„ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირობას იძლევა რომ უკრაინა ამერიკის დახმარებაზ ყველა მიმართულებით მიიღებს.  „ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე“ – ეს განცხადება ჯო ბაიდენმა  „დიდი შვიდიანის“  დეკლარაციის წარდგენისას გააკეთა.

„საკმაოდ ცოტა ადამიანია ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, ვინც იტყოდა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი უკრაინას მხარს დაუჭერდა. სახეზეა, რომ იაპონიამ გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი, ის მიხვდა, რომ როდესაც მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში 180 ათასი ჯარისკაცი კვეთს საზღვარს, პარავს სუვერენიტეტს სხვა ქვეყანას, მაშინ ეს აისახება მთელ მსოფლიოზე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა იმ გარანტიებზეც ისაუბრა, რასაც უკრაინა ამერიკისგან მიიღებს.

„მე და ბატონმა ზელენსკიმ ვისაუბრეთ იმ გარანტიებზე, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია გავცეთ, სანამ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება. გარდამავალ ეტაპზეც მივცემთ უსაფრთხოების გარანტიას, რომელიც მას სჭირდება ნებისმიერი აგრესიისგან დასაცავად. ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ძალიან დიდხანს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მსგავსი თემები