,,გვესმის, რომ ვიღაცას ეშინია, ისაუბროს ჩვენს წევრობაზე, რადგან არავის სურს მსოფლიო ომი”- ზელენსკი

გვესმის, რომ ვიღაცას ეშინია, ისაუბროს ახლა ნატო-ში ჩვენს წევრობაზე, რადგან არავის სურს მსოფლიო ომი, რაც გასაგებია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა იბრძვის და გასაგებია, რომ ვერ გახდება ნატო-ს წევრი, ვიდრე ომი გრძელდება მათ ტერიტორიაზე.

„ყველაზე მნიშვენლოვანია, რომ გვაქვს შედეგები, ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ სპეციფიკური მიმართულებები, რომელიც ნატოსთან გვაახლოებს. რთულია, ზოგიერთი რამ აუხსნა პარტნიორებს, რადგან ჩვენ ვართ ომში, პარტნიორებს ნამდვილად სურთ ჩვენი დახმარება და გვეხმარებიან, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც გადარჩენაა მთავარი საკითხი და პარტნიორებს სურთ, დაგვეხმარონ, რომ ვიცოცხლოთ, მაგრამ მანამდე ჩვენ გვჭირდება გადარჩენა, სწორედ ეს გვაიძულებს სწრაფი პროცესისკენ. სამწუხროდ, ჩვენ ვიხდით საბოლოო საფასურს, ჩვენი სიცოცხლის საფასურს. ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ, ჩვენ ნათლად გვესმის, რომ პარტნიორები იარაღით გვეხმარებიან და ეს არის გადარჩენის მომენტი. გვესმის, რომ ვიღაცას ეშინია, ისაუბროს ახლა ჩვენს წევრობაზე, რადგან არავის სურს მსოფლიო ომი, რაც ლოგიკური და გასაგებია. მსურს, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ცივილიზებული და ადეკვატური ხალხი ვართ. უკრაინა იბრძვის და გასაგებია, რომ ვერ გახდება ნატო-ს წევრი, ვიდრე ომი გრძელდება ჩვენს ტერიტორიაზე,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები