უკრაინელებმა რუსული „ალიგატორი“ ჩამოაგდეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი KA-52, „ალიგატორი“ ჩამოაგდეს. „ძვირადღირებული თავდასხმის ვერტმფრენი Ka-52, რომელიც ცნობილია როგორც “ალიგატორი“” 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო მსროლელებმა გაანადგურეს”  – აღნიშნულია  განცხადებაში.

მეტი...

ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათს აძლევს, რომ  დატოვოს ქვეყანა და სააკაშვილის თემაზე საქართველოში კონსულტაციები გამართოს

პრეზიდენტი ზელენსკი პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რუსეთი მას საქართველოს ხელისუფლების სახელით კლავს. უკრაინა საქართველოს ელჩს  საქართველოში კონსულტაციებისთვის აგზავნის. „რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას. ჩვენი პარტნიორები, უკრაინასთან კოორდინაციით, გამოვიდნენ არაერთი გამოსავლის შესაძლებლობით“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. მისივე შეფასებით, სააკაშილი აუცილებელი მკურნალობისთვის უკრაინას უნდა გადაეცეს. „საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოხატოს მკაცრი პროტესტი და სთხოვოს მას, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, თბილისში კონსულტაციების გასამართად. მოვუწოდებ…

მეტი...

სოფელ ძეგვში პირველი სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში პირველი სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა. 4000 მაცხოვრებლიან სოფელს დღემდე სტონატოლოგიური კლინიკა არ ჰქონდა. „დენტონი ბაუერი” დღეიდან როგორც ბავშვებს, ისე მოზარდებს, მოზრდილებსა და ასაკოვნებს მოემსახურება.  როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აწი აღარ მოუწევთ სოფლიდან მცხეთასა და თბილისში ჩასვლა. „ძალიან ვწვალობდით, რომ ჩვენს სოფელში ერთი სტომატოლოგი არ გვყავდა. ძირითადად თბილისში გვიწევდა ჩასვლა. როგორია ღამე რომ კბილი აგტკივდეს და ვერაფერს აკეთებ, ამხელა გზაზე თბილისში რომ უნდა ჩახვიდე. კარგია, რომ სოფელი ძლიერდება, ყველაფერი უნდა იყოს სოფელში ხელმისაწვდომი. მოხუცებსაც ძალიან უჭირდათ აქედან თბილისში სიარული. ყველა მომსახურება ადგილზე გვექნება“ – ამბობს კლინიკის ერთ-ერთი ადგილობრივი პაციენტი. სტომატოლოგიურ…

მეტი...

„ესენი უნდა გავანულოთ არჩევნებამდე“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს და ოპოზიციას მმართველი გუნდის განულებისკენ მოუწოდებს. „ჩემი ფიზიკური მდგომარეობა იმიტომ კი არ ვაჩვენე, რომ ვინმეს თავი შევაცოდო, არამედ, რათა პუტინისტების ტყუილი ვამხილო. მინდა ოლიგარქის ერთ-ერთ მოლაპარაკე თავს ვუპასუხო: სიკვდილს არასდროს ვაპირებდი, თუმცა მისი არც მეშინია. ვაპირებ ვიცოცხლო საქართველოსთვის, უკრაინისთვის! ვუყურო და მონაწილეობა მივიღო რუსეთის იმპერიის საბოლოოდ დანგრევაში და უკრაინისა და საქართველოს აყვავებაში. სჯობს მოისმინოთ ის რაც გითხარით, დავიწყოთ მოლაპარაკებები, ოღონდ არა კულუარული, არამედ ღია, გამჭვირვალე, ხალხის მონაწილეობით, როგორიც იყო მრგვალი მაგიდა პოლონეთში. ეს უნდა მოხდეს თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ მომავალში ისე არავინ მოგექცეთ, როგორც…

მეტი...

„ვაგნერის“ ხელმძღვანელი მიმართვას ავრცელებს

აჯანყებული სამხედრო კერძო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი მოიგ მიმართვას ავრცელებს. როგორც ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, მის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო სამართლიანობის მარში. ~ „ეს იყო სამართლიანობის მარში, რომელიც  მიზნად ისახავდა მოღალატეებთან ბრძოლას და ჩვენი საზოგადოების მობილიზებას. ვფიქრობ, ჩვენ ბევრს მივაღწიეთ. უახლოეს მომავალში, დარწმუნებული ვარ, იხილავთ ჩვენს მომავალ გამარჯვებებს ფრონტზე“, – აცხადებს ევგენი პრიგოჟინი. შეგახსენებთ, რომ „ვაგნერის“ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურა.  

მეტი...

უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ისევ ითხოვს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს უკრაიული მხარე ისევ აყენებს და აცხადებს, რომ ის უკანონო პატიმარია. „მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. ის არის სიმართლისთვის, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისი დაკავება და ციხეში ყოფნა ადამიანის უფლებების დარღვევად მიმაჩნია“, – აცხადებს პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.  

მეტი...

დაკარგული ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში დაკარგული 14 წლის მოზარდი 5 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვი მტკვრიდან გაუჩინარდა. ის მდიმარეში მეგობრებთან ერთად შევიდა, თუმცა, წყლის ნაკადმა გაიტაცა და დაიკარგა.

მეტი...

უკრაინაში რუსი პოლკოვნიკი მოკლეს

უკრაინაში, კერძოდ კი დონბასში,  რუსი პოლკოვნიკი მოკლეს. რუსული  სპეცრაზმის მეთაური, ევგენი პისარენკო „დიდი-ს“ სახელით იყო ცნობილი. ინფორმაციას პისარენკოს მოკვლის შესახებ ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატი“ ადასტურებს.  

მეტი...

აქონდროპლაზიის დიაგნოზის სამკურნალო პრეპარატი ქვეყანაში წლის ბოლომდე შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე სამუშაო ჯგუფისა და იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების ესწრებოდნენ. როგორც საბჭოს ერთ-ერთი წევრი, პედიატრი ივანე ჩხაიძე აცხადებს,  პროტოკოლი ივლისის შუა რიცხვებში დამტკიცდება, როს შემდეგაც, ქვეყანაში „ვოსორიტიდის“ შემოტანა მოხდება. „უახლოეს დღეებში გვექნება ეროვნული პროტოკოლის საბოლოო ვერსია.  შემდეგი ეტაპი არის ამ პროტოკოლის განხილვა, დამტკიცება გაიდლაინებისა და პროტოკოლის ეროვნულ საბჭოზე. მოსალოდნელია, რომ პროცესი უახლოესი კვირის ან ორი კვირის განმავლობაში დასრულდება და გაიდლაინების საბჭო საბოლოოდ დაამტკიცებს პროტოკოლის იმ ვერსიას, რომელიც შემდეგ უნდა იყოს ხელმოწერილი ჯანდაცვის მინისტრის მიერ.…

მეტი...

პარლამენტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიაზე, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო. პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა. პროექტი სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მაკონტროლებლის უფლებამოსილებების ახლებურად განსაზღვრას ითვალისწინებს. მომხსენებლის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებით ადმინისტრირების უფრო მოქნილი მექანიზმები შემუშავდა, ასევე დაიხვეწა სამართლებრივი ურთიერთობები. „მნიშვნელოვანი მოდელი დაკანონდება ამ პროექტების ამოქმედებით, რაც, ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად გაზრდის პაციენტის დაცულობას ჯანდაცვის სისტემაში და ხელს შეუწყობს სამედიცინო…

მეტი...

„რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები?“ – ნიკა მელიას მიმართვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და პარტიის ამჟამინდელი მენეჯმენტისგან პასუხს ითხოვს. მთავარი კითხვა კი შემდეგია – რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები? „თუ ახლა არის რამის დრო, არის პირველ რიგში გულწრფელობის დრო, სიმართლის თქმისა და სიყალბის დასრულების დრო, ისე არ იქნება არც ერთობა და არც გამარჯვება. ყველა ნორმალური ადამიანი, დღეს შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით. ფაქტია, პოლიტიკოსის ფუნქცია კი ამ შეშფოთების მიღმა ქმედების პროცესში ასახვაა, არა პროცესში პროცესისთვის, აქციაში აქციისათვის, არამედ შედეგისათვის. ვამბობდი და ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი გზა…

მეტი...

„სანამ ხალხი არ დაინახავს, როგორც იწვის ბიგ-ბენი, ეიფელის კოშკი და ნაციონალური გალერეა, იქამდე არაფერი იქნება“ – სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი მოკავშირეებს უკრაინაში იარაღის მიწოდების გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, ეს სავარაუდოდ შეჩერდებოდა, თუ რუსეთი დაიწყებდა დარტყმას ევროპისა და შეერთებული შტატების ქალაქებზე, ასევე ისტორიულ ადგილებზე. გარდა ამისა, სიმონიანი ფიქრობს, რომ თუ რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს თავდასხმას ნატოს რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე, მაშინ ეს მთელ ალიანსს შეაშინებს და პასუხი არ იქნება. „სანამ ხალხი არ დაინახავს, როგორც იწვის ბიგ-ბენი ლონდონში, ეიფელის კოშკი პარიზში და ნაციონალური გალერეა ვაშინგტონში, იქამდე არაფერი იქნება“, – აცხადებს სიამონიანი.  

მეტი...

პარლამენტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიაზე, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით,73 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი სხდომაზე პარლამენტის წევრმა ბაია კვიციანმა წარადგინა. ,,ახალი კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სრულფასოვან მართვას და აღადგენს მომხმარებელთა და უფლების მფლობელთა ნდობას სისტემის მიმართ. შეიქმნება ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში კონტროლის სისტემას გააძლიერებს. დაინერგება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი, ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები. დეტალურად გაიწერება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნის, ასევე მისი რეგისტრაციისა…

მეტი...

,,პრეზიდენტი ვეტოებს წაღმა-უკუღმა იქნევს”- ირაკლი ზარქუა

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო კომისია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა სახელმწიფოში და ბოლო დროის ტენდეციაა, რასაც ვაკვირდები, პრეზიდენტი ვეტოებს წაღმა-უკუღმა იქნევს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობამ ვერ დაინახა მოტივირებული არგუმენტი და კონკრეტული მოტივაცია,თუ რატომ იყენებს პრეზიდენტი ვეტოს. ,,პრეზიდენტმა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ის კანდიდატურა, რომელიც ჩვენ მიერ იყო შეთანხმებული, არ წარმოადგინა. ვერ მივხვდით, საფუძველი რა არის. თვითონაც თქვა, რომ კომპეტენტური იყო კალანდარიშვილი, კვალიფიკაციაც აქვს, მაგრამ არ მომწონს. ეს არაა უარის თქმის საფუძველი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ცვლილებები შეგვეტანა რეგლამენტში, ცესკო-ს წევრების კანდიდატურას წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარე და შემდეგ…

მეტი...

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი გაიზარდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი გაიზარდა. საკანონმდებლო ცვლილებები, პარლამენტმა, მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა. ცვლილების მთავარი მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლია. „პაკეტი შექმნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პირობებს პაციენტის საჩივარზე რეაგირებისთვის, სალიცენზიო და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის. გააუმჯობესებს, როგორც სამუშაო გარემოს სამედიცინო პერსონალისთვის, ისე პაციენტის უსაფრთხოების გარანტიებს და კლინიკური გამოსავლებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ცვლილებები, მიზნად ისახავს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას. მანდატის გაზრდით, რეგულირების სააგენტო შეძლებს, სამედიცინო შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას და მათ…

მეტი...

საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებული უწყებაში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ოლექსანდრ შულგა დაიბარეს. დროებითი რწმუნებულის საგარეო უწყებაში დაბარება უკრაინული მხარის მიერ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირებას უკავშირდება. ცნობისთვის, პირველ ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც სანქციები დაუწესდათ Georgian Airwas-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს. უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები  190 პირსა და 290 კომპანიას დაუწესა.

მეტი...

გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

,,შემაძრწუნებელი”- ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილზე

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის მდგოამრეობას ეხმიანება. ევროპარლამენტარი “ტვიტერზე”  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან ფოტოს აქვეყნებს და წერს: ”შემაძრწუნებელი”,- წერს ანა ფოტიგა. ცნობისთვის,  თბილისის საქალაქო სასამართლოს 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ პროცეს, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ”ვივამედიდან” დისტანციურად დაესწრო.

მეტი...

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტო დაძლია. გადაწყვეტილებას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 14. ცვლილებების თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში იქნება ცხრა წევრი და ის დაკომპლექტებული იქნება პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის, სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური წრეების რვა წარმომადგენლისგან. ცვლილებების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები აირჩევიან 5 წლის ვადით პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

მეტი...

,,მოგმართავთ თხოვნით, ძაღლების გამოკვებისთვის შეარჩიეთ უსაფრთხო და მყუდრო ტერიტორია”- ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველ ადამიანებს მადლობას უხდის. სააგენტო მათ თხოვნით მიმართავს, ძაღლების გამოკვებისთვის შეარჩიიონ უსაფრთხო და მყუდრო ტერიტორია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, სადარბაზოებისა და ქვეითთა სავალი ნაწილებისგან მოშორებით. ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველ ადამიანებს მადლობას გიხდით თქვენი ფასდაუდებელი შრომისთვის და მოგმართავთ თხოვნით, ძაღლების გამოკვებისთვის შეარჩიეთ უსაფრთხო და მყუდრო ტერიტორია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, სადარბაზოებისა და ქვეითთა სავალი ნაწილებისგან მოშორებით. როგორც წესი, ძაღლი კონკრეტულ ადგილას კვების შემდეგ, ამ ტერიტორიის მონიშვნასა და დაცვას იწყებს. ამიტომ, გთხოვთ, მოქალაქეების უსაფრთხოებისა და თავად ცხოველების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი კვებისთვის ხალხმრავალი ადგილებისგან მოშორებული ტერიტორია შეარჩიეთ,”-…

მეტი...

პუტინის ძალაუფლების მთელი ვერტიკალი, უბრალოდ იშლება – ზელენსკი

ვლადიმერ პუტინის პასუხი ვაგნერის შეიარაღებულ აჯანყებაზე იყო „სუსტი“ და რუსეთის პრეზიდენტი კარგავს კონტროლს საკუთარ ხალხზე – ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ”სიენენს” განუცხადა. მისი თქმით, მთელი ძალაუფლების ვერტიკალი, რომელიც პუტინს ჰქონდა, უბრალოდ იშლება. ,,ჩვენ ვნახეთ პუტინის რეაქცია. ეს რეაქცია სუსტი იყო. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ ის [პუტინი] ყველაფერს არ აკონტროლებს. ვაგნერის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა და გარკვეული რეგიონების აღება აჩვენებს, თუ რამდენად ადვილია ამის გაკეთება. პუტინი არ აკონტროლებს სიტუაციას რეგიონებში. ძალაუფლების მთელი ვერტიკალი, რომელიც მას ჰქონდა, უბრალოდ იშლება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,მომეცით პოლიტიკურ პროცესებში ღიად მონაწილეობის საშუალება”- მიხეილ სააკაშვილი

,,მომეცით პოლიტიკურ პროცესებში ღიად მონაწილეობის საშუალება. უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც  კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. სააკაშვილი ღია დებატებს ითხოვს. ,,ძლიერად ვარ, უკრაინის ამაყი მოქალაქე ვარ, ვამაყობ ზელენსკით, იმ ქართველებით, ვინც იცავენ უკრაინას. მადლობა ზელენსკის მხარდაჭერისთვის. რატომ გეშინიათ, სააკაშვილთან ღიად შეხვიდეთ დებატებში, ჩვენი გზა იყო სწორი, თუ თქვენი გზა. გადაწყვიტოს ეს ქართველმა ხალხმა. ღია დებატებში, კამათში შევიდეთ. საჭიროა, მომცეთ საშუალება, არა სამ თვეში ერთხელ გამოვჩნდე, არამედ მქონდეს ღია დებატების საშუალება. გამოდით ხალხო, ბევრი მომხრე მყავს. ხალხს ჰგონია, ცოტანი არიან. ის…

მეტი...

,,არაფერი ისეთი მე არ გამიკეთებია, დანაშაული არ ჩამიდენია”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დამნაშვე არ არის. როგორც ექსპრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია. ,,სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებენ ამ ვითარებაში, არაფერი ისეთი მე არ გამიკეთებია, დანაშაული არ ჩამიდენია, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი, ჩემს სულს ვერაფერს დააკლებთ,”- განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ბრალდება თითიდან გამოწოვილია. ,,ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეს. საქართველოში ძალადობა აღარ იქნება და საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა. რაც შეეხება პროცესს, ბრალდება თითიდან გამოწოვილია. არაფერი არ წამიღია საქართველოდან. მთელი ჩემი ცხოვრება ეძღვნებოდა საქართველოს. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მეტი...

,,ჩანს, რომ პრეზიდენტი მოქმედებს დაკვეთით და ხელოვნურად ცდილობს ცესკოში შექმნას ინსტიტუციური კრიზისი”- ირაკლი კობახიძე

„ჩანს, რომ ეს არის საბაბი, პრეზიდენტი მოქმედებს დაკვეთით და ხელოვნურად  ცდილობს შექმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკო-ში,  რაც არასწორია და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.  მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების საბაბი არის ის, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს ცესკო-ს მოქმედ თავმჯდომარეს და წევრებს, რომელთაც ადგილობრივი თვითმმართველობის და რამდენიმე შუალედური არჩევნები კრიტიკული შენიშვნების გარეშე ჩაატარეს.  ,,ორ წელზე მეტია ჩვენ ცესკო-ში არ გვყავს სრულფასოვნად არჩეული თავმჯდომარე და ორი წევრი. არის გიორგი კალანდარიშვილი მოქმედი…

მეტი...

,,ივანიშვილმა აღძრა ეს საქმეები პუტინის დავალებით”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ საქმეები, ვლადიმერ პუტინის დავალებით, ბიძინა ივანიშვილმა აღძრა. აღნიშნულის შესახებ ექსპრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელზეც დისტანციურად ჩაერთო. ,,როდესაც ვიყავი ოდესის გუბერნატორი, ივანიშვილმა აღძრა ეს საქმეები პუტინის დავალებით… მე ივანიშვილმა გამიკეთა ეს უბედურება… ეს არის ივანიშვილის პუტინის დავალების შესრულება, მაგრამ მალე არც პუტინი იქნება და შესაბამისად, ვერც მისი დამქაშები ვერ იჯეჯილებენ საქართველოში და ვერ გააგრძელებენ ასეთ უსამართლობას, ამაში მე ვარ დარწმუნებული“, – აცახადებს სააკაშვილი.

მეტი...

„უნდა დასანქცირდეს ყველაზე მკაცრი სანქციებით, ვინც საქართველოში უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებს”- მიხეილ სააკაშვილი

„უნდა დასანქცირდეს ყველაზე მკაცრი სანქციებით ყველა, ვინც საქართველოში უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებს,“ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრება. ,,მე მინდა ვთქვა, რომ ამ სასამართლოს პირობებშიც კი, ჩვენი მთავარი მოტივაცია უნდა იყოს, რომ არ უნდა შეგვეშინდეს, მე არ შემეშინდა ვარდების რევოლუციის დროს, არ შემეშინდა 2008 წელს, როცა ყველა მეუბნებოდა, რომ გავსულიყავი საქართველოდან, იმიტომ, რომ დავრჩი თბილისში გადავარჩინე საქართველოს სახელმწიფოებრივობა. მე არ შემეშინდა 2021 წელს, როცა დავბრუნდი ამ სასამართლოს პირობებშიც კი,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

მეტი...

,,თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ აი ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეთ”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო.  პროცესზე სააკაშვილმა შალვა პაპუაშვილმა მიმართა და განაცხადა, რომ ბოდიში მას უნდა მოუხადონ. ,,თურმე ევროპამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ევროპარლამენტმა, რომ ითხოვენ ჩემ გათავისუფლებას. მინდა ვუთხრა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ აი ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ. აი ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ, ბოდიში უნდა მოიხადოთ თქვენ ევროპარლამენტარების წინაშე, ჩემ წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, რომ მისი მოქალაქე ამ მდგომარეობაში არის, ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი არის ამ მდგომარეობაში ჩაყენებული”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მეტი...

ფიზიკური დაპირისპირება ხარაგაულის საკრებულოში

ფიზიკური დაპირისპირება ხარაგაულის საკრებულოში. მუნიციპალიტეტში არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ”ნაციონალურმა მოძრაობამ” დროებით კომისიის შექმნა მოითხოვა, რასაც ხმაური მოჰყვა. ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების განცხადებით, ხარაგაულში მძიმე ვითარებაა სოციალური მიმართულებითაც, ადგილობრივი ხელისუფლება კი პირად კომფორტის მოწყობაზეა გადასული. ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებს საკრებულოში მწვავე დაპირისპირება  და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

მეტი...

,,პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება”- ლევან დავითაშვილი Georgian Airways-ს სანქცირებაზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უკრაინის მხრიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ისა და თამაზ გაიაშვილისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინის გადაწყვეტილებაზე შესაბამისი რეაქცია ექნება. ,,პირველ რიგში ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა. შესაბამისად, სამწუხაროა ითქვას, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ ჩვენ უკრაინის ხელისუფლების და ასეთ ფაქტები გვქონდა ჩვენ წინა შემთხვევებშიც, როცა საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ.…

მეტი...

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება.  ამ ეტაპზე უცნობია, დაესწრება თუ არა დისტანციურად თავად მიხეილ სააკაშვილი პროცესს. აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი ახალი მოსამართლით, ლაშა კლდიაშვილით შეიცვალა. სააკაშვილის ადვოკატების რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ, მათ შორის სხდომის საჯაროობის შესახებ.  

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს. მთავრობამ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველი აუქციონის  შედეგები დაამტკიცა, სადაც 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა.  კომპანიებთან უმოკლეს პერიოდში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპის ხელშეკრულებები გაფორმდება. 27 პროექტიდან 10 მზის, 2 ქარის, ხოლო 15 ჰიდროელექტროსადგურია. განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული, 78 განაცხადი იყო წარმოდგენილი. აღინიშნა, რომ აუქციონის მიმართ დაინტერესება ინვესტორების მხრიდან იყო ძალიან მაღალი, ვინაიდან პირველი აუქციონის გამოცხადებულ 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე წარმოდგენილი იყო 900 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის განცხადებები. აუქციონის კომისიამ, რომელშიც ეკონომიკის…

მეტი...

ომი არ დასრულდება მანამ, სანამ ყირიმი ოკუპირებულია – ზელენსკი

უკრაინის ომი მანამ არ დასრულდება მანამ, სანამ ყირიმი რუსეთის მიერ იქნება ოკუპირებული – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ კიევის ძალისხმევა მიმართული იყო უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიების დაბრუნებაზე, ზელენსკიმ ”სიენენს” განუცხადა, რომ საბოლოო მიზანი  2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის გათავისუფლებაა. „ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ უკრაინას ყირიმის გარეშე. და სანამ ყირიმი რუსული ოკუპაციის ქვეშაა, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ომი ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა ზელენსკიმ. ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობდა თუ არა რაიმე სცენარი, რომლის მიხედვითაც მშვიდობა იქნებოდა ყირიმის გარეშე, ზელენსკიმ განაცხადა: ”მაშინ ეს არ იქნება გამარჯვება”.

მეტი...

აფეთქება ტოკიოში – დაშავდა ოთხი ადამიანი

აფეთქება ტოკიოში –  ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ოთხი ადამიანი. აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

მეტი...

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელზე თავდასხმა აღკვეთეს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელზე, სერგეი აქსიონოვზე თავდასხმა აღკვეთეს. მათივე ცნობით, დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო გაწვრთნილი ნაღმის აფეთქებაში. უწყება აცხადებს, რომ მამაკაცი გეგმავდა აქსიონოვის მანქანის აფეთქებას, მაგრამ ის დაიჭირეს, როდესაც ბომბი სამალავიდან აიღო. საქმე აღიძრა ტერორისტული აქტის მცდელობისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენის მუხლით.  

მეტი...

არეულობა საფრანგეთში – 15 პირს ექვს თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს

საფრანგეთში მასობრივ არეულობაში მონაწილე პირებს ექვს თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ 30 ადამიანის საქმე განიხილა, მათ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიისა და ელექტროტექნიკის მოპარვაში ედებოდათ ბრალი. 15 პირს ექვს თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს, ხუთი ციხეში გადაიყვანეს, სამ ადამიანს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, ორს კი ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს. რვა ადამიანი პროცედურული დარღვევების გამო გათავისუფლდა. ცნობისთვის, საფრანგეთში არეულობა პოლიციის მხრიდან 17 წლის მოზარდის მკვლელობას მოჰყვა.   მოზარდი 27 ივნისს პარიზის გარეუბანში მოკლეს. ახალგაზრდა პოლიციელებმა საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს მისთვის იარაღი აქვს დამიზნებული. გასროლის შედეგად მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

მეტი...

,,2008 წელს ორ-დღე-ნახევარში წააგო სააკაშვილმა ომი”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ომი  ორ-დღე-ნახევარში წააგო. მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის უნარიანობა 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად გაუმჯობესებულია. ,,ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად გაუმჯობესებულია. თქვენ გახსოვთ, 2008 წელს ორ-დღე-ნახევარში წააგო სააკაშვილმა ომი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ჩვენ გვყავდა საუკეთესოდ გაწვრთნილი ჯარისკაცები და ძალიან დიდი შემართების ჯარისკაცები, წარმოიდგინეთ, გიგი უგულავა იყო იმ ომის არაფორმალური სარდალი და მიუხედავად იმისა, რომ გვყავდა საუკეთესოდ გაწვრთნილი ჯარისკაცები ორ-დღე-ნახევარში წააგეს ომი. რეალურად 8 აგვისტოს გამთენიისას დაიწყო, 7 აგვისტოს ღამე იყო, როგორც ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, როცა დაიწყო ომი და…

მეტი...