,,სოხუმში რუსეთი სამხედრო აეროპორტს ხსნის, რომელსაც ნატო-სა და დასავლეთ ევროპის წინააღმდეგ გამოიყენებს” – ჯემალ გამახარია

,,სოხუმში რუსეთი სამხედრო აეროპორტს ხსნის, რომელსაც ნატო-სა და დასავლეთ ევროპის წინააღმდეგ გამოიყენებს”. ამის შესახებ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ ,,მედიაცენტრ მთავართან” განაცხადა. მისი თქმით, ამ თემაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. 2023 წლის 16 ივნისს, პეტერბურგში ხელი მოეწერა შეთანხმებას აეროპორტის აღდგენის შესახებ. 26 ივლისს კი მოხდა ამ დოკუმენტის რატიფიკაციაც. დოკუმენტის ნახევარზე მეტი უკავია მუხლებს, რომელიც ეხება აფხაზური მხარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებების გამო კომპანიის ზარალის ანაზღაურებას. ისეთი ვალდებულებებია, რომელთა შესრულება აფხაზურ მხარეს ძალიან გაუჭირდება. ,,ზუსტად 4 წლის წინაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ამ თემაზე. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სოხუმის…

მეტი...

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის 7 მოქალაქეს და 5 კომპანიას სანქციები დაუწესა 

ევროკავშირის საბჭომ სანქციები დაუწესა რუსეთის 7 მოქალაქესა და 5 კომპანიას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. კამპანია მოიცავდა პრორუსული პროპაგანდის გავრცელებას ყალბი ვებგვერდებისა და სოციალური მედიის ანგარიშების მეშვეობით, ცნობილი ევროპული მედიისა და სამთავრობო პორტალების იმიტაციით.

მეტი...

ტრამპმა განაცხადა, რომ გასამართლების შემთხვევაშიც არ შეაჩერებს საპრეზიდენტო კამპანიას

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასამართლების შემთხვევაშიც არ შეაჩერებს საპრეზიდენტო კამპანიას. კითხვაზე, შეაჩერებს თუ არა წინასაარჩევნო კამპანიას მას შემდეგ, რაც მას ბრალი წაუყენეს საიდუმლო დიკუმენტების უნებართვო შენახვაში, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა: ,,არავითარ შემთხვევაში. კონსტიტუციაში არაფერი წერია იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება მოხდეს. მე ეს არ შემაჩერებს”. შეგახსენებთ, რომ საიდუმლო დოკუმენტების შენახვასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს დამატებითი ბრალი წარუდგინეს. პროკურორების მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მომსახურე პერსონალს სათვალთვალო კამერების იმ ჩანაწერის განადგურება დაავალა, რომელიც დოკუმენტების შესანახ ოთახს იღებდა.

მეტი...

გერმანიაში კაცმა 3 ადამიანი მოკლა, 2 კი დაჭრა

გერმანიაში, ბავარიის მხარეში კაცმა 3 ადამიანი მოკლა, 2 კი მძიმედ დაჭრა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ცეცხლი თავის მეზობლებს გაუხსნა. გამოძიება დანაშაულის მოტივად მათ შორის არსებულ კონფლიქტს განიხილავს. 3 ადამიანის მოკვლის შემდეგ კაცი სხვა ქუჩაზე მდებარე სახლში წავიდა და იქ 2 ადამიანი დაჭრა.

მეტი...

,,ქართული რადიკალური ოპოზიცია მტრობს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ და გაცხადებულად” – სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთ ლიდერი სოზარ სუბარი FARA-ს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. „დოკუმენტებით გავიგეთ ის, რაც ისედაც ვიცოდით. ქართული რადიკალური ოპოზიცია მტრობს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ და გაცხადებულად. როდესაც ფული იხარჯება საქართველოს სანქცირებაში, ეს პირდაპირ ნიშნავს ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაიხურება ევროკავშირის კარი. აქედანაც გამოჩნდა ქართული ოპოზიციის ცრუ ნარატივი, თითქოს ისინი იბრძვიან, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა სუბარმა.

მეტი...

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში რამდენიმე აფეთქება მოხდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში რამდენიმე აფეთქება მოხდა. სარაკეტო იერიშის შედეგად ტაგანროგის ცენტრში 12 ადამიანი დაშავდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა „კუიბიშევის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზეც. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 42 წლის უკრაინელი, რომელიც დივერსიის მოწყობაშია ეჭვმიტანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზე განხორციელდა იერიში ოკუპირებულ დონეცკშიც. სავარაუდოდ დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

მეტი...

