დარწმუნებული ვარ, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება ნატო-ში – ზელენსკი

მჯერა, ჩვენ ნატო-ს ვჭირდებით, ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ნატო. დარწმუნებული ვარ, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება ნატო-ში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

„მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის, რომლებიც ნამდვილად ლიდერები არიან უკრაინის დახმარებაში. არ ვაპირებ, მოვძებნო არგუმენტები, რათა დავადასტურო, რომ ბაიდენს სურს უკრაინის ხილვა ნატო-ში. ეს არგუმენტები უნდა იყოს ორმხრივი. ეს ეხება ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთის უსაფრთხოებას და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას. მჯერა, ჩვენ ნატო-ს ვჭირდებით, ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ნატო. დარწმუნებული ვარ, ეს სამართლიანია და ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება ნატო-ში. ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. ჩვენ აშშ-სთან გვაქვს ერთნაირი ხედვა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები