,,წინსვლა არ აქვს არც საქართველოს არც უკრაინას”- ირაკლი კობახიძე ნატო-ში გაწევრიანებაზე

,,სტატუს-კვო შენარჩუნდა საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც, რაც ნიშნავს იმას, რომ წინსვლა არ აქვს არც საქართველოს არც უკრაინას, შესაბამისად წინსვლაზე არ გვაქვს ჩვენ საუბარი. არ აქვს არავითარი წინსვლა”,- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე სტატუს-კვო შენარჩუნდა. ,,სტატუს-კვო შენარჩუნდა. ძალაში რჩება არსებითად ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, იმის თაობაზე, რომ ორივე ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, თუმცა, ამის მიღმა გუშინ არ იყო არავითარი კონკრეტიკა. რაც გასაგებიც არის, პირდაპირ აისახა დამოკიდებულება ამ დოკუმენტში, მათ შორის რუსეთთან მიმართებით ნატოს აქვს პრაგმატული პოლიტიკა. პირდაპირ წერია ამ დოკუმენტში, რომ ნატოს სურვილი არ…

მეტი...

,,ვილნიუსის სამიტის შემდეგ, კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე“- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემდეგ, კიდევ უფრო მყარად იმეორებს ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დაწერა. პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ნატო-ს ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ პოსტს აზიარებს. „ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემდეგ, კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე“, – წერს პაპუაშვილი.  

მეტი...

ავარია ხაშურში – ავტომობილი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახნენ

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოსიაურში, BMW-ს მარკის ავტომანქანა და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

ნატო-ს სამიტის ფარგლებში, პირველად, საქართველო-სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში შეხვედრა გაიმართა

ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, პირველად გაიმართა  საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში სამუშაო შეხვედრა, რომელსაც  საქართველოს, დანიისა და შვედეთს საგარეო საქმეთა მინისტრები და ფინეთის სახელმწიფო მდივანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ აღნიშნულ ფორმატში პირველ შეხვედრას და გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც გააგრძელონ ამ ფორმატში კოორდინაცია. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო სკანდინავიის ქვეყნებს განიხილავს, როგორც ღირებულ მეგობრებსა და სანდო პარტნიორებს. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ურთიერთობათა მზარდ დინამიკას, რაც მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლითა და სხვადასხვა საკითხზე ინტენსიური პოლიტიკური დიალოგით  გამოიხატება. ილია დარჩიაშვილმა კოლეგებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ერთგულება ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი და ისაუბრა…

მეტი...

თბილისის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე ძაღლებისათვის სპეციალური გასასეირნებელი სივრცეები მოეწყო

თბილისის მერიის ინიციატივით, ცხოველების მეპატრონეების მხარდაჭერის მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე ძაღლებისათვის სპეციალური გასასეირნებელი სივრცეები მოეწყო. მსგავსი სივრცეების მოწყობის სამუშაოები გარკვეულ მისამართებზე ამჟამადაც მიმდინარეობს, რიგ მისამართებზე კი უახლოეს პერიოდში დაიწყება. გასასეირნებელი სივრცეების მისამართებია: გლდანის რაიონი: გლდანის მეხუთე მიკრორაიონი, N17-24 კორპუსებს შორის მდებარე სკვერი; პროექტი განხორციელდა გლდანის რაიონის გამგეობის მიერ. გლდანის მეექვსე მიკრორაიონი, N7-20 კორპუსებს შორის მდებარე პარკი; პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ. გლდანის მეშვიდე მიკრორაიონი, N19 კორპუსთან მდებარე პარკი; პროექტი განხორციელდა გლდანის რაიონის გამგეობის მიერ. გლდანის მერვე მიკრორაიონი, N23, N11, N9, N6 კორპუსებს შორის მდებარე სკვერი;…

მეტი...

ნიდერლანდები დამატებით 8 მილიონს გამოყოფს საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცოგოვინას სამხედრო მხარდაჭერისთვის

ნიდერლანდები დამატებით 8 მილიონი ევროს ინვესტირებას განახორციელებს ნატოს ფონდში საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას სამხედრო შესაძლებლობების განვითარების მიზნით. Euractiv-ის ცნობით,  ამის შესახებ ნატოს სამიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ განაცხადა. 8 მილიონი ევრო ფონდისთვის გამოიყენება ანტი-დრონის სისტემებისთვის, საბრძოლო მასალის საწყობების დაცვისა და კიბერშეტევებისადმი მდგრადობის გასაუმჯობესებლად. ვოპკე ჰოკსტრამ აღნიშნა, რომ ამ არასტაბილურ დროს უაღრესად მნიშვნელოვანია ნატოს მოკავშირეების თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, როდესაც რუსეთი ცდილობს ჩაერიოს  მათ საშინაო საქმეებში. ნატო-ს ზემოხსენებული თავდაცვისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების ინიციატივა მიზნად ისახავს დაეხმაროს ალიანსის პარტნიორებს სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში იარაღის პირდაპირი…

მეტი...

