პოლიციელს 4 წლის შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დასახმარებლად მისული პოლიციელის მამაც სცემეს

საქართველოს პროკურატურამ კასპის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 ივლისს, კასპი-მეტეხის საავტომობილო გზაზე ყოფნისას, ი.კ.-ს ავტომობილს საპირისპირო სავალ ზოლში მაღალი სისწრაფით მიმავალი მ.მ. შეეჯახა და ავტომანქანა დაუზიანა. მომხდარ ფაქტს ი.კ.-ს მეუღლე, შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლ.ტ. შეესწრო, რომელიც ასევე, ავტომანქანით მცირეწლოვან შვილთან და მშობლებთან ერთად აღნიშნულ გზაზე გადაადგილდებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიციის თანამშრომელსა და მ.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა,…

მეტი...

ვაშლიჯვარში ხანძარია

თბილისში, ვაშლიჯვრის ასახვევში, “მწვანე კორპუსში”, პეტრე სარაჯიოშვილის 1 ნომერში, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სახანძრო სამაშველო სამსახური. როგორც „მედიაცენტრი მთავარის“ კორესპონდენტი ადილიდან ინფომაციას ავრცელებს, საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში ავტომანქანა აფეთქდა.  ხანძარი სხვა მანქანებსაც გადაედო და სულ 3 ავტომანქანა დაიწვა. ირგვლივ საშინელი დაკვამლიანებაა.

მეტი...

“ნუ ახდენთ „პოლონელი ექიმების სკანდალის“ – მიხეილ სააკაშილის მიმართვა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლონელი ექიმის სკანდალთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. „მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ „პოლონელი ექიმების სკანდალის“ შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას. სკანდალურია არა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივით შექმნილი მაღალი კვალიფიკაციის ექიმების ჯგუფის ჩამოსვლა, ოთხთვენახევრიანი მოლოდინის და ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, არამედ ჩემი სრულიად უსამართლო პატიმრობა. სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე. სკანდალია ოლიგარქის მონების ყოველი განცხადება და მათი თავდასხმა დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებზე და მათ წარმომადგენლებზე. სკანდალია მთელი პროგრესული სამყაროსგან დაგმობილი და გარიყული რუსეთის სხვადასხვა გზით მხარდაჭერა და გმირულად მებრძოლი უკრაინისგან განდგომა. დროა, ბოლო მოეღოს „კაგებეშნიკური“ მეთოდებით ქვეყნის ნგრევას!“,…

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება პიერ-ალექსანდრე კრევოს განცხადებებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება თავიანთი ყოფილი თანამშრომლის, პიერ-ალექსანდრე კრევოს განცხადებებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა. ალექსანდრ კრევო ენმ-ში გაწევრიანებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე  მუშაობდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ კრევო „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ენმ-ში დანიშვნის შემდეგ მან „ტვ პირველთან“ სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტობის პირველ წლებში ზურაბიშვილს ხშირად ჰქონდა კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან და ახლა მას პრემიერთან და მთავრობასთან აქვს დაპირისპირება, რადგან „ქართული ოცნება“ ღიად ანტიდასავლური ძალა გახდა. გარდა ამისა, ალექსანდრ კრევომ არ გამორიცხა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს…

მეტი...

,,თბილისი ენერჯი” მოსახლეობას აფრთხილებს

,,თბილისი ენერჯი” სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. ,,გახსოვდეთ, თუ გადადიხართ ახალ საცხოვრებელ ფართში, აუცილებლად დაგვიკავშირდით და ჩვენი სპეციალისტები შეამოწმებენ რამდენად უსაფრთხოა გაზის შიდა ქსელი! co-თი ინტოქსიკაციის და გარდაცვალების 70% სწორედ გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება. დაგვიკავშირდით გაზის შიდა ქსელის გადასამოწმებლად, თუ ქირაობთ/გირაობთ ან აქირავებთ/აგირავებთ საცხოვრებელს ფართს.  2 40 40 04 – მომსახურება არის სრულიად უფასო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

ჰარვარდის უნივერსიტეტში ლექციებს ხელოვნური ინტელექტი წაიკითხავს

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჰარვარდის უნივერსიტეტში ლექციებს უკვე ხელოვნური ინტელექტი წაიკითხავს. კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლის მსურველებს ჰარვარდის უნივერსიტეტში მომავალი წლიდან ლექციებს ხელოვნური ინტელექტი წაუკითხავს. კურსი საკმაოდ პოპულარულია და სემესტრში მას დაახლოებით 1000 სტუდენტი ესწრება. უნივერსიტეტის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ხელოვნური ინტელექტი სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება და 24/7-ზე გაუწევს დახმარებას.

მეტი...

ლუკა ლაცაბიძე გარდაცვლილი იპოვეს

ლუკა ლაცაბიძე გარდაცვლილი იპოვეს. თბილისის ზღვაზე დღეს ნაპოვნი მეორე ცხედარი თავდაპირველად მისმა მეგობარმა, შემდეგ კი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს. თბილისის ზღვაზე სამძებრო სამუშაოები 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეტი...

როგორია 2 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელიც მესამე სართულიდან გადავარდა

გორში, მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 2 წლის გოგონას იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა პალატაშია გადაყვანილი. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მე-3 სართულიდან 2 წლის გოგონა გადმოვარდა.

მეტი...

კასპში პოლიციელის ცემის გამო სამი პირი დააკავეს

კასპში, პოლიციელის ცემის ბრალდებით სამი პირია დაკავებული – მიხეილ მაისურაძე, ბექა ღუდუაშვილი და ჯაბა ცეცხლაძე. სამივე წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის წარდგენას ელოდება. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, დაპირისპირება ახალგაზრდებსა და  პოლიციელის ცოლს შორის დაიწყო. ქალი მათ კუთვნილ ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც დახმარება მეუღლეს სთხოვა. დაპირისპირების შემდეგ, პოლიციელმა ჰაერში ისროლა, ადგილობრივებმა კი მას იარაღი წაართვეს და ფიზიკურად  გაუსწორდნენ. დაშავებული პოლიციელი სამედიცინო დახმარების ჯგუფმა “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანა.  

მეტი...

,,შეშფოთებით ვუყურებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ვაპირებ იქ ჩასვლას” – კრამერი

,,მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ერთადერთი სწორი ნაბიჯი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული საბაბით გათავისუფლოს”. ამის შესახებ ევროპარლამენტში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე “ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის” გლობალური პოლიტიკის დირექტორი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი საუბრობს. ,,დღეს ყველანი დამწუხრებულები ვართ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო. მე გავიმეორებ პრეზიდენტ ტომას ილვესის სიტყვებს და ვიტყვი, რომ სხვა თუ არაფერი, მხოლოდ ჰუმანიტარული საბაბით უნდა იქნას ის გათავისუფლებული. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადადგას ერთადერთი სწორი ნაბიჯი. მე ძალიან გაწბილებული ვარ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკით ამ დღეებში. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს რიტორიკა მოდის უფრო მოსკოვიდან,…

მეტი...

თბილისის ზღვაზე დღეს ნაპოვნი მეორე ცხედარი, სავარაუდოდ, ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის

დაუზუსტებელი ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე დღეს ნაპოვნი მეორე ცხედარი, სავარაუდოდ, 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის. ცხედარი ამ წუთებში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვაზე სამძებრო სამუშაოები 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ახალგაზრდა პირის ცხედარი კი რამდენიმე საათის წინ იპოვეს.  

მეტი...

აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ, $1,3 მლრდ-იან პაკეტს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს – Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ უახლოეს დღეებში უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ, $1,3 მლრდ-იან პაკეტს გამოაცხადებს. არსებული ინფორმაციით, პაკეტში შედის VAMPIRE საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, Phoenix Ghost და Switchblade დრონები. ასევე, უკრაინა მიიღებს ავსტრალიური კომპანიის DroneShield-ის უპილოტო საჰაერო ხომალდების მნიშვნელოვან რაოდენობას, რადარებს, სენსორებსა და ანალიტიკურ სისტემებს.

მეტი...

თბილისის ზღვიდან მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

რამდენიმე წუთის უკან, თბილისის ზღვაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა ცხედარი წყლიდან ამოიყვანეს, ის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ამ ეტაპისთვის ვერ ამბობენ, არის თუ არა ის 22 წლის ლუკა ლაცაბიძის ცხედარი, რომელსაც მაშველები 2 დღეა  ეძებენ.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე წუთის უკან, საქართველოში მიწსძვრა დაფიქსირდა.  ინფორმაციას  სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა (ML) შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჩოხატაურში, კურორტ ბახმაროდან 2 კმ-ში დაფიქსირდა.

მეტი...

