,,ეს არც ადგილზე მკურნალობა იყო, არც ამისი მცდელობა. გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი შეთავაზება იყო შემდეგი, რომ ჩვენ არ ვიქნებოდით და არ ვიქნებით წინააღმდეგი, სააკაშვილის ოჯახმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან, ადგილზე სამკურნალოდ, ხაზგასმით მინდა ვთქვა. ჩვენ, რაც ვიხილეთ ახლა, ეს არც ადგილზე მკურნალობა იყო, არც ამისი მცდელობა. საერთოდ, გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „პოლონელი ექიმების თემაზე მინდა გავაკეთო კიდევ ერთხელ კომენტარი. ეს ჩვენგან იყო ერთგვარი ჟესტი და იმის დადასტურება, რომ ერთგულნი ვართ ჩვენს მიერ გაცხადებული დაპირებისა. ჩვენ სიტყვას ვიცავთ, სხვებისაგან განსხვავებით. ჩვენი გაცხადება, შეთავაზება იყო შემდეგი, რომ ჩვენ არ ვიქნებოდით და არ ვიქნებით…

მეტი...

,,უკრაინის იმ გამოწვევების ფონზე, რის წინაშეც დღეს უკრაინა დგას, როცა დრო გაქვს და ლუზერ, სიმულიანტზე აკეთებ კომენტარებს, კითხვის ნიშნები ისმის” – პრემიერი

უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე ოკუპირებულია, ტრილიონ დოლარზე მეტის ზარალი მიადგა, ათიათასობით ადამიანი დაღუპულია, 20 მლნ უკრაინის მოქალაქე იმყოფება ემიგრაციაში, ამ ტრაგედიის და გამოწვევების ფონზე როცა დრო გაქვს და ლუზერ, სიმულიანტზე აკეთებ კომენტარებს, კითხვის ნიშნები ისმის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყოველივე ეს ამყარებს უკვე ჩამოყალიბებულ აზრს და მთავრობის მტკიცებულებებს, რომელიც მანამდე ისედაც ჰქონდათ. „მთელი მსოფლიო გადართულია იმაზე, რომ, ამხელა მოლოდინი იყო უკრაინის კონტრშეტევებთან დაკავშირებით. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ გენერალ მილის შეფასებები, რომელმაც თქვა, რომ საკმაოდ რთულად მიმდინარეობს კონტრშეტევები უკრაინაში. უკრაინის მთელი ტერიტორიის 20%…

მეტი...

20 ივლისიდან შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი იარაღის პოტენციურ მატარებლად განიხილება – რუსეთის თავდაცვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივლისიდან შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი იარაღის პოტენციურ მატარებლად განიხილება. „2023 წლის 20 ივლისს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდად. ასეთი გემების დროშის მქონე ქვეყნები ჩაითვლება უკრაინის კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულად“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვა.

მეტი...

,,მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში. ეს მე ხომ არ მოვიგონე?! მათ თქვეს!” – პრემიერი

სიტყვა „მეორე ფრონტი“ უკრაინის მაღალჩინოსნებისგან მომდინარეობს, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა პრესკონფერენციაზე, რომ მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში და მოლდოვაში. ეს მე ხომ არ მოვიგონე?! მათ თქვეს! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „თქვენ ხომ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქე?! მერე რა გირჩევნიათ, ქვეყანაში ომი იყოს თუ ლომჯარიას მსგავსად გინდათ, რომ ბომბები ცვიოდეს?! უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა პრესკონფერენციაზე, რომ მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში და მოლდოვაში. ეს მე ხომ არ მოვიგონე?! მათ თქვეს”, – განაცხადა პრემიერმა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინელი მაღალჩინოსნები…

მეტი...

,,დღესაც, გუშინაც, ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ” – ირაკლი ღარიბაშვილი

თქვენ გევალებათ სწორი ინფორმაციის მიტანა საზოგადოებამდე, ჩვენ არ ჩამოვრჩებით კი არა, დღესაც, გუშინაც, ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ. რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკავშირის, ევრიკომისიის დასკვნა სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას, უკრაინას და არ მაქვს საუბარი სხვა ქვეყნებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით საქართველო ასევე უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს. „რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით, ჩვენ არა მხოლოდ თქვენს მიერ ხსენებულ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ 14 ქვეყანასა და ნატოს წევრ 10-ზე მეტ…

მეტი...

,,უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი” – პრემიერი

ვიცი, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. „გასაგებია ეს ყველაფერი, მათი მოტივაციაც გასაგებია. ისიც ვიცი, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა. უკრაინელ ხალხს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მინდა, რომ მათ ვუსურვო კიდევ ერთხელ მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. მე მაინც მჯერა, რომ ეს კონკრეტული გამოვლინებები და ეს მათი ანგაჟირებულობა არის დროებითი მოვლენა და ძალიან მალე დასრულდება“,…

მეტი...

,,არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის მეგობრობის, დიპლომატიის, ეტიკეტის დარღვევა” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ, ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ელჩი გაიწვიეს, საქართველო იყო და უკრაინას დღემდე ჰყავს ელჩი იმ ქვეყანაში, საიდანაც ხდებოდა რუსეთის თავდასხმები. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზოგიერთი ქვეყნებიდან, საიდანაც ხდებოდა რუსეთის შეტევები და თავდასხმები, იმ ქვეყანაში დღემდე ჰყავს ელჩი უკრაინას. „ომის დაწყების შემდეგ ერთადერთი სახელმწიფოსგან გაიწვიეს ელჩი, ეს იყო საქართველო მაშინ, როცა, მე აღარ ჩამოვთვლი ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ რუსეთის მხარეს იჭერდნენ პოზიციას, არავითარი რეაგირება არ გაუკეთებიათ. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, და მადლიერებაზე აღარ არის საუბარი. ჩვენ არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის…

მეტი...

,,კეზერაშვილმა გაძარცვა ჯარი და ატერორებდა ბიზნესს” – პრემიერი

,,ფორმულა” არის ბატონი კეზერაშვილის, ადამიანის, რომელმაც ყველაზე დიდი ძარცვა ჩაიდინა 21-ე საუკუნეში. კაცმა მილიარდი დოლარი მოიპარა და ფორმულასაც და სხვა პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს მოპარული, ევროპელი პენსიონერების ფულით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კეზერაშვილმა გაძარცვა ჯარი და ატერორებდა ბიზნესს. „მე არავითარი დისკომფორტი არ მაქვს ამას რომ გახსენებთ, მაგრამ თქვენ უნდა გქონდეთ. მართებული არ არის კი არა, ესაა აბსოლუტური ამორალურობა და გამოგნებელი სინამდვილე, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მანამდე უკვე გაძარცვა ჩვენი ჯარი, ბიზნესი რეკეტის ქვეშ ყავდა, მთლიანად დატერორებული ყავდა, მოიპარა ასეულობით მილიონი…

მეტი...

„ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია“ – „ვაგნერის“ მეთაურის მორიგი განცხადება

„ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი მორიგ განცხადებას აკეთებს და უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებას სამარცხვინოს უწოდებს. როგორც პრიგოჟინი განმარტავს, უკრაინაში ღირსეულად იბრძოდნენ, თუმცა, დღეს რაც ხდება სამარცხვინოა. „ფრონტზე ღირსეულად ვიბრძოდით. რუსეთისთვის ძალიან ბევრი გააკეთეთ. ის, რაც ახლა ხდება, სირცხვილია, რომელში მონაწილეობაც  არ გვჭირდება. ახლა უნდა დაველოდოთ დროს, როცა სრულფასოვნად მოვახდენთ საკუთარი თავის გამოვლინებას. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბელარუსში რაღაც დროის განმავლობაში ვიქნებით. ვემზადებით, ჩვენს დონეს ვზრდით“ –  განაცხადა პრიგოჟინმა.

მეტი...

„გამაოგნებელია, როცა ომში მყოფი ხელისუფლება, იცლის და დროს ხარჯავს, კარგავს ერთ-ერთ კრიმინალზე“- ღარიბაშვილი სააკაშვილზე

„კითხვა ისმის, რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეაგირება? უფრო მეტიც, არათუ რეაგირება და არათუ გამოძიება არ დაიწყეს, არამედ სააკაშვილი დღემდე, პატიმარი სააკაშვილი დღემდე იკავებს თანამდებობას“ – აღნიშნა პრემიერმა მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონოდ კვეთის  საქმესთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ უკრაინას წარუდგინა მტკიცებულებები, ასევე მძღოლის აღიარება, ადამიანის, რომელიც უშუალოდ განახორციელა სააკაშვილის გადაყვანა, მძღოლის აღიარება, რომ იგი იღებდა ინსტრუქციებს ლორთქიფანიძისგან, კონკრეტული ხმოვანი შეტყობინებები, პრემიერის თმით ეს ყველაფერი წარდგენილი და მიწოდებულია უკრაინული მხარისთვის და მათ არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ. “ესე იგი, პირველ რიგში, უკრაინის ინტერესი და უკრაინის რადა ახსენეთ თქვენ, საერთოდ მე მინდა გავიმეორო, რამდენიმე დღის წინ…

მეტი...

„ისინი ჩართულნი არიან ამ კორუფციულ კამპანიაში და ესაა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მტრული კამპანია“ – პრემიერი სააკაშვილს ოჯახზე

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი მილიონებს ხარჯავს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისთვის. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ყველაფერს აკეთებენ საქართველოს რეპუტაციის შესალახად. „საქმე ეხება ჩვენს სახელმწიფოს და ვინც ჩვენს სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, სამწუხაროდ. ეს ყველაფერი არის ამ კამპანიის გაგრძელება, შემადგენელი ნაწილი, ცნობილი გვარები, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ კომენტარებს, მე აღარ  გავიმეორებ ჩემთვის არაფერს ნიშნავს მათი გვარები, ისინი ჩართულნი არიან ამ კორუფციულ კამპანიაში და ესაა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მტრული კამპანია, ამას სახელი უნდა დავარქვათ“ – აღნიშნა პრემიერმა. მისი შეფასებით, საინტერესოა საიდან აქვს სააკაშვილის ოჯახს 100 მილიონზე მეტი ქონება. „კითხვები…

მეტი...

„ამ პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როცა ყოფილი პრეზიდენტი, 9 წელი რომ მართავდა ამ ქვეყანას ეს სიმულიანტი კაცი, მისი ოჯახი იხდის მილიონობით დოლარს, მილიონებს ხარჯავს მთელ მსოფლიოში იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი დაზიანეს“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისი შეფასებით, მტკიცებულებები სახეზეა, თუ რატომ მტრობს სააკაშვილის ოჯახი ქვეყანას. „რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ჩვენმა საზოგადოებამ ნახა მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი ჩვენს სახელმწიფოს და არა მხოლოდ სააკაშვილის ოჯახი და პირადად სიმულიანტი სააკაშვილი, მისგან მოდის ყველაფერი რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები. როგორც დამნაშავე…

მეტი...

ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე პროვოკაციას გეგმავენ – უკრაინის დაზვერვა

სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ოკუპანტები ზაპორიჟიესს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მორიგი შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ – ამის შესახებ  განცხადებას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ მიზნით, რუსული FSB სადგურის პერსონალში დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს უკრაინის უსაფრთხოება ემზადება სადგურზე თავდასხმისთვის. ,,ოკუპანტების სპეცსამსახური ამტკიცებს, რომ ივლისის ბოლოს მოეწყობა ატომურ სადგურზე  “შეტევა”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ “თავდასხმის ჯგუფები” და უსახელო “უკრაინის მოხალისე შეიარაღებული ნაწილები”. ასეთი ინფორმაციის გამეორება შეიძლება მიუთითებდეს, რომ ოკუპანტები ამზადებენ ოპერაციას “უცხო დროშის ქვეშ”, რომელიც გამოიწვევს მასშტაბურ ავარიას ZNPP-ზე. არსებული ინფორმაციით, ამჟამად მზადდება სადგურის მორიგი იმიტირებული დაბომბვა, რომლის მიზანიც უკრაინის შემდგომი დადანაშაულებაა,”- ნათქვამიაა განცხადებაში. შეგახსენებთ,…

მეტი...

