ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას შორის ძალიან ინტენსიური საუბრების შემდეგ მოხდა გადაწყვეტილების მიღება – ჩალაძე სააკაშვილთან ექიმების შეშვებაზე

კლინიკა ”ვივამედში”, მიხეილ სააკაშვილთან პოლონეტი ექიმები იმყოფებიან. გიორგი ჩალაჩის განცხადებით, პოლონელი ექიმების შეშვება თბილისსა და ბრიუსელს შორის, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდა.

,,დღეს ადრეული დილიდან მოყოლებული, ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას შორის ძალიან ინტენსიური საუბრების და დისკუსიების შემდეგ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ ექიმები პრეზიდენტ სააკაშვილთან შევლენ. ეს საუბარი არ იყო მარტივი, ეს საუბარი არ იყო დაბალ დონეზე, ეს საუბარი იყო უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ბრიუსელსა და თბილისს შორის, ამაში ჩართული იყო საქართველოდან ძალიან აქტიურად და პირადად ევროკავშირის წარმომადგენლობა და პოლონეთის საელჩო”,- განაცხადა ჩალაძემ.

 

მსგავსი თემები