“ ასევე არის შეთხზული, ორივე საქმე ხელოვნურია“ – აღნიშნა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან. მეუფეს შეფასებით, მეუფე შიოს მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ვიღაცის ინტერესში შედის. „დღეს დილით ამერიკიდან დამირეკეს მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო? – ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი. ეს ამბავი გავავრცელე ამერიკაში. ეს არის თქვენი, საინფორმაციო საშუალებებით…

მეტი...

პროკურატურამ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ქ.ბათუმში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. არასრულწლოვანი დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს, პროცესში ჩართულ შესაბამის უწყებებთან ერთად. ასევე, არასრულწლოვანთან მუშაობს ფსიქოლოგი. პროკურატურა მოუწოდებს მედიას და საზოგადოებას გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და არამარტო აღნიშნულ საქმეზე, არამედ ყველა მსგავსი კატეგორიის საქმეზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ დაზარალებულის პერსონალური მონაცემების და საქმის დეტალების გამჟღავნებისგან, რათა…

მეტი...

დავით ნარმანიამ სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სტუდენტებისთვის, ენერგეტიკის საკითხებზე საჯარო ლექცია წაიკითხა. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სხვადასხვა თვითმმართველი უწყების წარმომადგენლები, სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი პირები. დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის ფუნქციებსა და როლზე, მიმოიხილა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მდგომარეობა. სემეკის თავმჯდომარემ საჯარო ლექციის მსმენელებს გააცნო სემეკის მიერ დანერგილი გამარტივებული კომუნალური მომსახურებები და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრაქტიკა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგები, სემეკის შიდა მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიები. „დაინტერესებულები…

მეტი...

ქურდული სამყაროს წევრობისთვის თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში 13 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში 13 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პოლიციამ 1965 წელს დაბადებული ი.კ., 1994 წელს დაბადებული ზ.ც., 1996 წელს დაბადებული ა.ფ., 1973 წელს დაბადებული გ.ფ., 1995 წელს დაბადებული მ.გ., 1989 წელს დაბადებული დ.კ., 1993 წელს დაბადებული ს.ბ., 1968 წელს დაბადებული გ.ა., 1990 წელს დაბადებული დ.ზ. მეტსახელად „ქერა“, 1985 წელს დაბადებული გ.ქ., 1973 წელს დაბადებული კ.ვ.,…

მეტი...

მეუფე შიოს ქადაგება (ვიდეო)

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩაატადა და იქადაგა.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა კუნძული ზმეინი დაბომბეს

სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა კუნძული ზმეინი დაბომბეს. ასევე ცნობილია, რომ ამჟამად ცხრა რუსული ხომალდი საბრძოლო მორიგეობას ახორციელებს შავ ზღვაში, მათ შორის არის სამი სარაკეტო მატარებელი: ორი ზედაპირული და წყალქვეშა. ხომალდები ჯამში 18-მდე რაკეტითაა აღჭურვილი.

მეტი...

რატომ არ ესწრება პატრიარქი სადღესასწაულო ლიტურგიებს?

საქართველოს საპატრიარქო პირველ განმარტებას აკეთებს რატომ არ ესწრება პატრიარქი სადღესასწაულო ლიტურგიებს. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიას განუცხდა,  უწმინდეს ფიზიკური მდგომაროება არ უწყობს ხელს, რომ აღავლინოს ღვთის მსახურება. “ზოგადად მთელი მისი მოღვაწეობის პერიოდი პატრიარქი გამოირჩეოდა იმით, რომ არცერთ წირვა-ლოცვას არ ტოვებდა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ფიზიკურად უჭირს, დიდი დატვირთვაა წირვა. მიზეზი მხოლოდ ესაა” – აღიშნა  დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან.

მეტი...

საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა – კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა, თუმცა, ამისთვის საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მისი თქმით, საქართველომ უნდა განახორციელოს ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც საჭიროა ნატოში და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. მათ შორის ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების რეფორმა, რომ როგორც სამხედრო კუთხით, ასევე პოლიტიკურ დემოკრატიული კუთხით საქართველო იყოს სტაბილური. ,,ყველა მოკავშირე და განსაკუთრებით აშშ საქართველოს წევრობას მხარს უჭერს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ნება-სურვილი, რომ განხორციელდეს ის რეფორმები, რაზეც საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს”, – განაცხადა დიპლომატმა.

მეტი...

მეუფე შიო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის საზეიმო წირვას ატარებს

საქართველოს პატრიარქის ტახის მოსაყდრე შიო მუჯირი თავს კარგად გრძნობს. მეუფემ სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაური წირვა ჩაატარა.

მეტი...

საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი  ოთარ შამუგია  იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა  შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ოთარ შამუგიამ იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს, წლების განმავლობაში საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე გარემოს დაცვის კუთხით. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია იაპონიის მხარდაჭერა და თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და პროექტების განხორციელების პროცესში. იაპონიას აქვს უდიდესი გამოცდილება; შესაბამისად, ცოდნის გაზიარება, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია, რადგან ეს საშუალებას მისცემს ჩვენს ფერმერებსა და…

მეტი...

გაერო რუსეთს შეთანხმებას სთავაზობს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთთან შეთანხმებაზე მიდის. როგორც გუტერეში აცხადებს, ვლადიმერ პუტინს სთავაზობენ,  „მარცვლეულის შეთანხმება“ რამდენიმე თვით გაახანგრძლივოს. სანაცვლოდ კი, სანქცირებული რუსული  „როსსელხოზბანკის“ შვილობილი კომპანიის საერთაშორისო გადახდის სისტემასთან დაკავშირებას მიიღებს. როგორც გაეროში განმარტავენ, აღნიშნული შეთავაზების მიზანია  დაბრკოლებების აღმოფხვრა, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ ტრანზაქციებზე რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკის მეშვეობით. სანაცვლოდ კი რუსეთმა უნდა დაუშვას  უკრაინული მარცვლეულის გადატანა შავი ზღვის გავლით.  

მეტი...

კიევზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

კიევზე განხორციელებულ მორიგ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ამჯერად, შეტევა დრონებით მოხდა. უპოლოტო საფრენი აპარატებით შეტევას ჰყავს დაღუპულიც და დაშავებუკებიც. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადანდურებულია  10-მდე დრონი. მსხვერპლის გარდა, დაზიანდა  საცხოვრებელი კორპუსები. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის ჩაქრობისას იპოვეს.  

მეტი...

„ეჭვები წაშლილია, უკრაინა იქნება ნატო-ს წევრი“ –  პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს სამიტმა ყველაფერი ცხადი გახადა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. „სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში. იქნება. ადრე არასდროს გაჟღერებულა ნატო-ს სხვა წევრების მხრიდან შემდეგი სიტყვები: „თქვენ თანასწორები ხართ თანასწორთა შორის”. ახლა ყველას ესმის „თანასწორთა შორის თანასწორი“. ამ ფაქტს აუცილებლად დავადასტურებთ ჩვენი გამარჯვებით და ნატო-ში შესვლით“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვილნიუსის სამიტზე.  

მეტი...