,,პუტინთან დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა აღდგეს” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, პუტინთან დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა აღდგეს. ”შავი ზღვის ”მარცვლეულის შეთანხმების” შეწყვეტას მთელი რიგი შედეგები მოჰყვება: საკვებზე გლობალური ფასების მატება, გარკვეულ რეგიონებში დეფიციტი და მიგრაციის ახალი ტალღა. მჯერა, პრეზიდენტ პუტინთან, ამ საკითხის საფუძვლიანი განხილვით, შეგვიძლია უზრუნველვყოთ ამ ჰუმანიტარული ძალისხმევის გაგრძელდება”, – აცხადებს ერდოღანი. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა შავი ზღვის ”მარცვლეულის შეთანხმება” შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობაა.

მეტი...

კანადაში ტყის ხანძრის ჩაქრობისას ვერტმფრენი ჩამოვარდა

კანადაში ხანძრის ჩაქრობისას ვერტმფრენი ჩამოვარდა. 41 წლის პილოტი ადგილზე დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა კანადის პროვინცია ალბერტას ჩრდილოეთით სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ვერტმფრენი ცეცხლის ჩაქრობას წყლით ცდილობდა. უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირაა კანადაში ტყის ძლიერი ხანძრებია. როგორც წესი, ხანძრების სეზონი პიკს ივლისის ბოლოს ან აგვისტოში აღწევს.

მეტი...

,,კიევის „რეჟიმი“ არაპროგნოზირებადია, ის არაფერს ერიდება” – პესკოვი

კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებულ საკითხებსა და საზღვაო გადაზიდვების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ „კიევის რეჟიმი აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია“. „კიევის არაპროგნოზირებადი ქმედებები და უფრო მეტიც, კიევის „რეჟიმის“ ჩართვა „ტერორისტულ“ აქტებში, რა თქმა უნდა, პოტენციურად ქმნის საფრთხეს ამ სფეროში. კიევის რეჟიმი აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია, ის არაფერს ერიდება. ამიტომ, მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები საფრთხის შემცველია“, – აღნიშნა პესკოვმა. მისივე თქმით, რეგიონში საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებული მდგომარეობა სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს. ცნობისთვის, 17 ივლისს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გადის, რადგან რუსეთის მოთხოვნები არ სრულდება. კრემლში აცხადებენ, რომ როგორც კი შესრულდება…

მეტი...

კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკულ და რუსულ კანონს შორის, რომელიც საქართველოში ჩააგდეს, რადიკალური სხვაობაა

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ ჩაგდებული ე.წ. რუსული კანონი ამერიკულთან ახლოსაც არ დგას და მათ შორის რადიკალური სხვაობაა. საუბარია მარტში, საკანონმდებლო ორგანოს მიერ ჩაგდებულ კანონპროექტზე, რომელსაც დიდი ხმაური მოყვა. „ეს დოკუმენტები არ მინახავს, თუმცა, ვფიქრობ, რომ რუსული სტილის კანონი, რომელიც მარტში ჩააგდეს, ფოკუსირებული იყო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში მუშაობენ. ამერიკული კანონი ლობისტებსა და იურიდიულ ფირმებზე ფოკუსირდება, რომლებიც გარე წყაროების მიერ არიან დაქირავებულნი, რომ ამ გარე წყაროების ინტერესებში იმუშაონ. ძალიან მკაფიო სხვაობაა ამერიკულ კანონსა და იმ რუსულ კანონს შორის, რომელიც აქ ჩააგდეს. შეგვიძლია რუსეთს შევხედოთ…

მეტი...

მკვლელობის დაფარვისთვის დაკავებული მღვდელი 15 ათასის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მკვლელობის დაფარვისთვის დაკავებული მღვდელი სასამართლო დაბრაზიდან 15 ათას ლარიანი გაირაოთი გაათავისუფლეს. ქობულეთში ახალგაზრდა კაცის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობასა და შემდეგ გვამის ტყეში დამარხვაში სასულიერი პირის ოჯახის წევრია ბრალდებული. დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულები ყველა ციხეში გაუშვეს, გამონაკელისი მხოლოდ მღვდელია. დღეს ცნობილი გახდა, რომ მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ლონდონში დააკავეს. ახლა პროკურატურა მის საქართველოში ექსტრადაციას ელოდება. უმძიმეს დანაშაულში პასუხგაუცემელ კითხვებს ნათელი სწორედ მან უნდა მოჰფინოს. მოკლულის დედას ეჭვი აქვს, რომ მკვლელობა ერთ კაცს არ ჩაუდენია და მას ჰყავდა სხვა თანამზრახველებიც, რომელთა შორის ერთი ქალია. დედა, რომელსაც შვილის ცხედარსაც კი უმალავდნენ, მკვლეობის საქმის ყველა თანამონაწილის დასჯას…

მეტი...

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება 24 ივლისიდან დაიწყება

,,კონტრაქტები იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ, უკვე ხელმოწერილია”. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კონტრაქტებს, შერჩეულ კლინიკებთან ხელი უკვე მოეწერა. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და პროცესის ორგანიზება. სპეციალური ბორდი განიხილავს, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაიგზავნება. გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რომელი პროცესი უფრო სასურველია დაავადების განსაკურნებლად“, – განაცხადა მინისტრმა.

მეტი...

რუსეთში იგორ სტრელკოვი დააკავეს

რუსეთში, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“ იგორ სტრელკოვი დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, გამოძიება მას ინტერნეტში ექსტრემიზმის შემცველი მოწოდებების გავრცელებაში სდებს ბრალს. მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის შემდეგ, იგი პუტინის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი იყო, რომელიც რუსეთის ხელისუფლებისგან ომის უკეთესად წარმოებას ითხოვდა. სტრელკოვი ასევე აკრიტიკებდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს და ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინს გადადგომისკენ მოუწოდა.

მეტი...

„რუსებმა დღეს დონეცკის ოლქში ორი ბავშვი მოკლეს” – პაველ კირილენკო

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაიღუპა 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო ავრცელებს. „რუსებმა დღეს დონეცკის ოლქში ორი ბავშვი მოკლეს, ტორეცკის თემის სოფელ დრუჟბაში. შუადღის დაახლოებით სამ საათზე “რაშისტებმა” სოფელი არტილერიით დაბომბეს. ერთ-ერთი ჭურვი ეზოში მოხვდა, სადაც ბავშვები იყვნენ – 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. და-ძმა. მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობები მიიღეს. გარდა ამისა, დაბომბვისას ამავე სოფელში მოხუცი ქალი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – წერს კირილენკო ,,ტელეგრამის“ პირად არხზე.

მეტი...

“აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის წყალქვეშა ელექტროკაბელის პრეზენტაცია შემოდგომაზე გაიმართება” – ილჰამ ალიევი

“აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის წყალქვეშა ელექტროკაბელის პრეზენტაცია შემოდგომაზე გაიმართება”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქალაქ შუშაში გამართულ გლობალურ მედიაფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. “გასულ დეკემბერში ხელი მოეწერა შეთანხმებას აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის, რომელსაც ზედამხედველობას უწევდა ევროკომისაც, რათა აშენდეს ინტეგრირებული მწვანე ენერგეტიკული ხაზი, აზერბაიჯანიდან ევროპაში შავი ზღვის ქვეშ. შესწავლითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება”, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

მეტი...

მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლას გაერო უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განიხილავს

მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლასთან დაკავშირებით გაერო უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებს. გამოცემა Sky News-ის ინფორმაციით, სხდომა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, სადაც რუსეთის მიერ შეთანხმების შეწყვეტის მიერ გამოწვეულ ჰუმანიტარულ შედეგებს განიხილავენ. გამოცემა რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებასაც იხსენებს და წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და შეთანხმების გაგრძელების განხილვას გეგმავს. თუმცა, თურქეთი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრი არ არის და იგი დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრება. სხდომას დაესწრება რუსეთი.

მეტი...

რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც მოხდება  – რამდენით დაასუბსიდირებს სახელმწიფო ყურძენს?!

პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2023 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ მევენახეებმა მოსავლის რეალიზაცია კარგ ფასად შეძლონ და კიდევ უფრო გაძლიერდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დინამიკა. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ იზრდება ღვინის ექსპორტი, შარშან 30%-მდე ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა და წელსაც,…

მეტი...

ლომი, რომელსაც ბერლინის ქუჩებში მეორე დღეა ეძებენ, შესაძლოა ტახი აღმოჩნდეს

პოლიციის განცხადებით,  ბერლინში დაკარგული გარეული ცხოველი, რომელიც ძუ ლომი ეგონათ, შესაძლოა გარეული ტახი იყოს. ორმა ექსპერტმა, რომლებმაც გამოიკვლიეს ვიდეო კადრები, პოლიციას განუცხადეს, რომ დიდი ალბათობით, ვიდეოში ნაჩვენებიცხოველი გარეული ღორი იყო. ,,ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ის ლომი არ არის”, – განაცხადა  ქალაქ კლეინმახნოვის მერმა,მაიკლ გრუბერტმა. კლაინმანხნოვის და ბრანდერბურგის პოლიციამ გარეულ ცხოველზე ძებნა შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ტერიტორიაზე ლომი არ გადაადგილდებოდა.

მეტი...

ლუკაშენკო 23 ივლისს  ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ბელარუსის  პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 23 ივლისს რუსეთში  ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას, ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების დღის წესრიგში შედის „უსაფრთხოების საკითხები, საერთაშორისო დღის წესრიგი, ეკონომიკური ურთიერთქმედება, ალიანსის პროგრამების განხორციელება, სანქციების ზეწოლისადმი ერთობლივი წინააღმდეგობა და სხვა“. შეხვედრა კრემლში გაიმართება.

მეტი...

,,კიევის არაპროგნოზირებადი ქმედებები, პოტენციურად ქმნის საფრთხეებს”- პესკოვი

რუსეთს პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვი განცხადებით, კიევი არაპროგნოზირებადია. მისი თქმით,  საფრთხის შემცველია კიევის განცხადება, რომლის მიხედვითაც უკრაინა რუსეთის პორტებისკენ მიმავალი გემებს პოტენციურ სამხედრო ტვირთის გადამზიდავად აღიქვამს. ,,კიევის არაპროგნოზირებადი ქმედებები და უფრო მეტიც, ტერორისტულ აქტებში კიევის ჩართულობა, რა თქმა უნდა, პოტენციურად ქმნის საფრთხეს ამ არეალში”, – განაცხადა პესკოვმა.  

მეტი...

,,გადამოწმდა ნაშთები, აფთიაქებში მედიკამენტი არ მოიძებნა, თუმცა აღმოჩნდა საწყობებში”- მინისტრი ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტზე

ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტთან დაკავშირებით გადამოწმდა ნაშთები. შედეგად, აფთიაქებში მედიკამენტი არ მოიძებნა, თუმცა აღმოჩნდა საწყობებში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ფარმაცევტულ კომპანიებს თუნდაც რამდენიმე კვირის წინ მიღებული ნაშთები რომ გაენაწილებინათ ქსელებში, მედიკამენტთან დაკავშირებით დეფიციტი და პრობლემა არ შეიქმნებოდა. ,,ძალიან კარგია, რაც მიმდინარე წელს დავიწყეთ – როგორც აფთიაქებს, ისე საწყობებს ჩვენ სავალდებულოდ გავახსნევინეთ თავიანთი ნაშთები. რეგულირების სააგენტო უკვე ხედავს, სად რა ნაშთია. შესაბამისად, ჩვენი სისტემის მეშვეობით როცა ნაშთები გადამოწმდა აფთიაქებში, იქ მედიკამენტი არ იყო, ხოლო საწყობებში როცა გადამოწმდა, ნაშთები აღმოჩნდა. ჩვენი თანამშრომლები კომპანიებთან ნაშთებს როდესაც…

მეტი...

,,გვიკამათია და არც ყველაფერზე ვთანხმდებოდით, მაგრამ მის როლს ვაფასებ”- სააკაშვილი ვაშაძეზე

,,მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით,”- ამის შესახებ ექს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის წერს, რითაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებას ეხმაურება. მისი თქმით, გიორგი ვაშაძის როლს აფასებს, როგორც ძალიან დადებითს ქართულ პოლიტიკაში და უკიდურესად სასარგებლოდ ახალ გაერთიანებაში. ,,მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით. განსაკუთრებით მივესალმები იმ პრინციპს, რომ ყველა თანამდებობის კანდიდატურა უნდა განაწილდეს იმის მიხედვით თუ კონკრეტულ ადამიანებს როგორი მხარდაჭერა ექნებათ კონკრეტული მომენტისთვის ამის მიხედვით დადგინდება მომავალი პრემიერიც და მინისტრებიც. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ,,ხელისუფლება” კოშმარულ სიზმარშიც კი არ უშვებს იმას, რაც მე გავაკეთე 2012-ში – კერძოდ…

მეტი...

პუტინი ამტკიცებს, რომ პოლონეთი უკრაინის კონფლიქტში პირდაპირ ჩარევას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინის ნაწილის ოკუპაციას გეგმავს. ,,რაც შეეხება პოლონელ ლიდერებს, ისინი ალბათ ელიან ნატოს ქოლგის ქვეშ რაიმე სახის კოალიციის შექმნას და უშუალოდ ჩარევას უკრაინის კონფლიქტში, რათა შემდეგ უფრო მსუქანი ნაჭერი დაანგრიონ და დაიბრუნონ, როგორც თვლიან, თავიანთი ისტორიული ტერიტორიები – დღევანდელი დასავლეთ უკრაინა. დღევანდელი პოლონეთის დასავლეთი ტერიტორიები სტალინის საჩუქარია პოლონელებისთვის, დაავიწყდათ თუ არა ეს ჩვენს მეგობრებს ვარშავაში? შეგახსენებთ,”- განაცხადა პუტინმა. გასულ კვირას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა: ,,ახლა აშკარაა პოლონეთის სურვილი, შეიჭრას უკრაინის დასავლეთ ნაწილში. ამიტომ უკრაინა ნატოში…

მეტი...

აზერბაიჯანის მოქალაქემ საქართველოში მიგრანტები უკანონოდ გადმოიყვანა – დაკავებულია 4 პირი

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით,  საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის ორი ან მეტი პირის გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1982 წელს დაბადებულმა ს.ბ.-მ საკუთარი მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1993 წელს დაბადებული ა.უ, 1998 წელს დაბადებული ტ.ო. და მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე 1985 წელს დაბადებული ტ.დ. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“…

მეტი...

პუტინმა პოლონეთის დასავლეთ მიწებს “სტალინის საჩუქარი” უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ პოლონეთის დასავლეთი მიწები “სტალინის საჩუქარია” და პოლონეთი მადლიერი უნდა იყოს სსრკ-ს “დამოუკიდებლობის აღდგენისთვის”. „მინდა შეგახსენოთ, როგორ დასრულდა ასეთი აგრესიული პოლიტიკა პოლონეთისთვის. დასრულდა 1939 წლის ტრაგედიით, როდესაც დასავლელმა მოკავშირეებმა პოლონეთი გერმანიის სამხედრო მანქანის წყალობაზე გადააგდეს და მან ფაქტობრივად დაკარგა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რომელიც დიდწილად აღადგინა სსრკ-ს წყალობით. მართალია, თანამედროვე პოლონეთის დასავლეთი ტერიტორიები სტალინის საჩუქარია პოლონელებისთვის“, – განაცხადა პუტინმა. მანამდე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთი უნდა დაისაჯოს „ისტორიული მეხსიერების ღალატისთვის“ მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის მიერ განთავისუფლების გამო.

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ორ ბრალდებულს 5 000-5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ერთი კი 10 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან მოხდა მიღება-ჩაბარების აქტების შეგნებული გაყალბება და მათ ხელოვნურად გაზარდეს სამუშაოების მოცულობები. ,,ბრალდებულებმა გააყალბეს დოკუმენტები, კერძოდ მიღება ჩაბარების აქტები, შესრულებული საქმეების აქტები ე.წ. ფორმა ორები, ასევე ინფექტირების დასკვნები, რის საფუძველზეც მიუთითეს, რომ ოთხი მილიონ ხუთასი ათასი ლარის ხელშეკრულებებიდან 750 ათასი ლარით მეტი შეასრულეს. გაზარდეს შესრულებული სამუშაოს მოცულობები 750 ათასი ლარით”, – აცხადებს პროკურორი. ბრალდებულების განცხადებით,  დანაშაული გაუფრთხილებლობით ჩაიდინეს. პროკურატურამ რესპუბლიკურის ყოფილი თანამშრომლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

მეტი...

კვირის დასაწყისიდან რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 70-მდე რაკეტა გამოიყენეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კვირის დასაწყისიდან რუსებმა  სხვადასხვა ტიპის თითქმის 70 რაკეტა გამოიყენეს, უკრაინის წინააღმდეგ. მისი თქმით, უკრაინის მეომრებმა შეძლეს მტრის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილის ჩამოგდება. ,,კვირის დასაწყისიდან რუსმა ტერორისტებმა უკვე გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის თითქმის 70 რაკეტა და თითქმის 90 შაჰედი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. დიდწილად ოდესისა და ოდესის რეგიონის, მიკოლაივის და სხვა სამხრეთის ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ. ჩვენმა მეომრებმა შეძლეს მტრის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილის ჩამოგდება. სამწუხაროდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სიმძლავრე ჯერ არ არის საკმარისი მთელი უკრაინის ცის დასაცავად. ჩვენ მაქსიმალურად აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან,…

მეტი...

კონსულტაციები მაქვს „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან, გვარებს არ დავასახელებ – ეკა ბესელია

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელის განცხადებით, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის კონფიგურაციის ჩამოყალიბების იდეას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მისი თქმით, კონსულტაციები აქვს „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან. „ერთ-ერთი არჩევანი კონფიგურაციაა, რაც მე ძალიან საინტერესოდ მეჩვენება და ამ იდეას ჰყავს სხვა მხარდამჭერებიც. სხვათა შორის, დიდი ხანია, ამაზე გიორგი გახარია თავადაც საუბრობს. ეს არის არა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანება, არამედ ალტერნატივა, სადაც ის ადამიანები, პოლიტიკოსები, პარტიები, შეიძლება, სამოქალაქო აქტივისტებიც მოვიაზროთ, ვისაც უფრო მეტი საერთო აქვს წარსულში. ასეთი შეიძლება, იყოს სწორედ „ქართული ოცნების“ სადავეებთან, პარტიის შექმნამდე ვინც გვყავდა თანამოაზრე, ან იმის შემდეგ ვინც იყო…

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის  წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“. განკარგულების საფუძველზე 367 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 409 ქონება, მათ შორის, საცხოვრებელი ბინები და როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. დევნილებისთვის გადასაცემი ქონება  მდებარეობს თბილისში, ქუთაისში, დაბა ჩხოროწყუში, შიდა ქართლში, თელავში, მცხეთაში, ბორჯომში, ქვემო ქართლში,  სამეგრელოში, იმერეთში, ბათუმსა და  რაჭა-ლეჩხუმში.

მეტი...

სასურსათო მაღაზიაში პროდუქტის შეძენა ხელის დაფიქსირებით იქნება შესაძლებელი

Amazon საშუალებას მისცემს მომხმარებლებს გადაიხადონ თავიანთი Whole Foods-ის ყველა მაღაზიაში ხელის უბრალო დაფიქსირებით. ამაზონმა ტექნოლოგია 2020 წელს გამოუშვა და ის ამჟამად ხელმისაწვდომია Whole Foods-ის 200-ზე მეტ მაღაზიაში. Whole Foods-ის მომხმარებლებს, რომლებიც აირჩევენ Amazon One-ს გამოყენებას, აღარ დასჭირდებათ საფულე ან ტელეფონი გადასახდელად – მათ უბრალოდ შეუძლიათ ხელის დააფიქსირონ Amazon One მოწყობილობაზე. სერვისით სარგებლობისთვის მომხმარებლები Whole Foods-ს გადასცემენ საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ინფორმაციას, რათა დააკავშირონ ხელის მტევნის ანაბეჭდი.

მეტი...

უკრაინის სამხედრო ინდუსტრია უკვე აწარმოებს საშუალებებს რუსეთის ფედერაციისგან პორტების დასაცავად – დანილოვი

უკრაინის სამხედრო ინდუსტრია უკვე აწარმოებს საშუალებებს, რომლებიც საშუალებას მისცემს გააძლიეროს პორტის ინფრასტრუქტურის დაცვა რუსული თავდასხმებისგან – ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ეროვნული საინფორმაციო ტელემარათონის ეთერში განაცხადა. ,,სპეციალურად რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებული იარაღის ზოგიერთი სახეობისთვის საზენიტო თავდაცვის დამარცხების საშუალებების ნაკლებობაა. პრეზიდენტმა დაისახა ამოცანა გააძლიეროს დაცვა (პორტის ინფრასტრუქტურის) დღეს ყველა კონტაქტი მუშაობს საჭირო აღჭურვილობის მიწოდების დაჩქარებაზე. ჩვენი სამხედრო ინდუსტრია უკვე აწარმოებს ასეთ დაცვას. უახლოეს მომავალში ვფიქრობ ეს  გაძლიერდება“,- განაცხადა დანილოვმა.

მეტი...

დაშავდა ასზე მეტი ადამიანი – ძლიერი სეტყვა იტალიაში

ჩრდილოეთ იტალიაში ძლიერი სეტყვის შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაშავდა. ხეების მოწყვეტის შედეგად დაზიანდა სახლები, ავტომობილები და ინფრასტრუქტურა. რეგიონის პრეზიდენტის ლუკა ზაიას თქმით, მოულოდნელი ქარიშხლის დროს ვენეტოს ქუჩებში 10 სმ დიამეტრის სეტყვა ცვიოდა. სასწრაფო დახმარების სამსახურებმა უპასუხეს დახმარების 500-ზე მეტ გამოძახებას ქონების დაზიანებისა და პირადი დაზიანებების გამო. ძლიერი სეტყვა იყო იტალიის ქალაქ მანტუაშიც. სტიქიამ დააზიანა მზის პანელები და ბაღები.

მეტი...

„გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი, დაკარგული ტერიტორიები, უცხოეთიდან კი რა იყო? – შეშფოთება, აღშფოთება”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, თუმცა აღნიშნული შედეგის მიღწევა ომითა და დაპირისპირებით არ უნდა მოხდეს. „გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი და გვაქვს დაკარგული ტერიტორიები. უცხოეთიდან კი რა იყო? – შეშფოთება, აღშფოთება. ეს იყო შედეგი, რაც მივიღეთ. ამიტომ, მშვიდობას დღეს არ აქვს ალტერნატივა. შეიძლება, ვიღაცამ იკითხოს, რას ვფიქრობთ ქვეყნის გაერთიანებასა და დღევანდელ ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ეს ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. კონსტიტუციაში პირველი, რაც გვიწერია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს კი უნდა გავაკეთოთ არა ომითა და დაპირისპირებით, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით, მშვიდობით, გაძლიერებითა და…

მეტი...

ტრანსნაციონალურ ნარკოდანაშაულში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

ტრანსნაციონალურ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებასა და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. მოსამართლემ სამი დაკავებულისა და სამი ძებნილის მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე პროკურორის  შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 21 წევრი

მეტი...

,,დადასტურდა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია შეიცავდა ტყუილს და ქვეყნის გაშავებისკენ იყო მიმართული”-კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დადასტურდა ყველაფერი, რაზეც ხელისუფლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ აგორებული კამპანიის შესახებ საუბრობდა, რომ ეს იყო ფარსი და სიბინძურე. „ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო რეალობა. პრაქტიკულად დადასტურდა ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ამდენი ხნის განმავლობაში, მთელი ეს კამპანია, რომელიც შეიცავდა ძალიან დიდ ტყუილს, სიბინძურეს, მიმართული იყო საქართველოს, ჩვენი ხელისუფლების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ზოგადად ქვეყნის გაშავებისკენ იყო მიმართული. კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამოიკვეთა, თუ რა სიბინძურე ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი შენიღბულია ვითომ ლობისტებით, რაც სამწუხაროა და აღნიშნული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მიღებული რეზოლუციები, გაკეთებული განცხადებები,…

მეტი...

,,გვამი დაუსახლებელ ადგილას დამარხა და მიიმალა”- მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, 2023 წლის 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს. ,,საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ უწყებას ბრალდებულის ექსტრადიციის შუამდგომლობით 2023 წლის 14 ივნისს მიმართა და შესაბამისი მასალები მიაწოდა. პროკურატურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად, ვესტმინსტერის მაგისტრატი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე დანაშაულის ჩამდენი პირი 2023 წლის 16 ივლისს დააკავეს და მას  საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სხეულის სხვადასხვა…

მეტი...

,,ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია, ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა”- კახა კალაძე

„ქვეყანაში დღეს მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მისი შენარჩუნება შეუძლია, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში, რომელმაც არაერთი ომი გამოიარა, მშვიდობის საკითხი საქილიკო არ შეიძლება იყოს. „ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ეს უბრალოდ, ისე არ ხდება. ხალხი ძალიან კარგად ხედავს არსებულ გამოწვევებს, რეალობას. ასევე, ძალიან კარგად ხედავს, კონკრეტული პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი საიდან იმართება და რას, ვის ინტერესებს ემსახურებიან ეს ადამიანები. სრულიად…

მეტი...

,,ორი „ლუზერის“ გაერთიანებით ცხადია, არაფერი შეიცვლება”- კალაძე ხაბეიშვილი-ვაშაძის ალიანსზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების გაერთიანება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არაფერს შეცვლის. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას დღეს ფუნდამენტური პრობლემები აქვს, თუმცა მათ ამის დანახვა არ უნდათ. „ვფიქრობ ამით არაფერი შეიცვლება. ზოგადად, დღეს ოპოზიციას აქვს ფუნდამენტური პრობლემები. არ ვიცი, ეს ადამიანები ვერ ხედავენ თუ არ უნდათ დაინახონ, რაშია მათი ძირითადი პრობლემები, ან ამის ანალიზს არ აკეთებენ, თუმცა არ მინდა, ამ სიღრმეებში შევიდე. ორი „ლუზერის“ გაერთიანებით ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება. მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანდება და რა ფორმულით წარდგება არჩევნებზე. ჩემთვის, როგორც ამ…

მეტი...

,,ცოტა დაბალი დონის შეფასებაა…ხალხს ის კი არ უნდა აინტერესებდეს, მე რა ვიშოვე, არამედ ის – რა შევიტანე ბიუჯეტში“ – თემურ ჭყონია

„ხალხს ის კი არ უნდა აინტერესებდეს, მე რა ვიშოვე, არამედ ის – რა შევიტანე ბიუჯეტში“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ  განაცხადა. ჭყონია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის,  ალუდა ღუდუშაურის განცხადებას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ ბიზნესმენმა წინანდალში ”ალბათ ცივი „კოკა-კოლა“ ჩაიტანა და გააგრილა”. „McDonalds Georgia-ს და Coca-cola Bottlers Georgia-ს კომპანიების განვითარების პოტენციალი განუსაზღვრელია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი იძახის, რომ მე ცივი კოკა-კოლა უნდა ჩავიტანო სადღაც… ამას ყურადღებას არ ვაქცევ, ცოტა დაბალი დონის შეფასებაა, მაგრამ რეალობა სხვაა… ხალხს ის კი არ უნდა აინტერესებდეს, მე რა ვიშოვე, არამედ ის – რა შევიტანე ბიუჯეტში. ორივე…

მეტი...

ზელენსკიმ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი მისი კრიტიკის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ  ზელენსკიმ დიდ  ბრიტანეთში უკრაინის ელჩი, ვადიმ პრისტაიკო მისი კრიტიკის გამო,თანამდებობიდან გაათავისუფლა. „გაათავისუფლეთ პრისტაიკო ვადიმ ვლადიმროვიჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან“, – ნათქვამია ბრძანების ტექსტში. პრისტაიკო ასევე მოხსნეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის პოსტიდან. პრისტაიკომ უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებს “არაჯანსაღი სარკაზმი” უწოდა, რომ მას შეუძლია ყოველ დილით მადლობა გადაუხადოს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ბენ უოლასს სამხედრო დახმარებისთვის.  

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში – ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების განცხადებით,  მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

მეტი...

უკრაინაში საჰაერო განგაშია

უკრაინის ნაწილში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. მედიის ცნობით,  შავი ზღვიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხე მაღალია. მოქალაქეებს  თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ის ხმა ისმის ოდესის რეგიონში.

მეტი...