იაპონია უკრაინას დრონების ამომცნობ სისტემებს გადასცემს

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კაშიდას განცხადებით, უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების ამომცნობ სისტემებს გადასცემენ.

მისი თქმით, იაპონია უკრაინისთვის არალეტალური აღჭურვილობის მიწოდებისთვის იმ $30 მილიონ დოლარს გამოიყენებს.

,,პარტნიორებმა, რომლებიც იზიარებენ ფუნდამენტურ ღირებულებებს და სტრატეგიულ ინტერესებს, მომავალშიც უნდა გაამყარონ საკუთარი კავშირები”, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები