ომბუდსმენი – ,,პრაიდის კვირეული” თავისუფალ გარემოში ჩატარდეს”

საქართველოს სახალხო დამცველი “პრაიდის კვირეულს” ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია, დაგეგმილი ღონისძიებები ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარდეს და დაცული იყოს ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერების უფლებები. ომბუდსმენი წერს, რომ ყველა პასუხისმგებელმა ორგანომ საჯაროდ გავრცელებულ ძალადობის შემცველ ყველა მოწოდებასა და მუქარაზე მოახდინოს სათანადო რეაგირება. ” ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის კონკრეტული ღირებულებები და შეხედულებები, ნებისმიერ ჯგუფს უნდა შეეძლოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა, უსაფრთხო გარემოში. ასევე, სახალხო დამცველი გმობს ყველა იმ საჯარო განცხადებასა და მუქარას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების…

მეტი...

ზელენსკი – ,,ზუსტად ვიცით, რუსები ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, დისტანციურად ააფეთქონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ერთ-ერთი გეგმა არის, რომ უკრაინისთვის გადაცემის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დისტანციურად ააფეთქონ. მისივე თქმით, უკრაინული მხარისთვის გადაცემის შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ უნდა შეამოწმოს. „ისინი ეძებენ ფორმატს და მომენტს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, როცა სადგური უკრაინას გადმოეცემა, დისტანციურად ააფეთქონ. სადგურს როცა ჩავიბარებთ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ კარგად უნდა შეამოწმოს. რუსეთი კი უნდა გავაფრთხილოთ, რომ ვიცით, არა მარტო ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის საშიში ამ გეგმის შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში.

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარე – ,,ელემენტარული პრინციპია, პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უმრავლესობის წევრების მიწვევა და შემდეგ, თხოვნა არ მისვლის შესახებ, საქართველოს პარლამენტის, როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, უპატივცემულობაა. მისი თქმით, ელემენტარული პრინციპია, რომ პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. „საქართველოს პარლამენტი არის ამ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და ქართველი ხალხის პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება ამ ხალხის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიმართ პატივისცემაში. ჩემთვის ეს არის ელემენტარული და გამოვდივარ იქიდან, რომ ამ ქვეყნის სტუმრებისთვისაც, ეს უნდა იყოს ელემენტარული პრინციპი – პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. როდესაც ეს პრინციპი დარღვეულა, მათ…

მეტი...

ესპანეთმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა

ესპანეთმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პრემიერ პედრო სანჩესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “ჩვენი დღევანდელი განცხადება ალიანსის წევრებთან ერთად უკვე 21-ე ასეთი დოკუმენტია და ეს უმრავლესობას შეადგენს. ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე, ჩვენ ესპანეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. უკრაინა დარწმუნებულია, რომ დღეს არსებობს ყველა მიზეზი, რათა უკრაინას ალიანსში გაწევრიანების მოწვევა გაეგზავნოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

შალვა პაპუაშვილი – ,,პრობლემაა, რომ ოპოზიცია საკუთარ მოძალადეებს მოძალადეებად არ აღიქვამს”

,,ყველა ძალადობაზე ხედავთ, რომ არის რეაქცია და აკავებენ ძალადობაში ჩართულ ადამიანებს, პოლიცია ყველა შემთხვევაში თანაბრად მოქმედებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კასპში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, ძალადობა სიტყვიერად დაგმოს და ამასაც არ აკეთებენ. „პრობლემა იმაშია, რომ ოპოზიცია საკუთარ მოძალადეებს მოძალადეებად არ აღიქვამს ხოლმე. როდესაც ისინი ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, მაშინ ჰგონიათ, რომ ადამიანი უნდა ისჯებოდეს, ხოლო თუ ისინი ძალადობენ სხვებზე, მაშინ არ უნდა ისჯებოდეს. ყველას შევახსენებ 7-8 მარტის ძალადობრივ აქციას, როდესაც, მათ შორის, პარლამენტის შენობაზე იყო თავდასხმა. „მოლოტოვის კოქტეილი“ პირველად საქართველოს ისტორიაში გამოიყენეს და…

მეტი...

კელი დეგნანი – ,,ჩვენ ვგმობთ ძალადობას, მაქსიმალურად ვცდილობ ხალხის, პოლიტიკური ლიდერების გაერთიანებას”

,,ფაქტი, რომ ხორციელდება თავდასხმები მოქალაქეებზე, ყველასთვის არის ძალიან დიდი შეშფოთების საგანი”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც ელჩმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნული საქმის დეტალები არ იცის, თუმცა, ზოგადად, ძალადობას გმობს. „დეტალები არ ვიცი ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა, ზოგადად, ფაქტი, რომ ხორციელდება თავდასხმები მოქალაქეებზე, არის ძალიან დიდი შეშფოთების საგანი ყველასთვის და განსაკუთრებით ქართველი მოსახლეობისთვის, რომელთაც ეს ახსენებთ 90-იან წლებს. ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რათა ამ პერიოდიდან გამოსულიყო. როგორც ვიცი, გარკვეულ საქმეებზე არიან დაკავებულები თავდასხმებში და…

მეტი...

კელი დეგნანი – ,,რუსეთთან ფრენების აღდგენა შემაშფოთებელია”

,,რუსეთთან პირდაპირი ფრენები იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ იგი საშუალებას აძლევს არა მხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმასაც, რომ საქართველოს იყენებენ, რათა შემდგომ გავიდნენ ევროპაში”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, რეალურად ყველა ზომა, რაც არის მიღებული ემსახურება იმას, რომ მოხდეს ზეწოლა რუსეთზე, რათა შეაჩერონ აგრესიული ომი. „პირდაპირი ფრენები იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ იგი საშუალებას აძლევს არა მხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმასაც, რომ საქართველოს იყენებენ, რათა შემდგომ გავიდნენ ევროპაში. ევროპამ გადაწყვიტა, რომ ჩაკეტოს კარი მათთვის,…

მეტი...

„საქართველოს რკინიგზა“ – სადგურ მარელისში მეწყერმა დააზიანა საკონტაქო ქსელი და ლიანდაგები

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, სადგურ მარელისში, უხვმა ნალექმა და უამინდობამ გამოიწვია მეწყერის ჩამოწოლა. მათივე ცნობით, მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქო ქსელი და ლიანდაგები, რის გამოც უცნობია სარკინიგზო მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო. ამასთან, კომპანიის განცხადებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის ბრიგადები სრულად მობილიზებულნი არიან და მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია, ამასთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მოუხედავად, მიზანშეწონილი არ არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე. შესაბამისად, სტიქიის გამო, რეისს ვერ შეასრულებენ და დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავლენ შემდეგი მიმართულებით მოძრავი მატარებლები:…

მეტი...

თამაზ გაიაშვილი – ,,უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჩემი ან ავიაკომპანიის” შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა

თამაზ გაიაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მის და Georgian Airways-ის მიმართ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება. “უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არ გამკვირვებია. მე საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ის ორკესტრირებული ტაშ-ფანდურა მიკვირს, რომლითაც ისინი ქართული ეროვნული კომპანიებისთვის გარედან თითის ქნევას ეგებებიან. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მოსასვლელად ბრძოლა უკიდურესად რადიკალურ ფორმებს იძენს. ყველაფერზე მიდიან, ოღონდ როგორმე დაამხონ ხელისუფლება და თვითონ აღმოჩნდნენ ქვეყნის სათავეში. თავიანთი ამ არაჯანსაღი მიზნისკენ სავალ გზაზე ისინი ახერხებენ უკრაინის პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანასაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოს არცერთი ავიაკომპანიის კომპეტენციაში არ შედის ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყებაზე ან შეწყვეტაზე ნებართვის გაცემა. ყველაფერ…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი – ,,უკრაინაში ჩემი ჩასვლა არ მოხერხდა, ნეგატიურად იმოქმედა ხელისუფლების რიტორიკამ

,,ჩემი [უკრაინაში] ჩასვლა არ მოხერხდა და ალბათ, სხვა მოვლენებმა იქონიეს გავლენა – რიტორიკის პრობლემები ევროკავშირთან, ხელისუფლების რიტორიკა – ამან ნეგატიურად იმოქმედა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ ჩავიდა უკრაინაში. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მისი და ზელენსკის ადმინისტრაციების ურთიერთობა გრძელდება. „რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლას, ყველამ იცის, რომ მე ჩამოვიყვანე აქ ზელენსკი. ევროკავშირში ავიწყდებათ, რომ ჩვენი „ტრიოცაა“ შექმნილი. გვეუბნებოდნენ, „ტრიოს“ ნუ „აწვებით“, რადგან აღმოსავლეთის პარტნიორობა არსებობს და ეს არის მთავარი ფორმატიო. მაგრამ ის ფორმატი ცოტა შერყეულია, რადგან ბელარუსი რა…

მეტი...

პრეზიდენტი – ,,მოლდოვა გვაძლევს მაგალითს, რომ გეზი არ უნდა შეიცვალო”

,,მოლდოვა გვაძლევს მაგალითს, რომ შენ შენი გეზი არ უნდა შეიცვალო. ეს მაგალითი ჩვენც გაქვს, როდესაც 2008 წლის ოკუპაციის, გამოცხადებული დამოუკიდებლობის მიუხედავად გეზი არ შეგვიცვლია, სანამ უკრაინაში ომმა არ შეგვაშინა? ცოტა ვერ გავიგე! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. ,,მე ვთვლი, რომ ერთადერთი გზა რითაც შეიძლება რუსეთს გავუმკლავდეთ, არის ევროპასთან მჭიდრო კავშირი. ამის მაგალითი არის პატარა ქვეყანა, როგორიც მოლდოვაა, რომელსაც შიგნით სერიოზული პრორუსული ძალები აქვს, ქუჩაში გამოდიან და დიდი გამოწვევაა. ის გვაძლევს მაგალითს, რომ შენ შენი გეზი არ უნდა შეიცვალო. ეს მაგალითი ჩვენც გაქვს, როდესაც 2008 წლის და…

მეტი...

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო ემანუელ მაკრონმა გერმანიაში ვიზიტი გადადო

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიაში ვიზიტი გადადო. მედიის ცნობით, მაკრონი გერმანიაში გამგზავრებასა და ქვეყნის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრას კვირას გეგმავდა. პრეზიდენტის სპიკერის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაემგზავრება მაკრონი გერმანიაში. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში გამართული დემონსტრაციების დროს პოლიციამ 1 300 აქტივისტი დააკავა, საერთო ჯამში კი, აქციების დროს დაკავებულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა. დაპირისპირების დროს 200-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ამ დროისათვის, საფრანგეთის ქალაქებში უსაფრთხოებას 45 000-ზე მეტი პოლიციელი იცავს. საფრანგეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა 17 წლის მოზარდი მოკლა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი – ,,რუსეთის დაპირებების არ უნდა გჯეროდეს იმიტომ, რომ „გადაგაგდებს,,”

,,ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთის დაპირებების არ უნდა გჯეროდეს არასოდეს იმიტომ, რომ „გადაგაგდებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის ძალთა თანაფარდობა არასდროს ყოფილა საქართველოს სასარგებლოდ, თუმცა ეს არასდროს განაპირობებდა იმას, რომ საქართველო დათმობებზე წასულიყო. „ეს არის ჩვენი მაგალითი, რომ ძალთა შეფარდება ჩვენს სასარგებლოდ არასდროს ყოფილა. არც უკრაინის სიტუაციაში ვართ, უზარმაზარი ტერიტორია, ადამიანური და სამხედრო რესურსები არ გვქონია რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ეს არასოდეს განაპირობებდა იმას, რომ საქართველო წასულიყო რაღაც დათმობებზე. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს ზოგჯერ არასწორად ვიგებთ. როგორც ყოველთვის რუსეთმა არ შეასრულა…

მეტი...

,,არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც მისწრაფება აქვს გახდეს ევროკავშირის წევრი და და ყოველ მეორე დღეს ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე”- სალომე ზურაბიშვილი

,,ევროკავშირი ისტორიულად პირველი ორგანიზაცია, სადაც გაწევრიანება ყველას თავისი ნებით უნდა. არა იმიტომ, რომ ვიღაც თავში გირტყამს და გაძალებს, ან ამას სხვადასხვა ფორმით გაძალებს, არამედ იმიტომ, რომ ხალხს უნდა. ჩვენ ვართ ამის მაგალითი. ჩვენ ხალხს უნდა – მთავრობა ასრულებს, თუ არ არ ასრულებს ამ რეკომენდაციებს, კომისია თავისას იტყვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში წევრობა სურს არ შეიძლება ევროკავშირის ელჩს ლანძღავდეს. „მოდის მეორე გამოწვევა,რომელიც არის მთავრობის, უმრავლესობის, არ ვიცი, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოსული გზავნილების, თუ არა, მაგრამ იმ რიტორიკის, რომელიც არის სრულიად მიუღებელი.…

მეტი...

,,ჩემი როლი არის ინსტიტუტების დაცვა და არა იმაზე მსჯელობა, ვინ იღებს გადაწყვეტილებას” – პრეზიდენტი

,,ჩვენი საერთო ბრძოლა უნდა იყოს ინსტიტუტების გაძლიერება, პირადად, ჩემი როლი არის ინსტიტუტების დაცვა, ყველა ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნის დაცვაა და არა იმაზე მსჯელობა, ვინ იღებს გადაწყვეტილებას, იღებს – ის, თუ იღებს – ეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის, „ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ ფაქტორად პოლიტიკაზე ივანიშვილის ჭარბ გავლენას“, ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: „მე მგონი, ბევრი ფაქტორია, არ მგონია, ეს ფაქტორი უფრო მეტად, ვიდრე ის მიღებული კანონები, ან ის რიტორიკა, რაც არის. არავინ იცის, მე არ ვიცი, რა წილით არის ის გადამწყვეტი, თუ არ არის…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი – ,,მიკვირს, ქალთა კონფერენციაზე მმართველი პარტიიდან, მთავრობიდან, პარლამენტიდან, არავინ არ იკადრა, რომ მოსულიყო”

,,ძალიან მიკვირს, რომ უმრავლესობიდან, მმართველი პარტიიდან, მთავრობიდან, პარლამენტიდან, არავინ არ იკადრა, რომ აქ მოსულიყო”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა პრეზიდენტი და მისი აზრები, შენს ქვეყანას პატივი უნდა სცე. „ეს ხომ სალომე ზურაბიშვილის ღონისძიება არ არის?! ეს არის საქართველოში გამართული ძალიან მაღალი დონის ქალთა კონფერენცია, რომელიც ტარდება ამ ან სხვა ფორმით ბევრ ქვეყანაში და რომელიც, მგონი, ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და შენ ქვეყანას ზოგჯერ უნდა სცე პატივი. კარგი, პრეზიდენტი არ მოგწონს, აღარ მოგწონს, არ აქვს მნიშვნელობა. პრეზიდენტი არის ამ შემთხვევაში…

მეტი...

ინდონეზიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – არის მსხვერპლი

ინდონეზიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაიღულა სულ მცირე 1 და დაშავდა 10 ადამიანი. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა ასობით სახლი, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულება.

მეტი...

კობა კობალაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახებს მიუსამძიმრეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის წარმომადგენლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების_ მალხაზ კვიჟინაძისა და ჯონი ოდიშვილის ოჯახებს მიუსამძიმრეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მალხაზ კვიჟინაძის სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა სამების ტაძარში, ხოლო ჯონი ოდიშვილისა კი წმინდა სამების ლავრის, ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესიაში გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მოსამსახურეები,უფროსი სერჟანტი მალხაზ კვიჟინაძე და კაპრალი ჯონი ოდიშვილი, ბახმუტთან საარტილერიო დაბომბვისას დაიღუპნენ. ჯონი ოდიშვილი, ბრძოლის ველიდან, დაჭრილი გამოიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შესძლეს; მალხაზ კვიჟინაძეს, 2 ივლისს, წყალტუბოს…

მეტი...

სამეგრელოში 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარუდგინეს

ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 50 წლამდე ასაკის მამაკაცს სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადაკვალიფიცირდა მუხლი, კერძოდ,სსკ-ის 140-ე მუხლიდან სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ბრალდებულის ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. სასამართლო ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. შეგახსენებთ, რომ დანაშაულის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, დედამ არასრულწლოვანი გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში, მუცლის არეში ტკივილის…

მეტი...

პოლონეთის იუსტიციის მინისტრი – ,,გამართლებულია პოლონეთის გადაწყვეტილება ევროპის გარეთ მცხოვრები მიგრანტების მიღებაზე უარის შესახებ”

პოლონეთის იუსტიციის მინისტრის, ზბიგნევ ზიობროს განცხადებით, საფრანგეთში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ პოლონეთის გადაწყვეტილება ევროპის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მიგრანტების მიღებაზე უარის თქმის შესახებ გამართლებული აღმოჩნდა. ზიობროს თქმით, შექმნილი ვითარება იმის დასტურია, რომ ევროპის მიგრაციული პოლიტიკა ჩავარდა. „ეს არის მიგრაციის პოლიტიკის და „კულტურული გამდიდრების“ იდეების გაკოტრება, პროგრესული ვარდნა და ანარქია. საფრანგეთის შემდეგ იქნება ბელგია, შვედეთი და სხვები. მიეცით პოლონელებს სწორი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა. ჩვენ რეფერენდუმის ჩატარებას ვეუბნებით – დიახ, ლტოლვილების გადაადგილებას კი – არა“, – განაცხადა ზბიგნევ ზიობრომ.

მეტი...

სალომე სამადაშვილი Georgian Airways-ის დასანქცირებაზე – ,,ეს არის სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი” –

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, უკრაინის მიერ ქართული კომპანია Georgian Airways-ის დასანქცირება „სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯია“ როგორც სამადაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტის მაგალითზე ხელისუფლებამ „ჭკუა უნდა ისწავლოს“. „ვფიქრობ, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღეს უკრაინისთვის და უკრაინასთან ერთად მისი მოკავშირეებისთვის, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის დაცვა. როდესაც ესა თუ ის ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები აწარმოოს, ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივი შედეგია, რომ უკრაინა სანქციების რეჟიმს იღებს. ეს არის სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი. ამ მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს ჭკუა და უპირველესად, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ხელს უწყობს ყველას, ვისაც სურს უკრაინის…

მეტი...

,,მდგომარეობა წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო დამძიმდება – განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება”- ნათია მეზვრიშვილი

”მდგომარეობა წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო დამძიმდება”, – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი იმ თავდასხმებს, რაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა პირების მიმართ განხორციელდა. როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, ძალადობის წახალისება ხელისუფლების მხრიდან ხდება. „სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ერთი-ერთში გადაიღო ის მეთოდები, რასაც ჩვენ „ნაცმოძრაობისგან“ ვხედავდით 2011-2012 წლებში. ის მეთოდები, რასაც „ოცნება“ ებრძოდა, პრაქტიკულად, საუკეთესოდ აითვისა. ვხედავთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოწოდებებს, მეორე მხრივ, ვხედავთ აბსოლუტურ დაუსჯელობას, ინსტიტუტების მხრიდან ნულოვან რეაგირებას, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუტები აღარ გვყავს, თითოეული ინსტიტუტი პარტიაზეა მიბმული და პარტიის დღის წესრიგით მოქმედებს. შესაბამისად, ძალიან საშიშია ქვეყანაში, ქალაქში მოძრაობა, როცა…

მეტი...

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილი დაიწვა

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილი დაიწვა. შემთხვევის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე საათის  განმავლობაში შეფერხებული იყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, დაწყებულია გამოძიება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

ასლან ბჟანიამ პუტინი აფხაზეთში მიიწვია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში მიიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია РИА Новости ავრცელებს. არებული ინფორმაციით, პუტინსა და ბჟანიას შორის სატელეფონო საუბარი აფხაზური მხარის ინიციატივით შედგა და საუბარი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დასახული გეგმების რეალიზებას შეეხო. გარდა ამისა,  ბჟანიამ რუსეთში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. “საუბრის დროს აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების საკითხები განიხილეს. თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ მხარი დაუჭირა რუსეთის ხელმძღვანელობის მოქმედებებს, რომლებიც ქვეყანაში კანონიერებასა და საკონსტიტუციო წესრიგის, მოქალაქეთა უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე იყო მიმართული” – წერია განცხადებაში.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ერთგულია, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც შექმნილია ეროვნულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე რეაგირებისათვის. სტრატეგია ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციას და მასში დიდი ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. დოკუმენტი მოიცავს ადამიანის ყველა…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე აფასებს ევროსაბჭოს მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ჩართულობის მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილის…

მეტი...

,,მოვუწოდებ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხმა აიმაღლონ ძალადობრივი ფაქტების წინააღმდეგ” – მიხეილ სააკაშვილი

“მოვუწოდებ უცხო ქვეყნების საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ამ ძალადობრივი  ფაქტების და მოღალატე მთავრობის მხრიდან სამოქალაქო ომის გაღვივების მცდელობის წინააღმდეგ” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს. “ვამაყობ ჩემი თანამებრძოლებით და მათი შეუპოვრობით! ადრე თუ ვიყავით მსხვერპლი, ახლა ჩვენ უნდა ვისწავლოთ თავის დაცვა. ბოლო დღეების ფაქტებმა დაგვანახა, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. უფრო ხშირად უნდა ვიაროთ, უფრო მეტ ხალხს უნდა შევხვდეთ და უფრო მეტნი უნდა ვიყოთ! მოვუწოდებ უცხო ქვეყნების საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ამ ძალადობრივი  ფაქტების და მოღალატე მთავრობის მხრიდან სამოქალაქო ომის გაღვივების მცდელობის წინააღმდეგ”…

მეტი...

ანა ნაცვლიშვილი – ,,ღარიბაშვილმა უნდა განმარტოს, რას ნიშნავდა მუქარა – ხალხს მომიგზავნის და მცემს, თუ რას აპირებს?!”

,,ცოტათი უხერხულია, რომ პრემიერი საკუთარ შვილს ეფარება და ცდილობს, რომ ეს წარმოაჩინოს, როგორც შვილზე თავდასხმა”, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. „ცოტათი უხერხულია, რომ პრემიერი საკუთარ შვილს ეფარება და ცდილობს, რომ ეს წარმოაჩინოს, როგორც შვილზე თავდასხმა. მე მის შვილთან არანაირი საქმე არ მაქვს. მე პრემიერი ვამხილე ორმაგ სტანდარტში, რომელსაც ის ატარებს. ერთი მხრივ, ადამიანს გეშავს სხვა თანამოქალაქეების წინააღმდეგ, ავრცელებს ზიზღს და პროპაგანდას. მეორე მხრივ, თავად ისეთ არჩევანი გააკეთა, რომელიც ამ შეხედულებებიდან განსხვავებულია. ერთი მხრივ ამბობდე, რომ ეს არის ბოროტება და საზოგადოებას აშინებდე ამ ადამიანებით, მეორე მხრივ კი შენი…

მეტი...

3 ივლისს ,,ნაციონალური მოძრაობა” იუსტიციის სამინისტროსთან აქციას აანონსებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ორშაბათს, 3 ივლისს იუსტიციის სახლთან აქციას აანონსებს. პარტიაში ამბობენ, რომ იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმებს ამ დრომდე არ უშვებს. გიორგი ჩალაძის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ისინი მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს ევროკავშირის მოთხოვნის, ევროკავშირის დემარშის პირობების შესრულება, რომელიც იუსტიციის მინისტრს მიმდინარე წლის 27 თებერვალს გადაეცა. „ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრთან ევროკავშირის და შვედეთის ელჩებმა პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხზე გადასცეს დემარში და შეთანხმებული იქნა ევროკავშირის სამედიცინო მისია, რომელიც დაკომპლექტდებოდა პოლონელი ექიმებით, რომ ჩამოსულიყვნენ, შეეფასებინათ და ჩართულიყვნენ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხში. მას შემდეგ ჩვენ ვიხილეთ ე.წ.პრემიერ მინისტრის და ე.წ.…

მეტი...

ზელენსკიმ ავიაკომპანია Georgian Airways-ს ​სანქციები დაუწესა – მედია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს ​ სანქციები დაუწესა- ამის შესახებ, ინფორმაციას Ekho Kavkaza ავრცელებს. როგორც მედია წერს, კომპანიას სანქციები 10 წლის ვადით დაუწესდა. შეზღუდვები ითვალისწინებს, აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, ფრენებისა და ტრანზიტების შეწყვეტას უკრაინის ტერიტორიაზე, , ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას. გარდა ამისა, პერსონალური სანქციები დაუწესდა Georgian Airways-ს დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს

მეტი...

სამების საკათედრო ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავენ

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 2 ივლისს სამების ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავენ. „ა.წ 2 ივლისს, კვირას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ დაილოცებიან აბიტურიენტები. ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

მეტი...

აშშ-ს სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი საიდუმლო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსი საიდუმლო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. საიდუმლო ვიზიტის დროს უილიამ ბერნსი უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს და ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. Agence France-Presse-სთვის მიცემულ კომენტარში აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენელი ამ ინფორმაციას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ვიზიტი უკრაინის კონტრშეტევის ფონზე განხორციელდა. „ვიზიტის დროს რუსული აგრესიისგან უკრაინის დახმარებასა და სადაზვერვო მონაცემებით ურთიერთგაცვლის აუცილებლობის გაგრძელებაზე ისაუბრეს“, – წერს გამოცემა.

მეტი...

საფრანგეთში არეულობის ფონზე, ემანუელ მაკრონი სოციალურ მედიას ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებს – მედია

საფრანგეთში არეულობის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ მედიას ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ მაკრონმა თქვა, რომ სოციალურ მედიაში მოეწყო „ძალადობრივი შეკრებები“, რომლებიც დაკავშირებულია 17 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან და „ეს ერთგვარი სიმულაციური ძალადობაა.” მაკრონის თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც არეულობებში მონაწილეობენ, „ვიდეოთამაშების ცხოვრებით ცხოვრობენ, რამაც ისინი რეალობას ჩამოაშორა.“ საფრანგეთის პრეზიდენტმა ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, წაშალონ ძალადობრივი შინაარსის ტექსტები და მიაწოდონ სამართალდამცავებს ინფორმაცია მომიტინგეების შესახებ, რომლებიც იყენებენ სოციალურ მედიას არეულობის გასაღვივებლად. „მე ველოდები, რომ ეს პლატფორმები პასუხისმგებელნი იქნებიან”, – თქვა მაკრონმა. როგორც „პოლიტიო“ წერს, ფრანგულმა…

მეტი...

ესპანეთის პრემიერი კიევში ჩავიდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი ჩავიდა. როგორც სანჩესი Twitter-ზე წერს, ვიზიტის მიზანი უკრაინის მთავრობასა და პარლამენტისთვის სოლიდარობის გამოხატვაა. “უკვე კიევში ვარ. მინდოდა, რომ ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობის პირველი მოვლენა უკრაინაში, ამ ქვეყნის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ყოფილიყო. უკრაინის მთავრობასა და პარლამენტს სრულ ევროპულ სოლიდარობას ვუცხადებ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მანამდე, სანამ ევროპაში მშვიდობა არ აღდგება” –  წერს სანჩესი.

მეტი...

,,ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით, კანონმდებლობით და ხელშეუხებელი იქნება” – ნათია თურნავა

,,ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რომელიც გარანტირებულია არა ნათია თურნავას პირადი ნებით, არამედ კონსტიტუციით და კანონმდებლობით, იქნება ხელშეუხებელი და დაცული”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავას თქმით, ჩვეულებრივ რეჟიმში, მანდატის ფარგლებში აგრძელებს თანამშრომლობას ხელისუფლების ყველა შტოსთან. „რაც შეეხება ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დისკუსიას, დიახ, იყო აზრთა სხვადასხვაობა. გადაწყდა იმდაგვარად, რომ სტრუქტურულად უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტაბილურობა, რაც, ჩემი აზრით, კარგია როგორც ეროვნული ბანკისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობისთვის. ჩვეულებრივ რეჟიმში, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვაგრძელებთ თანამშრომლობას ხელისუფლების ყველა შტოსთან. ყველას ვარწმუნებ, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა,…

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ის წესები და პროცედურები, რომლებიც იმოქმედებს 2023 წლის გამოცდებზე. როგორც სოფიო გორგოძემ აღნიშნა, წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ  24 საგამოცდო ცენტრი იხსნება, რომლებიც გამოსაცდელების მისაღებად უკვე სრულ მზადყოფნაშია. „ცენტრები იმუშავებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი იხსნება ამბროლაურშიც. ცენტრები აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. გამოცდების მაღალ დონეზე უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობით შექმნილია საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია წარმომადგენლებით შემდეგი უწყებებიდან: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, შეფასებისა და გამოცდების…

მეტი...