„დარწმუნებული ვარ, რომ მოღალატეობრივი პოზიცია არც ბაიდენისგან და არც შოლცისგან არ იქნება“ – პრეზიდენტი ზელენსკი

ვილნიუსის სამიტის შემაჯამებენ პრესკონფერენციაზე სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, ერთი სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში გაცვლიან.

მან უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გაჭიანურებასაც და განგებ თავის არიდებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მოღალატეობრივი პოზიცია არ იქნება.

„დარწმუნებული ვარ, მოღალატეობრივი პოზიცია არც ბაიდენისგან და არც შოლცისგან იქნება. ამასთან ერთად უნდა ვთქვა, რომ არასდროს არ გავცვლით არანაირ სტატუსს ჩვენს ნებისმიერ ტერიტორიაზე. თუნდა ეს ერთი სოფელი იყოს, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს. არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს და არასდროს გავცვლით გაყინულ კონფლიქტში. ეს არასდროს არ იქნება. ჩემი პოზიცია მკაფიოდ იციან ჩვენმა პარტნიორებმა,” – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა ალიანსის წევრობაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: „საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ყველგან, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა კუთხეში ხალხი აგრძელებს ბრძოლას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი.“

მსგავსი თემები