„ევროპა არის საქართველოსთვის ის ადგილი, სადაც უნდა იყოს“ – ევროპარლამენტარი  

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია. მისივე შეფასებით, ევროპარლამენტარები საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრები არიან და საქართველოს ადგილიც აქ არის.

ევროპარლამენტარმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში გადამწყვეტი იქნება ქართველი ხალხის ნება.

„ჩვენ ვართ მეგობრები, ჩვენ ვართ საქართველოს და ქართველების მეგობრები. ვფიქრობთ, რომ ევროპა არის საქართველოსთვის ის ადგილი, სადაც უნდა იყოს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხალხის ნება გადამწყვეტი იქნება ამ საკითხის გადაწყვეტაში“,- განაცხადა ფოტიგამ პრესკონფერენციაზე, რომელიც რამდენიმე ევროპარლამენტართან და ნიკა გვარამიასთან ერთად ევროპარლამენტში გაიმართა.

მსგავსი თემები