პოლონურ კომპანიებში დასაქმებული სატვირთო მანქანების ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ

პოლონურ კომპანიებში – LUKMAZI, AGMAZI და IMPERIA დასაქმებული სატვირთო ავტომობილის 120 ქართველი მძღოლი, რომელსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ტვირთი გადააქვს, დახმარებას ითხოვს. სატვირთო ავტომობილის ერთ-ერთმა მძღოლის გიორგი გიგოლაშვილის ცნობით, 120-ვე ქართველი მძღოლი ამ დროისთვის გერმანიაშია შეკრებილი და კომპანიებისგან კუთვნილი დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. „თავდაპირველად, 20-მა მძღოლმა ხელფასის დაგვიანებისა და ხელფასის ნაწილის უმიზეზოდ ჩამოჭრის გამო გამოთქვა პროტესტი. ამ მძღოლებმა ეს პროტესტი დაახლოებით, 1 კვირის წინ გამოთქვეს. ამის შემდეგ დანარჩენ მძღოლებს კომპანიის წარმომადგენლები დაგვიკავშირდნენ და გვკითხეს, ვაგრძელებდით თუ არა იმავე კომპანიასთან თანამშრომლობას. ჩვენ ვუთხარით, რომ გვსურდა ამ თანამშრომლობის გაგრძელება. გვინდოდა იქ მუშაობის გაგრძელება, მაგრამ…

მეტი...

ევროპარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა იგეგმება

2024 წლიდან ევროპარლამენტართა რაოდენობა 15-ით გაიზრდება. წინასწარი ინფორმაციით, ორ-ორი ევროპარლამენტარი დაემატება საფრანგეთს, ესპანეთსა და ნიდერლანდებს, თითო-თითო კი ავსტრიას, ბელგიას, პოლონეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს, ფინეთს, ლატვიას, ირლანდიასა და დანიას. ცვლილებების შედეგად არც ერთი ქვეყანა არ დაკარგავს ევროპარლამენტში ადგილს. ცვლილებები ევროპარლამენტართა რაოდენობას 705-დან 720-მდე გაზრდის, თუმცა ცვლილებები ჯერ კიდევ საჭიროებს ევროპული საბჭოს და თავად ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებას. დამტკიცების შემთხვევაში ცვლილებები ევროპარლამენტის შემდეგი არჩევნებიდან შევა ძალაში, რომლებიც 2024 წლის ივნისში იგეგმება.

მეტი...

,,ხელისუფლება ღალატის გზაზე აყენებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედს” – კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „გუშინ ნამდვილმა ქართველმა პატრიოტებმა ბათუმიდან „რუსკი კარაბლი“ გააბუნძულეს. გამოგორდა ივანიშვილის მთავარი მონა კობახიძე და ამ პატრიოტებს, ქართველი ხალხის საუკეთესო ნაწილს, ქაჯები უწოდა. ეს ის კობახიძეა, ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსანი, გავრილოვი რომ ჩამოიყვანა და საქართველოს პარლამენტში საკუთარი სავარძელი დაუთმო, რაც პოლიტიკური მეძავობის უმაღლესი გამოვლინება იყო. კობახიძის ფილოსოფიით, ქართველი პატრიოტები ქაჯები, ის და მისნაირი მონები კი კარგი ტიპები არიან! ამ პატარა ისტორიაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „რუსული ოცნება“, აბსოლუტურად ღიად, არამარტო რუსულ საქმეს აკეთებს საქართველოში, ქართული საქმის დაზიანების ხარჯზე, არამედ პირდაპირ მუშაობს…

მეტი...

,,კობახიძის განცხადება არის ქვეყნის ღალატი” – თინა ბოკუჩავა

,,კობახიძის განცხადება არის ქვეყნის ღალატი – კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ კოლაბორაციონისტი მოღალატეები არიან და პუტინთან ერთად აბრალებენ ომს საკუთარ ქვეყანას”. ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ პარლამენტში, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომელსაც მან “ქაჯობა” უწოდა. ბოკუჩავას თქმით, საქართველოს მოქალაქეები ყველა საკვანძო მომენტში აჩვენებენ თავიანთ პოზიციას და ბათუმშიც მათ ქვეყნის ღირსება დაიცვეს. “მოღალატეობრივი, კოლაბორაციონისტი ხელისუფლების მხრიდან პატრიოტების რეაქციებს თუ ქაჯობას უწოდებს ვინმე, ეს მგონი, უფრო მეტად ამხელს მათ პოლიტიკურ მოტივაციას. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ საქართველოს პატრიოტები იცავდნენ ჩვენი…

მეტი...

რუსეთში, ქალაქ ტაგანროგში ძლიერი აფეთქება მოხდა – დაშავდა 12 ადამიანი

რუსეთში,  როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაშავდა 12 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას, BBC როსტოვის ოლქის გუბერნატორ, ვასილ გოლუბევზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ტაგანროგის ცენტრში “სავარაუდოდ, რაკეტა აფეთქდა”.  აფეთქებამ შენობების დაზიანება გამოიწვია. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იმყოფებოდნენ. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს უკანონოდ დაკავებული ორი მოქალაქე გადასცა

დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა ქართულ მხარეს გადმოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას Ekho Kavkaza დე ფაქტო КГБ-ზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები 2023 წლის 2 იანვარს დააკავეს. “2023 წლის 2 იანვარს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, 1970 წელს დაბადებული გუგუტიშვილი სერგო გოდერძის ძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთიანთკარის მცხოვრებელი და კახაბრიშვილი თამაზი, რევაზის ძე, დაბადებული 1961 წელს, თბილისიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა განზრახ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის – საქართველოს საზღვარი”, – ციტირებს გამოცემა…

მეტი...

რუსეთში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

რუსეთში, კერძოდ კი ქალაქ ტაგანროგში აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, რაკეტა აფეთქდა. აფეთქების შედეგად არიან დაშავებულები. ამ დრომდე ქალაქის ცეტრში სამაშველო ბრიგადები მუშაობენ, რომლებიც ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია დაახლოებით 15-მდე ადამიანი.

მეტი...

„მივიღეთ სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ტერმინალის მშენებლობა შეაჩერეს ბათუმში, რომელსაც ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა. „აი, ასეთი ტერმინალის მშენებლობა შეაჩერეს ბათუმში 2012-ში. Royal Caribbean-ს ხმელთაშუა ზღვიდან ძირითადად ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა. ისინი დახარჯავდნენ ძალიან ბევრ ფულს და საქართველოს მთელს მსოფლიოში გაუთქვამდნენ სახელს. ამის ნაცვლად მივიღეთ ეს სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ. ეს უბედურება სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში შემოვიდა, მას პროტესტით დახვდნენ და ლაინერი იძულებული გახდა, ნავსადგური დაეტოვებინა.  

მეტი...

რუსეთი უკრაინასთან დიალოგისთვის მზადაა

კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინასთან დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა, ზელენკსი წინააღმდეგია. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი განმარტავს, უკრაინული მხარე დიალოგს არ თანხმდება. „რუსული მხარე ინარჩუნებს გახსნილობას, რასაც ვერ ვიტყვით უკრაინელებზე. უკრაინელები ინარჩუნებენ ურყევ პოზიციას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საკმაოდ რთულ სიტუაციაში არიან, მაგრამ მაინც უარს ამბობენ დიალოგის ნებისმიერ შესაძლებლობაზე“, – განმარტავს დიმიტრი პესკოვი.

მეტი...

რუსეთმა 70-ზე მეტი ქართველს სს პასუხსმგებლობა დააკისრა

უკრაინის ომში მონაწილეობის გამო, რუსეთი ქართველ მებრძოლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს. რუსეთის ე.წ. დამნაშავეთა სიაში „ქართული ეროვნული ლეიონის“  70-ზე მეტი წევრი მოხვდა. რუსული მედიის ინფორმაციით,  სს პასუისმგებლობა დაეკისრა მამუკა მამულაშვილს, რომელმაც აღნიშნული ლეგიონი შექმნა და უკრაინაში იბრძვის. „მამულაშვილმა 2014 წელს შექმნა ქართული ეროვნული ლეგიონი და საქართველოდან დაიქირავეს ხალხი ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ხელისუფლების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად“, – აღნიშნულია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გზავნილში.  