,,ჩინეთისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც სატრანზიტო დერეფანი” – გია ვოლსკი

,,დასავლეთის ბაზრები ჩინეთისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია და საგანგებოდ მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც სატრანზიტო დერეფანი”. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრემიერის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. „სატრანზიტო დერეფანი არის სწორედ ის სტრატეგიული მიმართულება, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და რითაც საქართველო ფასდება, როგორც პარტნიორი, ეკონომიკურ დარგში“, – განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.

მეტი...

,,გლდანში, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა” – „თბილისი ენერჯი“

გლდანში, მე-5 მიკრორაიონში ავარიის შედეგად დაზიანებული გაზის მილი გადაკეტილია და შესაბამისად, უსაფრთხოება სრულად დაცულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილის ენერჯი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. „გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია”, – ნათქვამია ინფორმაციაში. ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

მეტი...

ჰაკან ფიდანი დანიის ხელისუფლებას მოუწოდებს ქვეყანაში ყურანის დაწვის მცდელობა აღკვეთოს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი დანიის ხელისუფლებას მოუწოდებს ქვეყანაში ყურანის დაწვის მცდელობა აღკვეთოს. მისი თქმით, მუსლიმთა წმინდა წიგნის დაწვა ოფიციალური ანკარასთვის სრულიად მიუღებელი იქნება და ქვეყნებს შორის ურთიერთობას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროტესტის ნიშნად აქტივისტებმა შესაძლოა დანიაში ყურანი დაწვან.

მეტი...

იუნესკოს მისია ოდესაში 4 დღის განმავლობაში იმუშავებს და რუსული თავდასხმების შედეგებს აღრიცხავს

ოდესაში იუნესკოს წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებიც კულტურულ და რელიგიურ დაწესებულებებზე 19-23 ივლისის ჩათვლით რუსული ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგებს შეაფასებენ.ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იუნესკოს მისია ოდესაში 4 დღის განმავლობაში იმუშავებს და რუსული თავდასხმების შედეგებს აღრიცხავს. „გარდიანის“ თანახმად, რუსეთის მიერ ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად, 28 არქიტექტურული მონუმენტი სერიოზულად დაზიანდა, მათ შორის ოდესის ფერისცვალების ტაძარი.

მეტი...

გლდანში, ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია

გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია. არსებული ინფორმაციით, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლგაზრდა ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. დიდი სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითამდე ტრაილერს შეეჯახა, დარტყმის შედეგად კი სატვირთომ მართვა დაკარგა და გაზის მილები დააზინა. „ჯერ ტრაილერს დაეჯახა, გოგო მაღაზიიდან გამოდიოდა და მერე იმას შეაფრინდა, მერე გაზის მილებს დაეტაკა. ხალგაზრდა, ორსული გოგო იყო, 25 წლის. უკანა კორპუსში ცხოვრობს. მანქანა დიდი სისწრაფით მოდიოდა“, – ამბობს თვითმხილველი. სავარაუდო დამნაშავეები პოლიციამ უკვე დააკავა.

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პეკინში ჩავიდა

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მთავრობის მეთაური  პეკინში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, პეკინში პრემიერ-მინისტრი ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

მეტი...

დიდუბეში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი 31 ივლისს დაიწყება

დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის ხიდის რეაბილიტაციის ერთი ეტაპი დასრულდა და პროექტი მომდევნო ეტაპზე გადადის. მერიის ინფორმაციით, ხიდის შეზღუდულ არეალში, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ჩატარებულია. დარჩენილია მხოლოდ ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება, რაც პროექტის დასასრულს მთელ ხიდზე ერთიანად განხორციელდება. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარე წლის 31 ივლისიდან დაიწყება, რის გამოც, ხიდის ერთ მხარეს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო რეაბილიტირებულ მხარეს გადაადგილება ორმხრივი გახდება.

მეტი...

,,რუსეთი უიმედოდ ეძებს მხარდაჭერას, იარაღს, რათა გააგრძელოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” – ენტონი ბლინკენი

,,ვაშინგტონი ფიქრობს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში რუსეთისთვის იარაღის მიწოდების უზრუნველსაყოფად იმყოფებოდა”. ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. “მე ეჭვი მეპარება, რომ ის იქ დასასვენებლად ჩავიდა. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უიმედოდ ეძებს მხარდაჭერას, იარაღს, სადაც კი ეს შეუძლია, რათა გააგრძელოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ამას ვხედავთ ჩრდილოეთ კორეაში, ირანში, რომელმაც რუსეთს მრავალი უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდა, რომელსაც ის უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მოსაკლავად იყენებს”, – თქვა ბლინკენმა. ცნობისთვის, სერგეი შოიგუ ფხენიანში 26 ივლისს ჩავიდა. ის ქვეყნის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა. ადგილობრივი მედიის…

მეტი...

