,,ფერი აღარ ჰქონდა, ხელი დავადე არის კიდევ ცოცხალი თუ არა”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, კლინიკა „ვივა მედში“ პოლონელი ექიმები  შევიდნენ. აღნიშნულს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმესი აქტიურად იყო ჩართული ბრიუსელი.

,,კიდევ კარგი, რომ ჩამოვიდნენ, კიდევ კარგი, რომ შევიდნენ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან გართულდა მათთვის ნებართვების მიცემა. ბრიუსელი იყო ჩართული ამ საქმეში ძალიან აქტიურად რამდენადაც ვიცი, მაგრამ დეტალები რაც ვიცი ლაპარაკიდან კერძო საუბრები იყო ხოლმე, იმისი თქმის უფლებაც არ მაქვს ჯერ-ჯერობით. ვნახოთ როგორ დამთავრდება. ადამიანი არის ცუდად, გუშინ მაგალითად ცუდად იყო და  წუთში რა მოხდება არ ვიცი იმიტომ, რომ ყოველ წუთს შეიძლება, გუშინ ვუყურებდი და ვფიქრობდი ღმერთო ჩემო ფერი აღარ ჰქონდა მოტრიალდა ჩემკენ საერთოდ, ხელი დავადე არის კიდევ ცოცხალი თუ არა, აი ასეთი მდგომარეობაა” – განაცხადა გიული ალასანიამ.

კომენტარს ტვ პირველი ავრცელებს.

მსგავსი თემები