მეტი...

კობა კობალაძე და ტუბა ოზუტოკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებული მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ

მიმდინარე წლის 27 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) ხელმძღვანელი, ტუბა ოზუტოკი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროექტის მიმდინარეობას, განვითარების დინამიკას, ესაუბრნენ ვეტერან ფერმერებს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის კოოპერაციის ფარგლებში, გასულ წელს, TIKA-მ, ”გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაციას” საჩუქრად გადასცა სკები, თაფლის წარმოებისათვის საჭირო ინვენტარი და მეფუტკრეთათვის საჭირო სპეცტანსაცმელი. ინვენტარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ, მეფუტკრეობაში ჩართულ ვეტერანებს…

მეტი...

„აშშ-ის საელჩოდან არ ყოფილა ჩართული პრეზიდენტ სააკაშვილის ლობირებაში“ – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიხეილ სააკაშილის ლობირებასთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებებს კიდევ ერთხელ პასუხობს. როგორც ელჩი აცხადებს, ყოფილი პრეზიდენტის ლობირებაში სალეჩოდან არავინ ყოფილა ჩართული. „ჩვენ მკაფიოდ ვისაუბრეთ ამ საკითხზე. აქ არაფერია ორაზროვანი. თბილისში მდებარე აშშ-ის საელჩოდან არავინ ყოფილა ჩართული პრეზიდენტ სააკაშვილის ლობირებაში. საელჩო ნახსენები იყო დოკუმენტებში, რადგან ჩვენმა თანამშრომელმა უპასუხა ლობისტური კომპანიის ზარს. ტელეფონის ზარზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს რამის გაკეთებაზე თანხმობას. ეს ნიშნავს მხოლოდ სატელეფონო ზარზე პასუხს. ჩვენ ძალიან, ძალიან მკაფიოდ ვთქვით: არავინ თბილისში მდებარე საელჩოში არ ყოფილა ჩართული პრეზიდენტ სააკაშვილის ლობირებაში“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.  

მეტი...

„არ მგონია, ვინმეს უნდა უკვირდეს, რომ ბევრი ქართველი არ მიესალმა ამ გემის შემოსვლას“, – კელი დეგნანი

სოჭიდან ბათუის ნავსადგურში შემოსულ გემზე, რომელსაც ბათუმი პროტესტით დაატოვებინეს, ამერიკის შეერთებუი შტატების ელჩი საქართველოში კომენტარს აკეთებს და აბობს, რომ ეს არავის უნდა გაკვირვებოდა. „ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია რუსი ტურისტების საკრუიზო გემის ვიზიტზე იყო საქართველოს მოქალაქეების რეაქცია. ვფიქრობ, მათ ძალიან გარკვევით განაცხადეს, როგორც ბათუმში, ისე სხვაგან, რომ არ მიესალმებიან ამას. ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებ ვინმეს, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ვინც შენს ქვეყანაში ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებს, ვინც შენს მოქალაქეებს აკავებს. არ მგონია, ვინმეს უნდა უკვირდეს, რომ ბევრი…

მეტი...

კელი დეგნანს რობინ დანიგანი შეცვლის

სენატმა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩად რობინ დანიგანი ოფიციალურად დაამტკიცა. ის კელი დეგნანს ჩაანაცვლებს. დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 30 მარტს კონგრესში მოსმენაზე დანიგანმა განაცხადა, რომ თუ მას საქართველოში ელჩად დაამტკიცებენ, მისი ყურადღება ოთხ პრიოტიტეტზე გამახვილდება. მისი თქმით, ის იმუშავებს  საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად, ქვეყნის ევროკავშირში, ნატოსა და დასავლურ სამყაროში ინტეგრირებისთვის. ასევე,  ხელს შეუწყობს ორმხრივ ვაჭრობას და მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას.

