ფოლკლორულ ფესტივალზე ხიდი ჩაინგრა – არის მსხვერპლი

ლენინგრადის ოლქის ქალაქ ლუგაში, ფოლკლორულ ფესტივალზე ხის ხიდი ჩაინგრა. ფოლკლორულ ფესტივალ „ოლგინის ნაპირზე“ ლუგაში ხის ხიდის ჩამონგრევისას ერთი ადამიანი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, სამი ადამიანი დაშვდა. შემთხვევის ადგილზე სამი სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული. კიდევ ორმა დაზარალებულმა დამოუკიდებლად მიმართა  საავადმყოფოს დახმარებისთვის. ექიმებმა განაცხადეს, რომ გამოკვლევის ქვეშ მყოფი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

შეიარაღებული კაცი, რომელიც მოსკოვის მახლობლად, სავარაუდოდ იანუკოვიჩის სახლში შეიჭრა, ლიკვიდირებულია

შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც მოსკოვის მახლობლად სოფელ შერვუდში საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, ლიკვიდირებულია. ამის შესახებ რუსულ TASS-ს სამართალდამცავმა უწყებებმა განუცხადეს. პოლიციამ დაადასტურა, რომ ის განეიტრალებულია. „რადგან მოქალაქემ არ უპასუხა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს, უგულებელყო ჩაბარების მოწოდებები, ესროლა სამართალდამცავებს, გადაწყდა იძულებითი დაკავება, რა დროსაც გამოყენებული იყო სამსახურებრივი იარაღი და სპეციალური საშუალებები,”- აცხადებენ რუსი სამართალდამცველები. პოლიციის თქმით, შემთხვევის ადგილზე პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ მოაწყეს აუცილებელი ოპერატიული ღონისძიებები. ,,კერძოდ, შემთხვევის ადგილი გადაკეტეს, პოლიციამ დაიწყო მოლაპარაკება თავდამსხმელთან, დაადგინა მისი ვინაობა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო 36 წლის სტუმარი კრასნოიარსკის ტერიტორიიდან”, – დასძინა მოსკოვის ოლქის…

მეტი...

ბათუმში, დენის დარტყმის შედეგად, კაცი გარდაიცვალა

ბათუმში, დენის დარტყმის შედეგად, კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა შამილაძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით,  კაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. კაცი ელექტროენერგიის დაზიანებული ხაზის შეკეთებას ცდილობდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

,,გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ  დრო იწელება”- აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ბრიფინგს აანონსებენ

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებით,  ჯანდაცვის სამინისტრომ აქონდროპლაზიის პროტოკოლის დამტკიცებისთვის შეთანხმებული ვადები დაარღვია. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორშაბათს, 11:00 საათზე, კანცელარიის შენობასთან  ბრიფინგს გამართავენ. ,,მოგეხსენებათ, აქციის დაშლის დღიდან მოყოლებული, მშობლები აქტიურად ვართ ჩართული სამუშაო პროცესებში, ვესწრებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს და მონაწილეობას ვიღებთ ბავშვებისთვის საუკეთესო ინტერესების გამტარი პროტოკოლის შექმნაში. წინა სხდომაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ 15-დან 20 ივლისამდე დამტკიცდებოდა აქონდროპლაზიის პროტოკოლი და ამავე პერიოდში ჩაინიშნებოდა მორიგი საბჭო, სადაც უკვე მედიკამენტის დანერგვის შესახებაც მეტ ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ. სამწუხაროდ, 15-დან 20 ივლისამდე პერიოდში არათუ არ დაინიშნა საბჭო და არ დამტკიცდა პროტოკოლი, არამედ, საქმის…

მეტი...

ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი მიენიჭა

ინგლისის ესექსის საგრაფოში, ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. ჰარლოუში მეხუთე ავენიუს  ზელენსკის ავენიუ ეწოდა. გამზირისთვის სახელწოდების მინიჭების ცერემონიალს დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო უნდა დასწრებოდა, თუმცა ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე ის ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა. თუმცა ცერემონიას დაესწრო დეპუტატი რობერტ ჰალფონი. რობერტ ჰალფონმა განაცხადა, რომ ქალაქი იყო შესაფერისი ადგილი უკრაინის ლიდერის სახელობის ქუჩისთვის, რადგან ჰარლოუ აშენდა მრავალი ლონდონელი დევნილი ოჯახისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. „ჰარლოუ ახალი ქალაქი ფენიქსივით გაჩნდა ფერფლიდან. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა უკრაინელებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს – რომ…

მეტი...