ელჩს იმედი აქვს, რომ ბელგია გადაწყვეტილებას გადახედავს და საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში დააბრუნებს

ბელგიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. როგორც ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი  ვახტანგ მახარობლიშვილი აცხადებს, აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შიეცვლება. „ევროკავშირის სახელმწიფოთა დიდ უმრავლესობას საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჰყავს. მსგავსი ტიპის შეფასების პრინციპით სარგებლობს მხოლოდ 20 ქვეყანა 27 სახელმწიფოსგან. 20 სახელმწიფოდან 16 სახელმწიფოს საქართველო შეყვანილი ჰყავს უსაფრთხო ქვეყნების სიაში. მიმდინარე ეტაპზე, ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ამოღებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან ცვალებადი. ნებისმიერი სახელმწიფო, ნებისმიერ წელს შეიძლება, სხვადასხვა მიზეზით იყოს ამოღებული ან დამატებული“ – აღნიშნა ელჩმა მედიასთან. მისივე შეფასებით, ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციები გაიარა და…

მეტი...

პოლონეთში ფრინველის გრიპით კატების ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება

პოლონეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც საკმაოდ ვრცელ ზონაში ფრინველის გრიპით „დიდი ოდენობით“ კატის ინფიცირების შესახებ იუწყება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პოლონეთის ჯანდაცვის ხელისუფლებამ გასულ თვეში აცნობა ქვეყნის მასშტაბით უჩვეულო კატების სიკვდილის შესახებ, 29 კატას H5N1 ფრინველის გრიპი დაუდასტურდა. ინფიცირებულ ცხოველთაგან 14-ს ეუთანაზირებული იყო, ხოლო კიდევ 11 გარდაიცვალა. ბოლო გარდაცვალების შემთხვევა 30 ივნისს დაფიქსირდა „კატების ვირუსზე ზემოქმედების წყარო ამჟამად უცნობია და მიმდინარეობს ეპიზოოტიური გამოკვლევები“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში. ზოგიერთ კატას განუვითარდა მძიმე სიმპტომები, მათ შორის სუნთქვის გაძნელება, სისხლიანი დიარეა და ნევროლოგიური ნიშნები, ზოგ შემთხვევაში სწრაფი გაუარესება და…

მეტი...

ევროპარლამენტარები ჰააგის სასამართლოს მოუწოდებენ, ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს

ევროპარლამენტარები ჰააგის სასამართლოს მიმართავენ და მოუწოდებენ, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ბელორუსის რეჟიმს გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი, ამასთან, გამოთქვამენ დიდ შეშფოთებას მოსკოვისადმი ქვეყნის დაქვემდებარებაში. 18 ივლისს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო ახალი ანგარიში ბელორუსთან ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ, 49 ხმით მომხრე, 3 წინააღმდეგ, 2 თავი შეიკავა. ბელორუსი პასუხისმგებელია უკრაინაში მიყენებულ ზარალზე და ჩადენილ დანაშაულებზე, აღნიშნავენ ევროპარლამენტარები, მათ შორის რეჟიმის როლით ბავშვების უკანონო გადაყვანაში. აქედან გამომდინარე, ანგარიში მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ ქვეყნებს, მიიღონ ყველა საჭირო ნაბიჯი საერთაშორისო დონეზე, რათა მოხდეს იმ ბელორუსის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც…

მეტი...

,,იმედი მქონდა და დღემდე მაქვს, მგონია, რომ შეიწყალებს”- პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან “ნაციონალურ მოძრაობაში” გადასული ალექსანდრე კრევო-ასათიანს ჰგონია, რომ  სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. მისი თქმით, პრეზიდენტს  ნათქვამი აქვს, რომ სირცხვილია, მთავრობა, როგორც იქცევა მესამე პრეზიდენტის მიმართ. ,,სინამდვილეში, როცა იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილზე, თვითონაც აქვს ნათქვამი რამდენჯერმე, რომ მთავრობა, როგორც იქცევა მესამე პრეზიდენტის მიმართ, არის სირცხვილი და ქვეყნის რეპუტაციისთვისაც არის ძალიან ცუდი – ამ საკითხებზე გვისაუბრია. ეს იმედი მქონდა და დღემდე მაქვს, მგონია, რომ შეიწყალებს, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ჩვენი ევროინტეგრაციისთვის. სალომე ზურაბიშვილსაც სურს ევროინტეგრაცია და ვფიქრობ, რომ თვითონაც ხედავს, რომ ეს საჭიროება დადგება,“ –…

მეტი...

ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის მოქალაქე დააკავეს – გაერო

გაეროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში საზღვრის გადაკვეთისას აშშ-ს მოქალაქე დააკავეს. გაეროს სარდლობამ, რომელიც მართავს დემილიტარიზებულ ზონას და ერთობლივი უსაფრთხოების ზონას (JSA), განაცხადა, რომ მამაკაცს არ ჰქონდა ავტორიზაცია ,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ამჟამად ჩრდილოეთ კორეაში პატიმრობაშია და კორეის სახალხო არმიასთან ამ ინციდენტის მოსაგვარებლად ვმუშაობთ”, – ნათქვამია გაეროს სარდლობის განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი საზღვრისპირა სოფლებში ტურში იმყოფებოდა, როდესაც  საზღვარი უნებართვოდ გადაკვეთა.

მეტი...

,,შეიძლება დავუშვათ, რომ პოლონელ ექიმს სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, უყვარს და უნდოდა, სახლში წაეღო მისი თმები”- რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი კლინიკა ვივამედში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. მისი თქმით,   მომხდარს ზედმეტი ყურადღება ექცევა. „ვერ გავიგე, ნიმუშის ასე გამოტანას რა საფრთხე შეიძლება მოჰყოლოდა. ეს ყველაფერი კომიკურად გამოიყურებოდა. შეიძლება დავუშვათ, რომ ამ ადამიანს მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, უყვარს და უნდოდა, სახლში წაეღო მისი თმები. ამ ამბავს სხვანაირი ახსნა ვერ მოვუძებნე. მგონი, ამ ისტორიას ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ. მეტი სხვა აზრი არ მომდის. თუ სხვა უკეთესი ახსნა იქნება, სიამოვნებით მოვისმენდი“, – განაცხადა ალექსანდერე  რაქვიაშვილმა.

მეტი...

„საქართველოს შეუძლია, ნატო-ს იმედი ჰქონდეს”- პეტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მიმართ ძლიერი და მხარდამჭერი მესიჯები გაკეთდა. „საქართველოს შეუძლია, ნატო-ს იმედი ჰქონდეს იმ პროცესში, რომელიც მოცემულ დროს საქართველოს ნატო-ს წევრობამდე მიიყვანს“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.  

მეტი...

კასეტური ჭურვები გამოსაყენებლად რამდენიმე დღეში იქნება მზად – სირსკი

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, კასეტური ჭურვები გამოსაყენებლად რამდენიმე დღეში მზად იქნება. ამის შესახებ სირსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მედიის ინფორმაციით, კასეტურ საბრძოლო მასალებს უკრაინელები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში გამოიყენებენ. ცნობისთვის, 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს.

მეტი...

,,მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროკავშირში”- გერმანიის ელჩი

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროკავშირში. „ზოგი შესრულდა, ზოგი პროცესშია, რომ შესრულდეს, ზოგის შემთხვევაში, საჭიროა მეტი წინსვლა. მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროკავშირში და საქართველოსთან ერთად, ჩვენ წარმატებას მივაღწევთ ამ გზაზე“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

მეტი...

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 9 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად 9 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ,,გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ომის შედეგად უკრაინაში 9 287 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო დაიჭრა 16 384, რაც უმეტეს წილად გამოწვეულია რუსული ჯარის სროლის შედეგად.” – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ. მისივე თქმით, ეს არის დაზუსტებული მონაცემები და გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.

მეტი...

,,გაგრძელდება ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემა”- “ნაციონალური მოძრაობაში” პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

“ნაციონალური მოძრაობაში” პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა სხვადასხვა თანამდებობებზე ახალი სახეები წარადგინა. თათია ნიკოლაშვილი – პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ირაკლი ფავლენიშვილი –  გენერალური მდივნის მოადგილე. ნიკოლოზ ჭურაძე – კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსი. ვანო მაღალაშვილი – აღმასრულებელი მდივნის მოადგილე იქნება. გვანცა გაზდელიანი – იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე; ედო ჯავახიძე – სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანი. ალექსანდრე კრევო -ასათიანი საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილე. გიგი გიგიტელაშვილი – სამდივნოს აპარატის უფროსი. ,,გაგრძელდება ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემა და აუცილებლად ერთად შევქმნით გამარჯვების პლატფორმას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მეტი...