მეტი...

თურქული წამლები საქართველოში არ გაძვირდება

თურქეთის რესპუბლიკაში, მედიკამენტებისთვის ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ აისახება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე. არსებული ინფორმაციით, ლარის კურსი, თურქულ ლირასთან მიმართებით, 2023 წლიდან 46%-ით არის გამყარებული. შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე, თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები, თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტის შეძენას და იმპორტს ისევ დაბალ ფასად შეძლებენ. ცნობისთვის, თურქული ფარმაცევტული ბაზარი, საქართველოსთვის, 2022 წლის იანვარში გაიხსნა. შედეგად, მედიკამენტების ფასები 70-80%-ით გაიაფდა. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე ზოგავს.

მეტი...

ზურაბ ჭიაბერაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” დაბრუნდა

პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დაბრუნდა. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჭიაბერაშვილი პარტიას საგარეო მიმართულებით უხელმძღვანელებს. როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, პარტია მთავარ ყურადღებას სამი მიმართულებით გაამახვილებს: “მადლობა ნაციონალურ მოძრაობას ამ შემოთავაზებისთვის, რომელიც ბუნებრივია მივიღე იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას. დღეს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ფოკუსირებულია 3 მნიშვნელოვან საკითხზე და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. რა თქმა უნდა, ესაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ქვეყნისთვის, რომელსაც წინ ეღობება ქართული ოცნება, რუსული საოკუპაციო რეჟიმი საქართველოში და განსაკუთრებით ამ რეჟიმის მიერ წარმოებული პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური…

მეტი...

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი აჩიკო დევრისაშვილია

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი აჩიკო დევრისაშვილია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წერს. „კიდევ ერთი ქართველი გმირი მებრძოლი დავკარგეთ უკრაინაში. ვიზიარებ აჩიკო დევრისაშვილის ოჯახის და ახლობლების მწუხარებას! ღმერთმა გაანათლოს მისი სული!“, – წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში. აჩიკო დევრისაშვილი ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა. ის რუსეთ – უკრაინის ომში დაღუპული რიგით 49-ე ქართველია.

მეტი...

პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა თერთმეტი მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეწყალებულთაგან ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

მეტი...

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში სახლი დაიწვა. დოღაძეების საცხოვრებელი სახლი ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მერიის გავრცელებული ინფორმაციით, დოღაძეების ოჯახს ყველა იმ სერვისის ფარგლებში გაეწევა დახმარება, რაც მუნიციპალიტეტის მერიას ხანძრით დაზარალებული მოქალაქეებისთვის აქვს განკუთვნილი.

მეტი...

,,ხელისუფლებაც იმ ხომალდის მიმართულებით უნდა გავუშვათ” – პაატა მანჯგალაძე

,,კობახიძემ კიდევ ერთხელ მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრაცია, როცა ღირსების და თავისუფლების დამცველ ადამიანებს უწოდა ქაჯები”. ასე ეხმიანება ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე. მისი თქმით, სწორედ ასეთივე იყო ხელისუფლების დამოკიდებულება იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც მანამდე აგენტების კანონს აპროტესტებდნენ. “ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრაცია, როცა ღირსების და საქართველოს თავისუფლების დამცველ ადამიანებს უწოდა ქაჯები, ისევე, როგორც მანამდე თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს უწოდეს „სატანისტები“. რა ტურისტები ეგენი არიან, ჩვეულებრივი პროპაგანდისტები იყვნენ, პირდაპირ ვნახეთ მათი განცხადებები, რომლებმაც თქვეს: “თქვენ საბჭოეთში იყავით, მონებო და დიახაც,…

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ ვერ ისწავლა გაკვეთილი იქიდან, რაც 8-9 მარტის მოვლენებით მიიღო – ნიკა ჩიტაძე

,,არ გამიკვირდება, თუ ხელისუფლება დაიწყებს მოლაპარაკებას აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით – მმართველი გუნდი ცეცხლზე ნავთს ასხამს ისევ. ალბათ, ვერ ისწავლა გაკვეთილი იქიდან, რაც 8-9 მარტის მოვლენებზე მიიღო”. ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის დროშით საკრუიზო გემი შემოდის და ამას მმართველი გუნდი ემიჯნება. „სამწუხაროა, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი გამოდის და “ქაჯებს” უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საზოგადოების მოღვაწეები, იცავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და აპროტესტებენ ოკუპანტი ქვეყნის საკრუიზო გემის საქართველოში შემოსვლას. სამწუხაროა, რომ გემის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა – “ჩვენ გავათავისუფლეთ…

მეტი...

USAID-ი უკრაინას ომის დანაშაულების დოკუმენტირებისთვის Skydio-ს დრონებს მიაწვდის

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო უკრაინას წამყვანი მწარმოებლის, Skydio-ს მიერ გადაცემულ 9 ავტონომიურ დრონს მიაწვდის. დრონები ომის დანაშაულების დოკუმენტირებისთვის უკრაინის გენერალურ პროკურატურას გადაეცემა. “Skydio 2+ DRONEBS აქვთ 4K კამერები, რომლებიც გამოყენებული იქნება ფოტო და ვიდეო კონტენტის გადასაღებად ომის დანაშაულების დოკუმენტირებისთვის“, – აცხადებენ USAID-ში. ორგანიზაციის განმარტებით, დრონები დაეხმარება გენერალურ პროკურატურას განადგურებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის 115 000-ზე მეტი შემთხვევის დოკუმენტირებასა და ადამიანის უფლებების დარღვევის მტკიცებულებების მოპოვებაში.

მეტი...

ახალი სასწავლო წლიდან I-IV და XII კლასის მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

2023-2024 სასწავლო წლიდან I-IV და XII კლასის მოსწავლეები ზოგიერთ საგანში ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელოების განახლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. „2023-2024 სასწავლო წლიდან ახალი სახელმძღვანელოები შევა I და II კლასების ყველა საგანში, III და IV კლასების მუსიკასა და სპორტში და XII კლასის ყველა საგანში. სახელმძღვანელოების განახლება მიმდინარეობს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად“, – განაცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ცნობისთვის, დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების შესარჩევად დაგეგმილი გრიფირებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორებთან გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.

მეტი...

სინგაპურში 45 წლის ქალი სიკვდილით დასაჯეს

სინგაპურში, 45 წლის სარიდევი ჯამანი, რომელიც ნარკოტიკების კონტრაბანდის გამო გაასამართლეს, დღეს დილით სიკვდილით დასაჯეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სარიდევი ჯამანს სიკვდილით დასჯა 2018 წელს, 30 გრამი ჰეროინის კონტრაბანდის გამო მიუსაჯეს. ის არის პირველი ქალი, რომელიც სინგაპურში 2004 წლის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ნარკოტიკების პოლიტიკის გლობალური კომისია, ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციაა და Amnesty International-ი სინგაპურის მთავრობას მოუწოდებდა, განაჩენის აღსრულება შეეჩერებინა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა ქალაქ ახალციხესთან, სოფელი გურკელში მოხდა. წინასწარი მონაცემებით მისი სიმძლავე 3.5 მაგნიტუდა იყო.

მეტი...

29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ტარდება

29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორი People – Real Estate არის. არსებული ინფორმაციით, გამოფენის სარეკლამო კამპანიის ერთ-ერთი სახე რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ირაკლი ფირცხალავაა, რომელიც მომხმარებელს “ექსკლუზიურად დაბალ ფასებს” სთავაზობს. ღონისძიების დასრულების შემდეგ ფირცხალავა კონცერტსაც გამართავს. “ჩვენ, ხალხის უძრავი ქონების სააგენტოს გუნდი გიწვევთ პირველ ექსპოზე, რომელიც ეძღვნება ბათუმში საუკეთესო უძრავ ქონებას. აქ თქვენ მიიღებთ პასუხებს ყველა შესაძლო კითხვაზე, პირადად დაუკავშირდით ჩვენს სპეციალისტებს და დარწმუნდებით, რომ ბათუმში თქვენი მოთხოვნის იდეალური ქონების პოვნა რეალურია!”, – ამბობს ფირცხალავა.

