უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, როგორც კი წინაპირობები შესრულდება – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, როგორც კი წინაპირობები შესრულდება.

„მესმის უკმაყოფილება და მოუთმენლობა, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რომელშიც უკრაინაა, სრული თანაგრძნობა მაქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გარანტია არსებობს: უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, როგორც კი წინაპირობები შესრულდება. ეს არის შეთანხმება, რომელიც ადრე არ არსებობდა ასეთი სიცხადით“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

მსგავსი თემები