„კუჭის რაღაც ნაწილი ამოიჭრა, რომ არ გასუქდეს“ – მეუფე სააკაშვილზე  

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, მიხეილ სააკაშილმა კუჭის ნაწილი ამოიჭრა და საზოგადოებას ატყუებს, რომ წონაში იკლებს.  მეუფემ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის დანაშაულებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დანაშაული დამტკიცებულია. „ეს დადგინდა სასამართლოთი და თუ ეს ყველაფერი ტყუილია სასამართლო წესით დაუპირისპირდნენ ამას, გამოიძიონ და დაამტკიცონ, რომ ასე არ ყოფილა. კუჭის რაღაც ნაწილი ამოიჭრა, რომ არ გასუქდეს და ამის გამო დასუსტდა. მერე კიდე კალორაჟს აკლებენ, რომ ეს ფარსი დადგან. ეს სასაცილოა და ამაში პრეზიდენტები ერთვებიან“, – აღნიშნა მეუფემ საკვირაო ქადაგებისას.

მეტი...

„დიდი ჯალათი  სტრიპტიზებს ატარებს სასამართლოებზე“ – მეუფე სტეფანე მიხეილ სააკაშვილზე

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ საკვირაო ქადაგებისას პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ბრძანებით უამრავი ადამიანი გააუპატიურეს და დღეს კი გათავისუფლებას ითხოვს და უკრაინის ხელისუფლების იმედი აქვს. ,,წინა ხელისუფლება ჯალათი იყო. დღეს მათი დიდი ჯალათი ტირის და „სტრიპტიზებს“ ატარებს სასამართლოებზე. უცხო ქვეყნების პრეზიდენტების იმედით და არა თავისი ქვეყნის მოსახლეობის იმედით ცდილობს, თავი დაიხსნას სამართლიანი სასჯელისაგან. მისი სასჯელი ეს არის ძალიან მინიმუმი. უამრავი ადამიანია, რომლებსაც გაცილებით ნაკლები დანაშაული აქვთ ჩადენილი და გაცილებით დიდი სასჯელი აქვთ. სიგიჟემდე მივედით. გაძარცვეს ქვეყანა, დაარბიეს მოსახლეობა“ – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას. მისი…

მეტი...

„ვინმე ხართ მომხრე, რომ ეს სოდომური, გეი პარადები ჩატარდეს საქართველოში? – მეუფე სტეფანე  

„როცა ლაპარაკობს ვინმე მოძალადეზე, მოძალადეები თვითონ ისინი არიან, ვინც საქართველოს თავს ახვევს სოდომიის ცოდვას და ამ სოდომიის ცოდვის მიღება უნდა მოხდეს საქართველოს მიერ „ – აღნიშნა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ საკვირაო ქადაგებისას. მეუფეს ქადაგებით, ცდილობენ, რომ ამ „სოდომურ ცოდვებში“ სხვადასხვა სტრუქტურებიც ჩართონ. „უნდათ ჩართონ სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, ჩვენი არჩეული ხელისუფლება და ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები , რადგან უნდათ, რომ მათი მეშვეობით განახორციელონ. ჩვენ ერთი გვყავს მასეთი, ის თავს მთავარსარდლად მიიჩნევს, ის ყოველდღე ამას გვახვევს თავს და თავისი მოქმედებით, განცხადებებით საერთოდ დაკარგა ლეგიტიმაცია იმდენად უაზრობაშია შესული საქართველოს მოსახლეობასთან, იმდენად არის…

მეტი...

„სოდომური ცოდვა უნდათ, რომ საქართველოს მოახვიონ, ამაზე მუშაობს უამრავი დაწესებულება“ – მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მარტვილის საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას „სოდომურ ცოდვებზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაზე უამრავი დაწესებულება მუშაობს. მეუფემ ქადაგებისას „პრაიდის“ ფესტივალზეც გაამახვილა ყურადღება. ,,ძალიან ხშირად გვესმის ტელევიზიებიდან დაზეპირებული ფრაზები: „ულტრამემარჯვენე“, „მოძალადე ჯგუფები“, ყოველ წუთს იმეორებენ, ამ სახელს არქმევენ ქართველ ხალხს, რადგან საქართველო ამ პოზიციას გამოხატავს. შეიძულე ურჯულოება და შეიყვარე სიმართლე, როცა ეს ხალხი გამოდის ქუჩაში სხვა გზა არ დაუტოვეს, ძალმომრეობა მიდის, ძალით უნდათ ქართველ ერს მოახვიონ ურჯულოება, ანუ ეს სოდომური ცოდვა უნდათ, რომ საქართველოს მოახვიონ, ამაზე მუშაობს უამრავი დაწესებულება , მრავალი ქვეყნის წარმომადგენლობა, მათ შორის…

მეტი...

„ეს არის მიგრანტების მატება და არა ტურისტების ნაკადი, სტატისტიკა არარეალურია” – შალვა ალავერდაშვილი რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებზე

,,სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ტურისტულ სეზონზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში შესაცვლელია სტატისტიკის დათვლის თემა და რუსეთიდან შემოსული ბევრი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის ტურისტად არ უნდა ითვლებოდეს. ,,სტატისტიკის ის ციფრები, რაც დაიდო ჩვენთვის არის აბსურდული! ნამდვილად უნდა შევცვალოთ სტატისტიკის დათვლის თემა. როდესაც ადამიანი საზღვარს გადმოკვეთს და ორი-სამი თვე გაჩერებულია ქვეყანაში, ის საშუალოდ დღეში ხარჯავს გარკვეულ თანხას ტურიზმის სექტორში. სავარაუდოდ, ასე თვლიან დღეს ტურისტიდან შემოსავალს. სტატისტიკურად ასტრალურად დიდი ზრდაა რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების. ის ციფრები, რაც გამოცხადებული იყო, ჩვენთვის იყო არარეალური. რუსეთიდან რეალურად არის მიგრანტების მატება…

მეტი...

გომბორზე უბედური შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი

გომბორის უღელტეხილზე უბედური შემთხვევა მოხდა. მოტოციკლის მძღოლი ავტომანქანას შეეჯახა, შემდეგ კი სიმაღლიდან გადავარდა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.  

მეტი...

„ალიანსის წევრების უმრავლესობა პირდაპირი დარტყმის ზონაში აღმოჩნდება“, – მარია  ზახაროვა

რუსული მხარის ინფორმაციით, ნატო-ს ლიდერებმა მოახლოებულ სამიტზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი უნდა განიხილონ. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, თუ ეს არ მოხდა, ალიანსის წევრთა უმრავლესობა დარტყმის ზონაში აღმოჩნდება. „ეს არის ტერორისტული რეჟიმი. მათ დაიწყეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სისტემატური დაზიანება. ნატო-ს სამიტზე მთავარი ყურადღება ამ თემას უნდა დაეთმოს. ბოლოს და ბოლოს, ალიანსის წევრების უმრავლესობა პირდაპირი დარტყმის ზონაში აღმოჩნდება“, – აცხადებს მარია ზახაროვა.  

მეტი...

სვანეთში მანქანა მდინარეში გადავარდა, არის მსხვერპლი

სვანეთში, სოფელ მულახში უბედური შემთხვევა მოხდა. ცუდი ამინდისა და ხილვადობის გამო, მსუბუქი ავტომანქანა სავალი გზიდან გადაიჩეხა და მდინარეში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა.  

მეტი...