სააკაშვილის ნიმუშის წინდით გატანა გაყალბებას ემსახურებოდა და არა პოლონური წინდების რეკლამას – მაჭარაშვილი

სააკაშვილის ნიმუშის წინდით გატანა გაყალბებას ემსახურებოდა და არა პოლონური წინდების რეკლამას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის ნიმუშის წინდით გატანა გაყალბებას ემსახურებოდა. „რა თქმა უნდა, პატიმარ სააკაშვილის ნიმუშის წინდით გატანა გაყალბებას ემსახურებოდა. ექიმი თავადაც აღიარებს, რომ მას ნიმუში ჩუმად გაჰქონდა. აღიარებს, რომ უნდოდა, კვლევა თავის ლაბორატორიაში ჩაეტარებინა. მადლობა ეკუთვნით შესაბამისი უწყების თანამშრომლებს, რომელთაც ეს ამაზრზენი ფაქტი აღმოაჩინეს. სხვა შემთხვევაში, წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? – ორ დღეში ვიხილავდით შეტყობინებას, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკამ სააკაშვილის მოწამვლა დაადგინა. ამ დროს, პოლონელი ექიმის მიერ ბიოლოგიური ნიმუში წინდით იყო გატანილი.…

მეტი...

,,თავის ჯანმრთელობაზე მეტად, უკრაინაზე დარდობს”- გიული ალასანია

,,თავის ჯანმრთელობაზე მეტად, უკრაინაზე დარდობს. მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ უკრაინის გამარჯვება მისი ხსნაა“,- ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კიევში, სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს პუტინს საქართველო არ დაუთმო და  ამიტომ ის ისჯება. „მინდა, პრეზიდენტ ზელენსკის მადლობა გადავუხადო ჩემი შვილის მხარდაჭერისთვის. მადლობა დავით არახამიას, ის ჩემ შვილთან ერთად სწავლობდა იმ დროს, როცა ის უკრაინაში ატარებდა წლებს. რატომ ზის ციხეში? ესაა კითხვა. საქმე იმაშია, რომ მან 2008 წელს პუტინს საქართველო არ დაუთმო, ამიტომ ის ისჯება. ომის დასრულების შემდეგ მან მიიღო პუტინის მუქარა,…

მეტი...

ჩაქვში,  სასტუმროს აუზში  ბავშვი დაიხრჩო

ჩაქვში, ერთ-ერთი სასტუმროს აუზში 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე  უცნობია.

მეტი...

„მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის გასაღები არის უკრაინაში”- ნიკა გვარამია

„მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის გასაღები არის უკრაინაში”, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ კიევში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხზე თავისი სიტყვა თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმაც უნდა თქვან. ,,მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის გასაღები არის უკრაინაში. მინდა, ამ ამბავს შევხედო სხვა კუთხით. მინდა, რომ ჩვენმა მეზობლებმა ჩვენი რეგიონიდან, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა თქვან თავისი სიტყვა სააკაშვილის გადარჩენის საკითხში. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნებში დარდობენ მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაზე და მათ უნდა თქვან თავისი სიტყვა“, – განაცხადა გვარამიამ.  

მეტი...

,,გთხოვთ დაგვეხმარეთ 22 წლის ლუკას პოვნაში”- ლუკა ლაცაბიძის ოჯახისა და მეგობრების განცხადება

მეოთხე დღეა მაშველები და მყვინთავები თბილისის ზღვაზე 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეძებენ. ლუკა ლაცაბიძის ოჯახი და მეგობრები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებენ. ,,ბოლო ინფორმაციით, რომელიც ლუკა ლაცაბიძის დედამ მოგვაწოდა: დადასტურდა რომ პარასკევს ღამის 2 საათზე ლუკა თბილისის ზღვაზე წავიდა ტაქსით. 17:00 ვიწყებთ შეკრებას თბილისის ზღვის კლუბის ტერიტორიაზე და პოლიციის გვერდით ლუკას ძებნას. მთელი ღამე მანდ ვრჩებით. გვჭირდება ნათურები. დიდი შანსია რომ ლუკა მანდ არის და ახლა ყოველი წამია გადამწყვეტი!ყველას გთხოვთ ნუ იქნებით გულგრილები და დაგვეხმარეთ 22 წლის ლუკას პოვნაში!” – ნათქვამია განცხადებაში.   

მეტი...

კაცი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, ტბაში დამხრჩვალი იპოვეს

ფოთელი ახალგაზრდა, ირაკლი ნაჭყებია, რომელსაც ოჯახი და პოლიცია ოთხი დღე ეძებდა, ცოტა ხნის წინ, გარდაცვლილი იპოვეს.  ამის შესახებ ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს. ახლობლის ინფორმაციით, 32 წლის კაცი ტბაში დამხრჩვალი იპოვეს.

მეტი...

გერმანიის წარსული გვავალდებულებს გენოციდისა და სამხედრო დანაშაულების პრევენციას – ბერბოკი

გერმანიას აქვს ვალდებულება, თავიდან აიცილოს მომავალი ომები და დანაშაულებები „მსოფლიოში ყველაზე მძიმე დანაშაულებზე“ მისი ისტორიული პასუხისმგებლობის გამო, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბორკმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, არ გაახანგრძლივოს შეთანხმება, რომელიც უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევს ომის დროს, შოკში ჩააგდო ყველა ქვეყანა და გაერო-ს თითოეული დელეგატი. ბერბორკმა ხაზი გაუსვა პუტინზე ზეწოლის მნიშვნელობას გადაწყვეტილების შესაცვლელად და თქვა, რომ საუკეთესო გზაა აფრიკის, ლათინური ამერიკისა და აზიის ქვეყნებისთვის „პირდაპირ მიმართონ პუტინს“. „ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და ახლაც არის საერთაშორისო სამართლის განმტკიცება მომავალი ომების თავიდან ასაცილებლად, გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების თავიდან…

მეტი...

მივმართავ უკრიანის პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მკველელობის მომზადების საქმეზე – არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია უკრიანის პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკველელობის მომზადების საქმეზე. ,,თუ სააკაშვილს რამე მოუვა ეს იქნება მკვლელობა. მე როგორც სახლხო დეპუტატი მივმართავ უკრიანის გენერალური პროკურატურას დაიწყოს გამოძიება, მკველელობის მომზადების საქმეზე.  რაც ხდება ეს არის მკვლელობის მომზადება. ჩვენ მივიღეთ დადგენილება უმაღლეს რადაში, ახლა საჭიროა რაც შეიძლება ბევრი ვიმუშავოთ, რომ რაც შეიძლება ევროპის მეტმა პარლამენტმა მიიღოს ანალოგიური დადგენილება. თუ იქნება ათი ევროპული ქვეყნის დადგენილება, საქართველოს ხელისუფლებას არ ექნებათ სხვა არჩევანი. ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა, ვერ წავა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წინაღმდეგ. მე ვფიქრობ რომ…

მეტი...

ბავშვი, რომელიც გორში მესამე სართულიდან გადმოვარდა, თბილისში გადმოიყვანეს

2 წლის ბავშვი, რომელიც გორში მესამე სართულიდან გადმოვარდა, თბილისში გადმოიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მცირეწლოვანს თავის ტრავმა აღენიშნება. ,,ზედაპირულად აღენიშნებოდა თავის დახურული ტრავმა. გაეწია პირველადი გადაუდებელი დახმარება, მაღალტექნოლოგიური კვლევები, მოხდა სტაბილიზაცია, სასიცოცხლო მაჩვენებლების ნორმალიზება. გამოძახებულ იქნა ემერჯენსერვისი, სახელმწიფო კატასტროფის ბრიგადამ უზრუნველყო ბავშვის გადაყვანა ბავშვთა პროფილურ კლინიკაში შემდგომი მკურნალობისა და მონიტორინგის მიზნით”, – განაცხადა ექიმმა. გორში, მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა

მეტი...

სააკაშვილის სიკვდილის შემთვევაში 100%-ით დამნაშავე საქართველოს ხელისუფლება იქნება – არახამია

,,სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ის კვდება ციხეში და მისი სიკვდილის შემთხვევაში დამნაშავე 100%-ით იქნება საქართველოს ხელისუფლება”,- ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა. მისი თქმით, ახლა საჭიროა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. ,,საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს იქონიოს გავლენა საზოგადეობაზე და საერთაშორსიო ასპარეზე, ჩანს რომ მას უნდა იყოს საერთაშოროსო პოლიტკის ნაწილი და ის ასეც ჩანს. მას აქვს სურვილი იყოს აღიარებული მოთამაშე დასავლეთში. მან შეიწყალა ნიკა გვარამია. ეს იყო ჩვენთვის უაღრესად კარგი ამბავი. ახლა საჭიროა მეორე ეტაპი, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. საქართველოში აქვთ შიში, რომ სააკაშვილის იქნება მოთამაშე ქართულ პოლტიკაში და ჩაერთვება…

მეტი...

თბილისის ზღვაში ცხედარი იპოვეს

22 წლის ლუკა ლაცაბიძეს უკვე მეოთხე დღეა თბილისის ზღვაში ეძებენ. მისი ძებნის ოპერაციისას კი, ზღვაში სხვა ადამიანის ცხედარი იპოვეს. „ამბების“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, გარდაცვლილი მამაკაცი უცხოელია. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...