„საქართველო გახდება ალიანსის წევრი“ – ნატო-ს კომუნიკე

ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა კომუნიკე გამოქვეყნეს, სადაც საქართველოს ნატო-ს წევრობაზეა საუბარი. აღნიშნულის ერთ-ერთი წინაპირობა კი გასატარებელი რეფორმებია, რომელშიც საქართველომ პროგრესს უნდა მიაღწიოს. „ჩვენ ვიმეორებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  მტკიცედ ვუჭერთ მხარს უფლებას გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარები, რომლებიც საქართველოში მისი თანხმობის გარეშე იმყოფებიან. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება; შეწყვიტოს ამ რეგიონების „მილიტარიზაცია“ და დანარჩენი საქართველოსგან მათი იძულებით გამოყოფის მცდელობები საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების აგებით; შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები,…

მეტი...

ვილნიუსის სამიტზე გერმანია უკრაინის მხარდამჭერია

ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია, აშშ-ის შემდეგ, უკრაინის მეორე მსხვილი მხარდამჭერია. მან უკრაინისთვის დღეს გადაცემულ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზეც ისაუბრა. ”გერმანია აშშ-ის შემდეგ მეორე მსხვილი მხარდამჭერია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ეს ეხება უსაფრთხოების გარანტიებს. მნიშვნელოვანია ზუსტად აღვწეროთ ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგმება ამ საკითხთან დაკავშირებით” – განაცხადა გერმანიის კანცლერმა. როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, ახალი დახმარების პაკეტი მოიცავს – საჰაერო თავდაცვის სისტემებებს, ჭურვებს, საბრძოლო თვითმფრინავებს, ტყვიებსა და ვაზნებს, მათ შორის 2 patriot-ის სისტემას, 40 Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანას, 25 Leopard-ის ტანკსა და Luna-ს სადაზვერვო…

მეტი...

„როდესაც ომი მიმდინარეობს, არ არის უკრაინის სრულუფლებიან წევრად ნატო-ში შესვლის დრო“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნია განცხადებით, უკრაინის მომავალი ნატო-შია, თუმცა, ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ახლა, როდესაც ომი მიმდინარეობს, არ არის უკრაინის სრულუფლებიან წევრად ნატო-ში შესვლის დრო. სტოლტენბერგის განცხადებით, მთავარია გადაიჭრას ორი საკითხი –  მმართველობის განმტკიცება და თავდაცვის ძალების ნატო-სთან თავსებადობა და მიმდინარე ომი. „უნდა გვესმოდეს, რომ არის ორი განზომილება. ერთი ეხება უკრაინის მიერ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციის დონეს, ასევე მმართველობის განმტკიცებას, რაც მოიცავს კორუფციასთან ბრძოლას. ეს არის საკითხები, რომლებსაც განვიხილავთ ალიანსის ყოველი გაფართოების წინ, რადგანაც გვსურს კარგი მმართველობა, თანამედროვე თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტები და გვსურს შეიარაღებული ძალები, რომლებიც ურთიერთავსებადი არიან ნატო-სთან.…

მეტი...

,,როგორ მინდა, რომ მწყობრში ვიყო და პრეზიდენტის გუნდს ვეხმარებოდე“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და უკრაინის ხელისუფლებაზე საუბრობს. ,,როგორ მინდა, რომ მწყობრში ვიყო და პრეზიდენტის გუნდს ვეხმარებოდე. თუმცა, ის და მისი გუნდი ფანტასტიკურად მოქმედებენ და ჩემს ისედაც მაღალ მოლოდინსაც გადააჭარბეს. ვამაყობ ასეთი პრეზიდენტით. ვამაყობ, რომ ერმაკთან ერთად ვსწავლობდი. უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ, თუ როგორ მუშაობს კულება და როგორ აანალიზებს სიტუაციას პოდოლიაკი. ეს, რეალურად, დიპლომატიის სრულიად ახალი სკოლაა, რომელიც ჩვენს თვალწინ იბადება. ერთადერთი, რითაც მე შევეცადე, მათ დავხმარებოდი, იყო ის, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს გავუგზავნე 2008 წელს, თითოეული დელეგაციის მიერ დაშვებული შეცდომების მემორანდუმი”, – წერს…

მეტი...

,,უკრაინა გახდის NATO-ს კიდევ უფრო ძლიერს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსის ცენტრში შეკრებილ უკრაინის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. ,,არასდროს იქნება რუსული ტანკები ევროპაში. არასდროს იქნება რუსული ტანკები ფინეთში. ქვეყნის თავისუფლება გეკუთვნით თქვენ. ბახმუტის ნასახლარებში დასამარდა რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები. NATO დაიცავს უკრიანის უსაფრთხოებას, ჩვენ ეს დავიმსახურეთ. უკრაინა გახდის NATO-ს კიდევ უფრო ძლიერს. ჩვენმა ხალხმა, თითოეულმა მოქალაქემ ეს დაიმსახურა,” – განაცხადა ზელენსკიმ.    

მეტი...

„ნატო-ს ლიდერები დღეს შეთანხმდნენ სამ ელემენტზე, რომ უკრაინა დააახლოონ ნატო-სთან“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ უკრაინის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა საბჭოთა ეპოქიდან ნატო-ს სტანდარტებზე უნდა გადავიდეს. „პირველია  რამდენიმე წელიწადზე გათვლილი მხარდაჭერის პროგრამა, რომ უკრაინა საბჭოთა ეპოქიდან ნატო-ს სტანდარტების წვრთნებსა და დოქტრინებზე გადავიდეს, უნდა დავახმაროთ უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის აღდგენაში; მეორე ელემენტია  ნატო-უკრაინის ახალი საბჭო, რომელიც განკუთვნილია კრიზისული კონსულტაციებისთვის და გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ საბჭოში ჩვენ შევხვდებით როგორც თანასწორები. ველოდები ამ საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრას ხვალ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი ზელენსკი. მესამე ელემენტია ის, რომ ჩვენ დავადასტურეთ, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და შევთანხმდით წევრობის სამოქმედო გეგმის…

მეტი...

„საქართველოს სახელმწიფო მეთაური ახლა NATO-ს სამიტზე უნდა იყოს“ – იან კელი

საქართველოს პრეზიდენტმა NATO-ს სამიტს “წარმატებული და პროდუქტიული მუშაობა” უსურვა. აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ განცხადებას გამოეხმაურა. “მაშინ რატომ არ ხართ ახლა იქ? საქართველოს სახელმწიფო მეთაური ახლა NATO-ს სამიტზე უნდა იყოს და Twitter-ზე კეთილი სურვილებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს”, – წერს იან კელი.

მეტი...

„უკრაინამ 2-ის ნაცვლად 1 ნაბიჯი უნდა გადადგას ნატო-ში გაწევრიანებისთვის“ – იენს სტოლტენბერგი

ამ წუთებში, ნატო-ს სამიტის ფარგებში, ნატო-ს გენერალური მდივანი მედიის კითხვებს პასუხობს. როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, უკრაინას ალიანსის წევრობისთვის 2 ნაბიჯის გადადგმა არ მოუწევს. „ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი გზავნილი უკრანისთვის. ეს არის სამომავლო გეგმა, როგორ უნდა გახდეს უკრაინა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი. ასევე, ის ურთიერთოები, რომელიც უნდა გაგრძელდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნატო-ს შეიარაღებულ ძალებს შორის. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ იმის მაგივრად, რომ 2 ნაბიჯი გაიაროს ნატო-ს წევრობამდე უკრაინამ, მან უნდა გადადგას მხოლოდ ერთი ნაბიჯი, რაც გულისხმობს, რომ მაპი არ იქნება საჭირო ნატოში გაწევრიენბისთვის“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მეტი...

„სიცხადე და გამბედაობა“ – რას ამბობს საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე?!

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს სამიტის კონტექსტში აღნიშნა, რომ “გაურკვევლობა სისუსტეა.” „სიცხადე და გამბედაობა, და არა ყოყმანი არის საუკეთესო თავდაცვა და გზა მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს  სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რიმ უკრაინის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ  ნატოს-სამიტის ფარგლებში უკრაინის საკითხზე მსჯელობა უკრაინის გარეშე ხდება. „უკრაინა ნატოს ვილნიუსის სამიტზე იქნება წარმოდგენილი, რადგან ეს პატივისცემას ნიშნავს. მაგრამ, უკრაინა, ასევე, იმსახურებს პატივისცემას. ახლა გზაში მივიღეთ სიგნალები, რომ სამიტზე უკვე დაიწყო მსჯელობა უკრაინის გარეშე“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენკი.

მეტი...

ზელენსკი ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ჩავიდა. ვილნიუსში, ეს მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ზელენსკი ვილნიუსში  პოლონეთის სახელმწიფო თვითმფრინავით ჩამოვიდა. ვილნიუსში იმყოფება  უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკაც. შეგახსენებთ, ვილნიუსში NATO-ს სამიტი დაიწყო.

მეტი...

,,გავზრდით უკრაინის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას”- იენს სტოლტენბერგი

ჩვენ გავზრდით უკრაინის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს ბევრ გადაწყვეტილებას მიიღებენ კიდევ უფრო ძლიერი ალიანსისთვის. „ჩვენ ასევე გადავდგამთ გაბედულ ნაბიჯებს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების მიზნით, მათ შორის იქნება ახალი გეგმები და ძალები ევროატლანტიკური ზონის თავდაცვისთვის. ჩვენ შევთანხმდებით თავდაცვის უფრო ამბიციურ ინვესტიციებზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მეტი...

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

ვილნიუსში ნატოს სამიტის დაწყების პარალელურად უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები აფრთხილებენ უკრაინის მოქალაქეებს სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ, სავასლიკას აეროდრომიდან MiG-31K გამანადგურებლის აფრენასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, MiG-31K არის MiG-31 თვითმფრინავის მოდიფიკაცია, რომელსაც აქვს Kinzhal ჰიპერბგერითი რაკეტის გამოყენების შესაძლებლობა.

მეტი...

უკრაინული ძალები კონტრშეტევას 3 მიმართულებით აწარმოებენ – გენშტაბი

11 ივლისის მდგომარეობით, უკრაინის არმია ახორციელებს შეტევას სამი მიმართულებით – მელიტოპოლში, ბერდიანსკში და ბახმუტში, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესმდივანმა ანდრეი კოვალევმა განაცხადა. „ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით. მტერი უწევს ძლიერ წინააღმდეგობას, მოძრაობს ნაწილებსა და ჯარებს, აქტიურად იყენებს რეზერვებს“, – განაცხადა კოვალევმა. ცნობისთვის, უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევა ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში წამოიწყეს, პირველ კვირებში გაათავისუფლეს 8 დასახლებული პუნქტი ზაპოროჟიესა და დონეცკის რაიონების მიმართულებით.

მეტი...

რუსეთი გეგმავს საპასუხო ზომებს შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – პესკოვი

რუსეთი გეგმავს საპასუხო ზომებს შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. შვედეთის ნატოში გაწევრიანების შედეგებზე საუბრისას პესკოვმა აღნიშნა, რომ ამას„ცალსახად ნეგატიური“ შედეგი მოჰყვება. ,,რუსეთის ფედერაცია გეგმავს იმავე ზომების მიღებას, როგორც ფინეთის ალიანსში გაწევრიანებისას გეგმავდა,” – განაცხადა პესკოვმა. 

მეტი...

ბრალდების მხარე განაჩენს აუცილებლად უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს – პროკურორი

ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი  სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა. მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე არ ეთანხმება და პროკურორი მომხდარს სამწუხარო პრეცედენტს უწოდებს. ,,ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სამწუხარო პრეცედენტია და ბრალდების მხარე განაჩენს აუცილებლად უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 7 ასათის განმავლობაში წარუდგინა არგუმენტაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს. წარმოდგენილი იყო როგორც დაზარალებულის ჩვენება, ასევე თვითმხილველი მოწმეების ჩვენება, ასევე ვიდეო და აუციოჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები, რაც ცალსახად იძლეობდა გამატყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს,” – აცხადებს პროკურორი.

მეტი...

გერმანია უკრაინას 770 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

გერმანიამ უკრაინას 700 მილიონი ევროს (769,9 მილიონი დოლარი) ღირებულების იარაღსა და სამხედრო პაკეტს გაუგზავნის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. აღჭურვილობა მოიცავს ორ პატრიოტის გამშვებს და 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ს. გარდა ამისა,  გაგზავნიან 25 Leopard 1 A5 მთავარ საბრძოლო ტანკს და ხუთ Bergepanzer 2-ს სამრეწველო მარაგებიდან ან სამრეწველო განახლებიდან. „ამით ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ უკრაინის გამძლეობის გაძლიერებაში“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.

მეტი...

,,თუ არ გვაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს”- ლაზარე გრიგორიადისი

“თუ არ გვაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს” – აღნიშნული წარწერით ფურცლები ლაზარე გრიგორიადისმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დამსწრეებს აჩვენა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებულის მორიგი პროცესი გაიმართა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქიმიური ექსპერტიზის უფროსი დაიკითხა. მისი თქმით, დაკავებული ახალგაზრდის ტანსაცმლის გამოკვლევისას ნავთობპროდუქტების, მძიმე და ცხიმოვანი მჟავების კვალი ქურთუკზე აღმოჩნდა.

მეტი...

ხობში, ადიდებულმა ღელემ მანქანა გაიტაცა

ხობის მუნიციპალიტეტში, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ღელემ მანქანა გაიტაცა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი მსუბუქი დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას და ფოტოს Khobi press-ი ავრცელებს.

მეტი...

,,უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო გზა უკრაინისთვის, რომ გახდეს ნატო-ს წევრი”- ანჯეი დუდა

,,ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო გზა უკრაინისთვის, რომ ის გახდეს ნატო-ს წევრი”,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთის საზოგადოება აცნობიერებს, რომ მეტი ხარჯი უნდა გაწიონ  თავდაცვისთვის. ,,პოლონეთი უკრაინის მეზობელია, ახლა რუსეთი შეჭრილია უკრაინაში და მიმდინარეობს საშინელი ომი. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს. ჩვენ მილიონობით უკრაინელი ლტოვლილი გვყავს პოლონეთში. ყველა პოლონელი, პოლონეთის საზოგადოება აცნობიერებს, რომ მეტი ხარჯი უნდა გავწიოთ ჩვენი თავდაცვისთვის, რომ გავზარდოთ სამხედრო შესაძლებელობები. ეს არის გადამწყვეტი დღეს და ამიტომ მივიღეთ შესაბამისი გადაყევტილება. მე მაქვს ერთი გზავნილი. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო გზა უკრაინისთვის, რომ ის გახდეს ნატო-ს…

მეტი...

საფრანგეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გაუგზავნის

საფრანგეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გაუგზავნის, – ამის შესახებ  საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, სიტუაციისა და კონტრშეტევის გათვალისწინებით, გადაწყვიტა გაზარდოს იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება უკრაინისთვის. „სიტუაციისა და კონტრშეტევის გათვალისწინებით, რომელსაც უკრაინა ხელმძღვანელობს, მე გადავწყვიტე გავზარდო იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება, რათა უკრაინელებს შემდგომი დარტყმის შესაძლებლობა მივცე, ჩვენი დოქტრინის სიცხადისა და თანმიმდევრულობის შენარჩუნებისას, ანუ უკრაინას საშუალება მისცეს დაიცავი თავისი ტერიტორია. ვფიქრობ, დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის უკრაინის მხარდაჭერის, ნატოს ერთიანობისა და გადაწყვეტილების გაგზავნა, რომ რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ეს ომი“, – განაცხადა მაკრონმა.

მეტი...

,,საქართველო ერთგულად აგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტი ყველას წარმატებულ და ნაყოფიერ მოლაპარაკებებს უსურვებს. ,,როცა ვილნიუსში NATO-ს სამიტი იწყება ამ მნიშვნელოვან დროს, ყველას ვუსურვებ წარმატებულ და ნაყოფიერ მოლაპარაკებებს. საქართველო ერთგულად აგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას,”- წერს პრეზიდენტი.

მეტი...

პუტინს ჰგონია, რომ წარმატების მიღწევა და ნატო-ს გატეხვა შეუძლია, ამას ვერ შეძლებს – ბაიდენი

ვფიქრობ, პუტინს ჰგონია, რომ მას წარმატების მიღწევა და ნატო-ს გატეხვა შეუძლია. ის ამას ვერ შეძლებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. როგორც ბაიდენმა ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისტორიული მომენტია. ,,ნამდვილად ისტორიული მომენტია,როდესაც შვედეთი და ფინეთი უერთდებიან ალიანსს. ამიტომ, თქვენს ლიდერობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ შევთანხმდით იმ ტექსტზე, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ უკრაინის ნატო-ში მომავალი გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით ნატო-ს ერთიანობაზე მუშაობის გაგრძელებას. თქვენ არაერთხელ მოგისმენიათ აშშ-ის პრეზიდენტისგან და მე ვფიქრობ, რომ პუტინს ჰგონია, რომ მას წარმატების მიღწევა და ნატო-ს გატეხვა…

მეტი...

,,ვიღებთ სიგნალებს, რომ კონკრეტული ტექსტი განიხილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ არსებობს მზადყოფნა არც უკრაინის ნატოში მიწვევისთვის და არც მისი ნატოს წევრად ქცევისთვის. მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობის ფანჯარა გამოიყენება იმისთვის, რომ უკრაინის ნატოში წევრობა გამოყენებულ იქნას რუსეთთან ვაჭრობისთვის. ,,ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბრებს. უკრაინა წარმოდგენილი იქნება ნატოს სამიტზე ვილნიუსში, რადგან საქმე პატივისცემას ეხება. მაგრამ პატივისცემას უკრაინაც იმსახურებს. ახლა, როდესაც ვილნიუსისკენ მივემართებით, ვიღებთ სიგნალებს, რომ კონკრეტული ტექსტი განიხილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე. უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული არც უკრაინის ნატოში მიპატიჟებისთვის და…

მეტი...

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა და მისი აღსრულება 2022 წლის 1 ნოემბერს დაიწყო. აღსრულების პროცესში, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ რიგი საკითხები გამოიკვეთა, რომელიც მომხმარებლის უფლებების დაცვის დროული და ეფექტიანი აღსრულების მიზნით საჭიროებდა დაზუსტებას. კერძოდ, კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად: დისტანციურად ან სარეწს გარეთ შეძენის შემთხვევაში, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, მომხმარებელს არ ექნება უფლება დააბრუნოს სპორტული ან კულტურული ღონისძიების ბილეთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრე თავად განსაზღვრავს აღნიშნული ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას, წესსა და პირობებს. 2023წლის 1 აგვისტოდან, მოვაჭრისგან ინფორმაციის მიუღებლობის ან არასრულად მიღების შემთხვევაში, სათანადო შეტყობინების შემდეგ, სააგენტო მოვაჭრეს ჯარიმას დააკისრებს. ჯარიმის ოდენობა შეადგენს 500 ლარს. ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, იგივე ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა შეადგენს 1 000 ლარს. განისაზღვრა – სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრისადმი დასაკისრებელი ჯარიმის მინიმალური ოდენობა – 600 ლარი. (ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს) მიღებული ცვლილებები შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი იყო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი. სამუშაო პროცესში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.

მეტი...

ყველა ხვდება, რომ ომის მიმდინარეობისას უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი – კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ყველა ხვდება, რომ ომის მიმდინარეობისას უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი. მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტის ბოლოს, უკრაინის ნატო-სკენ მიმავალ გზასთან დაკავშირებით კონსენსუსს ელოდება. „პოლიტიკური კუთხით ჩვენ გვესმის ნატო-ს სხვადასხვა წევრი ქვეყნის შეშფოთება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის იგივე შეშფოთებები, რომლებიც ესტონეთის ალიანსში გაწევრიანების დროს ისმოდა. ცოტა ხნის წინ წავიკითხე წიგნი ნატო-ს ისტორიის შესახებ და ძალიან საინტერესო იყო, როგორ ეწინააღმდეგებოდა გერმანია ალიანსში ვიშეგრადის ქვეყნების გაწევრიანებას. მათ ეს არ სურდათ, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ჯობია, პოლონელებმა იბრძოლონ რუსებთან, ვიდრე გერმანელებმა. ახლა იგივე ხდება უკრაინელების…

მეტი...

„მარეგულირებელი ნორმების სრულყოფის მიზნით, სემეკი ღიაა ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისთვის“- დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებების, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დავით ნარმანიამ ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის 2022 წელს სემეკის მიერ შემუშავებული რეგულაციების შედეგებზე: „2022 წელი მნიშვნელოვანი იყო მარეგულირებელი კომისიისათვის. ენერგეტიკულ ბაზრებზე რეფორმირების პროცესში სემეკმა შეიმუშავა არაერთი ნორმატიული აქტი. აქტიურად ვმუშაობდით მარეგულირებელ ნორმებზე, რომლებიც რეგულირებად სექტორებში მოქმედი კომპანიებისათვის წარმოადგენს სახელმძღვანელო პრინციპებს. ეფექტიანი იყო კომისიის საქმიანობა კომუნალური სერვისების გამარტივებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის…

მეტი...

ჩეჩნეთს გროზნოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დანიშვნა სურს

ჩეჩნეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი, რამზან ჩერხიგოვი Azimuth Airlines-ის აღმასრულებელ დირექტორს, ედუარდ ტეპლიცკის შეხვდა. ჩეჩნეთის მთავრობას გროზნოდან თბილისში პირდაპირი ფრენების დანიშვნა სურს. „ჩვენ განვიხილეთ არაერთი პერსპექტიული პროექტი, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რუსეთის გმირის რამზან ახმატოვიჩ კადიროვის ინსტრუქციების შესრულების ნაწილი, სამგზავრო ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ გამოვყავით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ფრენები ქალაქებში სოჭში, ვოლგოგრადში, თბილისში და ჯედაში“, – განაცხადა ჩერხიგოვმა. მისივე თქმით, ” გაწერილი გეგმების განხორციელება არა მხოლოდ ხელს შეუწყობს რესპუბლიკის მაცხოვრებლების კომფორტს, არამედ მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ტურისტული ინდუსტრიის…

მეტი...

ადიგენში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს გადააჭარბა

ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 000 000 ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ადიგენის მერმა, გოჩა ქიმაძემ, “სამხრეთის კარიბჭესთან” განაცხადა. გამოცემის ცნობით,  დაზიანებული ნათესები და ინფრასტრუქტურა ზარალის შემსწავლელმა კომისიამ შეაფასა. ,,შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი სოფელი არ დარჩენილა სადაც არ იყო ან სეტყვა, ან ღვარცოფი და წყალდიდობა, მაგრამ განსაკუთრებით დაზარალდა ვარხანი. დაზარალდა ასევე არალის ნახევარი, უდე, ქვემო და ზემო ენთელი, ფხერო, უნწა და სხვა სოფლები. ფაქტობრივად, რაიონის სოფლების თითქმის 50%. სოფლის მეურნეობის ნათესებიდან ზარალმა გადააჭარბა მილიონ ლარს. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ინფრასტრუქტურას, ზიანი 100–150 ათასი ლარის ფარგლებშია,” – აცხადებს მერი. 

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილი  სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი  სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა. მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. პროცესს ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნეკა დოროყაშვილი არ ესწრებიან. შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, რაც  ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მეტი...

,,ალბათ, გვარამიასგან ახალ ოპოზიციურ ლიდერს ამზადებენ”- ირაკლი ზარქუა

,,ალბათ, გვარამიასგან ახალ ოპოზიციურ ლიდერს ამზადებენ,”- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუამ ნიკა გვარამიას სტრასბურგში ყოფნას და ევროპარლამენტარებთან დაგეგმილ შეხვედრას. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რადიკალურმა ოპოზიციამ შვიდი, ათი გვარამია რომ დაიყენოს, ქართველი ხალხის ნებას ვერავინ გადავა. „სტრასბურგში გვარამიას ვიზიტში მოულოდნელი არც არაფერი ყოფილა. დარწმუნებული ვარ, ხვდება დასავლეთში არსებულ ლობისტურ ჯგუფებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვინც ჰყავს. ესენი არიან კუბილიუსები, ფოტიგები, ქალბატონი რასა. ალბათ, ბატონი გვარამიასგან ახლა ახალ ოპოზიციურ ლიდერს ამზადებენ. სავარაუდოდ, მათი შეხვედრის მიზანი ეს არის. ისედაც ვიცოდით, რომ გვარამია ამ რადიკალურ ოპოზიციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ვინც ამ პროცესს…

მეტი...

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური უმცირესობის შეკრება უნდა შეიზღუდოს – ფრიდონ ინჯია

„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ არსებობდეს სექსუალური უმცირესობა. ისინი არსებობდნენ და იარსებებენ ყოველთვის. რაც შეეხება მათ პროპაგანდას – ეს უნდა იყოს გარკვეულწილად შეზღუდული. შეზღუდული უნდა იყოს მათი შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“, – ამის შესახებ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი მომზადებული აქვს.  ფრიდონ ინჯიამ კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მეტი...

წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კალათბურთელი დაიღუპა

წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდი  ახალგაზრდა კალათბურთელი დათუნა ჟღენტია. კალათბურთელის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმიანება. ,,საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა კალათბურთელის, დათუნა ჟღენტის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით!,”- ნათქვამია ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ტრაგედია წყნეთში გასულ ღამეს მოხდა. დენის დარტყმის შედეგად  16 წლის მოზარდი დაიღუპა.   ინფორმაცია, თითქოს 16 წლის მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, არის სრული სიცრუე – ვაკის რაიონის გამგეობა

მეტი...

პრეზიდენტს ნიკა გვარამია შეაწყალებინეს – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრასბურგში ვიზიტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს “მთავარი არხის” დამფუძნებელი შეაწყალებინეს. მისივე თქმით, გვარამიას შეწყალების მიზანი პოლარიზაციის გაღვივება იყო. ,,აქედან ჩანს ვისი კარნახით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია და რა იყო ამ შეწყალების მიზანი. შეწყალების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის გაღვივება. ამას ვერ ახერხებდნენ არსებული პოლიტიკური შემადგენლობით, ოპოზიციის შემადგენლობას ვგულისხმობ და სწორედ იმისთვის, რომ უფრო მეტად გაეღვივებინათ პოლარიზაცია, შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილის გვარამია. ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ჩანს, ვიღაცები არ იშლიან თავისას. მათი მიზანია პოლარიზაცია, ჩვენი მიზანი კი ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებაა”, – განაცხადა…

მეტი...

რუსი გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ ცოკოვი მოკლეს

მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრ ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, ბერდიანსკთან რუსი გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ ცოკოვი მოკლეს. ცოკოვი 2022 წლის სექტემბრის ბოლოს ლუგანსკის ოლქში დაიჭრა.  მაშინ რუსი გენერალი გადარჩა. რა ვითარებაში მოკლეს რუსი გენერალი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია, ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს”- ირაკლი კობახიძე

,,უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია, ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მოხსნას გამოეხმაურა. ,,უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია, ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს. ერთი რამ უნდა გავიხსენოთ, 2008 წელს, როცა ჩვენ გვქონდა ომი, მაშინ გახსოვთ, რომ MAP-იც კი არ მოგვანიჭეს. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა, 2008 წლის, 2012 წლის მდგომარეობა, მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. დღეს კარგია,…

მეტი...

სამეგრელოში სტიქიას უშედეგოდ ებრძვიან

სამეგრელოში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა დააზიანა. ადიდებული მდინარის ფონზე, წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური სამსახური დაზიანების ადგილამდე მისვლას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს. სტიქიის შედეგად დაზიანებულია ქ. სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი და ქ. ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი ცენტრალური მილები. წყალმომარაგება შეეზღუდა ქ. სენაკისა და ქ. ფოთის 32 000-ზე მეტ აბონენტს. „ამ ეტაპზე, რთული რელიეფისა და წყალუხვობის გამო, დაზიანების ლიკვიდაცია შეუძლებელია. მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ვერ ხერხდება. ადიდებული მდინარე ტეხურას ფონზე, კომპანიის ტექნიკური სამსახური დაზიანების ადგილამდე მისვლას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს. მიუხედავად ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის…

მეტი...