„აზოვის“ მებრძოლების უკრაინაში დაბრუნებით კრემლი განრისხებულია და თურქეთს შეთანხმების დარღვევაში ამხელს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთიდან სამშობლოში ხელდამშვენებული დაბრუნდა. მან თურქეთიდან უკრაინაში „აზოვის“ მებრძოლები ჩაიყვანა რასაც კრემლის განრისხება მოჰყვა. კერძოდ, კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთისთვის არ იყო ცნობილი რომ „ბოევიკებს“ უკრაინაში ჩაიყვანდნენ. „აზოვის” მეთაურების თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნება სხვა არაფერია, თუ არა არსებული ხელშეკრულებების პირობების პირდაპირი დარღვევა. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში პირობები დაირღვა როგორც უკრაინული, ასევე, თურქული მხარის მიერ. რუსეთისთვის არავის უცნობებია ბოევიკების გადაცემის შესახებ“, – აცხადებს კრემლის პრეს-სპიკერი პესკოვი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ „აზოვის“ მებრძოლები დაიბრუნა

მეტი...

„კლინიკების მიერ გაწეული ხარჯები სრულად არის დაფარული“ – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან დღემდე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, კლინიკების მიერ მოქალაქეებისთვის მიწოდებული სერვისი, სახელმწიფომ, 524 მილიონი ლარით დააფინანსა. შესაბამისი რეგულაციებით დადგენილი გადახდის ვადების გათვალისწინებით, დღევანდელი მონაცემებით, კლინიკების მიმართ სამინისტროს დავალიანება არ აღინიშნება. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კლინიკის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სრული ვადა განსაზღვრულია, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან, 73 სამუშაო დღით. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული, იანვარ-თებერვლის მონაცემები უკვე დამუშავებულია და კლინიკების მიერ გაწეული ხარჯები სრულად არის დაფარული. ასევე, ავანსის სახით, გაცემულია მარტის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების თანხა“ – აღიშნულია უწყების…

მეტი...

„ვგმობ ძალადობას“ – ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი თბილისში „პრაიდის“ ფესტივალთან დაკავშირებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოკლე შეფასებას აკეთებს. „ვგმობ ძალადობას, რომელიც წინ უძღოდა და ხელი შეუშალა „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არსებითია დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – წერს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი „ტვიტერზე“.    

მეტი...

„პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლის გამო გაერო ხელისუფებას მიმართავს

საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. “გაერო გმობს ძალადობასა და თავდასხმებს Tbilisi Pride-ზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხისმგებლობა დააკისროს დამნაშავეებს და გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასათვის, მათ შორის ლგბტ+ პირებისთვის”, – აღნიშნულია საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებაში.

მეტი...

,,ჩვენ არ გვინდა ხალხი…”- ტრამპი საიმიგრაციო კანონების გამკაცრების პირობას დებს საფრანგეთის არეულობის ფონზე

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  კიდევ ერთი პუნქტი დაამატა თავის დაპირებების სიას და  დაარწმუნა მხარდამჭერები, რომ თუ 2024 წელს დაიბრუნებს თეთრ სახლს, ის გააძლიერებს ქვეყნის საიმიგრაციო კანონებს. ტრამპი საფრანგეთში არეულობას მიგრაციის პრობლემას უკავშირებს. ღონისძიებაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ემიგრანტებს, რომელთაც სურთ შეერთებულ შტატებში შესვლა, უნდა ჰქონდეთ ამერიკული ღირებულებები და მზად იყვნენ შეითვისონ მათი კულტურა. „როგორც საფრანგეთში საზარელმა არეულობებმა დაამტკიცა, ჩვენ ასევე უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა ყველამ, ვინც ამერიკაში მოდის, გაიზიაროს ჩვენი ღირებულებები. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც ვძულვართ, ჩვენ გვინდა ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვართ“, – აღნიშნა ტრამპმა.…

მეტი...

ქალს, რომელმაც შვილი და სამი შვილიშვილი მოკლა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსეთში, სასამართლომ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქალს, რომელსაც ბრალად ედება საკუთარი  ქალიშვილისა და სამი შვილიშვილის – სამი, ხუთი და შვიდი წლის ბავშვების მოწამვლა. თავდაპირველად ქალი უარყოფდა დანაშაულში მონაწილეობას, მაგრამ გამოძიების დროს მან აღიარებითი ჩვენება მისცა. მან მოწამლა მძიმე ცერებრალური დამბლით დაავადებული 23 წლის გოგონა და მისი სამი შვილი რძის ფაფაში შერეული შხამით. მსჯავრდებულმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ახლობლების მოვლა ძალიან გაუჭირდა.

მეტი...

„ძალიან მძიმე სანახავი იყო როგორ უშლიდნენ ადამიანების დახურულ შეხვედრას ხელს”- ნინო წილოსანი

პრაიდფესტივალის ჩაშლას უმრავლესობის დეპუტატი, ნინო წილოსანი ეხმაურება. მისი თქმით, „მძიმე სანახავი იყო“ როგორ უშლიდნენ ადამიანების დახურულ შეხვედრას ხელს. „ძალიან მძიმე სანახავი იყო როგორ უშლიდნენ ადამიანების დახურულ შეხვედრას ხელს ისინი, ვისაც ამის არც კონსტიტუციური უფლება და არც ლოგიკური საფუძვლები არ ჰქონდათ “ – წერს ნინო წილოსანი. ამასთან, ნინო წილოსანმა საკუთარი პოსტის კომენტარებში შემდეგი კომენტარიც დატოვა. „მეგობრებო, სათითაოდ ვერ გიპასუხებთ, მაგრამ თხოვნა მაქვს, დაფიქრდით- როგორი სახელმწიფო გვინდა? ძალადობრივი? ის რომელიც კანონებით კი არა ემოციებით იმართება? სხვა ადამიანებს არ ვაძლევთ უფლებას იცხოვრონ ისე, როგორც სურთ? იმის გათვალისწინებით რომ არ ლახავენ ჩვენს უფლებებს? მგონი,…

მეტი...

,,მინდა დაველოდო მასთან შეხვედრას”- სანდრა რულოვსი

,,მინდა დაველოდო მასთან შეხვედრას სანამ განთავისუფლდება და სხვა ვითარებაში,” –  ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის შემდეგ არ უნახავს. ,,2021 – წლის მერე არ მინახავს, მას შემდეგ რაც საბერძნეთში ერთად ვიყავით. მინდა დაველოდო მასთან შეხვედრას სანამ განთავისუფლდება და სხვა ვითარებაში, ჯანმრთელობის და გათავისუფლების გათვალისწინებით ნაკლებად გამიჭირდება მასთან პირად საკითხებზე საუბარი.“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა ”ფორმულასთან”.

მეტი...

ახალციხეში ყირიმ–კონგოს ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ახალციხეში, სოფელ ანდაში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. დაავადება შუახნის კაცს დაუდასტურდა და  თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა გამოვლინდა.

მეტი...

პრეზიდენტმა ზელენსკიმ „აზოვის“ მებრძოლები დაიბრუნა

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთიდან უკრაინაში „აზოვის“ მცველებთან ერთად დაბრუნდა. პრეზიდენტმა პირადად ჩაიყვანა ისინი უკრაინაში. საუბარია იმ ტყვეებზე, მებრძოლებზე, რომელიც „აზოვსტალის ქარხნიდან“ რუსმა სამხედროებმა გაიყვანეს და რუსეთში გადაიყანეს. რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ კი ისინი მკურნალობას თურქეთში, თურქეთის პრეზიდენტის ინიციატვით გადიოდნენ. „თურქეთიდან სახლში ვბრუნდებითმ თან ჩვენს გმირებს ვაბრუნებთ სახლში. უკრაინელი ჯარისკაცები დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერჰი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეხა. ისინი საბოლოოდ თავიანთ ახლობლებთან იქნებიან. დიდება უკრაინას!” – წერს ზელენსკი. ტყვეების გათავისუფლება 2022 წლის სექტემბერში მოხერხდა და მას შემდეგ  თურქეთში იმყოფებოდნენ.  

მეტი...