ზელენსკი ბახმუტის რეგიონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სპეციალური ოპერაციების ძალების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ბახმუტის რეგიონში ჩავიდა. მან ჯარისკაცების მოწინავე პოზიციები მოინახულა. “ბახმუტის მიმართულება, სპეციალური ოპერაციების ძალების მოწინავე პოზიციები. დღეს აქ ვარ, რომ მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს პროფესიული დღე, პატივი მივაგო მათ ძალას. მოვისმინე მეთაურის ანგარიში, ვესაუბრე სამხედროებს”, – წერს ზელენსკიმ.

მეტი...

გლდანში ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

გლდანში ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს. “გლდანში ზედა კარფურთან ქალს დაეჯახა მანქანა და დაიღუპა ადგილზე, მერე გაზის მილებში შევარდა ეს მანქანა და გაზი ჟონავს ახლა. საშინელება ხდება”, – წერს დემბო ლომიძე.  

მეტი...

,,რუსეთი აფხაზეთში 30 000 სასტუმროს აშენებას გეგმავს, ეს იქნება რუსული მოსახლეობის შემოსევა და დემოგრაფიული ექსპანსია” – ჯემალ გამახარია

,,რუსეთი აფხაზეთში 30 000 სასტუმროს აშენებას გეგმავს, ეს იქნება რუსული მოსახლეობის შემოსევა და დემოგრაფიული ექსპანსია”, – აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ,,მედიაცენტრ მთავართან”. მისი თქმით, დღევანდელ აფხაზეთში ყველაზე აქტუალური თემაა აპარტ სასტუმროების მშენებლობა. რუსეთს დიდი ხანია მიზნად აქვს აფახზეთში უძრავი ქონების შესყიდვა, მაგრამ დე ფაქტო კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა. წლებია მიმდინარეობს ზეწოლა აფხაზეთზე, აფხაზები კი კანონმდებლობას არ ცვლიან. ამიტომ, მოიძებნა შემოვლითი გზა და სწორედ, ეს შემოვლითი გზაა აპარტ სასტუმროების მშენებლობა მთელს შავიზღისპირეთში. ,,რუსეთს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჰქონდა გეგმაში, აფხაზეთის შავიზღვისპირეთში, კაზაკების და რუსების დასახლება. მაშინ ეს…

მეტი...

,,ჩინეთთან ვაჭრობა აუცილებელია, მაგრამ სიფრთხილეა გამოსაჩენი” – კახა ქემოკლიძე

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, ჩინეთთან ვაჭრობა აუცილებელია, მაგრამ სიფრთხილეა გამოსაჩენი. ჩინეთის დოქტრინული ინტერესი ერთია და მეორეა, სახელმწიფო და ეროვნული ინტერესი. „ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ერთ-ერთი იშვიათი სახელმწიფოა, რომელსაც გააჩნია ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. შესაბამისად, ეს საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკური და ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით შესაძლებლობის ფანჯრებს აოთხმაგებს. მაგრამ აქ საკითხავია ღარიბაშვილის ვიზიტი და საინტერესოა იმ კუთხით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღინიშნა. ამ მოცემულობაში ბევრი unknown unknowns (უცნობი-უცნობია). რას ნიშნავს ეს? ხელშეკრულების რა ჩარჩოებს ითვალისწინებს? ითვალისწინებს ეს სტრატეგიული…

მეტი...

ბათუმში, 31 ივლისს სოჭიდან საკრუიზო ლაინერით პუტინისა და ომის მომხრე არტისტები ჩავლენ

ბათუმში სოჭიდან საკრუიზო ლაინერით პუტინისა და ომის მომხრე არტისტები ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ეხო კავკაზა” ავრცელებს. მედიის ცნობით, Astoria Grande-ს მგზავრებს შორის, რომელიც ბათუმში 31 ივლისს ჩავა, იქნება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მხარდამჭერი Zа Россию მარათონის მონაწილე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი, 2018 წლის არჩევნებში პუტინის მომხრე და ჯგუფი Hi-Fi-ს ყოფილი სოლისტი, მიტია ფომინი, რომლის წინააღმდეგ უკრაინას სანქციები აქვს შემოღებული. არსებული ინფორმაციით, ლაინერზე იქნება რუსული მუსიკალური ჯგუფი “ტესტოსტერონი,” რომელიც ნიჟნი ნოვგოროდში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში რუსული არმიის მოსამსახურეების წინაშე გამოდიოდა. Astoria Grande-ზე კიდევ ერთი არტისტი ბელარუსი დმიტრი კოლდუნი იქნება,…

მეტი...

გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ხერსონს შეუტიეს

ხერსონის რაიონში რუსული აგრესიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის დეოკუპირებულ ტერიტორიას არაერთხელ შეუტიეს. რუსული ძალები თავს დაესხნენ პორტის ინფრასტრუქტურას. ​ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი Telegram-ზე წერს, რომ გასული დღის განმავლობაში მტერმა 29 შეტევა განახორციელა. ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, თვითმფრინავებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან კი 126 ჭურვი გაისროლა. “მტერმა 11 ჭურვი ესროლა ქალაქ ხერსონს. რუსი სამხედროების სამიზნე იყო რეგიონის მოსახლეობის საცხოვრებელი კვარტალი, ბერისლავის რაიონის მარცვლეულის ტერმინალის ტერიტორია. რუსული აგრესიის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი”, – განაცხადა მან.

მეტი...

“ეს ნაძირლები პასუხს აგებენ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დნიპროში, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გარდა, დაზიანდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივი შენობაც. “ყველა საჭირო სამსახური ადგილზეა. ჩვენ სწრაფად ვპასუხობთ და ვეხმარებით ხალხს. სიტუაციას ვაკონტროლებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთი სრულად დაისაჯოს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიისა და ტერორის გამო. ეს ნაძირლები პასუხს აგებენ. ყველაფერს გავაკეთებთ სამართლიანობისთვის”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მეტი...

10 დღეში 667 ხანძარი – საბერძნეთში ტყის ხანძრების გამომწვევი მიზეზი ცნობილია

საბერძნეთში ტყის ხანძრების უმეტესობა ადამიანებმა გამოიწვიეს. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა განაცხადა. „ხანძრის უმეტესობა გამოწვეული იყო ადამიანების არასწორი მოქმედების შედეგად. ასევე იყო რამდენიმე შეტყობინება აფეთქებების შესახებ. ჩვენ აქ ფაქტების წარმოსადგენად ვართ. 10 დღეში 667 ხანძარი გვქონდა“, – განაცხადა კიკილიასმა. არსებული ინფორმაციით, საბერძნეთში ტყის ხანძრებს თითქმის ორი კვირის განმავლობაში ებრძვიან.

მეტი...

„მიყვარხარ და მეშინიაო“ – როგორ აუხსნა სიყვარული ცოტნე გამსახურდიამ მეუღლეს

ერთ-ერთ გადაცემაში, ცოტნე გამსახურდის მეუღლე სიყვარულის ამბავს იხსენებს. როგორც ანა ჯაბაური ამბობს, პირველი პაემნიდან გაიქცა კიდეც. „პირველივე პაემანზე გავიქეცი და დიდხანს არ შევხვედრივარ. მომეჩვენა ძალიან პირდაპირი, თავისუფალი, უცერემონიო და ცოტა თავხედიც. ვიფიქრე, რომ ეს მამაკაცი ჩემთვის ნაკლებად გალანტური იყო. წავედი პაემნიდან და აღარ ვხვდებოდი კარგა ხანი. ასე 5-6 თვე. შემდეგ დამირეკა და ოპერაში დამპატიჟა. უარი აღარ ვუთხარი. თან შეიცვალა, გახდა ისეთი, როგორიც მომწონდა. სიყვარულის ახსნა ცოტა უცნაური იყო. უცნაურად მითხრა – „მიყვარხარ და მეშინიაო“… რისი გეშინია-მეთქი? „ეს არის გრძნობა, რომელსაც დიდი ტკივილი მოაქვს ხანდახან…“, – აი ასეთი სახით ამიხსნა სიყვარული.

მეტი...

როგორია შავი ზღვის წყლის ხარისხი – გარემოს ეროვნული სააგენტო ახალი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. სააგენტოს მიერ მონიტორინგი 16 და 20 ივლისს განხორციელდა. “კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და დაემატა ანაკლია – განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

პრეზიდენტის მიერ, 28 ივლისს შეწყალებულთა შორის ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები არიან

პრეზიდენტის მიერ, 28 ივლისს შეწყალებულთა შორის ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები არიან. ძმები ჭელიძეები 2021 წელს, გუმათში ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. ამავე საქმეზე არიან დაკავებულები ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები, ელდარ ანთაძე, გელა და ირაკლი ჭელიძეებიც, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან. შსს-ს ვერსიით, დაკავებულმა პირებმა, 12 აპრილს, გუმათჰესის დასახლებაში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს და დააზიანეს ერთ-ერთის ავტომანქანა. 2021 წლის დეკემბერში, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყველა დაკავებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ჭელიძეებს 4, ძმებ წულუკიძეებსა და ანთაძეს კი 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.…

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 245 220 სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 245 220; ​ტანკი – 4 191; ჯავშანტექნიკა – 8 167; საარტილერიო სისტემა – 4 786; სარაკეტო სისტემა – 698; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 458; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 311; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 007; საკრუიზო რაკეტები – 1 347; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 247; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 710.

მეტი...