სოფელ დაბაძველში დათვი სამ ადამიანს თავს დაესხა, მათ შორის ერთ-ერთი 6 წლის ბავშვია

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში დათვი ორ ქალსა და ერთ მცირეწლოვან ბავშვს თავს დაესხა. შუახევის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 წლის ბავშვი დაშავდა, რომელსაც 12 ნაკერი დაადეს. მოზარდს დაზიანება სახის არეში ჰქონდა მიღებული, ხოლო ზრდასრულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. “მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ, ბავშვს სახის არეში, ასევე, ყურთან ჰქონდა დაზიანება. უფროსებს კი მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდათ. შემთხვევა სოფელში ტყესთან ახლოს მოხდა. რაც შეეხება სოფელში დათვების ხშირ გადაადგილებას, ამ მხრივ მოქალაქეების მხრიდან ოფიციალური წერილობითი შეტყობინება უწყებაში არ შემოსულა. ბავშვს სამედიცინო მომსახურება ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გაეწია”, – განაცხადეს უწყებაში.

მეტი...

რუსი მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში შესვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზეზების ახსნის გარეშე არ შემომიშვა ქვეყანაში, რის გამოც თბილისსა და ბათუმში ჩემი ორი გამოსვლა ჩაიშალა. გადავწყვიტე, რომ ამ შეცდომის გამოსასწორებლად პატივცემულ საქართველოს სახელმწიფოს მეორე შანსი მივცე და შევიტანე სარჩელი“, – განაცხადა სოციალურ ქსელებში ვიქტორ შენდეროვიჩმა. მწერლის ადვოკატის განცხადებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მანამდე ბევრჯერ იმყოფებოდა საქართველოში და ასევე, ის ფაქტიც, რომ დაგეგმილ კონცერტებზე ბილეთები უკვე გაყიდული იყო.

მეტი...

სტიქია კახეთში – ძლიერმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

კახეთში ძლიერმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სეტყვისგან განადგურებულია სასოფლო- სამეურნეო სავარგულები და დაზიანებულია ასობით ჰექტარი ვენახი. არსებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა და ავტომობილებით გადაადგილება შეაფერხა. ამ წუთებში ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ და გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.

მეტი...

ჩინეთში ტაიფუნი „ტალიმი“ მძვინვარებს

ჩინეთში ტაიფუნი „ტალიმი“ მძვინვარებს. ჩინეთის ხელისუფლებამ ავიარეისების გაუქმებასა და სარკინიგზო გადაზიდვების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. Reuters-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ეს უკვე მეოთხე ტაიფუნია, რომელიც ძლიერი ტაიფუნების რიგში შედის და საკმაოდ იშვიათ მოვლენას წარმოადგენს.

მეტი...

,,სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ამ ქვეყნის სათავეში, არაფერს პოზიტიურს ევროპისგან არ უნდა ველოდოთ“ – გედევან ფოფხაძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე, ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანას ეფექტური დიპლომატიური სისტემა, რომ ჰქონდეს, ასეთი რაღაც არ მოხდებოდა. „ძნელად წარმოსადგენია, ჩვენ გვქონდეს ეფექტური დიპლომატიური სისტემა და ასეთი რაღაც ხდებოდეს. ისეთი ვითარებაც არ არის საქართველოში, რომ ყველა ნაბიჯზე დანაშაული ხდებოდეს. წარმატებული კრიმინოგენური ვითარება არ გვაქვს, მაგრამ არც ისეთი, რომ დიპლომატიური გზებით არ იყოს შესაძლებელი ბელგიასთან მოლაპარაკების წარმოება, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ. როგორც მან აღნიშნა, როდესაც ქვეყანა რუსულ ფრენებს აღადგენს, არათუ ასეთი გადაწყვეტილებები, არამედ სანქციებიც არ უნდა გაგვიკვირდეს.…

მეტი...

ძლიერი ხანძარი საბერძნეთში

საბერძნეთში, ათენის სამხრეთით რაიონში ტყის მასივი იწვის. ხანძრის გამო, საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. არსებული ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 12:30 საათზე დაბალ მცენარეულ ზონაში, კუვარასის დასახლებაში გავრცელდა.

მეტი...

ცხოველის გასეირნების წესი იცვლება, სანქცია 150-დან 300 ლარამდე იქნება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფებმა ვაკის პარკში პატრონიანი შინაური ცხოველების გასეირნების მონიტორინგი განახორციელეს. სააგენტოს ეკიპაჟები გასაირნების წესების დაცვის მონიტორინგს დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჯიმში ახორციელებენ და მოქალაქეებს ცხოველის გასეირნების წესების დარღვევასთან დაკავშირებით, ახლად ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაციას აწვდიან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიმდინარე წლის 28 ივლისს შესული ცვლილებების მიხედვით: „ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“. 07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის…

მეტი...

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ მ.ქ.-ს სააპელაციო საჩივარი და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. სააპელაციო ინსტანციაში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მ.ქ.-მ, დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ რამდენიმე მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შელახვით მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა მათი დაწესებულების ეზოში გაყვანის შემდგომაც. ყველას დასანახად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ და…

მეტი...

„არ მინდა დეტალებზე საუბარი, რა სახის ნიმუში იყო“ – მინისტრი არ აკონკრეტებს რა ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს

პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების სტუმრობა და მომხდარი ინციდენტი ამ დრომდე ამოუცნობია. იუსტიციის მინისტრმა ამ თემაზე მორიგი კომენტარი გააკეთა, თუმცა, არ დააკონკრეტა, კონკრეტულად, სააკაშვილის რა ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს წინდით. „პოლონელი ექიმის ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ასევე სამედიცინო-სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო და გაუგებარი. მე რა დავინახე, ამას არ აქვს თქვენთვის არსებითი მნიშვნელობა. მე რომ მდომოდა ამის შესახებ საუბარი და მდომოდა, ეს ინფორმაცია გამხდარიყო საჯარო, მაშინ ჩვენ ვაჩვენებდით კადრებს, ამის არავითარი პრობლემა არ არის. აქ იყო ნიმუშის აღების პროცესი და ხედავდა თუ არა მსჯავრდებული სააკაშვილი კონკრეტულად ამ ნიმუშის აღებას, რა თქმა…

მეტი...

„ამ ადამიანს არაფერი ჰქონია შემოტანილი წინდის მეშვეობით, ის ცდილობდა მხოლოდ გატანას“ – იუსტიციის მინისტრი  

იუსტიციის მინისტრის პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ინცინდენტზე მორიგ განცხადებას აკეთებს. როგორც რატი ბრეგაძე განმარტავს, პოლონელ ექიმს წინდით არაფერი შემოუტანია, მხოლოდ გაჰქონდა. „პოლონელი დილომატი არ არის ინფორმირებული ექიმის ამგვარი ქცევის შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად გაუგებარს და ბუნდოვანს ხდის პოლონელი ექიმის ქცევას.  ელჩის არყფნის გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვა დიპლომატი იყოფებოდა. ამ კონკრეტულმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ის არ იყო ინფორმირებული ექიმის ამგვარი ქცევის მიზეზების შესახებ. მან ვერ გასცა მიზეზებზე ამომწურავი პასუხი. ჩვენ ვრჩებით პოზიციაზე, რომ გვჭირდება ახსნა, რა მიზანს ემსახურებოდა ექიმის ამგვარი ქცევა. როცა საუბრობენ, რომ ამ ადამიანს შეილება რაღაც…

მეტი...

ლანჩხუთში, ერთ-ერთ ბინაში, ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

ლანჩხუთში მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. “გურია თუდეის” ინფორმაციით,  მეზობლებმა პოლიცია და სამაშველო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინიდან მძაფრი სუნი გამოვიდა. მათივე ინფორმაციით, ბინაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კარის გაჭრის შემდეგ შევიდნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს გარდაცვლილი 82 და 72 წლის ქალის ცხედრები. შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.  

მეტი...

ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო – სალომე სამადაშვილი

,,ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომელიც ითვლება უსაფრთხო ქვეყნებად ევროკავშირში,”- ამის შესახებ ”ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი  თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება  ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში კანონის უზენაესობას. ,,ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომელიც ითლება უსაფრთხო ქვეყნებად ევროკავშირში. ეს გადაწყვეტილება მიიღო ბელგიამ იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას, ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას და შესაბამისად, ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მათთვის შესაბამისი მიმართვის შედეგად მოხდეს გამარტივებული პროცედურით, როგორც…

მეტი...

რუსეთმა სუმის რეგიონი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსებმა სუმის რაიონს შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამის შესახებ სუმის ოლქის სამხედრო ადმინსიტრაცია იტყობინება. „დღეს, 12:35 საათიდან 12:39 საათამდე, ქალაქ ბილოპილის მიმართულებით მიმდებარე ტერიტორიაზე საარტილერიო ჭურვებით (სამი აფეთქება) განხორციელდა. დაბომბვის შედეგად დაინგრა ადმინისტრაციული შენობა. არიან დაღუპულები და დაჭრილია. რაოდენობა ზუსტდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ”- ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი შავი ზღვის “მარცვლეულის  შეთანხმების” შეწყვეტას ეხმაურება. მისი თქმით, მკაცრად გმობს რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს. ,,მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. #EUSolidarityLanes გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას,” – წერს ლეიენი. რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა

მეტი...

,,არაფერი არ იცოდა, იცოდა ის, რაც ნახა ტელევიზორით”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილმა არ იცოდა პოლონელ ექიმს, რომელსაც  აღებული ნიმუშის ფარულად გამოტანის მცდელობას ჰქონდა.  გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილმა ინციდენტის შესახებ მედიით გაიგო. ,,არაფერი არ იცოდა, იცოდა ის, რაც ნახა ტელევიზორით. მისი პოზიცია, არ ვიცი როგორია. ძალიან ეჭვით უყურებს ამას ყველაფერს რა თქმა უნდა”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები, დელეგაციების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების არსებობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზბეკ კოლეგას მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობს საკითხები. აღნიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთის რესპუბლიკა სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის კიდევ მეტი პოტენციალი არსებობს. ისაუბრეს უზბეკეთის მხრიდან საქართველოში სხვადასხვა სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და…

მეტი...

დატბორილია ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები – სტიქია სენაკში

სენაკში წვიმამ პრობლემები შექმნა. წვმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების ნაწილი. ასევე დატბორილია ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, მაღაზიის საწყობები. სტიქიამ სენაკში გასულ კვირასაც შექმნა პრობლემები.

მეტი...

,,რა აქვს გადასარჩენი მიხეილ სააკაშვილს?”- კახა კალაძე

,,რა აქვს გადასარჩენი მიხეილ სააკაშვილს?,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც  უკრაინის რადაში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. ,,რა აქვს გადასარჩენი მიხეილ სააკაშვილს? პატიმრობიდან დახსნას [ითხოვენ]? დახსნას რაც შეეხება, ამ ადამიანს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, რაზეც აქვს კიდეც მისჯილი. სხვა საკითხებზე მუშაობს პროკურატურა, არაერთი განცხადება იყო გაკეთებული ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება და თუ როგორ წარიმართება და რა იქნება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს,”- განახადა კალაძემ. უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ მიმართვის პროექტს

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას განაგრძობს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დედაქალაქის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას განაგრძობს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად კრწანისის რაიონში: გურამიშვილის, გორგასლისა და დიდგორის ქუჩებზე, ასევე, გლდანის რაიონში: ყაზბეგის ქუჩაზე ბინადარ ცუგებსა და კატებს ჩაუტარა. ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება. ,,მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური აცრის ჩატარება. სააგენტო მადლობას უხდის ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმკედლებლებს, რომლებიც აცრების დაგეგმვასა და განხორციელებაში სააგენტოსთან ინტენსიურად თანამშრომლობენ. ასევე, სააგენტო…

მეტი...

რა სანქციები დაეკისრებათ ავტომფლობელებს, ვისი მანქანებიც ბოლავს?! – გაფრთხილება მძღოლებს

სექტემბრიდან 4 დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.  გარემოსდაცვითი ზედამხედველობოს დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ტარიელ ირემაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, თუ რა სანქციები დაეკისრებათ გამონაბოლქვის წესების დამრღვევ მოქალაქეებს. ,,კანონპროექტის მიხედვით საჯარიმო საქციების ფიზიკური პირების შემთხვევაში განისაზღვრება პირველ ეტაპზე 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში 500 ლარით. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, თუ 15 კალენდარული დღის განმავლობაში  კანონდამრღვევი ხელმეორედ დაარღვევს გამონაბოლქვის წესებს, ჯარიმა გასამმაგდება და ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 300 ლარი, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში 1500 ლარი. ასევე, 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მესამედ დაარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირების შემთხვევაში გასამმაგებული ჯარიმა…

მეტი...

,,წარმოუდგენელი ვანდალიზმი მოხდა ვერის სასაფლაოზე! ვიღაცებმა მიზანმიმართულად დაამსხვრიეს საფლავებზე ჯვრები”- რას წერს მოქალაქე

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლალი ბაქანიძე 14 ივლისს, შუაღამისას, ვერის სასაფლაოზე მომხდარი  ვანდალიზმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  ლალი ბაქანიძე სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს. ,,წარმოუდგენელი ვანდალიზმი მოხდა 14 ივლისს შუაღამეზე ვერის სასაფლაოზე! ვიღაცებმა მიზანმიმართულად დაამსხვრიეს საფლავებზე ჯვრები. ეს არ იყო გაკეთებული მოპარვის მიზნით, ეს იყო საფლავებზე ჯვრების განადგურების ვანდალური აქცია – ხსნიდნენ ან ადგილზე ამტვრევდნენ, ან სხვის საფლავზე გადაჰქონდათ და იქ… არ ჰქონდა მნიშვნელობა, ცნობადი პიროვნება იყო თუ უცნობი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, შერჩევით არ ამსხვრევდნენ, უბრალოდ ვიღაცის ბოროტ სულსა და გონებაში იშვა აზრი, რომ გაენადგურებინათ ჯვრები. ჯვარი განადგურებულია ერთ-ერთ უძველეს, საუკუნის…

მეტი...

,,თქვენი ბოლო მონაჩმახი, რომ თამაზ გაიაშვილი წილებს რუს მოქალაქეზე ყიდის, სინამდვილეს არ შეეფერება”- ავიაკომპანიის განცხადება

ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისი” მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, თამაზ გაიაშვილის გარდა ავიაკომპანიის მეწილე, შესაძლოა რუსეთის მოქალაქეც გახდეს. როგორც ავიაკომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ”ჯორჯიან ეარვეისის” არცერთი მოწილე არცერთი პროცენტის გაყიდვას არ აპირებს. ,,მოგმართავთ ე.წ. ოპოზიციურ ფლანგსა და თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ მედიასაშუალებებს, რომლებმაც საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადეთ და ათასგვარი ჭორის გავრცელებით ხართ დაკავებული. თქვენი ბოლო მონაჩმახი, რომ თამაზ გაიაშვილი ”ჯორჯიან ეარვეისის” წილებს რუს მოქალაქეზე თუ იურიდიულ პირზე ყიდის, სინამდვილეს არ შეეფერება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბატონი თამაზ გაიაშვილი ”ჯორჯიან ეარვეისში” არცერთი პროცენტი წილის მფლობელი არ არის და, აქედან გამომდინარე,…

მეტი...

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს პირველი გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია 2050 საჯარო განხილვაზე წარადგინა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პირველი გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია 2050 საჯარო განხილვაზე წარადგინა. დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურად საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 24 აპრილს მიიღო, ხელს უწყობს კლიმატის ეროვნული სამოქმედო გეგმის განახლებას 2023-2025 წლებისთვის. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გახსნა. მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „კლიმატის ცვლილება მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა. ამ გამოწვევასთან გამკლავების კუთხით, განვითარებული ქვეყნები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ. მნიშვნელოვანია, ამ პროცესს პატარა…

მეტი...

,,კინაღამ შეაკვდათ ხელში”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასამიას განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ,,ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რამდენიმე დღის წინ გადასხმა გაუკეთეს და ალერგიული შეტევა მისცა და კინაღამ შეაკვდათ ხელში. ამ პროცედურის შემდეგ ორი დღე ძალიან ცუდად გრძნობდა თავს,“ – განაცხადა გიული ალასანიამ ტვ პირველის ეთერში.

მეტი...

მოცეკვავე და ჩოხოსანი ომარ მხეიძე გარდაიცვალა

მოცეკვავე და ჩოხოსანი, ომარ მხეიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ომარ მხეიძე 88 წლის იყო. „ომარი უფალთან შესახვედრად გაემგზავრა…“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ომარ მხეიძე  1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი (ხელმძღვანელი ჯანო ბაგრატიონი); 1954 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელები ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი), სადაც 30 წელი იღვაწა.  

მეტი...

საბავშვო ბაღის მასწავლებელი ბავშვების მოწამვლის გამო სიკვდილით დასაჯეს

ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს ბაღის მასწავლებელი, რომელსაც ბრალად ბავშვების მოწამლა ედებოდა. საბავშვო ბაღის მასწავლებელმა 2019 წელს შეიძინა ნატრიუმის ნიტრიტი, მას შემდეგ, რაც კოლეგასთან დაპირისპირება მოუვიდა. 39 წლის ვანგ იუნმა  ქიმიური ნივთიერება ბავშვებისთვის განკუთვნილ ფაფას დაამატა, რის შემდეგაც ერთი  ბავშვი  გარდაიცვალა, ხოლო  24 ბავშვი დაშავდა.  სასიკვდილო განაჩენი უკვე აღსრულებულია.

მეტი...

ლაიონსების თვალის კლინიკამ ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია დვანში ჩაატარა

მიმდინარე წლის 15 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. სამსახურის ბენეფიციარებს, ასევე, უსასყიდლოდ გადაეცათ ოპტიკური საშუალებები ( 160 სათვალე); უფასო სამედიცინო აქციით ისარგებლა სამსახურის 82-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 41 ვეტერანი, ხოლო 41 ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ. განხორციელდა 110-ზე მეტი სამედიცინო ვიზიტი. აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და…

მეტი...

ექიმმა განმარტა, რომ ყველაფრის ფეხსაცმელში შენახვა ჩვევად აქვს – ზურაბ ჩხაიძე

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძე კლინიკაში პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, როგორც თავად მედიკოსმა განმარტა, რომ ჩვევად აქვს, ყველაფერი ფეხსაცმელში შეინახოს. ,,რამდენჯერმე ჩატარდა მათ მიერ კონსულტაცია და მერე, როგორც გავიგე, ერთ-ერთი მათი ოთახში ყოფნის დროს, მათ აუღიათ ეს ბიოლოგიური ნიმუშები. მაგრამ ბიოლოგიური ნიმუშების აღებას, მოგეხსენებათ, აქვს თავის წესი. როდესაც ეს ჩვენ გავიგეთ, ავუხსენით ამ ადამიანებს, რომ ამისთვის უნდა არსებობდეს თანხმობა პენიტენციური დაწესებულების. ოფიციალურად როდესაც ნებართვა გაიცა პენიტენციური დაწესებულებიდან, ვესწრებოდით ჩვენი კლინიკის წარმომადგენლები, აღებული იქნა ეს ნიმუშები, ჩაიდო კონვერტში, დაილუქა ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი დავიტოვეთ ჩვენ,…

მეტი...

წყნეთში, სადაც ტრაგედია მოხდა, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა – კახა კალაძე

წყნეთში, სადაც ტრაგედია მოხდა, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოსამზადებელი სამუშაოები ტრაგედიამდე ორი დღით ადრე დაიწყო, რაც არანაირ კავშირში არ არის მომხდართან. „რაც შეეხება დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შაბათს ტერიტორიაზე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, კვირას აღნიშნული სამუშაოები არ ჩატარებულა, ხოლო ორშაბათს უბედური შემთხვევა მოხდა. ყველა სამუშაოს დროს, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები არის გათვალისწინებული. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მოსამზადებელი სამუშაოები მის მოწყობასაც გულისხმობდა. უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ იყო დაწყებული, მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები, რომ ტერიტორიაზე ღობე და შესაბამისიუსაფრთხოების…

მეტი...

რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეჩერდა. მისი თქმით, რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმებების ნაწილი არ შესრულდა. „ფაქტობრივად, შავი ზღვის ხელშეკრულებები დღეს აღარ მოქმედებს. როგორც ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო ვადა 17 ივლისია. სამწუხაროდ, ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მეტი...

დიდი ალბათობით, სჭირდებოდათ გარკვეული მონაცემების გაყალბება – კახა კალაძე პოლონელ ექიმზე

„იქიდან გამომდინარე, რა კამპანიაც მიმდინარეობს სააკაშვილის ირგვლივ, ძალიან დიდი ალბათობით, სჭირდებოდათ გარკვეული რაღაცების გაყალბება“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე პოლონელი ექიმის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის აღებული ნიმუშის ფარულად გამოტანის მცდელობასთან დაკავშირებულ შეკითხვას. მისი თქმით, ის, რაც სააკაშვილის თემის გარშემო ხდება, დიდი სიცრუე და ფარისევლობაა. „ალბათ სჭირდებოდათ გარკვეული რაღაცების გაყალბება და ამისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. შემდეგ ამაზეც ააწყობდნენ გარკვეულ კამპანიას. ამ სიბინძურეს ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვუყურებთ, რაც ძალიან ცუდია. სააკაშვილის თემის გარშემო რაც ხდება მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ფარისევლობა – მისი…

მეტი...

მათ ჰყავთ ერთი პატრონი და ყველანი ერთნი არიან – კახა კალაძე ოპოზიციის შეკრებაზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დაყოფილები არიან, თუმცა მათ ერთი პატრონი ჰყავთ. კახა კალაძემ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეკრების შესახებ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება“ და მისი საარჩევნო გეგმები. „რეალურად ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ ყველამ, რომ ეს ადამიანები არიან ერთი მსოფლმხედველობის. ერთი პარტია იყო თავის დროზე, შემდეგ დაიშალნენ და ცალკეულ პოლიტიკოსებად და პოლიტიკურ პარტიებად მოგვევლინნენ. ეს ადამიანები არიან ერთი პატრონაჟის ქვეშ, ჰყავთ ერთი პატრონი. შეიძლება დღეს ერთი სახელი დაირქვან, ხვალ მეორე, მაგრამ ყველანი ერთნი არიან. როგორ წარდგებიან ისინი ან რა…

მეტი...

იტალიაში 21 წლის ქართველი დააკავეს

იტალიის ქალაქ სან-დონატოში, პოლიციამ ქურდობის მცდელობის ბრალდებით 21 წლის ქართველი დააკავა. მედიის ცნობით, ქართველი შევიდა ელექტრონიკის მეგამაღაზიაში და მავთულის საჭრელებით გაჭრა სიგნალიზაცია, სადაც დაახლოებით 1500 ევროს ღირებულების სმარტფონი იყო მიმაგრებული. ამის შემდეგ ტელეფონი ჩანთაში ჩადო და გასასვლელისკენ გაემართა, თუმცა სიგნალიაზაცია ჩაირთო. ამ დროს ახალგაზრდა მამაკაცს მაღაზიის ხელმძღვანელი მიუახლოვდა, სმარტფონის გადასაცემად დაპატიჟა და ამავდროულად პოლიცია გამოიძახა. ჩხრეკის დროს პოლიციამ ჩანთაში კიდე ორი თმის საჭრელი იპოვა. პ

მეტი...

ჭყონიამ წინანდალში ალბათ ცივი „კოკა-კოლა“ ჩაიტანა და გააგრილა – ალუდა ღუდუშაური

,,რა რჩევა უნდა მისცეს მიშა მშვილდაძემ? მისი პოზიციები ცნობილია. რაც შეეხება იქ ჭყონიას ყოფნას, ალბათ ცივი „კოკა-კოლა“ ჩაუტანა და ეს ადამიანები გააგრილა,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ღუდუშაურ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების წინანდალში შეკრებას გამოეხმაურა. ,,ეს ხალხი არის ერთი დიდი პარტია, რომელსაც თავისი როლები აქვს. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მიშა მშვილდაძის რჩევა-დარიგებები. მათ როლები აქვთ განაწილებული – ზოგი ყავას სვამდა, ზოგი გაერთო, ზოგი ისე იყო. ფაქტია, ამ ყველაფრით ქართველი ხალხი ვერ იხეირებს, რადგან იქ საქართველოს წინსვლაზე საუბარი ვერ იქნებოდა. ასევე არ იქნებოდა საუბარი დეპოლარიზაციაზე.…

მეტი...

,,ვიდრე არ ვნახავ დასაბუთებულ მოსაზრებას, ყველაფერში მეპარება ეჭვი”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სანამ დასაბუთებულ მოსაზრებებს არ ნახავს, ყველაფერში ეჭვი ეპარება. ალასანია პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. ,,არა მგონია, რომ ესე პატარა ბავშვებივით მოქცეულიყვნენ და დანარჩენი მე არაფერი არ ვიცი. ვნახოთ, გაირკვევა. უნდა დაველოდოთ დასაბუთებულ რაღაცა კომენტარებს. მე ვიდრე არ ვნახავ დასაბუთებულ მოსაზრებას, თავისი მტკიცებულებებით, ყველაფერში მეპარება ეჭვი კი არა, მე სახეზე მყავს ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში და როგორ შეიძლება რამეში არ მეპარებოდეს ეჭვი,”- განაცხადა ალასანიამ. სკანდალი – სააკაშვილთან შესულმა პოლონელმა ექიმმა პატიმრიდან აღებული ნიმუში ფეხსაცმელში დამალა და მის გატანას ცდილობა

მეტი...

„ოთხმა ქართველმა კაცმა სექსუალურად შეავიწროვა 11-დან 13 წლამდე გოგონები”- პოლონური მედია

პოლონეთის ქალაქ ბიტომში არასრულწლოვან გოგოებზე სექსუალურ ძალადობ ბრალდებით 4 ქართველი დააკავეს. პოლონური მედიის ინფორმაციით, ხალხმა ბრალდებულებს წრე შემოარტყეს და მათი დასჯა მოითხოვეს „ოთხმა ქართველმა კაცმა სექსუალურად შეავიწროვა 11-დან 13 წლამდე გოგონები, შეშფოთებული ხალხი ეჭვმიტანილებს თავს დაესხნენ. უსაფრთხოების ძალებმა კაცები აუზიდან გამოიყვანეს და პოლიცია გამოიძახეს. დაკავებული ქართველი კაცების ასაკი 18-დან 41 წლამდეა“, – წერს პოლონური მედია.   წყარო – პრაიმტაიმი

მეტი...