მეტი...

,,საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია” – სი ძინპინი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრა სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში გაიმართა, სადაც მთავრობის მეთაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სი ძინპინს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა სი ძინპინს “სარტყელის და გზის გლობალური ინიციატივისთვის” მადლობა გადაუხადა. როგორც ჩინეთის…

მეტი...

რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელებმა მოსკოვზე დრონებით შეტევა განახორციელეს

მოსკოვის მერის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა მოსკოვზე დრონებით შეტევა განახორციელეს. როგორც სერგეი სობიანინი აღნიშნვს, მათ ყველა თავდასხმა მოიგერიეს. „წუზელ განხორციელლდა თავდასხმის მცდელობა მტრის უპილოტო საფრენი აპარატებით. ყველა აპარატი თავდაცვის სამინისტროს ძალებმა ჩამოაგდო“, – აღნიშნა სერგეი სობიანინმა.

მეტი...

„ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე სოჭიდან ბათუმში შემოსული საკრუიზო ლაინერის საკითხთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს ქაჯობას უწოდებს. საუბარია ლაინერზე, რომელსაც ბათუმიდან უკან გაბრუნება მოუწია, რადგანაც მას პროტესტით დახვდნენ. პროტესტი კი ლაინერზე მყოფმა რუსულენოვანმა მოქალაქეებმა გამოიწვიეს, რომლებიც აცხადებდნენ, რო რუსეთი ოკუპანტი არ არის და რუსეთმა აფხაზეთი „ჩვენგან“ იხსნა. „რაც ვიხილეთ, არის, უბრალოდ, ქაჯობა. მინდა, შეგახსენოთ, რომ ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს, ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, ეს იყო შედარებით გვიანდელი პერიოდი, ეს იყო 2004-2012 წლები, მათ შორის, 2008 წელი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. რა…

მეტი...

„ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კოახძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფულს იხდიდა იმაშ, რომ საქართველო დაესანქცირებინათ. როგორც კობახიძე გამარტავს, სწორედ ეს დაადასტურა  FARA-ს  დოკუმენტმა. „FARA-ს დოკუმენტები რამდენიმე თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი.  პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას, რომ „ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში და ეს დადასტურდა FARA-ს დოკუმენტებით. ამაზე მეტი ლუსტრაცია რა შეიძლება იყოს.  ეს ხომ არის საკუთარი ქვეყნის ღალატის მორიგი ლუსტრაცია. პირდაპირ ითხოვდნენ საკუთარი ქვეყნის დასანქცირებას, დასჯას და არამარტო ითხოვდნენ, ამაში იხდიდნენ ფულს. ეს არის პირველი დასკვნა, რომელიც შეიძლება, გამოვიტანოთ FARA-ს დოკუმენტებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

მეტი...

აეროპორტში ქართველი დააკავეს, რომელიც ებრაელის სამოსით და ვიზუალით ქვეყანაში შეცვლას ცდილობდა

თელ-ავივის აეროპორტში ქართველი დააკავეს. ახალგაზრდა მამაკაცი  ორთოდოქსალური ებრაელის სამოსში იყო გამოწყობილი, ვიზუალიც ებრაელს ჰქონდა მიმსგავსებული და ამ გზით ისრაელში უკანონოდ ჩასვლას ცდილობდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი ისრაელის სპეცსამსახურებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას ორჯერ დააკავეს. ამჯერად ის თელ-ავივში იტალიის ქალაქ ბერგამოდან ჩაფრინდა. ის საზღვარზე შემოწმეს და აღმოჩნდა, რომ  ებრაული რელიგიური წესები საერთოდ არ იცოდა. თავიდან ეჭვი კი იმაზე გაჩნდა, რომ მამაკაცი ისრაელში შაბათს ჩაფრინდა, ორთოდოქსალური ებრაელები კი შაბათს მკაცრ წესებს იცავენ, არც მუშაობენ და არც მოგზაურობენ.

მეტი...