საპატრიარქოში განმარტავენ, რომ დამლაგებლის გარდაცვალება მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან კავშირში არ არის

საპატრიარქოს დამლაგებლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განცხადებას აკეთებს. როგორც მამა ანდრია განმარტავს, ამ ფაქტს კავშირი არ აქვს მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან. „საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალების ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია, რადგან ექსპერტიზა არ დასრულებულა. ქალბატონი რუსუდანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა და პერიოდულად მკურნალობას გადიოდა. გარდა ამისა მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაველოდოთ შედეგებს“ – აცხადებს მამა ანდრია. შეგახსენებთ, რომ თითქოს, დამლაგებელი სწორედ მეუფე შიოს ოთახს ალაგებდა და შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს მოწამვლის შესაძლო ფაქტთან.  

მეტი...

ტრაილერი იწვის

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-გორის მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია. ცეცხლი ტრაილერს გაუჩნდა. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ტრაილერი ამონიუმის გვარჯილით იყო დატვირთული.  

მეტი...

„არანაირი უკანდახევა არ იქნება“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სიციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, უკან დახევა არ იქნება. „ვამაყობ ჩვენი კასპისა და საგარეჯოს აქტივით. ის რაც ხდება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიმართ, ზუსტი კალკია იმისა, თუ რასაც აკეთებდა ასლან აბაშიძე აჭარაში და შევარდნაძის დავალებით ლევან მამალაძე ქვემო ქართლში. მე აღტაცებული ვარ „ნაცმოძრაობის“ წევრების გამბედაობით და ზუსტად ასეთია ენმ-ის ტრადიცია. ასევე, ყოჩაღ „ფორმულას“ და მიშა მშვილდაძეს და მის კოლეგებს – როგორ ზუსტად ამხილეს მაფიოზური ძალადობრივი აპარატი. კიდევ ერთხელ დასტურდება თუ რატომ არის აუცილებელი ერთიანობა. არანაირი უკანდახევა არ იქნება  – მე…

მეტი...

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ახალციხის კლინიკა იმედი“-ს ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ახალციხის კლინიკა იმედი“-ს ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხვისას შპს „ახალციხის კლინიკა იმედის” ექიმმა, ექთანმა და რეანიმაციული განყოფილების უმცროსმა ექიმმა, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულები იყვნენ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და ექიმისთვის პასუხისმგებლობის არიდების მოტივით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. გამოკითხვისას ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის…

მეტი...

მეუფეს განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, მეუფის ორგანიზმში მძიმე მეტალებია აღმოჩენილი. საუბარია დარიშხანით მოწამვლის ფაქტზე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო“ – განმარტავენ შსს-ში.  

მეტი...

მოზარდები ზღვაში შეიყვანეს, „ბანანიდან“ წყალში განზრახ გადაყარეს და არ დაეხმარნენ – ერთი ბავშვი დაიღუპა  

ბათუმის ზღვაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც მოზარდები ე.წ. ბანანიდან ზღვაში განზრახ გადაყარა და სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა. მომხდართან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, 2007 წელს დაბადებული ლ.ა. – ს ცხედარი, ნაპირიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იქნა ნანახი. ლ.ა. – ს გაუჩინარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით მიმდინარე წლის 5 ივლისს მიმართეს, რის შემდეგაც არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში უწყების შესაბამისი დანაყოფები ჩაერთვნენ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის…

მეტი...

ბათუმის ზღვაში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

16 წლის მოზარდის ცხედარი ნაპოვნია. ლუკა აბულაძე ზღვაში რამდენიმე დღის უკან გაუჩინარდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული. ლუკა აბულაძე ზღვაზე მეგობრებთან ერთად იყო წასული. ოთხი მოზარდი ე.წ. საცურაო ბანანით შეიყვანეს ზღვაში. ზღვიდან სამი ნაპირზე დაბრუნდა, ერთი კი დაიკარგა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ მოზარდის უმწეო მდგომარეობაში მიტოვება ედებათ ბრალად. ცხედრის პოვნა კი მაშველების დახმარებით მოხერხდა.  

მეტი...

„რუსეთი კასეტურ შეიარაღებას იყენებს ქვეყნის დასაპყრობად, უკრაინა კი თავს იცავს“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი აშშ-ის მიერ უკრაინის მორიგ დახმარებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს შეიარაღება ომში მყოფ ქვეყანას თავის დასაცავად სჭირდება. საუბარია კასეტურ შეიარაღებაზე, რომელიც უკრაინამ აშშ-დან მიიღო. „ზოგიერთმა მოკავშირემ ხელი მოაწერა კონვენციას კასეტურ შეიარაღებასთან დაკავშირებით, ზოგიერთ მოკავშირეს კი, ამ კონვენციაზე ხელი არ აქვს მოწერილი… უკრაინა სასტიკი ომის წინაშეა.  ეს სისასტიკე ყოველდღიურად აისახება იმაში, რომ ყოველდღიურად ვხედავთ მსხვერპლს და იმაში რომ კასეტურ შეიარაღებას ორივე მხარე იყენებს. რუსეთი კასეტურ შეიარაღებას იყენებს მეორე ქვეყნის დასაპყრობად, უკრაინა კი, მათ თავის დასაცავად იყენებს“ – აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.  

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს მიმართავს და განმარტებებს ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 3 ივლისის კენჭისყრასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს და დეტალურ ინფორმაციას ითხოვს. „პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს პარლამენტს „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით და მოითხოვს დეტალურ ინფორმაციას 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია.

მეტი...

პროკურატურამ არასრულწლოვანზე ძალადობისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ  განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, რუსთავში, ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა შვილის არასრულწლოვან გერზე. სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 ივლისს დააკავეს.  მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

მეტი...

შსს პირობას იძლევა, რომ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებები უსაფრთხოდ ჩატარდება

„8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას, დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან“ – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვის პირობას იძლევიან. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით უკვე გამართულ და დაგეგმილ დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, შეკრებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე წლის 2 და 6 ივლისს, 2 დახურული ღონისძიება მშვიდ ვითარებაში…

მეტი...

,,უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით საქართველო ზარალდება. მისი თქმით, ზელენსკის, ანდრეი ერმაკს, მთელ გუნდს გამორჩეული სიმპატია აქვს  ქართველი ხალხის მიმართ. ,,უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება. დღეს უკრაინა იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვისაც და პრეზიდენტ ზელენსკის, ანდრეი ერმაკს, მთელ გუნდს გამორჩეული სიმპატია აქვს  ქართველი ხალხის მიმართ. უკრაინასთან ურთიერთობას ძირს უთხრის ოლიგარქის მე-5-ე კოლონა რომელიც გარდა მოსკოველი პატრონების მითითების შესრულებისა ასევე ხელს ითბობს საქართველოს და უკრაინის ინტერესების ღალატზე. ძალიან მალე ამ ყველაფერს საკადრისი პასუხი გაეცემა,”- წერს მიხეილ სააკაშვილი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს მოითხოვა საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში…

მეტი...

მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე – იენს სტოლტენბერგი

ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, გაიყვანოს საქართველოში მყოფი თავისი ძალები. ,,ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში არის და წინა სამიტზეც გავიმეორეთ, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პარტნიორობა ქვეყნებთან, რომლებიც დაუცველი არიან რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ გაიმეორებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები ასევე დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, გარე ჩარევის გარეშე  გადაწყვიტოს საკუთარი…

მეტი...

გერმანია უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნის წინააღმდეგია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანია უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნის წინააღმდეგია. მისი თქმით,  კასეტური საბრძოლო მასალის შესახებ კონვენციის მონაწილე გერმანია აღნიშნულ იდეას ეწინააღმდეგება. ანალენა ბერბოკმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ გეგმავს მსგავსი ტიპის შეიარაღების გადაცემას უკრაინისთვის.

მეტი...

რუსეთმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. იერიშის  შედეგად ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ,,S-300 ჭურვები მრავალათასიან ქალაქში ინფრასტრუქტურულ ობიექტს შუა დღის განმავლობაში მოხვდა. ერთ-ერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. დაბომბვის შედეგების აღმოფხვრაზე სპეციალისტები მუშაობენ”, – წერს მალაშკო.

მეტი...

ქუჩის მსვლელობა არ ტარდება – Tbilisi Pride

Tbilisi Pride ხვალ, 8 ივლისს დაგეგმილ ფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ  ქუჩის მსვლელობა არ ტარდება. მათივე განცხადებით, ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე გაიმართება. ,,ხვალ პრაიდის ფესტივალი გაიმართება – დახურული ღონისძიება, რომელსაც უკვე მესამე წელია ვატარებთ. რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეყავთ საზოგადოება შეცდომაში პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თბილისის ქუჩებში ე.წ. “გეი აღლუმი” ტარდება, რათა საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში სიძულვილი გააღვივონ. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ ფაქტს, რომ არ ტარდება არავითარი ქუჩის მსვლელობა, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება. მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი. ჩვენი…

მეტი...

,,8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება”- მორგოშია

,,8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება” –  ამის შესახებ „ალტ-ინფოს“ ლიდერი  კოკა მორგოშიამ განაცხადა. მარგოშიას აღნიშნული განცხადება „ალტ-ინფოს“ Telegram-არხებზე ვრცელდება. ,,8 ივლისი ასევე ძალიან დიდი შინაარსის დღეა და არაფრით არ ჩამოუვარდება 5 ივლისს, პირდაპირ გეტყვით. 8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება,” –  აცხადებს მორგოშია.

მეტი...

საქართველო პირველად გახდა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭოს წევრი ქვეყანა

საქართველო, 2 წლის ვადით (2023 წლის 7 ივლისიდან – 2025 წლის 30 ივნისამდე), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭოს წევრად აირჩიეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება FAO-ს 43-ე კონფერენციის ფარგლებში მიიღეს. კონფერენცია რომში, 2023 წლის 1-7 ივლისს გაიმართა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭო შედგება ორგანიზაციის წევრი 49 სახელმწიფოსგან, რომელთა არჩევაც ორ წელიწადში ერთხელ, ორგანიზაციის კონფერენციის ფარგლებში ხდება. აღსანიშნავია, რომ საბჭო, კონფერენციის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს აღმასრულებელ ორგანოს. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროსთან, ასევე, ორგანიზაციის სამუშაო პროგრამასთან, ბიუჯეტთან, ადმინისტრაციულ და ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული…

მეტი...

ხანძარი მოხუცთა თავშესაფარში – დაიღუპა 6 და დაშავდა 80

პარასკევს დილით მილანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი მცხოვრები დაიღუპა, ხოლო 80 დაშავდა. მეხანძრეების თქმით, ხანძარი დაახლოებით 01:30 საათზე გაჩნდა, სავარაუდოდ, ორი ქალის ოთახში, რომლებიც დაღუპულებს შორის არიან. გარდაცვლილია ასევე სამი ქალი და ერთი მამაკაცი. დაშავებულებს შორის ორი მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენების უმეტესობა კი კვამლის ჩასუნთქვის გამო მკურნალობს. იტალიის ეროვნული მეხანძრეების კორპუსის სპიკერმა ლუკა კარიმ განაცხადა, რომ მეხანძრეები იკვლევენ ხანძრის გამომწვევ მიზეზს.

მეტი...

სუს-ის უფროსის მოადგილემ გვიპასუხა, დანარჩენი პუტინს ჰკითხეთო – თინა ბოკუჩავა

სუს-ის უფროსის მოადგილეს პასუხი არ ჰქონდა არც ფრენებზე, არც კადიროველებზე. გვიპასუხა, დანარჩენი პუტინს ჰკითხეთო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, სუს-ის დაფინანსება – 180 მილიონით ბიუჯეტის ფლანგვაა. „ალექსი ბატიაშვილმა გვითხრა, რომ საზღვრებს ვერ აკონტროლებენ, არავის უსმენენ, ძალადობას არ აორგანიზებენ. პასუხი არ ჰქონდა სანქციებზე, არც ფრენებზე, არც კადიროველებზე. ვციტირებ, გვიპასუხა, დანარჩენი პუტინს ჰკითხეთო. იმედი მაქვს, სუს-ი საქმეს არ აღძრავს ჩემ წინააღმდეგ აღნიშნული ფრაზის სხდომიდან გამოტანის გამო. სხდომიდან, რომელიც ირაკლი ბერაიამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დახურა. სუს-ის დაფინანსება – 180 მილიონი – ბიუჯეტის ფლანგვაა, რადგან ამ პარლამენტის სტანდარტითაც…

მეტი...

,,დოკუმენტები გააყალბეს და 580 000 ლარით მეტი დანახარჯი აჩვენეს”- პროკურორი

შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავეს. პროკურორის განცხადებით, დაკავებულებმა 2020 წელს კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდის გასაზრდელად გამოყოფილი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით დოკუმენტები გააყალბეს. ,,როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის დეკემბერში „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ რემონტი მიმდინარეობდა. ეს იმისთვის, რომ კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდი გაზრდილიყო. საქმის ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტები შეადგინეს, კერძოდ, მიღებისა და ჩაბარების ყალბი აქტები, ინსპექტირების დასკვნა. ამის საფუძველზე მათ აჩვენეს, თითქოს, სამი მილიონი ლარის სამუშაოები შეასრულეს. სინამდვილეში, დოკუმენტები გააყალბეს და 580 000 ლარით მეტი დანახარჯი აჩვენეს. 580 ათასი…

მეტი...

,,გალმა მომავალში შესაძლოა კოდორის ხეობის ბედი გაიზიაროს”- “საზოგადოებრივი პალატის წევრი” ბჟანიას

გალის რაიონის მოსახლეობა ბოლო 20 წლის განმავლობაში 40%-ით შემცირდა – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ”ხალხთა კონგრესის თავმჯდომარემ” დავით პილიამ დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას ისაუბრა. „სამურზაყანის ისტორიულ ტერიტორიებზე საბჭოთა კავშირის დაშლამდე 92 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს აღმოსავლეთ აფხაზეთში 55 000 სამურზაყელი ცხოვრობს. ყველაზე მეტად ახალგაზრდები ტოვებენ. წელს რაიონში სკოლები 230-მა ადამიანმა დაამთავრა. ძალიან მეეჭვება, ვინმე დარჩეს ჩვენთან, რადგან მეზობელ ქვეყანას აქვს სპეციალური პროგრამა. ტრენინგის პერიოდში ადამიანები ურთიერთობენ სკოლის მოსწავლეებთან. Რატომ არის, რომ? იმიტომ, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ენა მოთხოვნადი ხდება და ჩვენი შვილები, მოგეხსენებათ, ყველა რუსულად საუბრობს“, –…

მეტი...

,,კოკა-კოლა არ არის სასარგებლო, უფრო კარგი იქნებოდა, კაი ხაჭაპურები გამოეცხოთ”- გაიაშვილი ჭყონიაზე

ჯორჯიან ეარვეისის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი თემურ ჭყონიას შვილის, სოფო ჭყონიას განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, სამარცხვინოა კოკა-კოლის წარმოება და ჩვენი ბავშვების მოწამვლა. ,,ჩემი კომპანიის წინააღმდეგ ასეთი განცხადებების გაკეთება, მე მგონი, სამარცხვინოა პირველ რიგში და სამარცხვინოა თვითონ კოკა-კოლის წარმოება ალბათ, საქართველოში და მაკდონალდსის, ჩვენი ბავშვების მოწამვლა… მე მგონი, კოკა-კოლა არ არის სასარგებლო, უფრო კარგი იქნებოდა, კაი ხაჭაპურები გამოეცხოთ, რაც ქართულია, ქართული საქმე ეკეთებინათ და უფრო მაგით ესახელებინათ თავი, არამც თუ კოკა-კოლა და კოკა-კოლის რეკლამით იყვნენ დაკავებული. მე მათ მინდა ვუთხრა, მიხედონ მათ თავის საქმეს, მე ვთვლი, რომ ქართულ ბიზნესს უნდა გულშემატკივრობდნენ თუ…

მეტი...

,,იარაღი, მეტი იარაღი და მეტი იარაღი, მათ შორის კასეტური საბრძოლო მასალა”- პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებას ითხოვს. პოდოლიაკი კასეტური საბრძოლო მასალასაც ითხოვს. ,,დიდ სისხლიან ომში, რომელიც უკვე 16 თვეზე მეტია გრძელდება და რომელიც მსოფლიოს მომავალს განსაზღვრავს – არის თუ არა ის უკანონო (რუსული), არსებობს თუ არა საერთაშორისო სამართალი – იარაღის რაოდენობას აქვს მნიშვნელობა. ასე რომ, იარაღი, მეტი იარაღი და მეტი იარაღი, მათ შორის კასეტური საბრძოლო მასალა. და არავითარი საუბარი “რუსული გეგმებისა და შეშფოთებების” სასარგებლოდ – ომის დამნაშავეები უნდა იყვნენ რიგში მყუდრო ნავსადგურში დასაჯდომად”, – წერს პოდოლიაკი.

მეტი...

,,ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ”- ოლექსანდრ სირსკი

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ. სირსკი წინსვლის დეტალებზე არ საუბრობს. ,,ბახმუტის მიმართულება. თავდაცვის ძალები პროგრესირებენ და წინ მიიწევენ. მათ დააბრუნეს ადრე ოკუპირებული ტერიტორიები,”- განაცხადა სირკიმ.

მეტი...

აფეთქება გაზგასამართ სადგურზე – დაშავებულია ერთი ადამიანი

თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ხელოსანი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ადგილობრივების ინფორმაციით, თხევად გაზს არემონტებდნენ და აფეთქება სავარაუდოდ, ტესტირების დროს მოხდა.

მეტი...

საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

საქართველოს, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.

მეტი...

ზესტაფონი-თერჯოლის გზაზე ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა

ზესტაფონი-თერჯოლის გზაზე ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაშვებულების და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია  არ ვრცელდება. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ფოტო: ფორმულა

მეტი...

ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დაინიშნა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე “საჩხერის სამედიცინო ცენტრის” დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს, რომელსაც აღნიშნული ტიკარაძემ დაუდასტურა. 2019-2021 წლებში ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2022 წლის მარტში ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა.

მეტი...

ბალტიისპირა ქვეყნებიდან ჯავშნები რუსეთის მოქალაქეების სიჭარბის გამო გააუქმეს – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ტურისტულ სეზონზე ისაუბრა. მისი თქმით, ბალტიისპირა ქვეყნებიდან ჯავშნები რუსეთის მოქალაქეების სიჭარბის გამო გააუქმეს. ,,წინა წელთან შედარებით მატება არ იგრძნობა. ამას დაემატა ისიც, რომ გალფის ქვეყნებიდან ბევრი ადამიანი თურქეთში გადავიდა. ჩვენ თურქეთს ვერანაირ კონკურენციას ვერ გავუწევთ. ამასთან, მას შემდეგ რაც გამოცხადდა რუსეთიდან ფრენების აღდგენის შესახებ, ფასები 30-40%-ით გაიზარდა ბათუმში. თანაც, ეს ჯავშნების მიღების პერიოდი იყო. გალფის ქვეყნები ცდილობდნენ დაეჯავშნათ, თუმცა გაზრდილი ფასების გამო უმრავლესობამ თქვა უარი. შარშანდელის მსგავსი, დიდი ნაკადების შემოსვლა და მოთხოვნა გალფის ქვეყნებიდან აღარ არის. ბალტიისპირა ქვეყნები გასულ…

მეტი...

ბულგარეთისა და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბულგარეთისა და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. მათივე ცნობით, შავ ზღვაში მიმდინარე კვლევებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ბულგარელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს. ,,აღინიშნა, რომ როგორც ბულგარეთის, ისე საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში, დაკვირვების შედეგად, წყლის ხარისხი, მათ შორის ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადები, მძიმე მეტალები და სხვა ქიმიური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. ბულგარეთში, ქ. ბურგასში ქაფშიის მარაგების შეფასების შესახებ გამართული შეხვედრა მიზნად ისახავდა შავ ზღვაში ბიოლოგიური რესურსების მარაგების შენარჩუნებას და მდგრადი მეთევზეობის ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს უწყობს თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას”, – ნათქვამია…

მეტი...

,,ჯერ არ გვითხოვია გამოძიება”- მამა ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავთ. მისივე თქმით, უცხოეთიდან კვლევის შედეგებს ელოდებიან. „თავად დაგვიკავშირდნენ, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვითხოვია მათთვის გამოძიება. თავი შევიკავეთ, რადგან გვაქვს რაღაც ნიუანსები კიდევ გასარკვევი. ყველაფერი, რაც შეიძლება, ვილაპარაკო პრივატულად, საჯაროდაც ვთქვი. ამ თემაზე ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ, იმას ვლაპარაკობთ ხმამაღლა, ამის იქით მეტი არაფერია საძიებელი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური, შრომისუნარიანია, მუშაობს, არ აქვს შეზღუდვა საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მეტი...

სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ გაიტაცეს

შიდა ქართლის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ გაიტაცეს.  ამის შესახებ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა. ,,აქვე მინდა კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი გითხრათ, რომ დღეს დილით მოხდა კიდევ 6 ჩვენი თანამოქალაქის უკანონო დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დადასტურებულია უკვე მათი დაკავება და ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე, ეს ადამიანები დაუბრინდნენ თავიან ოჯახებს”,- განაცხადა ბატიშვილმა.  

მეტი...

,,2017 წელთან შედარებით, 70%-ით უკან ვართ”- შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, სასტუმროების მოგება 70%-ით არის შემცირებული. მისი თქმით, ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი 15%-ით არის შემცირებული. ,,თბილისის მასშტაბით სასტუმროებთან დაკავშირებით კვლევა ჩავატარეთ და წინა წელთან შედარებით, პირველ ექვს თვეში, საშუალო შეწონილი ფასი 10%-ით არის შემცირებული. დატვირთულობის კოეფიციენტი 15%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება კომპანიების მოგებას, 18%-ით არის შემცირებული, გასულ წელთან შედარებით, ხოლო 2016-2017-2018 წლებთან შედარებით 70%-ით უკან ვართ. სასტუმროების მოგება 70%-ით არის შემცირებული. კვლევა საშუალო სეგმენტზე ჩატარდა, 3-4 ვარსკვლავიან სასტუმროებზე. კვლევაში მონაწილეობა 30 სასტუმრომ მიიღო, ძირითადათ არაბრენდულმა სასტუმროებმა. სტატისტიკის მიერ დადებული ციფრები,…

მეტი...

,,დევნიან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო”- გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საერთაშორისო იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners პირველ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურის მიერ განცხადების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე კრიპტოვალუტის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე,  ბაჩიაშვილის იურიდიულმა ჯგუფმა Amsterdam & Partners LLP დაგმო საქმის არასერიოზული ხასიათი. „ჩვენს ფირმას აქვს პრივილეგია იმოქმედოს როგორც ბ-ნი ბაჩიაშვილის საერთაშორისო მრჩეველი და ჩვენ ვაპირებთ  ვიმოქმედოთ მისი უფლებებისა და უდანაშაულობის დასამტკიცებლად ამ აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების წინაშე“, – განაცხადა რობერტ ამსტერდამმა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრლადებები უხერხულია ქვეყნისთვის. ,,ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ ამ…

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდ.მეწარმე დააკავეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიში. ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ „საუნივერსიტეტო კლინიკის’’ ფინანსურმა დირექტორმა, საავადმყოფოს შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, ამავე…

მეტი...