უკრაინაში, რუსი ჟურნალისტი დაიღუპა

უკრაინაში, ფრონტის ხაზზე მოკლეს როსტისლავ ჟურავლევი, კრემლთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს კორესპონდენტი. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურავლევი სავარაუდოდ კასეტური საბრძოლო მასალის ფრაგმენტმა მოკლა. ჟურნალისტის გარდაცვალება დაადასტურა კრემლის პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმაც. მისი თქმით, უკრაინელების მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შედეგად სხვა ჟურნალისტებიც დაშავდნენ. “ყველა გვახსოვს და ყველაფერს დავიმახსოვრებთ”. – დაწერა სიმონიანმა.

მეტი...

,,ჩემი სოლიდარობა ალექსეი ნავალნის, პუტინის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ალექსეი ნავალნის სოლიდარობას უცხადებს. ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პუტინის რეჟიმი დიდი სისწრაფით უახლოვდება დასასრულს. ,,ჩემი სოლიდარობა ალექსეი ნავალნის. ძალიან ნიჭიერ რუსეთის არაადამიანური რეჟიმის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის მებრძოლს, ვისაც დამატებით 20 წელი შეიძლება, მიესაჯოს. ალექსეი, შენ ხარ უფრო დიდი ისტორიული მნიშვნელობის სიმბოლო, ვიდრე ერთად აღებული ყველა შენი მწამებელი. ღრმად ვარ დარწმუნებული, და ჩემი ინტუიცია თითქმის არასდროს შემცდარა, რომ პუტინის რეჟიმი დიდი სისწრაფით უახლოვდება დასასრულს. აუცილებელია, ცოცხალი და ჯანმრთელი იყო. არ უსმინო მათ, ვინც რუსეთში უკან დაბრუნების გამო გაკრიტიკებს. ჩვენ ვერ შევცვლით ჩვენს ქვეყნებს იქ ყოფნის გარეშე,…

მეტი...

კონტრშეტევის ტემპი მალე გაიზრდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის კონტრშეტევის ტემპი მალე გაიზრდება. მისი თქმით, უკრაინამ რუსეთის ძალების უკან დახევის ოპერაცია არასაკმარისი შეიარაღების, ტყვია-წამლის და არასათანადოდ გაწვრთნილი ბრიგადების გამო დაგეგმილზე გვიან დაიწყო. ,,ჩვენ ვუახლოვდებით მომენტს, როცა რელევანტური მოქმედებების დაჩქარება შესაძლებელი იქნება, რადგან ჩვენ უკვე ვადგენთ ზოგიერთი ნაღმის ლოკაციას და ამ ადგილებში განაღმვით სამუშაოებს ვატარებთ” – განაცხადა ზელენსკიმ.    

მეტი...

ლუკაშენკო მოსკოვში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 22 ივლისს სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, 23 ივლისს ლუკაშენკო პუტინს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები  უსაფრთხოების საკითხებს, საერთაშორისო დღის წესრიგს, ეკონომიკურ ურთიერთობას, ალიანსის პროგრამების განხორციელებას, სანქციებისადმი წინააღმდეგობასა და სხვა საკითხებს განიხილავენ.  

მეტი...

,,დღეს ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,დღეს ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ეს არის ევროპის დაპირება – ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლება და დემოკრატია ყველასათვის,”- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,ჩვენი გაერთიანების ისტორია არის ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების გაძლიერების ისტორია. ეს არის ომის შემდეგ აღორძინებული გერმანიისა და იტალიის ისტორია, ეს არის ესპანეთის, პორტუგალიისა და საბერძნეთის ისტორია დიქტატურიდან დემოკრატიამდე, ეს არის დემოკრატიული აღორძინების ისტორია რკინის ფარდის დაშვების შემდეგ. დღეს ამ ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ეს არის ევროპის დაპირება – ერთიანი…

მეტი...

მოსკოვის გარეუბანში, მამაკაცი იანუკოვიჩის სახლში შეიჭრა

მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფელ შერვუდში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი კერძო სახლში შეიჭრა, სადაც სავარაუდოდ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ცხოვრობს. სახლთან აფეთქების ხმები ისმის, მამაკაცსა და სამართალდამცველებს შორის სროლა გრძელდება. ,,ნაკვეთის მთელი ტერიტორია, ისევე როგორც სოფელი, გარშემორტყმულია პოლიციის მიერ. ადგილზე მუშაობს სპეცრაზმი”, – წერს სოციალურ ქსელში რუსეთის დუმის დეპუტატი, ოლექსანდ ხინშტეინი.

მეტი...

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე 20 თეთრის ოდენობის სუბსიდირება განვახორციელოთ“- შამუგია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, 2023 წლის რთველთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება 2023 წელსაც განხორციელდება. „პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, გვქონდა შეხვედრა მიმდინარე წლის რთველთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რთველი ორგანიზებულად ჩატარდეს, თითოეულმა მევენახემ შეუფერხებლად ჩააბაროს ყურძენი და, ამავდროულად, სათანადო შემოსავალი მიიღოს. პარალელურად, ვმუშაობთ, რომ ჩვენს მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა მსოფლიო ბაზრებზე. პრიორიტეტულ ბაზრებზე ვახორციელებთ აქტიურ კამპანიას ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, რომლის შედეგადაც, ბოლო პერიოდის განმავლობაში, გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდა; შარშან 30%-მდე ზრდა გვქონდა და ამ დინამიკას წელსაც ვინარჩუნებთ. ზრდა გვაქვს სპირტიანი სასმელების ექსპორტის…

მეტი...

მოსკოვში, სავაჭრო ცენტრში, ცხელი წყლის მილი გასკდა – დაიღუპა 4 ადამიანი

რუსეთში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ინციდენტი მოხდა. მოსკოვში, კუტუზოვსკის პროსპექტზე, სავაჭრო ცენტრში ცხელი წყლის მილი გასკდა. სავაჭრო ცენტრში Vremena Goda-ში მომხდარი ინციდენტის შედეგად,  დაღუპულია 4 ადამიანი. სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ საგანგებო სიტუაციის შესახებ საინფორმაციო საშუალებებიდან შეიტყვეს. ევაკუაცია მილის აფეთქებიდან მხოლოდ ნახევარ საათში გამოცხადდა, სიგნალიზაცია არ მუშაობდა. ტელეგრამის არხის „112“-ის ცნობით, დამწვრობა 50-მა ადამიანმა მიიღო. ასევე, რუსული მედიის ცნობით, ცხრა ადამიანი  ჰოსპიტალიზირებულია.

მეტი...

თბილისში ბავშვს ეძებენ

თბილისში ბავშვს ეძებენ. ინფორმაციას მცირეწლოვანის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და დახმარებას ითხოვენ. ,,ხალხნო დაგვეხმარეთ, ბავშვი დაიკარგა ჩემი დისშვილი. წურწუმიაზე შენიშნეს შრამიან კაცთან ერთად. დედას ტელეფონი წაიღო მაგ კაცმა და რომ დავრეკეთ გათიშა. რამდენიმე საათია ლევანიკოს უშედეგოდ ვეძებთ. იქნებ მოკრათ თვალი სადმე. კაცი არის ტატუებიანი, სახეზე შრამი აქვს. გადააზიარეთ, რომ დაგვეხმაროთ პოვნაში”, – წერს ახლობელი.

მეტი...

„ნაბიჯი, რომელიც გადადგეს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არის იძულებითი” – მიხეილ სარჯველაძე

,,ვფიქრობ, რომ ნაბიჯი, რომელიც გადადგეს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არის იძულებითი ნაბიჯები და სინამდვილეში არანაირი სიხარული არ ჰქონიათ ამ პოლიტიკურ გუნდებს”. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მართალია ამ პარტიებს შორის იდეური სიახლოვე ყოველთვის იყო, თუმცა, მათი გაერთიანება არის არა იდეური, არამედ სხვა ინტერესებით ნაკარნახევი. „ვფიქრობ, რომ ნაბიჯი, რომელიც გადადგეს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არის იძულებითი და სინამდვილეში არანაირი სიხარული არ ჰქონიათ ამ პოლიტიკურ გუნდებს. სულ მცირე მარტო იმიტომ, რომ იმ მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა უწევთ, მანამდე რა განცხადებებიც აქვთ გაკეთებული…

მეტი...

კინორეჟისორები წულუკიანის კონსპირაციულ შეხვედრებს აპროტესტებენ

კინორეჟისორები გაბრაზებულები არიან. ხელოვანები კულტურის მინისტრის კონსპირაციულ შეხვედრებს აპროტესტებენ. ფავორიტ რეჟისორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, წულუკიანის თანამოაზრეებმა უკვე დაანონსეს, რომ კინოცენტრში რეორგანიზაცია გაგრძელდება. ,,ვიხილეთ კიდევ ერთი, აბსოლუტურად დახურული და გაუმჭვირვალე შეხვედრა კინემატოგრაფისტებთან. გაუგებარია, რატომ არ გვხვდება ჩვენ, რომ მოისმინოს ჩვენი ხედვებიც. არ სურს, რომ ეს პროცესი გახადოს გამჭვირვალე, ამაში ჩართოს ყველა კინემატოგრაფისტი და არ დაუპირისპიროს კინემატოგრაფისტები ერთმანეთს “, – ამბობს კინოხელოვანი.

მეტი...

დრონებით თავდასხმა ოკუპირებული ყირიმის აეროდრომსა და ნავთობსაცავზე

კრასნოგვარდეისკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ აეროდრომსა და ნავთობის საცავს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ამის შესახებ ინფორმაციას, ყირიმის რუსული საოკუპაციო ხელისუფლება ავრცელებს. “კრასნოგვარდეის რაიონზე მტრის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად აფეთქდა საბრძოლო მასალის საწყობი. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა. მივიღეთ გადაწყვეტილება, შემთხვევის ადგილიდან 5 კილომეტრის რადიუსში, დროებითი განსახლების პუნქტებში მოსახლეობის ევაკუაციის. რისკების შესამცირებლად შეწყდა ყირიმის რკინიგზაზე მოძრაობა. შესაძლო შედეგების აღმოსაფხვრელად ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებს,” – განაცხადა ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ყირიმის ხიდზე მოძრაობა სრულად შეზღუდა. ინფორმაცია რუსულ მედიასა და Telegram არხებზე ვრცელდებოდა, თუმცა…

მეტი...

სამედიცინო ასოციაციის ყრილობაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ მივიდა

სამედიცინო ასოციაციის ყრილობაზე, სადაც მედიცინის სფეროს წარმომადგენლები დღეს შეიკრიბნენ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ მივიდა. ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც მცირე ზომის კლინიკებს დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს – სანებართვო პირობების შესახებ კანონი 1-ელ სექტემბერს ამოქმედდება. არსებული ინფორმაციით, ახალი წესები კლინიკებს უმაღლესი სტანდარტების დანერგვას მოსთხოვს, რის შესასრულებლადაც დრო საკმარისი არ არის. შეხვედრაზე ჯანდაცვის სამინისტროდანაც იყვნენ მიწვეული, თუმცა აზარაშვილის მოადგილე ყრილობაზე არ მივიდა, რის გამოც მედიკოსები სამინისტროს მათთან კომუნიკაციის არ ქონაში ადანაშაულებენ.

მეტი...

,,კელი დეგნანმა გაანადგურა ამერიკის იმიჯი საქართველოში”, – თამარ ჩიბურდანიძე

,,თუ დღეს საზოგადოებას ცუდი დამოკიდებულება აქვს აშშ-ს მიმართ, ეს თავად კელი დეგნანის დამსახურებაა, რომელმაც გაანადგურა ამერიკის იმიჯი საქართველოში”. ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა. მისი თქმით, კელი დეგნანი უფრო ,,ხალხის ძალის“ განცხადებებს კითხულობს, ვიდრე საკუთარი სამინისტროს დოკუმენტებს. „ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ არ წაუკითხავს საკუთარი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებული მასალები სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის შესახებ. არც ის იცის თურმე, რა ჩამონათვალია ამ სიაში და რაც მთავარია, ისიც კი არ იცის, რომ ამ ლობიზმის ერთ-ერთი მთავარი საკითხია საქართველოში ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით ამ პუნქტების განხორციელება. აღარ ვსაუბრობთ ევროპარლამენტისთვის…

მეტი...

საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 45 გრადუსს გადააჭარბებს

საბერძნეთი რეკორდულად მაღალი სიცხის ფონზე, ჰაერის ტემპერატურის კიდევ უფრო მატებისთვის ემზადება. ჯანდაცვის უწყება მოსახლეობას შინ დარჩენას ურჩევს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უქმეებზე თერმომეტრის ნიშნული 45 გრადუსს გადააჭარბებს.

მეტი...

მილანს ტორნადომ გადაუარა – ვრცელდება ცნობები შენობების დაზიანების, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ

მილანს ტორნადომ გადაუარა. ტორნადოს კოკისპირული წვიმაც დაემატა, რამაც რამდენიმე რაიონის დატბორვა გამოიწვია. ასევე, ვრცელდება ცნობები შენობების დაზიანების, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებაც, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ სამსახურებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.

მეტი...

,,FARA-ს კანონისა და ჩანაწერების შედეგად საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, თუ როგორი შეთქმულება მზადდებოდა საქართველოს წინააღმდეგ” – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებს გამოეხმაურა. „FARA-ს კანონისა და ჩანაწერების შედეგად საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, თუ როგორი შეთქმულება მზადდებოდა და ხორციელდებოდა საქართველოს წინააღმდეგ. ამ მტრულ და ვერაგულ ქმედებებში როგორ იყო ჩართული სააკაშვილის ოჯახი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დავალებების მიმცემები საქართველოს ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა. ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

მეტი...

,,სააკაშვილი აქ მთავარი ფიგურა კი არ არის, ჭანჭიკია” – მიხეილ ყაველაშვილი

,,საზოგადოებამ FARA-ს კანონით კი გაიგო, რა თანხა დახარჯა სააკაშვილის ოჯახმა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სიყალბის და დეზინფორმაციის პროცესი არ გაჩერებულა”. ამის შესახებ ,,ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. „ყველამ ვიცით სააკაშვილი ვინ არის – გინდ ციხეში დატოვე, გინდ ციხის გარეთ, ეგ არ შეიცვლება. კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს: სააკაშვილის ოჯახს იმდენი შესაძლებლობა აქვს, რომ ამერიკის პრეზიდენტს დაუკვეთოს მხარდაჭერა, ევროპარლამენტარებს შეუკვეთოს რეზოლუცია და ა.შ? როცა გლობალური ომის პარტიაზე ქილიკობენ, ეგ ძალაა, რომელიც ამ ყველაფერს ორკესტრირებას უწევს. სააკაშვილი აქ მთავარი ფიგურა კი არ არის, ჭანჭიკია. საზოგადოებამ FARA-ს კანონით კი გაიგო, რა…

მეტი...

,,ვიხალისებთ და მოგვეცემა საშუალება, კიდევ ერთხელ დავცინოთ ამ ხელმოცარულებს” – ირაკლი ზარქუა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ერთიანი პლატფორმის შექმნის იდეას გამოეხმაურა. „მე ვაფრთხილებ ვაშაძეს – კიდევ რაიმე მცდელობა გექნება, რომ ჩემი ხაბე დამიჩაგრო და შენ პირადად მოგთხოვ. სერიოზულად, ამათზე როგორ უნდა ილაპარაკო?! ჭიჭემ რა ამოწურა იმ „ტროიკასთან“ ურთიერთობა? ის მიაგდო და ახლა – ახალი! ესენი არიან პარტიიდან პარტიაში გადამსვლელები, მომთაბარე ტომებივით. ასე, რომ რა შედეგი უნდა იყოს?! არაფერი! ვიხალისებთ და მოგვეცემა საშუალება, კიდევ ერთხელ დავცინოთ ამ ხელმოცარულებს. გვექნება წაგებისთვის გამზადებული კიდევ ერთი პლატფორმა ჭიჭესა და ჩემი ხაბეს ლიდერობით. ესაა…

მეტი...

თეთრმა სახლმა ტექნოლოგიურ კომპანიებთან ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, თეთრმა სახლმა ტექნოლოგიურ კომპანიებთან ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საუბარია ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე შვიდ კომპანიაზე, მათ შორის OpenAI, Alphabet და Meta Platforms-ზე, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს ნებაყოფლობითი ვალდებულება, ტექნოლოგიის გამოყენება უფრო უსაფრთხო გახადონ. „ეს დამაიმედებელი ნაბიჯია, მაგრამ ერთად კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს“, – განაცხადა ბაიდენმა. ვალდებულებები ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალების მონიშვნას და ახალი სისტემების გამოშვებამდე მათ დეტალურ შემოწმებას.

მეტი...

,,ერთი წლის განმავლობაში „ხალხის ძალამ“ მაქსიმუმის მაქსიმუმი გააკეთა” – გურამ მაჭარაშვილი

,,ხალხის ძალამ“ ერთი წლის მანძილზე ყველაფერი გააკეთა საზოგადოების ინფორმირებისთვის და ამ გზის გაგრძელებას აპირებს მომავალშიც. ამის შესახებ, ,,ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. „პირველ რიგში, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სულ რამდენიმე დღეში, 28 ივლისს შესრულდება ერთი წელი, რაც დაფუძნდა ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმის მაქსიმუმი გააკეთა „ხალხის ძალამ“. რომ გადავხედოთ იმ განცხადებებს, რასაც ვაქვეყნებდით, სამწუხაროდ, ყოველთვიურად ხდებოდა ამის ახდენა, ანუ ხდებოდა ზუსტად ისე, რასაც ჩვენ ვამბობდით. ნოემბერში ვამბობდით, რომ ვასალური დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში არ შეიძლება, მერე ალაპარაკდა იგივე თემაზე მაკრონი…

მეტი...

საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდში ტურნირი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდში ტურნირი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩემპიონატში ერთმანეთს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები შეეჯიბრნენ. მკლავჭიდის ტურნირი სპორტული ღონისძიებების დარბაზში გაიმართა და გამარჯვებულები 60, 70, 80, 90, 100, 100-ზე მეტ კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილზე გადანაწილდნენ. გამარჯვებულებს საპრიზო მედლები, ხოლო მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამხედროებს გუნდური თასი გადაეცათ. თავდაცვის ძალებში სპორტული ტურნირები ხელს უწყობს სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდში ტურნირი ყოველწლიურად იმართება.

მეტი...

გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე ახალგაზრდა ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე ახალგაზრდა ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 30-მდე ადვოკატი ესწრებოდა. შეხვედრის მიზანი დაინტერესებული ადვოკატებისათვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით პროკურორების გამოცდილებისა და ხედვების გაზიარება იყო. შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა მიმართა, რომელმაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების პროცესში პროკურატურის როლზე ისაუბრა. გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე მიმოიხილა ის უწყებრივი ცვლილებები, რომლებმაც პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბრალდების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. შეხვედრის ფარგლებში, პრეზენტაცია წარმოადგინეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის დეპარტამენტის პროკურორებმა, მარიკა გოგოხიამ და ნათია გურულმა. პროკურორებმა მსაჯულთა…

მეტი...

,,ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად” – ევროკომისიის პრეზიდენტი

,,ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად”. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,უნდა ვთქვა, რომ ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად. ისინი საკუთარ ქვეყანას იცავენ და რეფორმებს ახორციელებენ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. მისივე თქმით, უკრაინა რიგ რეფორმებზე მუშაობს – “დამოუკიდებელი სასამართლო სისტემიდან კორუფციასთან ბრძოლამდე, უმცირესობების უფლებებიდან მედიის თავისუფლებამდე”.

მეტი...

25 ივლისს, აშშ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს

სამშაბათს, 25 ივლისს შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მედიის ცნობით, ახალი დახმარება მოიცავს არტილერიას, საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და სახმელეთო მანქანებს. დახმარების პაკეტი არ შეიცავს კასეტურ საბრძოლო მასალას. პაკეტში შედის Stryker-ის რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ნაღმების გასაწმენდი მოწყობილობა, საბრძოლო მასალა ეროვნული გაძლიერებული ზედაპირული-ჰაერი სარაკეტო სისტემებისთვის, საბრძოლო მასალები მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღები, მათ შორის TOW და Javelin, ასევე საბრძოლო მასალები პატრიოტის საწინააღმდეგო სისტემებისთვის და სხვა. როგორც მედია აღნიშნავს, დახმარების პაკეტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და ის შეიძლება შეიცვალოს. ცნობისთვის,…

მეტი...

ვარკეთილის მეტროსთან ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ვარკეთილის მეტროსთან ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა 22 ივლისს გამთენიისას მოხდა. ახალგაზრდები, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ახალგაზრდა კაცმა მეგობარს მრავლობითი ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებს გულისხმობს. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

მეტი...

სამხრეთ აფრიკამ ICC-ის პუტინის დაკავების ორდერი ოფიციალურად მოსთხოვა

BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი ოფიციალურად მოსთხოვა. რუსეთის პრეზიდენტი სამხრეთ აფრიკის დედაქალაქში, იოჰანესბურგში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად უნდა ჩასულიყო. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სამიტს პირადად აღარ დაესწრებოდა. მის მაგივრად სამიტზე რუსეთს, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარადგენს. Brics-ის სამიტი სამხრეთ აფრიკაში 22-24 აგვისტოს გაიმართება. სამხრეთ აფრიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის წევრი ქვეყანაა, შესაბამისად იგი იძულებლი იქნება, რომ პუტინი დააკავოს იმ შემთხვევაში თუ იგი მის ტერიტორიაზე ჩავა. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას განცხადებით, რუსეთი მათ ომით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ პუტინს დააკავებდნენ.…

მეტი...

“გერმანია და NATO პოლონეთს საზღვრის დაცვაში დაეხმარებიან” – პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანია და ნატო-ს წევრი ქვეყნები მზად არიან, პოლონეთს მხარი დაუჭირონ ქვეყნის აღმოსავლეთ მხარის დაცვაში. “თუ პოლონელ პარტნიორებს სჭირდებათ დახმარება, მიიღებენ. ისინი არიან ნატო-ს სანდო პარტნიორები. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ მზად ვართ”, – თქვა პისტორიუსმა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ბელარუსის თავდაცვის ძალებმა “ვაგნერელებთან” ერთად, პოლონეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყეს. მოგვიანებით, პოლონეთმა საკუთარი სამხედრო ძალების ნაწილი ბელარუსის საზღვართან გადაისროლა.

მეტი...

თენგიზ ნასარიძე ლურჯი მოცვის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ლურჯი მოცვის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც მოცვის მწარმოებელი ფერმერები გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან ესწრებოდნენ, დარგში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოცვის მოსავლიანობის თვალსაზრისით, 2023 წელი გამორჩეული იყო. „სახელმწიფო არაერთი პროგრამის, უპირველეს ყოვლისა კი, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, ფერმერებს აქტიურად ეხმარება მოცვის ბაღების გაშენებაში. წინასაწარი პროგნოზით, მოცვის მოსავლიანობა შემდგომ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, ერთი მხრივ, ეკონომიკურ საქმიანობას გააფართოებს, მეორე მხრივ, კი აჩენს აუცილებლობას, რომ…

მეტი...

საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ბაგა-ბაღების მშენებლობაში 5.2 მლნ ლარი დაიხარჯა, თუმცა ბაღები არ ფუნქციონირებს

საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ბაგა-ბაღების მშენებლობაში ₾5.2 მლნ დაიხარჯა, თუმცა ბაღები არ ფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. როგორც ორგანიზაცია წერს, მეჯვრისხევის ბაღის დასრულების ვადამ 5 თვით გადაიწია, თუმცა სასწავლო პროცესი 2022 წლის სექტემბერიდან მაინც ვერ დაიწყო. “შპს “პროდიუს ინვესტმენტსთან” ხელშეკრულებები 2020 წლის 1 დეკემბერს დაიდო, სამუშაოები კი 1 წლის ვადაში უნდა დასრულებულიყო. მეჯვრისხევის ბაღის დასრულების ვადამ 5 თვით გადაიწია, თუმცა სასწავლო პროცესი 2022 წლის სექტემბერიდან მაინც ვერ დაიწყო. არ ფუნქციონირებს არც მეღვრეკისის ბაღი, რომელიც 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო და ორი სოფლის მოსახლეობას მომსახურებოდა. შპს “პროდიუს ინვესტმენტს” 5 მილიონზე…

მეტი...

საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო ირანის 2 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მეტი...