მივმართავ სამარცხვინო კამპანიაში ჩართულ ევროპარლამენტარებს, არა მარტო შეაჩერონ საქართველოს საწინააღმდეგო კამპანია, არამედ გამოასწორონ მიყენებული ზიანი – პაპუაშვილი

მინდა, მივმართო ევროპული პარლამენტის წევრებს, რომლებიც ამ სამარცხვინო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი, რომ არა მარტო შეაჩერონ საქართველოს საწინააღმდეგო კამპანია, არამედ გამოასწორონ ზიანი – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, FARA-ზე გამოქვეყნებული უახლესი დოკუმენტები გვამცნობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდა, არა „კეთილმოსურნე“ ევროდეპუტატების მიერ იყო დაწერილი, არამედ დაქირავებული ლობისტების მიერ იყო შემუშავებული. „სააკაშვილისადმი ცუდად მოპყრობის კამპანია არა მარტო სიყალბესა და მისტიფიკაციას ემყარებოდა, არამედ ევროპარლამენტის რეზოლუციებიც კი, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული, ლობისტების ხელით იყო შექმნილი. ამ ახალი, სკანდალური ინფორმაციის საფუძველზე, დღეს უფრო მეტად, ვიდრე…

მეტი...

ზელენსკი აცხადებს, რომ ოდესის დასაცავად საჭიროა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები

ოდესას დასაცავად, უკრაინას სჭირდება დამატებითი SAMP/T ან Patriot საჰაერო თავდაცვის სისტემები – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადაკართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს ორი სისტემაა. მე მოვილაპარაკე პრეზიდენტ მაკრონთან და იტალიის პრემიერ მინისტრთან ჯორჯია მელონთან, როდესაც მივიღეთ SAMP / T. ჩვენ არ ვიტყვით სად არის ახლა ეს სისტემები, მაგრამ ისინი მუშაობენ, ისინი მშვენივრად მუშაობენ. ჩვენ რომ გვქონდეს შესაბამისი დამატებითი სისტემები, ისინი დაიცავდნენ ოდესის ინფრასტრუქტურას და არა მარტო საპორტო ინფრასტრუქტურას. ან პატრიოტის სისტემები. თქვენც კარგად იცით, ვინ მოგვცა ეს სისტემები. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არ არის საკმარისი შესაბამისი…

მეტი...

შესაძლოა, ხორბლის ფასი გაიზარდოს – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ”მარცვლეულის  შეთანხმების” შეწყვეტამ შესაძლოა, ფასებზე იმოქმედოს. ,,იცით, ხორბლის კორიდორი ჩაიკეტა, ზუსტ პროგნოზს ვერ ვიტყვი, თუმცა შესაძლებელია, ხორბლის ფასი კიდევ გაიზარდოს. კორიდორის მეშვეობით პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში გადის, საიდანაც იქმნება ხორბლისა და ფქვილის ფასები. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ და ქვეყნები, რომლებიც დიდი რაოდენობით მოიხმარენ. განსაკუთრებით, სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სირია, პალესტინა – ესენი არიან ”პურის მჭამელი” ქვეყნები. გასულ წლებთან შედარებით, ფასები დაწეულია. ზუსტ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, თუმცა, ნებისმიერი შეზღუდვა და შეფერხება მოქმედებს ფასების მატებაზე. მაგალითად, ზამთრის პერიოდში, ლარსზე ნებისმიერ…

მეტი...

„დღეს ბრიტანეთის სახელმწიფოს სახელით ბოდიშს ვიხდი”- სუნაკმა ბოდიში მოუხდა ლგბტქი თემის წარმომადგენელ სამხედრო ვეტერანებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ბოდიში მოუხდა ლგბტქი თემის წარმომადგენელ სამხედრო ვეტერანებს, რომლებსაც ჯარში სამსახური აკრძალული ჰქონდათ. პრემიერ-მინისტრმა აკრძალვას ბრიტანეთის სახელმწიფოს “შემაძრწუნებელი მარცხი” უწოდა. „ლგბტქი ადმიანების შეიარაღებულ ძალებში სამსახური 2 000 წლამდე აკრძალული იყო, რაც წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის სახელწმიფოს დიდ შეცდომას. როგორც დღევანდელ ანგარიშშია აღნიშნული, იმ პერიოდში ბევრმა გადაიტანა ყველაზე საშინელი სექსუალური ძალადობა, ჰომოფობიური ჩაგვრა და შევიწროება. ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც ეს ადამიანები მამაცურად ემსახურებოდნენ თავიანთ ქვეყანას. დღეს ბრიტანეთის სახელმწიფოს სახელით ბოდიშს ვიხდი და იმედი მაქვს, ყველა დაზარალებული იგრძობს თავს ვეტერანების იმ ოჯახის ამაყ წევრად, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა…

მეტი...

დაპირისპირება პოლიციელთან – დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

კასპის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე ბრალდებულ სამ პირს  გორის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარის ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ, ან აღკვეთის გარეშე მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ. თუმცა, მოსამართლემ დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მომდევნო სასამართლო სხდომა გორის სასამართლოში სექტემბერში გაიმართება. პოლიციელს 4 წლის შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დასახმარებლად მისული პოლიციელის მამაც სცემეს

მეტი...

ვლადიმერ პუტინი „ბრიკსის“ სამიტზე დასასწრებად სამხრეთ აფრიკაში არ ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხრეთ აფრიკაში, BRICS-ის განვითარებადი ეკონომიკების ჯგუფის სამიტს არ დაესწრება. ამის  შესახებ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ განაცხადა. პუტინის ნაცვლად, რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარადგენს. სამხრეთ აფრიკა სამიტის მასპინძლობისას დილემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან, როგორც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) წევრი, საჭირო იქნებოდა პუტინის დაპატიმრება. მანამდე  გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ქვეყნისთვის უფლება მიეცათ, იოჰანესბურგში ჩასვლის შემთხვევაში, პუტინი არ დაეპატიმრებინათ. პრეზიდენტის თქმით, “პუტინის დაკავება რუსეთთან პირდაპირი ომის დაწყება იქნებოდა”. Brics-ის სამიტი სამხრეთ აფრიკაში 22 – 24 აგვისტოს გაიმართება.

მეტი...

,,ზურაბიშვილმა ერთ შემთხვევაში “ნაცმოძრაობას” გაუმართლა, ახლა მიდის მასზე ზეწოლა, რომ სიტყვები “არა და არასდროს” უკან წაიღოს”- მდინარაძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტზე ზეწოლაა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე სიტყვები “არა და არასდროს” უკან წაიღოს. მისი თქმით, ზეწოლა მძლავრია და პრეზიდენტს შეიძლება გაუჭირდეს კიდეც მისგან თავის დაღწევა. ,,ზურაბიშვილმა ერთ შემთხვევაში “ნაცმოძრაობას” გაუმართლა, ახლა მიდის მასზე ზეწოლა, რომ სიტყვები “არა და არასდროს” უკან წაიღოს და ეს ზეწოლა არ არის მარტივი, მძლავრია, შეიძლება გაუჭირდეს კიდეც მისგან თავის დაღწევა. თუმცა, საბოლოო ჯამში მე მგონია, მართლა ძალიან გაუჭირდება და მის სიტყვებს “არა და არასდროს” უკან ვერ წაიღებს. რაც უფრო პრინციპულად დადგება ის ამ პოზიციაზე, დამიჯერეთ და ამას მომავალი გვაჩვენებს, რომ…

მეტი...

ვაშენებთ ევროპულ ოჯახს, რომელიც ხსნის კარს უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის და გრძელ ვადაში, საქართველოთვის – ბერბოკი

,,ვაშენებთ ევროპულ ოჯახს, რომელიც ხსნის ევროკავშირის კარს ახალი წევრებისთვის, როგორებიც არიან უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელ ვადაში, საქართველო”, – ამის შესახებ  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი The Guardian-ისთვის დაწერილ სტატიაში წერს. ,,ჩვენ ვაძლიერებთ NATO-ს როგორც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გარანტორს. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს სამხედრო შესაძლებლობას უპრეცედენტო 100 მილიარდ ევროიან პაკეტამდე და ვასრულებთ NATO-ს თავდაცვის ხარჯების მიზნებს. ჩვენ ვაშენებთ ევროპულ ოჯახს, რომელიც ხსნის ევროკავშირის კარს ახალი წევრებისთვის, როგორებიც არიან უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელ ვადაში, საქართველო”, – წერს ბერბოკი.

მეტი...

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქციას ოზურგეთში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 22 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი, გურიის რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მრავალპროფილურ სამედიცინო გამოკვლევებს უფასოდ ჩაატარებს. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას მიიღებს ჰოსპიტლის კვალიფიციურ მედიკოსთა (კარდიოლოგი, ზოგადი ქირურგი, თერაპევტი, უროლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი, ანგიოქირურგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, პედიატრი) ჯგუფი 15 ექიმის შემადგენლობით. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.ოზურგეთი; ჩოხატაურის ქ. N 20; სამედიცინო ცენტრი ‘’სააქიმო’’; თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმებისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, სამსახურის ბენეფიციართათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით,…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ოჯახმა თავის ლობისტებს საქართველოს დასანქცირება შეუკვეთეს – მამუკა მდინარაძე

მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ოჯახმა თავის ლობისტებს საქართველოს დასანქცირება შეუკვეთეს და ეს მისი ავადმყოფობის შესახებ პიარკამპანიის ფარგლებს გასცდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ”ქვეყნის შიგნით და გარეთ „ნაცმოძრაობა“ და მისი დავალების მიმცემები საქართველოს დაზიანებას ცდილობდნენ.” „ფარა“ იმ კანონის ანალოგია, რასთან დაკავშირებითაც თბილისში 7-9 მარტს საპროტესტო აქციები იყო და მცდელობა იყო, საქართველოში მისთვის რუსული კანონი დაერქმიათ. ამ კანონის მეშვეობით ქართული და საერთაშორისო საზოგადოება იგებს ამბავს, რომ სააკაშვილის ავადმყოფობის გაპიარების გარდა, მისი ლობისტები, რომლებიც ამაში მილიონობით დოლარს იღებენ, ზრუნავენ, რომ საქართველო იყოს დასანქცირებული. ანუ,…

მეტი...

რამდენი ადამიანი შემოვიდა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში – სტატისტიკა

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1,754,992 ადამიანი შემოვიდა, 1,683,567 კი გავიდა.  შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის 443,624 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 427,443 გავიდა. მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოში ჯამში 298,285 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. საკვლევ პერიოდში ქვეყანაში 413,127 თურქეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო გავიდა 406,268. სომხეთიდან საქართველოში 285,403 მოქალაქე შემოვიდა და გავიდა 284,273. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა – 119,855 მოქალაქე და გავიდა 112,477. ისრაელიდან შემოვიდა – 71,443 და გავიდა 69,472. საქართველოს საზღვარი გადაკვეთა აზერბაიჯანის 56,700-მა მოქალაქემ და ქვეყანა დატოვა 53,388-მ. უკრაინიდან კი შემოვიდა 51,387 ადამიანი და დატოვა 51,253-მა.

მეტი...

ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს – პოლონეთის საგარეო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კლნიკა ”ვივამედში”, პოლონელ ექიმთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სპეციალური პენიტენციალური სამსახურის გადაწყვეტილება,  პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს. ,,პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 2023 წლის 17 ივლისს პოლონეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაბარებულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლონელი ექიმების მიერ საავადმყოფოში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. პოლონური მხარე აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას და კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პოლონელ ექიმებს მიეცათ ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისა…

მეტი...

,,ბავშვს 12 ნაკერი დაადეს…ვიგერიებდით ჯოხით”- ქალი, რომელსაც თავს დათვები დაესხნენ

შუახევის რაიონის სოფელ დაბაძველში ჭალაში წასულ ორ ქალსა და 6 წლის ბავშვს თავს ბელები, შემდეგ კი მათი დედა დაესხნენ. ვერიკო ზოიძე მომხდარს იხსენებს და აცხადებს, რომ ბავშვს 12 ნაკერი დაადეს. „გზაზე ორი ქალი ვიყავით და ერთი ბავშვი, რომელიც ხელში მყავდა, მაგრამ მაინც ჩამოჰკრა ტორი და მეც გამათრია ბავშვთან ერთად. ბავშვს ყურთან მიაყენა დაზიანებები. 12 ნაკერი დაადეს ბავშვს, მაგრამ ახლა კარგად არის, როგორც ექიმმა გვითხრა. მეც დავზიანდი, ისე მათრია, რომ ძალა აღარ მაქვს, ხვალ მეც უნდა მივიდე ექიმთან. ჩვენ ჩვენი ვიბრძოლეთ, დათვებმა – მათი. ვიგერიებდით ჯოხით და მერე ბელები რომ მივიდნენ…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟები გასაირნების წესების დაცვის მონიტორინგს ინტენსიურ რეჯიმში ახორციელებენ

ცხოველთა მონიტორინგის  სააგენტოს ეკიპაჟები გასაირნების წესების დაცვის მონიტორინგს დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჯიმში ახორციელებენ და მოქალაქეებს ცხოველის გასეირნების წესების დარღვევასთან დაკავშირებით, ახლად ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაციას აწვდიან. სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფებმა ამჯერად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის პარკი) პატრონიანი შინაური ცხოველების გასეირნების მონიტორინგი განახორციელეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიმდინარე წლის 28 ივლისს შესული ცვლილებების მიხედვით: „ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“. 07:00 საათიდან 23:00 საათამდე…

მეტი...

რუსეთის მიერ „დანონის“ ნაციონალიზაციის შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელად კადიროვის დისშვილი დანიშნეს

ფრანგული კონცერნის, იოგურტის მწარმოებელი „დანონის“  ხელმძღვანელად რამზან კადიროვის დისშვილი დანიშნეს. ინფორმაციას „ბიბისი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ზაკრიევი რუსეთში „დანონის“ ხელმძღვანელად მას შემდეგ დაინიშნა, რაც პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ კომპანია რუსეთის დროებით მმართველობაში გადადის. ზაკრიევი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ძმისშვილია. ის 2018 წელს გროზნოს მერად დაინიშნა. 2020 წელს კი რესპუბლიკის მეთაურისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.  ამ ეტაპზე ზაკრიევი ჩეჩნეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას იკავებს.  

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”- ლევან ხაბეიშვილი

მხოლოდ მივესალმებით პროდასავლური პარტიების ერთობას, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  კონსულტაციები მიმდინარეობს  “სტრატეგია აღმაშენებელთან”. „ცხადია, ვესაუბრებით „სტრატეგია აღმაშენებელს“ და გულისხმობს იმას, რომ შევქმნათ სხვადასხვა პროდასავლურ პარტიებთან და ლიდერებთან ერთად გამარჯვების პლატფორმა.მივესალმებით ყველას, ვინც გამარჯვების პლატოფორმაში საკუთარ თავს დაინახავს და ასევე მივესალმებით, თუ ცალკე პროდასავლური პარტიები გააკეთებენ ერთობას, თუმცა, ჩვენ საქმეს გაჩვენებთ უახლოეს დღეებში. თუმცა, ჩვენ საქმეს გაჩვენებთ უახლოეს დღეებში. მივესალმებოდი და გამიხარდებოდა, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გააკეთონ…

მეტი...

აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს – მედია

„ვაშინგტონ პოსტის“  ინფორმაციით, აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს.  მათივე ცნობით, ვაშინგტონში  მიიჩნევენ, რომ ყირგიზეთი რუსეთს აწვდის პროდუქციას, რომელიც „შავ სიაშია“ შეტანილი. პროდუქციას შორისაა ელექტროტექნიკა, უპილოტო საფრენ აპარატები, ოპტიკურ სამიზნეები და ბომბების საწარმოებლად საჭირო ნაწილები. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მიმდინარე კვირაში იგეგმება. ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან ყირგიზეთის როლით უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში. როგორც „ვაშინგტონ პოსტი” იუწყება, ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში თვეების განმავლობაში უშედეგო ვიზიტების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს ახალ ეკონომიკურ ზომებს, რათა ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს ვაჭრობის შეჩერებასთან დაკავშირებით.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, გაღმაა გასული – თეა წულუკიანი

სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, გაღმაა გასული, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანმა   პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის, პიერ-ალექსანდრე კრევოს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. „აღნიშნული იმის მანიშნებელია, რომ ეს ქალბატონი უკვე ძალიან დიდი ხანია, გაღმაა გასული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ,,იმედი მქონდა და დღემდე მაქვს, მგონია, რომ შეიწყალებს”- პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი

მეტი...

მესამე მსოფლიო ომისკენ მივემართებით – დონალდ ტრამპი

ჩვენ მესამე მსოფლიო ომისკენ მივემართებით, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდეტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია”არაკომპეტენტური და კორუმპირებული პრეზიდენტი” შეიცვალოს. „ჩვენ მესამე მსოფლიო ომისკენ მიდვივართ, რუსეთისა და უკრაინის ომი არ მოხდებოდა, ჩინეთიც არ ისაუბრებდა ტაივანზე. ძალიან ცუდი მოვლენები ვითარდება ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელია ცვლილებები და ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. ჩვენი პრეზიდენტი დღეს არის არაკომპეტენტური და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

2003 წლიდან 2008 წლამდე, ფაქტობრივად, ჭაობზე შექმნა სახელმწიფო – ხაბეიშვილი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილზე ევროპელი კოლეგების წარმოდგენები უკავშირდება მის პოლიტიკურ საქმიანობას, 2003 წლიდან 2008 წლამდე, ფაქტობრივად, ჭაობზე შექმნა სახელმწიფო, – ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ლობისტურ კომპანიებთან დაკავშირებულ კითხვას. მისი თქმით, სააკაშვილი რეგიონში მთავარი რეფორმატორია და ამას აფასებს ცივილიზებული სამყარო. ,,მიხეილ სააკაშვილზე ჩვენი ევროპელი კოლეგების წარმოდგენები უკავშირდება მის პოლიტიკურ საქმიანობას, რომ 2003 წლიდან 2008 წლამდე მან ფაქტობრივად შექმნა ჭაობზე სახელმწიფო, ის არის მთავარი რეფორმატორი რეგიონში და ამას აფასებს ცივილიზებული სამყარო. შესაბამისად, ასევე სააკაშვილი არის პირველი, ვინც პუტინის ტერორისტულ რეჟიმს გაუწია წინააღმდეგობა და შევინარჩუნეთ სახელმწიფო, ცხადია ჩვენი გმირი ბიჭების დამსახურებით. პრეზიდენტ…

მეტი...

პოლონეთში, ავტოსაგზაო შემთხვევას  საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

პოლონეთში, ავტოსაგზაო შემთხვევას  საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩულუში მცხოვრები 22 წლის ლატიფ ვაზიროვი და მარნეულის მუნიციპალიტეტის თაზაკენდში მცხოვრები 45 წლის ბაჰმან ჰაზრატგულიევი გარდაიცვალნენ. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ორივე მოქალაქე პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული.   წყარო – პრაიმტაიმი

მეტი...

„ავსტრიის მხარესთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერი იქნება“- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში თომას მიულმანს და სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, რეგიონების და წყლის მართვის საკითხებში ახალ ატაშეს კარინ დოფელბაუერს შეხვდა. მინისტრმა კარინ დოფელბაუერს საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ატაშეს საქმიანობა, საქართველოსთან ერთად, 5 ქვეყანას – სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ყაზახეთსა და უზბეკეთს ფარავს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ოთარ შამუგიამ ავსტრიის მხარეს წლების განმავლობაში არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ავსტრიის მხარესთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერი იქნება. აქტიურად…

მეტი...