„მრჩეველთა საბჭოს“ სხდომაზე საათობრივი ანაზღაურების საკითხი განიხილეს

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, მორიგი შეხვედრა გამართა. მხარეებმა, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. იმსჯელეს სამედიცინო განათლების ხარისხის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების გადაწყვეტილებით, უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. მხარეებმა სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხიც განიხილეს, ასევე, შეაჯამეს დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის შედეგები. ყურადღება გამახვილდა, კლინიკებში შიდა ჰოსპიტალური ინფექციების კონტროლის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ათვისების ვადის ორ თვემდე გახანგრძლივებას. ექიმებმა სამედიცინო…

მეტი...

,,მხარს ვუჭერთ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მხარს უჭერენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია  ერთიანობა, რათა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცენ. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ გვაქვს ნატო-სა და ევროკავშირთან შესანიშნავი თანამშრომლობა. ნატო-სთან ერთად ვმუშაობთ ბევრს, რათა გავხდეთ უფრო მეტი უსაფრთხოების მიმწოდებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიყოთ ერთიანი და მივცეთ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მეტი...

რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია

რუსეთმა კიევს  ირანული წარმოების “შაჰიდის” დრონებით შეუტია. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 15 დრონიდან 11 ჩამოაგდო. თავდასხმის შედეგად ცენტრალურ ჩერკასის რეგიონში, ორმა ადამიანმა მიიღო დამწვრობა. ამასთან, დაზიანდა არასაცხოვრებელი ინფრასტრუქტურა. ,,მტერმა დედაქალაქზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. წინასწარი ინფორმაციით, კვლავ Shahed-ის ტიპის საბრძოლო მასალა გამოიყენეს. მტერი ორი დღეა ზედიზედ უშვებს კიევისკენ ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს. საჰაერო იერიში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა კიევის ირგვლივ საჰაერო სივრცეში მტრის ყველა სამიზნე აღმოაჩინეს და გაანადგურეს,” – აცხადებენ კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში.

მეტი...

აშშ-ს მიერ კიევისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინაში კონფლიქტს გაახანგრძლივებს – შოიგუ

ამერიკელების მიერ კიევისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინაში კონფლიქტს გაახანგრძლივებს – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. მისი თქმით, აშშ უკრაინას კასეტურ ბომბებს მიაწვდის, მოსკოვი “იძულებული იქნება” იგივე იარაღი გამოიყენოს. „თუ შეერთებული შტატები უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალით მიაწოდებს, რუსეთის შეიარაღებული ძალები იძულებულნი იქნებიან საპასუხოდ გამოიყენონ მსგავსი იარაღი უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს აქვს კასეტური საბრძოლო მასალები, ასე ვთქვათ, ყველასთვის. ამავდროულად, ისინი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ამერიკული, მათი ნომენკლატურა უფრო ფართო და მრავალფეროვანია“, – აღნიშნა შოიგუმ.

მეტი...

დავით სერგეენკო სადეპუტატო მანდატს ტოვებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო სადეპუტატო მანდატს ტოვებს. სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 14 ივლისს სხდომაზე იმსჯელებს. დავით სერგეენკოს მიერ პარლამენტის დატოვებაზე ინფორმაცია მაშინაც გავრცელდა, როდესაც უმრავლესობა და პარლამენტი რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, ”აგენტების კანონის” გამო. ბოლო რამდენიმე თვეა, დავით სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოში ფაქტობრივად აღარ დადის.

მეტი...

„ომის დაწყების დღიდან  უკრაინის გვერდით ვართ და ვუცხადებთ ფინანსურ მხარდაჭერას”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

 შეგვიძლია, შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის სურვილში, იყოს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ გახდეს ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა  ვილნიუსში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის გვერდით დგანან ომის დაწყების დღიდან და უცხადებენ ფინანსურს მხარდაჭერას. „ომის დაწყების დღიდან ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ და ვუცხადებთ ფინანსურ მხარდაჭერას, ვთავაზობთ თავშესაფრებს. ჩვენ შეგვიძლია, შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის სურვილში, იყოს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ გახდეს ნატო-ს წევრი. ამისთვის ვატარებთ რეფორმებს, ვაძლიერებთ ინსტიტუტებს, მაგალითად, ვიბრძვით კორუფციის წინააღმდეგ. ევროკავშირი უკრაინასთან ერთად მუშაობს ამ რეფორმების გასატარებლად. შესანიშნავია იმის ყურება, თუ რა სისწრაფით ახორციელებს უკრაინა…

მეტი...

ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა (ICBM) გაუშვა. ამის შესახებ იაპონელი და სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები იტყობინებიან. ფხენიანმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა მას შემდეგ გაუშვა, რაც ის შურისძიებით დაემუქრა,  მათი თქმით, აშშ-ის ჯაშუშური თვითმფრინავები ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ვაშინგტონმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი სამხედრო პატრული შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. 2022 წელს ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების რეკორდული რაოდენობა გამოცადა, მათ შორისაა ისეთები, რომლებსაც აშშ-ის ტერიტორიამდე მიღწევა შეუძლიათ. ამის საპასუხოდ აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი წვრთნები გააძლიერეს.

მეტი...

ნატო-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა მესამე მსოფლიო ომს აახლოებს – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა მესამე მსოფლიო ომს აახლოებს. მისი თქმით, მეტი იარაღის მიწოდება რუსეთს არ დააბრკოლებს უკრაინაში მიზნების მიღწევაში. „სრულიად გიჟური დასავლეთი სხვა ვერაფერს მოიფიქრებდა. ფაქტობრივად, ეს ჩიხია. მესამე მსოფლიო ომი უფრო ახლოვდება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის, ყველაფერი აშკარაა. სპეცოპერაცია იმავე მიზნებით გაგრძელდება“, – წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.  

მეტი...

წყალდიდობა აშშ-ში – არის მსხვერპლი

ძლიერმა წვიმამ აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთში წყალდიდობა გამოიწვია. ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარეები კალაპოტებიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზები დაიტბორა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი. ამასთან, ძლიერი ქარის გამო აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 1000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო.

მეტი...

უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას ომის მოგების შემდეგ უნდა ელოდოს – მაიკ პენსი

აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისმ მაიკ პენსის განცხადებით, უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას ომის მოგების შემდეგ უნდა ელოდოს. მისი თქმით,  უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ უნდა განიხილებოდეს „ომის დროს“. „გულწრფელად მჯერა, რომ როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერმა და დემოკრატიის არსენალმა, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ უკრაინელებს მიაწოდოს ის, რაც მათ სჭირდებათ ბრძოლისა და გამარჯვებისთვის და მოიგერიონ ეს არაპროვოცირებული რუსული შეჭრა, მაგრამ ნატო-ს წევრობის საკითხზე  მე ვილაპარაკე ვოლოდიმირ ზელენსკისთან – ვფიქრობ, ყველა უნდა დაველოდოთ ომის მოგებას“, -განაცხადა პენსმა.  

მეტი...

,,ნატო გახდის უკრაინას უფრო უსაფრთხოს, უკრაინა გააძლიერებს ნატო-ს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ,,ნატო გახდის უკრაინას უფრო უსაფრთხოს, უკრაინა გააძლიერებს ნატო-ს”. ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში შეკრებილ ათასობით ადამიანს მიმართა. „მადლობას გიხდით ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერისთვის. თქვენი მკაფიო, გულწრფელი და რაც მთავარია, გაბედული პოზიციისთვის უკრაინის ნატო-ში მოწვევის თაობაზე. უკრაინის დროშები ლიეტუვის ქუჩებში ნათელი დასტურია იმისა, რომ ჩვენ მოკავშირეები ვართ და უკრაინა დაიცავს როგორც საკუთარ, ასევე თქვენს თავისუფლებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,რთული პერიოდები გამოვიარეთ და ქვეყანას ავარიდეთ სერიოზული, უმძიმესი საფრთხეები”- ირაკლი კობახიძე

,,მუდმივი სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ ბევრად უფრო რთული პერიოდები გამოვიარეთ და ქვეყანას ავარიდეთ სერიოზული, უმძიმესი საფრთხეები,”- ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა. „ომი როგორც კი დაიწყო, უამრავი რისკი იყო, ეგრევე ოპოზიცია დაგვიყენეს ქუჩაში, პირდაპირ. ამის შემდეგ იყო იგივე ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევა, პირდაპირი ზეწოლა სანქციებთან, მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით და ა.შ. მერე იყო კანდიდატის სტატუსის ამბავი და ა.შ. ძალიან მძიმე თვეები გადავიარეთ. 2022 წელი იყო ძალიან მძიმე. ამასთან შედარებით 2023 წელი არის უფრო მსუბუქი. რა თქმა უნდა,…

მეტი...