,,ვერასდროს დავუშვებთ, მოსკოვის გადასაწყვეტი იყოს, ვინ შეიძლება იყოს ნატო-ს წევრი და ვინ – არა”- სტოლტენბერგი

,,ჩვენ ვერასდროს დავუშვებთ, მოსკოვის გადასაწყვეტი იყოს, ვინ შეიძლება იყოს ნატო-ს წევრი და ვინ – არა,” ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებისა და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი.

,,ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს და სრულიად უსაფრთხო ვარიანტი უკრაინისთვის და არც მოკავშირეებისთვის არ არსებობს, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე იმაშია, პუტინი თუ გაიმარჯვებს. მაშინ მიიღებს შემდეგ გზავნილს – როდესაც ის იყენებს სამხედრო ძალას, არღვევს საერთაშორისო კანონს, იჭრება მეზობელ ქვეყანაში, მაშინ ის სასურველს იღებს. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნატო-ს წევრებისთვის უკრაინის მხარდაჭერა, რადგან ტრაგედია იქნება, პუტინი თუ ომში გაიმარჯვებს. ეს იქნება სახიფათო ჩვენთვის, ჩვენ უფრო დაუცველს გაგვხდის. სწორედ ამიტომ ვამბობთ მკაფიოდ, რომ უკრაინას აქვს თავისუფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა და ის, თუ რა სახის უსაფრთოხების მექანიზმების ნაწილი იყოს. სწორედ ეს არის აღნიშნული ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზას ეხება. ზემოაღნიშნული ეხება ყველა ქვეყანას. ჩვენ ვერასდროს დავუშვებთ, მოსკოვის გადასაწყვეტი იყოს, ვინ შეიძლება იყოს ნატო-ს წევრი და ვინ – არა. რუსეთი ნატო-ს ნებისმიერი გაფართოების წინააღმდეგი იყო, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეებისა და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი, მოსკოვს არ აქვს ვეტოს უფლება. ჩვენ უკრაინას წინ წავწევთ ნატო-ს წევრობისკენ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები