Tesla-მ სრულად თვითმართვადი ავტომობილების წარმოება შესაძლოა, წელს დაიწყოს

მილიარდერი ილონ მასკის განცხადებით, კომპანია Tesla-მ შესაძლოა 2023 წელს დაიწყოს ელექტრო მანქანების წარმოება, რომლებიც თითქმის მთლიანად მძღოლის ჩარევის გარეშე იმოძრავებენ. ამის შესახებ Tesla-ს ხელმძღვანელმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

,,ვფიქრობ, ეს შეიძლება მოხდეს წელს. მე უკვე მოვახერხე ბოსტონის გარშემო მოგზაურობა ტესლას მანქანით რამდენიმე დღის განმავლობაში, მხოლოდ მარშრუტის დასახვა, მართვაში მინიმალური ჩარევით”, – აღნიშNა მასკმა.

როგორც Reuters-მა გაარკვია, Tesla-ს მიერ შემუშავებული ავტოპილოტი ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ახალ მანქანებზე, არამედ ის შეიძლება დაინსტალირდეს ძველ მოდელებზეც.

მსგავსი თემები